საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევა დაიწყება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც მყინვარებზე უარყოფითი პროცესების გამწვავებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში შესაძლოა სტიქიური პროცესების განვითარების რისკები გაიზარდოს. მყინვარულ ხეობებში საფრთხეების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საჭიროა გლაციალური, კასკადური საფრთხეების გამოვლენა და რისკების დეტალური შეფასება, ასევე, რისკის ზონებში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება. აღნიშნული კვლევების განხორციელება მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენების…

მეტი...

„შვეიცარიის მხრიდან საექსპერტო ჩართულობას მივესალმებით“ – შალვა პაპუაშვილი

კონფედერაციაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, პროექტებზე, რომლებსაც შვეიცარია საქართველოში ახორციელებს. მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო, როგორ უმკლავდება საქართველო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. „შვეიცარიის კონფედერაციაში დელეგაცია შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტთან, ზედა პალატის თავმჯდომარესთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლებთან. საპარლამენტო დონეზე საუბარი იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობაზე, მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობაზე, იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მხრივ. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რაც საქართველოში არსებობს. ვისაუბრეთ, საქართველო როგორ უმკლავდება რეგიონში არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით ბოლო ორი…

მეტი...

პროტესტი “Yandex”-ის წინააღმდეგ – მძღოლები გაუსაძლის მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ

ტაქსის მძღოლების პროტესტი – ადამიანები, ვისთვისაც შემოსავლის ერთადერთი წყარო მგზავრების ტრანსპორტირებიდან მიღებული ფულია, გაუსაძლის მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ. საწვავის რეკორდულად გაძვირება პირდაპირ მათ ჯიბეებზე აისახა. ბენზინზე ფასის მომატების გამო, მგზავრობის ღირებულებაც გაძვირდა, რამაც მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირა. მძღოლები პრაქტიკულად იძულებულები ხდებიან, მანქანები გააჩერონ და მუშაობაზე უარი თქვან. მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში” შეხვდნენ. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, საწვავის ფასმა ბოლო დროის ყველა ანტირეკორდი მოხსნა.

მეტი...

კეზერაშვილი აშშ-ის ვიზაზე უარის მიღებას საქართველოს ხელისუფლების “ცილისწამების კამპანიას” უკავშირებს

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მფლობელი დავით კეზერაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-სგან ვიზაზე უარი საქართველოს ხელისუფლების ცილისწამების კამპანიის გამო მიიღო. ვიზაზე უარის შესახებ რადიო თავისუფლების სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წარმომადგენელმა ამ საკითხზე განმარტება გაავრცელა. „ეს [კეზერაშვილის მიმართ ბრალდებები] არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა… მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა“, – წერია დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სუმში, დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში 2 ცხედარი იპოვეს

სუმში, დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში უკრაინელმა მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რუსებმა სუმში შაჰიდის დრონებით ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს. დაზიანდა და განადგურდა ბინები. ნანგრევებიდან 10-მდე დაშავებული ადამიანი ამოიყვანეს.

მეტი...

რუსეთის სასამართლომ შაქრო კალაშოვი პატიმრობიდან გაათავისუფლა

რუსეთის კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის სასამართლომ ,,კრიმინალური ავტორიტეტი” შაქრო კალაშოვი, იგივე ,,შაქრო მოლოდოი” პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის კალაშოვის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იქნა მიღებული. ცნობისთვის, ,,შაქრო მოლოდოი” 2006 წლის მაისში დუბაიში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სადაც ის დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებაში და შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს. მოგვიანებით კი სასჯელი ცხრა წლიანი პატიმრობით შეიცვალა. განაჩენის გამოტანისთანავე ესპანეთის ხელისუფლებამ კალაშოვის ექსტრადიციის ორი მოთხოვნა მიიღო – რუსეთიდან, რომელიც აცხადებდა, რომ კალაშოვი რუსეთის მოქალაქე იყო და სასჯელი რუსეთში უნდა მოეხდინა, ხოლო…

მეტი...

გორში, დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, 19 წლის ბიჭი დააკავეს

გორის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ,,მოზაიკა” ავრცელებს და წერს, რომ დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ფონზე მოხდა, დედამ კი პოლიცია გამოიძახა. ,,იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს”, – ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

მეტი...

ჭკვიანი, ელექტრო, უპილოტო ბულდოზერები და სამშენებლო ტექნიკა ჩინეთიდან – ვიდეორეპორტაჟი

3D დახმარების კონტროლი, დისტანციური კონტროლი, უპილოტო წამყვანი, „სმარტი“ მართვის სისტემა,  ინტელექტუალური სამრეწველო ურთიერთდაკავშირების ტექნიკა – ეს ყველაფერი ჩინეთში, ინდუქსტიულ ქალაქ ლიუჟოუში ხდება. სწორედ აქ მდებარეობს ქარხანა, სადაც უამრავი სახეობის სამშენებლო ტრანსპორტი იწყობა. ის არის  რეგიონალური ცენტრი და სატრანსპორტო კერა, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ინდუსტრია. ლიუჟოუ ცნობილი ინდუსტრიული ქალაქია, სადაც საავტომობილო ინდუსტრია პირველი საყრდენია. ლიუჟოუ არის ერთადერთი პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთში, სრული დიაპაზონის მანქანების მწარმოებელი საწარმოებით. მეტალურგიული მრეწველობის თვალსაზრისით, Liuzhou Steel Group არის უმსხვილესი რკინისა და ფოლადის კომპანია ჩინეთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთში და შედის ჩინურ 500 საუკეთესო საწარმოს შორის. მანქანების წარმოების…

მეტი...

ბოლო 1 თვეში, ,,სარფისა” და ,,სადახლოს” საბაჟოებზე 25 873 ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

მებაჟე ოფიცრებმა ბოლო ერთ თვეში, “სარფისა” და “სადახლოს” საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 219,39 გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ,,არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25 873,98 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 25 873,98 ლარის ოდენობით განესაზღვრა”, – აცხადებს სამინისტრო.

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა, სასტიკად მოკლული როინ შავაძის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამამტყუნებელი ვერდიქტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს, სხდომას უძღვებოდა მოსამართლე ნინო ნაჭყებია. პატიმრობა მიუსაჯეს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილეს – ალი ბალაძეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის. ყოფილი სპეცრაზმელ მამუკა ბერიძე კი მსჯავრდადებულია შავაძის უკანონო დაკავებისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის. მათი პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან, 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყო, რადგან განაჩენის გამოტანამდე მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

მეტი...

ევროპარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ევროპარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს. ინიციატივას მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45 წინააღმდეგი იყო, 27-მა კი თავი შეიკავა. ახლა კანონი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ ამოქმედდება. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ახალი წესების ეროვნულ კანონმდებლობასთან შესათავსებლად ერთი წელი ექნებათ. ახალი კანონით დასჯად სამართალდარღვევად ასევე ჩაითვლება ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა სანქციების დარღვევით. კანონი ადგენს სანქციების გვერდის ავლის განსაზღვრებას. კანონი უზრუნველყოფს სანქციების დარღვევისთვის ან გვერდის ავლისთვის სასჯელს. ეს ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ევროკავშირის ყველა…

მეტი...

„სემეკის მიზანია ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები“ – დავით ნარმანია

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, კომპანია ამ მიზნით ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები. დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია, რომ ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები: „სემეკმა გაზრდილი საინვესტიციო გეგმა…

მეტი...

რომელია ყველაზე ძვირფასი ჩაი ჩინეთში და რა ღირს ის? – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

ჩინეთში ჩაი ყველაზე ძვირფას სასმელად ითვლება. შესაბამისად, ჩაის მომზადებას, ჭურჭელს, ჩამოსხმას, მირთმევას, ყველაფერს თავისი რიტუალი აქვს. ჩაი ფასობს სიძველის მიხედვით. რეპორტაჟში კი ნახავთ, რომელიც ყველაზე ძვირი ჩაი ჩინეთში და რა ღირს ის. ეკა გულუა პეკინიდან     

მეტი...

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა. დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

,,მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობაა” – ომბუდსმენი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

,,მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობაა”, – ომბუდსმენის აპარატი მისივე თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს: ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას. სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ. რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი…

მეტი...

ასლან ბჟანიას ,,კორტეჟი” ავარიაში მოყვა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ,,კორტეჟი” ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ის არ დაშავებულა. „იმის გათვალისწინებით, რომ კანონი არ არის საპრეზიდენტო ავტოკოლონისთვის და მისი დანახვისთანავე ყველა უნდა გადავიდეს გზიდან, პრეზიდენტის კორტეჟის მანქანა გამვლელ მანქანას შეეჯახა. გასაკვირია, რომ ორი ზოლი თავისუფალი იყო, მაგრამ პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა ერთადერთ მანქანასთან შეჯახება, რომელიც იმ მომენტში გზატკეცილზე იყო“, – ნათქვამია ანგარიშში. ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებული მანქანა “აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს” შენობის წინ გვიან საღამომდე იდგა.

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა – მოქალაქეებს სესხები გაუიაფდებათ

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნული ბანკში განაცხადეს, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. ,,დაბალი ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების კლებადი ინფლაცია (2.4 პროცენტი) წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს. დაბალინფლაციური…

მეტი...

ნავალნის გარემოცვის წევრს ვილნიუსში თავს დაესხნენ

ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ჩაქუჩით შეიარაღებული პირი ვილნიუსში დაესხა თავს. ვოლკოვს ხელი აქვს მოტეხილი. თავდასხმა 12 მარტის საღამოს, ვოლკოვის სახლთან მოხდა. ,,ფეხში 15-ჯერ დამარტყა. სიარულის დროს მტკივა, მაგრამ ამბობენ, რომ მოტეხილობა არ არის, ხელი მოტეხილია…ეს იყო ტიპიური განგსტერული მისალმება პუტინისგან, განგსტერული პეტერბურგიდან“. – აცხადებს ვოლკოვი. მომხდარს ლიეტუვის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფი იძიებს.

მეტი...

,,რა გაცვლაზეა საუბარი, რა სისულელეებს მიედ-მოედება” – გია ვოლსკი

,,რა გაცვლაზეა საუბარი, რა სისულელეებს მიედ-მოედება,” – ასე ეხმაურება ,,ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვიდან მიღებული დირექტივების გამო არ ათავისუფლებს. ,,რუსეთმა რა უნდა გითხრას ამ შემთხვევაში, არ მისცე უკრაინასო. როგორ შეიძლება გაგიჩნდეს ეს სურვილი, რომ უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ზუსტად იცი, რომ უკრაინაში პარტიაში მიემართება და არათუ ვინმე პასუხს მოსთხოვს, არამედ შეიძლება ორდენიც დაკიდონ იმისთვის, რომ უკრაინის საზღვარი დაარღვია. რა გაცვლაზეა საუბარი, რა სისულელეებს მიედ-მოედება და მეორე, დადასტურებულია, რომ არანაირი შავი…

მეტი...

თბილისსა და ზოგიერთ რაიონში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ,,საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში 13 მარტიდან, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ტრანსსაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით”,…

მეტი...

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვითარებას განაგრძობს

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცვეტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც. თანამედროვე მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე წარმოების მოცულობის გასაზრდელად. დანადგარს საწარმოო სიმძლავრის ფართო ამპლიტუდა გააჩნია, კერძოდ – 10 გრამიდან 100 კგ-მდე საათში, რაც მას იდეალურ მშრალ გრანულატორად აქცევს და მისი, როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წარმოებაში თანაბრად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. GM PHARMA-ს…

მეტი...

თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება. მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. „ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით რამდენიმე ეტაპი უკვე განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურებიათ ნებართვა, ის 1-ელ აპრილამდე გაააქტიურეთ. გასული წლის პირველი აპრილიდან ეს ნებართვები ტაქსის მფლობელებს საკუთრებაში…

მეტი...

აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა – უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო

შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. ,,რადიო თავისუფლების” ცნობით, უარის მიზეზის დასადგენად საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის მუხლს დაეყრდნო. მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

მეტი...

მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა უკანონოდ მოიპოვა და FB-ზე გაავრცელა – დაკავებულია 20 წლის კაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 20 წლის კაცმა, მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა და გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ Facebook-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, მან Facebook-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს…

მეტი...

ქალი ყოფილ მულს ყალბი პროფილიდან, კაცის სახელით გაეცნო, მოიპოვა მისი შიშველი ფოტოები და ნათესავებთან გაავრცელა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2000 წელს დაბადებული ქალი ამხილეს. უწყება ამბობს, რომ ის “ინსტაგრამზე”, კაცის სახელით მისი ყოფილი ქმრის დას გაეცნო. დაზარალებულმა ქალმა მას თავისის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაუგზავნა, ბრალდებულმა კი ეს ნათესავებთან გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა,…

მეტი...

თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იქნება. არჩევნები გუშინ, 12 მარტს გაიმართა. ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს. ,,რეგისტრირებულმა კანდიდატმა – გიორგი ვაჩნაძემ აკადემიური საბჭოს წინაშე წარადგინა კონსერვატორიის განვითარების გეგმა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც მისი კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე”, – ნათქვამია კონსერვატორიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ცნონილი გახდა, რომ მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო აღნიშნულს მიესალმა და თქვა, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. მანამდე, 20 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის…

მეტი...

16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ

დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს. „16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმ უბნებისთვის, სადაც ეს მარშრუტები გადის, დიდი შეღავათია. ამ მიმართულებით იყო პრობლემები, გადატვირთული ავტობუსები, რაც მგზავრებისთვის გადაადგილებას ართულებდა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე შემოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N302, N308 და N314 მარშრუტზე და ასევე,…

მეტი...

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები – ელენე ხოშტარია

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები, – წერს ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. “მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული. იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენ ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ. წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი,…

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ – ნოდარ ნასიროვი კიევში დაკრძალეს

უკრიანში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას, 17 მარტს, გამთენიის ჩამოასვენებენ. მასთან ერთად დაღუპული ნოდარ ნასიროვი კი, კიევში, გუშინ დაკრძალეს. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს და შვილიც უკრაინაშია. ,,ქართული ლეგიონის” წევრები უკრაინის ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე პარასკევს, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპნენ. ისინი ლეგიონის რიგებში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ირიცხებოდნენ. გიორგი გოგიაშვილსა და ნოდარ ნასიროვს თანამებრძოლები კიევში ქართული ლეგიონის სამხედრო ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

მეტი...

გაბათილდეს სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების შედეგები – რაგბის კავშირი

რაგბის კავშირი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარებული რექტორის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. რაგბის კავშირი თეა წულუკიანს მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს. ,,ვფიქრობ აუცილებელი იყო წამყვანი სპორტული სახეობების ფედერაციებს მაინც, და, მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირს, საშუალება გვქონოდა, გავცნობოდით უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, დღის წესრიგში მდგარ საჭიროებებს, ისევე როგორც თავად უნივერისტეტის ხედვას, რა გამოწვევებს ხედავს პედაგოგთა კოლექტივი და როგორ შეგვიძლია სპორტის ფედერაციებს მათ დასაძლევად თანადგომა. სწორედ ამ ინიციატივით მივმართე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას – წამოგვეწყო სპორტის სფეროში ფართო დისკუსია, გავცნობოდით რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმებს, თუმცა ეს მიმართვა არ გაითვალისწინეს, – შესაბამისად, უნივერსიტეტის…

მეტი...

სახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოქმედი თანამშრომელი უჩივის და “განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას” ითხოვს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. ლევან პაპავა ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა. პაპავა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია. გამოცემას ის უყვება, რომ 2018 წლიდან, როცა საჯარო მოხელეების პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა ამოქმედდა, მისი საქმიანობა ფასდებოდა, როგორც “საუკეთესო” ან “კარგი”, აღნიშნული 2023 წელს შეიცვალა: “რეგიონული სამმართველოს უფროსის გიორგი ტალახაძის მიერ ჯამურ ქულად განმესაზღვრა – 2. შეფასებამ ასიგნაცია გაიარა ზემდგომი თანამდებობის პირთან, ასიგნატორი იყო სახალხო დამცველის პირველი მოადგილე”, –…

მეტი...

სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰზე – დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, არიან დაშავებულებიც

კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულმას ინფორმაციით, რუსების გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. დაიღუპა 47 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში იყო გადაყვანილი. ვილკულის ცნობით, საავადმყოფოში რჩება 6 ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ორი ბავშვია. ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით რუსებმა კრივი-რიჰში ცხრასართულიან კორპუსი და ხუთსართულიანი შენობა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 ბავშვი იყო.

მეტი...

დრონით თავდასხმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე – ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

რიაზანში ნავთობის ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. ინფორმაციას რიაზანის რეგიონის გუბერნატორი პაველ მალკოვიც ადასტურებს. ,,რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები”, – წერს ის. სამთავრობო სააგენტო TASS ამბობს, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ორი ადამიანი საშუალო სიმძიმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

რუსეთი მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას – პუტინი

რუსეთი მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, ზიანი ადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი კისელევთან “როსია 1″-ისთვის და RIA Novosti-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ,,იარაღი არსებობს იმისთვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსული სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ჩვენთვის ყველაფერი გაწერილია ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია”, – თქვა პუტინმა. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთის ბირთვული ტრიადა უფრო…

მეტი...