სხვაობა 2012 წლის სასურსათო კალათსა და 2024 წლის კალათს შორის თითქმის 2.5-ჯერ არის გაზრდილი – ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე არსებულ ფასებზე ისაუბრა და საქართველოში მოქმედი ფასები რეგიონის სხვა ქვეყნების ფასებს შეადარა.

„ორი თვეა გეხვეწებით, გთხოვთ რომ ამ საკითხებზე იმსჯელოთ, ამ საკითხებზე იმუშაოთ. ეს საკითხებია ნომერ პირველი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აინტერესებს, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ. ამის გარდა აბსოლუტურად ყველაფერზე საუბრობთ. სხვაობა 2012 წლის სასურსათო კალათსა და 2024 წლის კალათს შორის თითქმის 2.5-ჯერ არის გაზრდილი. წარმოუდგენელია, რომ ეს ჩვენ მოქალაქეებს არ აწუხებდეთ. მერე გაქვთ ხოლმე არგუმენტები – აბა თქვენ დააკლებთ ფასებს? დიახ, აუცილებლად შევცვლით და აუცილებლად დავაკლებთ ფასებს. ჩვენს სამეზობლოში ეს პროდუქტები ბევრად იაფია, მეტსაც გეტყვით, სომხეთში საიდანაც საქართველოს გავლით ხვდება ევროპული პროდუქტი, ბევრად იაფია პროდუქტები, ვიდრე საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უნდა გაიაროს, ისე უნდა მოხვდეს სომხეთში, მაგრამ საქართველოში უფრო ძვირია, ეს ხომ წარმოუდგენელია?“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები