რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო – ნატა ფერაძე

აქტივისტი ნატა ფერაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, ათობით მილიონი ლარი ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე დაიხარჯა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კონკორდატს ვერ პატიობს. “ნაციონალურ მოძრაობას ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო. ნახევარუჯრედიანი ხაბეიშვილი და მისი მართული პარტია ამას არ აღიარებენ. იქნებ, ამ საკითხზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ღიად და დაუფარავად გაგვაცნოს პოზიცია?” – წერს ნატა ფერაძე.

მეტი...

„პირველ რიგში, ამ დახმარებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს“- ხუნდაძე აშშ-ის დახმარებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ხშირად სხვა ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება „ქვეყნისა და ხელისუფლებების რყევისათვის გამოიყენება“. ამ კონტექსტში მან ახსენა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომლისგანაც ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება აქვს მიღებული. „მინდა რეალურად იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად ქმედით და სარგებლიან დახმარებას წევს, მაგრამ არ არის ის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისიც, ამ დახმარებას, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების მოსაგებად იყენებს“, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან. აშშ-დან მიღებული დაფინანსების კონტექსტში ახსენა მან რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ…

მეტი...

გერმანია უკრაინას €500 მილიონი ოდენობის დახმარებას გადასცემს

ბორის პისტორიუსი აცხადებსმ რომ გერმანია ხელს შეუწყობს უკრაინის დაცვას აგრესიული ომისგან მოკლევადიან პერიოდში საბრძოლო მასალის შემდგომი მიწოდებით. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის ახალ დახმარებას დაჰპირდა. როგორც პისტორიუსმა “რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბუნდესვერის საწყობებიდან უკრაინისთვის 10 ათასი საარტილერიო ჭურვის მიწოდება იგეგმება. ამასთან, დახმარების ახალ პაკეტში შედის 100 ერთეული ჯავშანტექნიკა ქვეითებისთვის და 100 ერთეული სატრანსპორტო ტექნიკა.

მეტი...

წინასაარჩევნოდ ეკლესიას დაფინანსება 60 მლნ-მდე გაუზარდეს

არჩევნების წინ საპატრიარქოს დაფინანსება 60 მილიონამდე იზრდება. ჯერ ირაკლი ღარიბაშვილმა დამალული განკარგულებით 30 მილიონი გამოუყო, ახლა კი კობახიძემ კიდევ 5 მილიონი დაუმატა. ეს ყველაფერი არ არის. ამას ემატება თვითმართველობების მიერ გაწეული დაფინანსება და ის მიწები, რომლითაც  სახელმწიფო ეკლესიას გულუხვად ასაჩუქრებს. “ქართული ოცნების” გულუხვობა კი უანგარო არ არის. ხელისუფლება არჩევნებში საპატრიარქოს დახმარების მოლოდინშია. რაში დაიხარჯება სახელმწიფოსგან დამატებით გამოყოფილი 35 მილიონი? ოფიციალურად 22 მილიონი საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდს გადაერიცხება. ანუ გამოდის, რომ ფონდმა ყოველთვიურად 2 მილიონის ღირებულების ღონისძიებები უნდა გამართოს. ინფპრმაციას “პირეველები” ავრცელებს, მედიასაშუალება, როგორც იუწყება ამაოდ ცდილობდნენ გაერკვითა, რა…

მეტი...

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა პეტერბურგის რესტორანში ნაცნობი ჩაცხრილა

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა ალექსეი ისაკოვმა 18 მარტს სანქტ-პეტერბურგის რესტორან „ჩაბრეთში“ თავისი მეგობარი გასროლით მოკლა. როგორც გამოცემა „ფონტანკა“ წერს, ისაკოვი “დარწმუნებული იყო”, რომ ბიზნესპარტნიორს მისი შვიდი მილიონი რუბლი მართებდა, რაც მათ შორის დავის საგანი გახდა. დაზარალებულმა შეხვედრაზე მხოლოდ ამ თანხის ნაწილი მიიტანა. პორტალ „ბუმაგის“ მიერ გამოქვეყნებულ ოპერატიულ ვიდეოზე მოჩანს ორ კაცი, რომლებიც მაგიდასთან სხედან და სადილობენ. უცებ ერთ-ერთი მათგანი იარაღს იღებს და მეორეს ესვრის. დაჭრილი ახერხებს წამოდგომას, მაგრამ მაგიდის გვერდით ეცემა, ამ დროს მეორე მასთან მიდის და კიდევ რამდენჯერმე ისვრის. ამის შემდეგ, მსროლელი ბრუნდება მაგიდასთან და ფეხზე მდგარი აგრძელებს ჭამას. ვრცელდება ინფორმაცია,…

მეტი...

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა. მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს მანამ, სანამ აღნიშნულ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო არ იქნება. “ნინოშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია GWP-ს მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა. ფრაგმენტული ნგრევის შედეგად, არავინ დაზარალებულა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ და, თუ საჭირო გახდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა…

მეტი...

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე მოტივირებულ შენიშვნებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ხელმოსაწერად წარდგენილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიული წევრებისგან ოპოზიციის კვოტით აირჩევა. ასევე მოტივირებული შენიშვნებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისთვის უნდა განისაზღვროს 3/5-იანი უმრავლესობა, როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ვერ მიიღო სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები, ½-ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული უნდა იყოს ექვსი თვის ვადით. ასევე, კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და…

მეტი...

მიხეილ სარჯველაძემ სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე – სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა. მინისტრი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია 263 სოციალური მუშაკი. ისინი მომსახურებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვნებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. სოციალური მუშაკები უდიდეს როლს ასრულებენ ადამიანების, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში“, – ნათქვამია უწყების…

მეტი...

მარიონეტული რეჟიმი პუტინს „დამაჯერებელ გამარჯვებას” ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ე.წ. პრეზიდენტებისგან მილოცვებს იღებს. ვლადიმერ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია წერს. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გულთბილად მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ კენჭისყრის შედეგებმა დამაჯერებლად აჩვენა რუსეთის მოქალაქეების ფართო მხარდაჭერა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიციონერობის მიმართ. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა კიდევ უფრო გააძლიერონ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები, რაც რუსი და აფხაზი ხალხების ინტერესებს პასუხობს. ბჟანიამდე პუტინს არჩევნებში გამარჯვება ოკუპირეული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმაც მიულოცა.

მეტი...

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის გამო რესპუბლიკის მოედანზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება

თბილისის მერიის განცხადებით, 21 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 21 მარტს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომანქანები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას…

მეტი...

დნესტრისპირეთში ,,საარჩევნო უბნების” გახსნისთვის, მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და გააძევა

დნესტრისპირეთში რუსეთის საპრეზიდენტო ,,არჩევნების” ორგანიზებასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. როგორც მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი, რომელიც სამინისტროში დაიბარეს. ,,მოლდოვურმა მხარემ გააპროტესტა რუსეთის მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დნესტრისპირეთის რეგიონში, მოლდოვის ხელისუფლების პოზიციის საწინააღმდეგოდ. დიპლომატი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად”, – ამბობს პოპშოი.

მეტი...

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და თავდასხმა პოლიციელებზე – 3 პირს პატიმრობა მიუსაჯეს

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო და ორს 10-10 წლით, ერთს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება ქობულეთში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც სამი პირი საცხოვრებელ სახლში დაზარალებულებს დაესხა თავს და იარაღის მუქარით ოქროსა და თანხის გამოძალვას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი პოლიციამ ისინი ბათუმში გააჩერა, ბრალდებულებმა კი მათი მიმართულებით ისროლეს. ,,ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით…

მეტი...

ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონს ესტუმრა

UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე ავრცელებს. „დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew’s Foundation – ის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით. მიხარია, რომ ამ ელჩის ტიტულს მეც ვატარებ რამდენიმე თვეა. ილია შესანიშნავი სპორტსმენი და მოქალაქეა. მან საკუთარი საჩემპიონო ჰონორარით სოლიდური სიმსივნის დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა“, – წერს გიორგი კეკელიძე.

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის…

მეტი...

,,უნდა გავზარდოთ შავ ზღვაზე საბრძოლო შესაძლებლობები, ხანდაზმულობის გარეშე დავსჯით მოღალატეებს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია სასაზღვრო ორგანოების საბრძოლო შესაძლებლობებისა და მობილური ჯგუფების ეფექტურობის გაზრდა არა მხოლოდ სახმელეთო, საზღვაო მიმართულებებითაც. ,,ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება შავ ზღვას”, – განაცხადა პუტინმა ФСБ-ის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ,,არ დავივიწყოთ ვინ არიან ისინი, ჩვენ დავსჯით მათ ხანდაზმულობის გარეშე, სადაც არ უნდა იყვნენ”, – დაემუქრა პუტინი იმ დივერსანტებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის საზღვრიდან აქტიურ საომარ მოქმედებებს ახორციელებენ და რის გამოც ბელგოროდსა და კურსკის…

მეტი...

საოპერო მომღერალი, ლამარა ჭყონია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს თეა წულუკიანი, ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ. ცნობილი სოლისტი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. 60 წლიანი კარიერის განმავლობაში მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მინიჭებული. ცნობილი საოპერო მომღერალი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალებას ეხმიანება. „წავიდა ჩვენგან გამორჩეული საოპერო მომღერალი და შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი ლამარა ჭყონია. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი კულტურის ისტორიაში; ამიტომ მისი სახელი მუდამ პატივით იქნება მოხსენებული. აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნი ლამარას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოგმადლოთ მშვიდობა და ქ-ნ ლამარასთვის ლოცვის ძალა. ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მეტი...

მანქანა ველოსიპედს შეეჯახა (ვიდეო)

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მანქანა ველოსიპედს შეეჯახა. შეჯახებას იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, მოძრაობა გაჩერდა. შემთხვევა რიტანის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ველოსიპედით მოსიარულე მსუბუქად დაშავდა. ზოგადად, ჩინეთში ქვეითად გადაადგილება საკმაოდ საფრთხილოა, რადგანაც, ყველა მხრიდან ყველაფერი მოდის, გზას არავინ არავის უთმობს და ყველა დასწრებაზეა. შესაბამისად ავტმანანების მძღოლებისთვისაც საკმაოდ რთულია მოძრაობა, რადგანაც ველოსიპედები თუ მოტოციკლეტები ყველა მხრიდან მოძრაობენ და არავინ იცის, რომელი მხრიდან ვინ “შემოგივარდება”.

მეტი...

„მამამ 4 წლის შვილი გადააგდო მე-5 სართულიდან” – რას ჰყვება მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია ერთ-ერთი ქადაგებისას ჰყვება, თუ რა ჩაიდინა მამამ, რომელიც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა. ,,მამამ 4 წლის შვილი მე-5 სართულიდან გადააგდო, ეს ბავშვი მოკვდა… მეორე შვილის გადაგდებას აპირებდა, როცა დააკავეს და ჰკითხეს, რატომ ქენიო, ცეცხლი ეკიდა სახლს და გადავარჩინეო. ხედავთ რა წარმოდგენები აქვთ, ამ დროს?“, – ამბობს მამა შალვა.

მეტი...

ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის გენერალური მდივნის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია – ილია დარჩიაშვილი

,,დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ,რომ ნატო- საქართველოს ურთიერთობებისთვის ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია”, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გენერალური მდივნის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ დინამიკურ ურთიერთობებს. ,,ამ ვიზიტს ჩვენს ურთიერთობებში მოაქვს ახალი იმპულსი და შემდგომი თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები.” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ჰქონდა ძალიან საინტერესო კომპონენტები,რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები. ,,აღსანიშნავია,რომ ეს არის…

მეტი...

შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას – ოსტინი

გერმანიის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-20“) შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ უკრაინის დამარცხებას. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას, შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის 300 მილიონიანი სამხედრო დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.

მეტი...

ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით, ვერ აიცილებთ პასუხისმგებლობას, რაც ჩაიდინეთ – მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას

„სხდომაზე გამომსვლელი ოპოზიციონერები სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ, მიგრაციასა და ფასებზე დაიწყეს საუბარი. ძალას, რომელიც შემიძლია ნაციონალისტურ- სოციალისტურ-ფაშისტურ პარტიას შევადარო, როდესაც ახალგაზრდების მიგრაციაზე საუბრობს, მინდა ვკითხო: გირგვლიანი გაუგიათ? რობაქიძე გაუგიათ? ასობით ახალგაზრდა რომ ჩაცხრილეს ქუჩაში იციან? 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი, რომელთაგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამათთან როგორ შეიძლება მორალზე საუბარი?!“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პარტიის გასამართლება მოხდეს. „ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით. რომ გამოეყავით…

მეტი...

ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ – ნიკა გვარამია

ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ… კლანი უნდა წავიდეს, – პოლიტიკური პარტია ,,ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით წერს: ,,ტყუის ქართული ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ. სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას. კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდეს კორუმპირებული და მთავრობის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეებისგან. ახლების დანიშვნა უკვე შიდა პროცედურებით მოხდება, რასაც დღეს აზრი აქვს დაკარგული, რადგან ნახსენები კლანი ნიშნავს მათთვის სასურველ და მორჩილ ახალ მოსამართლეებს”, – წერს…

მეტი...

საჭიროა ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით – ანა ნაცვლიშვილი

„ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს სახელისუფლებო გუნდი და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მომხმარებლების დასჯასა და დემონიზებაზე, არამედ რეალიზატორებისა და მათი მფარველების დასჯაზე, ხოლო მომხმარებლების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხზე. „სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა პრევენციაზე? სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა მომხმარებლების დახმარებაზე, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე. ეს სერვისები ძალიან ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ამ ქვეყანაში, რაც ხელმისაწვდომია, არის საშინლად ძვირი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მეტი...

იქნებ ვინმემ გვიპასუხოს, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში?! – პაატა მანჯგალაძე

„როგორ ხდება, რომ საქართველოში ბევრად უფრო ძვირია სურსათზე ფასები, ვიდრე ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება ეს პროდუქტები. იგივეს ვსაუბრობთ საწვავთან დაკავშირებით – თუ ტერმინალში მოტანილი საწვავი ღირს 1.65 ლარი, როგორ ხდება, რომ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი უკვე 3 ლარზე მეტი ღირს. ერთი დეპუტატიც არ გამოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ამ სამართლიან კითხვებს გასცემდა პასუხს“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვნა-თესვის სამუშაოები ახლოვდება და ხალხს ძალიან უჭირს მაღალი ფასების პირობებში მიწის დამუშავება, ამიტომ რჩება ერთადერთი არჩევანი – ან შეეგუონ სიღარიბეს ან გაიქცნენ საქართველოდან. „ფასები მაღალია,…

მეტი...

ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები – პრემიერი

თქვენ იცით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, მათ შორის დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემის, დათვლის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა, რაც ძალიან ბევრ რამეს აზღვევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, გარდა ამისა, განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ცესკოსთან დაკავშირებით. „გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როდესაც ცესკოში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები,“- განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რაზე იყო საუბარი იენს სტოლტენბერგთან დახურულ კარს მიღმა…

მეტი...

გაზაფხულის ფესტივალი პეკინში (ვიდერეპორტაჟი)

ჩინეთში გაზაფხული შემობრძანდა. შესაბამისად, გაზაფხულს აქ “გაზაფხულის ფესტივალით” ხვდებიან, რომელიც ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. “მედიაცენტრი მთავარი” ფესტივალის სამზადისს დაესწრო, გიზიარებთ ამ ულამაზეს სანახაობას. ეკა გულუა პეკინიდან 

მეტი...

სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან, პირველ რიგში, შიმშილისგან – ანა ბუჩუკური

„სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პირველ რიგში, შიმშილისგან. ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ჰქვია ბავშვთა მალნუტრიცია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად, ვითარდება საკვების დეფიციტის დროს. ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს მისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვებითი დეფიციტი იწვევს ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით პრობლემას და ხშირად კოგნიტური განვითარების შეფერხებას, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს დაბალ მიღწევას სკოლაში, ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებას და ა.შ. მისივე თქმით, 2022 წელს საჯარო სკოლებში უნდა დაწყებულიყო სასკოლო კვების პროგრამა თუმცა, სამწუხაროდ,…

მეტი...

ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს კითხვაზე: რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? – თინა ბოკუჩავა

„800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. საქართველოში იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „რატომ იცლება ქვეყანა და რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? – ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა, რომელზეც გვინდა მივიღოთ პასუხი „ქართული ოცნებისგან“ და პირადად პრემიერ-მინისტრისგან. 800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. მხოლოდ 30 ათასმა მოქალაქემ, 2022 წელს, მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოში კი იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით,…

მეტი...

პოლიციამ 2 და 4 წლის გოგონების ცხედრები იპოვა – ვარაუდობენ, რომ ისინი მამამ მოწამლა

ესპანეთში ორი პატარა გოგონა, სულ რაღაც 2 და 4 წლის, ანდალუსიის ქალაქ ალმერიას მახლობლად, ალბოლდუის მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა კვირას, 17 მარტის საღამოს მოხდა. იქვე იპოვეს 35 წლის მამის ცხედარი, რომელსაც ყოფილი პარტნიორისა და ორი გოგონას დედის მიმართ ორწლიანი აღკვეთა ჰქონდა სასამართლოს მიერ. ქალი ორი წლის განმავლობაში შედიოდა გენდერული ძალადობის შემთხვევებზე გლობალური მონიტორინგის სისტემაში, რასაც ადასტურებდა ელ პაისის შინაგან საქმეთა სამინისტროც, ყოფილი პარტნიორის მხრიდან მუდმივი ძალადობის გამო. პოლიციას გოგონების დედამ, რუმინელი წარმოშობის 23 წლის ქალმა შეატყობინა, რომელმაც ორი უსიცოცხლო ცხედარი აღმოაჩინა. El Mundo-ს ცნობით, ქალმა თავად მიიტანა ეჭვი ყოფილ პარტნიორზე…

მეტი...

ნავალნის სიკვდილის გამო, EU-ს მინისტრები 30-მდე პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. კონკრეტულად ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, უცნობია. თუმცა, როგორც EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, სანქციები მათ შეეხება, ვინც ნავალნის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. მინისტრებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით გახდა პრეზიდენტი.

მეტი...

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე – რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას – პრემიერი

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ იენს სტოლტენბერგთან. „გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს – პრემიერი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითიო ურთიერთობა, რომელიც…

მეტი...

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში – ირაკლი კობახიძე

პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე. „რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მლნ იყო გამოყოფილი, თუმცა იყო გარკვეული…

მეტი...

ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესო9ბას ვერ ექნება ეს სურვილი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას. „რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე – დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, იმიტომ, რომ წელიწადნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის…

მეტი...

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება – კობახიძე

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ. „ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში – საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება…

მეტი...