ჩემს მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება – კობახიძე აზარაშვილის გადაყენებაზე

ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მე მივიღე, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მათ შორის, იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით. აქედან გამომდინარე იქნა ჩემს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს თავისი რამდენიმე წლიანი საქმიანობით,” – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1-ელ მარტს, კობახიძესთან საუბრის შემდეგ დატოვა. გუშინ, 4 მარტს კი მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, საუბარი იყო დანაშაულებრივ სქემაზეც.

მსგავსი თემები