ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

,,იმ პირთა ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც ძირს უთხრის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს; საფრთხეს უქმნას მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; და ხელს უწყობს მისი აქტივების მითვისებას, ისევე როგორც რუსეთის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და ძალის გამოყენება უკრაინაში, კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ეროვნული საგანგებო რეჟიმი”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განკარგულებაში.

მსგავსი თემები