მდინარე ძუსაში, მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამი ადამიანის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს. ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის თანმხლები პირებიდან 4 საშველად მდინარეში გადახტა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 112-ში ნაპირზე დარჩენილმა ერთმა ადამიანმა დარეკა.

მეტი...

პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ ოდესის დაბომბვას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინას პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. ,,რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. “შაჰიდების” თავდასხმა ოდესის, ხარკოვის, სუმის ოლქებში. ოდესაში მტრის ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. 18 ბინა განადგურდა. ჩვენი პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება. აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორიზმისგან დავიცვათ. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვისთვის – ეს არის ის, რაც სიცოცხლეს გადაარჩენს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,მაშველები ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ“ – თერჯოლაში მომხდარი ტრაგედია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 6 ადამიანი სამწვერას ჩანჩქერზე, ლაშქრობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის გადასარჩენად კიდევ 3 ადამიანი ჩახტა მდინარეში. ერთი მოქალაქის ამოყვანა ადგილზე მისულმა მაშველებმა შეძლეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები. ამ ეტაპზე მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

30 წლამდე მამაკაცმა 5 და 7 წლის მცირეწლოვან ბავშვებზე იძალადა და გააუპატიურა

30 წლამდე მამაკაცმა 5 და 7 წლის მცირეწლოვან ბავშვებზე იძალადა და გააუპატიურა. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. საქმის მასალებში დევს მცირეწლოვანი გოგონების ჩვენება. მოზარდებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. არასწრულწლოვნების გაუპატიურების ბრალდებით, ოჯახის ნათესავი, 30 წლამდე მამაკაცია დაკავებული. კაცმა დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როცა ის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...

ჰუსიტების შეტევის შემდეგ წითელ ზღვაში გემი ჩაიძირა

ბრიტანული სატვირთო გემი, „რუბიმარი“, რომელიც იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ 18 თებერვალს რაკეტებით დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა. სარაკეტო დაბომბვის შემდეგ, ეკიპაჟი იძულებული გახდა ხომალდი დაეტოვებინა. ცნობისთვის, „რუბიმარი“ არის პირველი ხომალდი, რომელიც მთლიანად განადგურდა „ჰუტისების“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომს უკავშირდება. „ჰუსიტები“ ბრიტანეთის კუთვნილ გემს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში დაესხნენ თავს. სატვირთო გემი, სავარაუდოდ, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ ხორ ფაკანიდან ბულგარეთის ქალაქ ვარნაში მიემგზავრებოდა.

მეტი...

ოდესაში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოდესაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მათ შორისაა 3 წლის ბავშვი. დაშავებულია 8 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. ცნობისთვის, 2 მარტს, გვიან ღამით რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დრონი ქალაქის საცხოვრებელ უბანში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა.

მეტი...

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე, ძუსაში ახალგაზრდა კაცი გადავარდა, მის დასახმარებლად წყალში კიდევ რამდენიმე ადამიანი გადახტა, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაშველებმა ამ დროისათვის სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ერთ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ქობულეთში, სოფელ ზენითში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქობულეთში, სოფელ ზენითში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. როგორც ზენითის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა სულხან გიორგაძემ აღნიშნა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ,,ხის სახლი იყო და მთლიანად დაიწვა. მეპატრონე ამჟამად სხვა სოფელში იმყოფება შვილთან. ამ სახლში მარტო ცხოვრობდა”, -ამბობს გიორგაძე.

მეტი...

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა – მამუკა მდინარაძე

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „თუკი ვინმე ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი და ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს. ყველას ვთხოვ, ჩვენ ევროპელ კოლეგებს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის იმ გულმხურვალე კობისტებს, რომლებიც ახერხებდნენ ხოლმე სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები რომელიღაც რეზოლუციაში და ა.შ. ყველამ გაითვალისწინოს, რომ თუკი ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, ესენი თავად არიან, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოადგენენ იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა…

მეტი...

ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩამოხსნილია – ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩამოხსნილია, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან და სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახე წარმოაჩინა. „როგორ შეიძლება, ჩვენს ძვირფას ადამიანზე, პატრიარქზე რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს ვინ, პრეზიდენტი. აქ საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდაში – არის მსხვერპლი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა. ოთხი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძარია

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძარია. ინფორმაციას და ფოტომასალას გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი ბალახს და ხე-მცენარეებს უკიდია. ასევე, ცეცხლი მიუახლოვდა დასახლებულ პუნქტს და რკინიგზასაც. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა სახანძრო მანქანები ჯერჯერობით, ცეცხლმოკიდებულ ადგილებს ვერ უახლოვდებიან.

მეტი...

რუსეთში გვარი ნავალნი ,,ექსტრემისტულ სიმბოლიკას” გაუთანაბრეს

ალექსეი ნავალნის გვარი რუსეთში ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის 2 მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ – ჩელიაბინსკში, კრასნოდარსა და მურმანსკში. მანამდე, ნავალნის გვარის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს ულიანოვსკშიც. 4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯათ, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ “კორუფციასთან ბრძოლის ფონდი” რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, ხოლო გვარი ნავალნი – “ატრიბუტიკად და სიმბოლიკად” სახელდება.

მეტი...

როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები – ღარიბაშვილი აზარაშვილზე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. ღარიბაშვილი ამბობს, რომ კობახიძესა და ჯანდაცვის მინისტრს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ და “ცივილიზებულ ფორმებში” დაემშვიდობნენ. ,,მე როგორც ვიცი, თვითონ, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა, ასე ვთქვათ, დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერმინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. ასე რომ, ასევე ეხლა მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებები, რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსი გაუშვა. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერმინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის…

მეტი...

3 მარტს ონკოპაციენტები პარლამენტთან აქციას გამართავენ

3 მარტს, 15:00 საათზე, ონკოპაციენტები პარლამენტთან აქციას გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი სიცოცხლისთვის” თქმით, მოთხოვნები უცვლელია 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და მათთვის საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანა. ,,3 მარტს, დედის დღეს, 3 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით ონკოპაციენტები და სახელმწიფოსგან ვითხოვთ ყურადღებას. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდით. შარშან ყველანი სიხარულით შევხვდით მთავრობის ინიციატივას კიბოს უფასოდ მკურნალობის შესახებ. ჩვენ დაგვპირდნენ “უწყვეტ და უფასო მკურნალობას”, სინამდვილეში კი სიმსივნის დიაგნოზის მქონე ადამიანებს საქართველოში მუდმივად უგვიანდებათ დაფინანსება, ეძებენ გადარჩენის გზებს და ხშირად ვერ შოულობენ წამლებს. ჩვენ ვითხოვთ: 1. სახელმწიფომ შეუფერხებლად დააფინანსოს ონკოპაციენტების მკურნალობა და მოხსნას 25 000-ლარიანი ლიმიტი. 2.…

მეტი...

ოდესაში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

ოდესაში, რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ოკუპანტების საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა 3 წლის ბავშვი. მისი ცხედარი სახლის ნანგრევებში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებულია 8 ადამიანი. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ოდესის რეგიონში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, გვიან ღამით რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დრონი ქალაქის საცხოვრებელ უბანში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა.

მეტი...

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებულ ყოფილ პოლიციელს სააპელაციომაც უვადო პატიმრობა მიუსაჯა

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, უვადო პატიმრობის სასჯელი ძალაში დატოვა. ბეროზაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციამ პირველის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქმე ეხება 2022 წლის აპრილში მომხდარ დანაშაულს. გამოძიების თანახმად, ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების ცხედრებს იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ. მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს.

მეტი...

სამხრეთ ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, “ჰეზბოლას” უფროსი მეთაური დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად “ჰეზბოლას” უფროსი მეთაური დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონის გამოყენებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მომენტში უფროსი მეთაურის ავტომობილი ქალაქ ნაქურას მახლობლად იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა კიდევ 2 პირი.

მეტი...

გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის – ირაკლი კობახიძე

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. „დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში – არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. დიდება ჩვენს გმირებს!”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

დღეს 15 წელი შემისრულდა – მამა შალვა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დღეს 15 წელი შემისრულდა, რაც მღვდელი გავხდი, უფლის ნებით და მისი უწმიდესობის ხელდასხმით, – ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში წერს: „პირველ რიგში, შენდობა მინდა ვთხოვო უფალს და იმ ადამიანებს, რომელთაც გული ვატკინე, მადლობა მინდა გადავხადო მის უწმიდესობას, ჩემს სულიერ მოძღვარს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ჩემს სულზე ზრუნვისთვის, ჩემს სულიერ ძმებს ქრისტეში, მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც საოცარ ძალას მაძლევენ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიხარჯო, სულიერ შვილებს რომლებიც მასწავლიან ქრისტესთან ურთიერთობას, ყველა იმ ადამიანს, რომელთა სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად… ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და საშუალება მომეცა,…

მეტი...

,,ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ, რომელიც გაგვიყვანდა მკვლელზე” – 12 წლის ანას დედა

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 12 წლის ანას დედა, ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტმა დაკარგა ფრჩხილში არსებული თმა, სველ მდომარეობაში შეფუთა და არ დაიცვა ნივმთმტკიცებები. ასევე, არ აიღო ანაბეჭდები სრულად დაზიანებული უბნებიდან, სადაც შესაძლოა მკვლელის დნმ ყოფილიყო. ,,არ დაიცვა ნივმთმტკიცებები, დაკარგა ფრჩხილში არსებული თმა. ასევე, არ დაიცვა ნივმთმტკიცება, რომელიც მან აიღო და სველ მდგომარეობაში შეფუთა და შემდგომში იგი დაობდა. ასევე, მესამე კიდევ, არ აიღო ანაწმენდები სრულად დაზიანებული უბნებიდან. ყველგან…

მეტი...

მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, სამებაში აღარ დაბრუნდება

მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარში აღარ დააბრუნებენ. არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი “რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ “მოგვარებულია პრობლემა.” თუმცა, საპატრიარქოში ჯერ გადაწყვეტილი არ არის როდის და რომელ ტაძარში მიიტანენ მას შესწორებების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ სამების ტაძარში სტალინის ხატის აღმოჩენას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. აქტივისტმა ნატა ფერაძემ მას ლურჯი საღებავი შეასხა, რის გამოც მას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მეტი...

საოკუპაციო ხაზთან რუსები ახალი იარაღით პატრულირებენ – დავით ქაცარავა

რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან ახალი ირაღით პატრულირებენ. ამის შესახებ “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს. მისი თქმით, საუბარია რუსული წარმოების უახლესი ანტიდრონის იარაღზე. ,,ჩვენი დღევანდელი პატრულირების დროს, დავაფიქსირეთ ოკუპანტების პატრული, რომელიც როგორც აღმოჩნდა, აღჭურვილი იყო უახლესი ანტიდრონის იარაღით. რომ არა აღნიშნული გარემოება, ორკების ამ გავლას ჩავთვლიდით რიგით, სტანდარტულ მოვლენად და თქვენი ყურადღების მიპყრობას არც კი შევეცდებოდით. ამასობაში, დავადგინეთ ანტიდრონის იარაღის მოდელიც. ეს გახლავთ რუსული წარმოების LPD – 801, რომელიც წარმოადგენს ორკების ერთ-ერთ ბოლო მოდელს აღნიშნულ იარაღებში. საპატრულო ჯგუფს აქამდე არასოდეს ჰქონია პატრულირებაზე გამოტანილი LPD-801, რაც…

მეტი...

13 წლის გოგო 16 წლის ბიჭმა მოიტაცა – მეოთხე დღეა იორმუღანლოში არასრულწლოვნებს ეძებენ

მეოთხე დღეა სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგოს ეძებენ. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა 27 თებერვლის ღამეს, ეზოდან მოიტაცა. ბიჭის ახლობლები კი ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი გოგო მათ ვაჟზე შეყვარებული იყო და ცოლად საკუთარი სურვილით გაჰყვა. გაუჩინარებული მოზარდები პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია.

მეტი...

ქართველი ხალხი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს! – მიხეილ სააკაშვილი

2024 წელს ქართველი ხალხი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მე ჩამოვედი საქართველოში, გავრისკე სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება, იმიტომ რომ გამეთავისუფლებინა საქართველო კლანებისაგან, სიღარიბისგან მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობისგან. მე ყველაფერი მქონდა, კომფორტული, დაცული ცხოვრება, თანამდებობა, პატივისცემა, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს შორიდან წყნარად მეყურებინა ჩემი ქვეყნის განადგურებისათვის. 2024 წელს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს, არის სრულფასოვანი, ერთიანი ერი, რომელიც საკუთარ მიწაზე ცხოვრობს ღირსეულად, შრომობს ღირსეულად და აქვს მომავლის იმედი – თუ ირჩევს გაუცხოების, სიღარიბის, უპერსპექტივობის და საკუთარი ქვეყნიდან ემიგრაციის გზას. ქართველი ხალხი…

მეტი...

ხარკოვის ოლქში რუსული თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში რუსული თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 76 წლის კაცი საკუთარი სახლის ნანგრევებში იპოვეს. ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ოკუპანტები სოფელს “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ. ,,სამართალდამცავების ინფორმაციით, დაახლოებით 00:10 საათზე, სოფელ ველიკი ბურლუკში, კერძო სახლს აგრესორი ქვეყნის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატით, “შაჰიდით” დაარტყეს. მტრის დრონის დარტყმის შედეგად სახლს ცეცხლი გაუჩნდა. 76 წლის კაცი ნანგრევებში იპოვეს. სახლი მთლიანად დაინგრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან – ჯო ბაიდენი

აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი დახმარება მიიღოს. ,,სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში,” – თქვა ბაიდენმა.

მეტი...

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ა.ჰ. თბილისში დააკავეს.…

მეტი...

18-მეტრიანი ავტობუსებით N308 მარშრუტის მგზავრებიც გადაადგილდებიან

MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც გავიდნენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა. კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის სისტემებით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის…

მეტი...

რუსთავში, 19 წლის ახალგაზრდა მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

რუსთავში, 19 წლის ახალგაზრდა მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეტი...

წელს ჩვენ ცაში ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდების ხელისუფლებას დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ წელს უკრაინის ცაზე ახალი საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდება. ,,ჩვენ გვაქვს სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი ჩვენი მებრძოლებისთვის ნიდერლანდებიდან. სხვათა შორის ნიდერლანდები აქტიურად გვეხმარება საჰაერო თავდაცვაში, F-16 კოალიციით. წელს ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება ჩვენს ცაში და ეს წელი ეფექტური უნდა გავხადოთ რუსული ბომბების, რუსული თვითმფრინავებისა და მათი რაკეტებისგან თავდასაცავად. მეთაურმა ოლეკსანდრ სირსკიმ, საჰაერო ძალების მეთაურმა მიკოლა ოლეშჩუკმა და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა დღეს მარკ რუტესთვის სპეციალური სამხედრო ბრიფინგი გამართეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, ხარკოვზეც ვისაუბრეთ. მადლობელი ვარ ნიდერლანდების მზადყოფნისთვის,…

მეტი...

პოლონეთში დააკავეს არალეგალი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 თვე ეძებდნენ

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. ის 2023 წლის 27 სექტემბერს გდანსკის აეროპორტიდან სასაზღვრო კონტროლს გაექცა. 5 თვიანი ძებნის შემდეგ კი 26 თებერვალს, გროძისკის რაიონში დააკავეს. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა ქვეყანაში არალეგალურად ჩაფრინდა. დაკავებულს ბრალად ედება პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ძალადობა და მუქარა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

წალენჯიხაში ხანძარი იყო

წალენჯიხაში ხანძარი იყო. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ინფორმაცია და ხანძრის ვიდეოკადრები წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ სოციალური ქსელით გაავრცელა.

მეტი...

თბილისი-რუსთავის გზაზე ქალს სატვირთო შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა

თბილისი-რუსთავის გზაზე ქალს გზის გადაკვეთისას სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე დაიღუპა. ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მაგისტრალზე მოძრაობა გარკვეული დროით შეზღუდული იყო.

მეტი...