ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი თანამშრომლობის დაბრუნებით ვართ დაინტერესებული – კარასინი

მოსკოვი ქართველ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინიმ გააკეთა. კარასინი საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ “დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლო 11 წელიწადში მიაღწიეს, კვლავ მოთხოვნადი იქნება”. დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლო 11 წლის განმავლობაში მივაღწიეთ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრებზე, კვლავ მოთხოვნადი იქნება – გიორგი ქაჯაიას დანიშვნის პირობებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავ მოთხოვნადი იქნება. რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო…

მეტი...

„ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალი პარტია სინამდვილეში არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში“ – არჩილ თალაკვაძე

არაფერი ახალი, სინამდვილეში ეს არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამის პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ განაცხადა. „ჩვენ ადრე, წინა თვეებში ვამბობდით, რომ იქნება მცდელობები, საზოგადოება როგორმე დააბნიონ ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოყალიბებით. სინამდვილეში ეს არის ისევ იგივე ხალხი, ისევ იმავე პოლიტიკური ბიოგრაფიებით. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუ როგორი მეთოდებით მართავდნენ ისინი ქვეყანას, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს. ძალიან კარგად იცის ჩვენმა ხალხმა, რომ თუ ეს ხალხი ოდესმე ხელისუფლებაში იქნება დაშვებული, როგორ გამოიყენებენ ძალაუფლებას. ამიტომ არავითარი შანსები, რა თქმა უნდა, ამ…

მეტი...

„ხალხმა კარგად იცის, რომ “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა” – დიმიტრი ხუნდაძე გვარამია – მელიას ერთობაზე

„დღეს, პოლიტიკაში უკვე დაძველებულმა და გაცვეთილმა სახეებმა პოლიტიკური პარტია „ახალი“ დააფუძნეს. რამდენად მოატყუებენ ხალხს ძველი სახეები „ახლის“ იმიტაციით, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს. დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებს. „ფაქტია, ოპოზიციურ ფლანგზე ლობისტებს არ ჰყავთ მეტი კადრი და ისევ ძველების გაახალგაზრდავებას ცდილობენ. ეს კი მათ პოლიტიკურ გაკოტრებაზე მიუთითებს. საყურადღებო იყო ნიკა გვარამიას მიერ ნახსენები სიტყვები -„მოუსყიდაობა“ და „სისუფთავე“. დღეს რომ ის ამ სიტყვების გამოყენებას ბედავს, ეს ქალბატონი პრეზიდენტის „დამსახურებაა“. როგორც ჩანს, გვარამიამ დაიჯერა, რომ პრეზიდენტთან ერთად ის…

მეტი...

ივლისისთვის უკრაინა პარტნიორებისგან დაპირებული 45-დან მხოლოდ ექვს F-16-ს მიიღებს

უკრაინას შეუძლია დასავლელი პარტნიორების მიერ დაპირებული F-16 ტიპის 45 ავიაგამანადგურებლის ნაცვლად მხოლოდ ექვსი მიიღოს ივლისში, იტყობინება The New York Times-ი. შეფერხების მთავარი მიზეზია რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა ფეტეშტიზე მფრინავების მომზადების საქმეში არსებული პრობლემები. მართალია, მომზადება ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ, ის მაინც უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ამას უკრაინა და დასავლელი პარტნიორები მოელოდნენ, რადგან მფრინავებმა უნდა ისწავლონ ინგლისური ენა და დასავლური სამხედრო პრაქტიკა, რათა ეფექტიანად მოიხმარონ F-16-ები, – წერს გაზეთი. თებერვლის შუა რიცხვებში ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ F-16-ის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას თქვა, რომ მათი რიცხვი შეიძლება იყოს იმაზე მეტი („იქნება 24, შესაძლოა –…

მეტი...

მიზანი – „ქართული ოცნების“ დამარცხება – ორი ნიკას ერთობა

ნიკა მელია და ნიკა გვარამია დღეს ქართულ პოლიტიკურ არენაზე ერთად გამოჩნდენ, სახელი – “ახალი”, საარჩევნო ნომერი – 4, ლოგო – მწვანე, თეთრ და ნარინჯისფერ ფერებში.  მიზანი, “ქართული ოცნების” დამარცხება,  ორიენტაცია – მხოლოდ მომავალზე და არა წარსულზე. დღეს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდების გაერთიანების პრეზენტაციით დასრულდა.  “ჩვენ არ გეუბნებით შემოგვიერთდით, ჩვენ გეუბნებით გავერთიანდეთ” – ეს გზავნილი მიიღო დღეს ოპოზიციამ “ახალისგან”. ვინ მიიღებს “ახალის” შეთავაზებას ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდი ალბათობით, მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც აქტიურად გაგრძელდება. “არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტია…

მეტი...

პროკურატურამ გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა

საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. „აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში. საქართველოში რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო. ზურაბ ადეიშვილმა ბუნდესტაგის შემდეგ შეხვედრები ევროკომისიაშიც გამართა. აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით…

მეტი...

„სულ სხვა ომს ველოდები და ასეც იქნება“ – ვანო ნადირაძე უკრაინიდან

ქართველი ვეტერანი მებრძოლი ვანო ნადირაძე უკრაინის გენშტაბში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, ნადირაძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები უკრაინას წარმატებას მოუტანს: „ამ წუთებისთვის რუსების წინა ხაზზე, ოთხჯერ მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკაა, ათჯერ მეტი ჭურვების მარაგი, მაგრამ ყრუ თავდაცვაში გადასვლით და სწორი ტაქტიკით უკრაინამ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მტერს, იტყვით ახლა ავდეევკა ხომ აიღესო- და მერე რა? სადაც რუსებმა დაკარგეს ფრონტზე მყოფი ტექნიკის 40% და ცოცხალი ძალის 30% ქალაქი, რომლის სიგრძე, სიგანე 2 კმ – 2 კმ-ზეა, ის უზარმაზარი ძალა რუსების, რომელიც ამ პატარა ქალაქს უტევდა , მაგალითად ლიტვის და ლატვიის შემთხვევაში ასეთ…

მეტი...

გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 30 წლამდე კაცი დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმე ეხება 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევას. მამაკაცს თავისივე ნათესავები სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც კაცზე შურისძიება სცადეს. მას ქალის ტანსაცმლის ჩაცმა და ქუჩაში გავლა აიძულეს, ვიდეო გადაუღეს და სოფელში ტელეფონიდან ტელეფონში გაავრცელეს. მომხდარს თვალს ადევნებდა დაახლოებით 50 ადგილობრივი. დაკავებულ მამაკაცს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. პროკურატურის ინფორმაციით, დამცირების, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით მაშინ სამი პირი დააკავეს. მათ საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავს. რადიო თავისუფლება იმ ქალის ადვოკატს ესაუბრა, რომლის…

მეტი...

როზეტა ყალიჩავას მკვლელობისთვის, პოლონეთის სასამართლომ მის ქმარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა – საფარი

პოლონეთის ქალაქ ლოძის რაიონულმა სასამართლომ როზეტა ყალიჩავას ქმარი დამნაშავედ ცნო მის განზრახ მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი. ,,2022 წლის მაისში პოლონეთში, ქალაქ ლოძში მცხოვრებმა როზეტა ყალიჩავამ საფარის იურისტს, თამარ ლუკავას დახმარებისთვის მიმართა. ქალზე მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. საფარმა საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა, მათ შორის შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს საელჩო პოლონეთში, რომელთა ჩართულობითაც პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაეწყოთ ოჯახში სისტემატური ძალადობის საქმის გამოძიება, ხოლო თარჯიმნის მომსახურებას საელჩო უზრუნველყოფდა. მიუხედავად საფარის…

მეტი...

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა​

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან და ასევე სხვადასხვა ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – ,,კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი”, ,,ალფა პვპ”, “მეფედრონი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა…

მეტი...

კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი მთელ გუნდში – ნიკა მელია

,,ახალის” ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის კვალი მის და ნიკა გვარამიას პარტიაში არ და ვერ იქნება და ამაზე მთელი გუნდი შეთანხმებულია. ,,თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ამაზე ვისაუბრეთ, ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის, მე ვფიქრობ, არაფერი არასოდეს არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით, ეს მისი არჩევანი იყო, რა ნაბიჯებიც გადადგა მის ცხოვრებაში, მე მას არაერთხელ ვურჩიე რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი კვალი ამ პარტიაში, არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი და შეთანხმება მთელ ჩვენ გუნდში”,…

მეტი...

გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო არ არის, არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდა ცვლილება – ნიკა გვარამია

ახალი პოლიტიკური პარტია “ახალის” დაფინანსებასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ყველაფერი იქნება ღია. ,,დაფინანსების წყაროებს ნახავთ ყველანი. გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი დაფინანსების წყარო ნამდვილად არ არის, არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც აინტერესებს შინაარსი და ვისაც უნდა დახმარება იმ პოლიტიკური ძალების, ვის აზრებსაც ისინი ემთხვევიან. დაფინანსება ვერ იქნება ვერაფრის სანაცვლოდ, დაფინანსება შეიძლება იყოს მხოლოდ მხარდაჭერის ფორმით”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გამართეს, რომლის საარჩევნო ნომერი იქნება 4, პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა კი სავარაუდოდ მომავალ თვეში გაიმართება.

მეტი...

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროშა აღიმართა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროშა აღიმართა. ცნობისთვის, შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალურად 7 მარტს შეუერთდა და ნატოს წევრი 32-ე ქვეყანა გახდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვედეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ფინეთის მსგავსად, ნატოში შესვლის სურვილი გამოთქვა. ფინეთი ორგანიზაციაში გასული წლის აპრილში გაწევრიანდა.

მეტი...

გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, არ მესმის – ბერბოკი რომის პაპზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრა და რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა: ,,გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, არ მესმის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ,” – ამბობს ბერბოკი. შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ “თეთრი დროშის” გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.

მეტი...

შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც გვაერთიანებს მომავალი – ნიკა მელია

,,შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი”. ამის შესახებ, ნიკა მელიამ პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება დააფუძნეს. ,,დღეს ჩვენ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ შედგა ერთობა, შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი და მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება… რთულ იყო ეს გზა, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ერთი გუნდი გარდა მეგობრებისა, ვყოფილიყავით…

მეტი...

არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, გთავაზობთ გავერთიანდეთ, წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ გაერთიანების შესახებ განაცხადეს. ,,მთავარი არხის” დამფუძნებელმა თქვა, რომ ნებისაებრ რამის დათმობისთვის თანახმაა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ მისი და ნიკა მელიას ინიციატივა. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მომხრეა დიდი გაერთიანებების და სხვებს არა შემოერთებას, არამედ გაერთიანებას სთავაზობს. ,,ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურობას, ვიცით როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე…

მეტი...

,,ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია… ამ დროშით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ” – კულებას მიმართვა რომის პაპს

,,ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია… ამ დროშით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს ავწევთ სხვა დროშებს”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რომის პაპის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობა უნდა ჰქონდეს. ,,ყველაზე ძლიერი ისაა, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში სიკეთის მხარეს დგას და არ ცდილობს, რომ მათ ერთსა და იმავე სიბრტყეზე დაყენებას “მოლაპარაკება” უწოდოს”, – წერს კულება X-ზე და მოუწოდებს ყველას, რომ წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი უკრაინას და მის ხალხს დაუჭირონ. ცნობისთვის, რომის პაპმა შვეიცარიულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა: ,,მე ვფიქრობ,…

მეტი...

შვეიცარიაში სათხილამურო ტურის დროს დაკარგულ ექვს ადამიანს ეძებენ

შვეიცარიაში, ვალეს კანტონში სათხილამურო ტურის დროს დაკარგულ ექვს ადამიანს ეძებენ. ,,ამჟამად ძალიან ცუდი ამინდია, რაც ძალიან ართულებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებას,” – განაცხადა პოლიციამ. მათივე თქმით, მოთხილამურეები Tête Blanche მთის გარშემო, შაბათს, მატერჰორნის მთასთან, ზერმატ-აროლას ბილიკზე დაიკარგნენ.

მეტი...

საფრანგეთში ცოლის მიერ მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი ცხედრის გადმოცემას ითხოვს და აჭარის მთავრობასთან აქციას მართავს

საფრანგეთში ცოლის მიერ მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი ცხედრის გადმოცემას ითხოვს და აჭარის მთავრობასთან აქციას მართავს. ისინი 31 წლის კაცის ცხედრის გადმოსვენებას 3 თვეა უშედეგოდ ელიან. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. მთავრობასთან შეკრებილების ნაწილს შენობაში შესვლა და მთავრობის თავმჯდომარესთან გასაუბრება შესთავაზეს, თუმცა აქციის იმონაწილეოს ამას არ თანხმდებიან და პასუხისმგებელი პირის გარეთ გამოსვლას ითხოვენ. ფრანგული მედიის ცნობით, 31 წლის კაცი მეუღლემ მოკლა. მათ 5 შვილი დარჩათ, ისინი თავშესაფარში არიან გადანაწილებულები, ქალი დაკავებულია.

მეტი...

რუსეთში, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა. მედიის ინფორმაციით, მერკვილაძე მოსკოვში უკვე ჩავიდა. მერკვილაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაია შეცვალა, რომელიც პრემიერმა კობახიძემ დღეს ახალ თანამდებობაზე დანიშნა. ქაჯაია ზურაბ აბაშიძეს შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი იქნება. ცნობისთვის, მერკვილაძე არის კომპანია ფოთი-ტრანსტერმინალის თანადამფუძნებელი, მუშაობდა სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროში.

მეტი...

მაკრონი უახლოეს კვირებში უკრაინაში ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა. შესაბამისი განცხადება მაკრონისა და ზელენსკის საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა. მაკრონმა ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა “სურვილი, გააგრძელოს ძალისხმევა შორი დისტანციური იარაღის კოალიციის შესაქმნელად, ასევე ჩეხეთის საბრძოლო ინიციატივის მხარდაჭერა”. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა აშშ-სა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით შექმნილი კოალიციის – „არტილერია უკრაინისთვის“ – მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა. ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი უკრაინაში ვიზიტს თებერვალში გეგმავდა, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაშინ ეს ვიზიტი გადაიდო. 16 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ევროპული ტურნეს ფარგლებში თავად ჩავიდა პარიზში და საფრანგეთთან „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ ხელშეკრულება გააფორმა.

მეტი...

სუს-მა ლაგოდეხის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის თ. ც. დააკავა, რომელიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. ,,გამოძიებით დადგენილია, რომ თ.ც-ის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, თ. ც. პირთა ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა 105 199 ლარის ღირებულების 1928 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა. როგორც…

მეტი...

,,ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული” – აბაშიძე გადადგომაზე

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობის დატოვების ინიციატივით მან თავად მიმართა რამდენიმე თვის წინ მაშინდელ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს: ,,მე რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მივმართე წინადადებით რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე. ლოგიკა მარტივი იყო-2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მან პრინციპში, დადებითად მიიღო ჩემი წინადადება და აღებინებია ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა- ვინ იქნება შემცვლელი? იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლით. ის უნდა დაბრუნებულიყო. გიორგი დაბრუნდა, იანვარში დაუსრულდა იქ…

მეტი...

შესაძლებელი იქნება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური იყოს

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ცნობით, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება. მისი თქმით, დასაშვები გახდება არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით თეორიული სწავლება ელექტრონულად წარიმართოს, ასევე, შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა. ,,ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, და რიგ შემთხვევაში ასევე პროფესიულ განათლებას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე, არსებულ საქართველოში გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული…

მეტი...

რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. ,,მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის. რაც ვიცი, რომ ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იდეოლოგიურ მზადყოფნაში იყვნენ. ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას”, – თქვა სააკაშვილმა.

მეტი...

ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება – საგარეოს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს შეხვდა და ოფიციალურად გადასცა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის დელეგაციაში მყოფი ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო. როგორც ელჩებს განემარტათ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი…

მეტი...

უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ – კობახიძე ადეიშვილის ვიზიტზე

უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებთან დაკავშირებით, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციაში მყოფი ყოფილი იუსტიციის მინისტრი – ზურაბ ადეიშვილიც მონაწილეობდა. ,,ჩვენთვის მიუღებელია ის რომ, დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მხილებული უმძიმეს დანაშაულებში ხვდებიან ბრიუსელსა და ბერლინში, ამაზე რეაგირება იყო აუცილებელი. ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ასე შემდეგ”, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის ფილიალი გაქურდეს

ქუთაისში  მაღაზიათა ქსელ “მაგნიტის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი ე.წ. ატმიჩკით გააღეს და სიგარეტები წაიღეს. როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები ობიექტზე სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ორი მათგანი ძარცვაში მონაწილეობდა, ერთი კი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მეტი...

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება. კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ზურაბ აბაშიძე პრემიერმინისტრის მრჩევლის პოსტს დაიკავებს. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. ჯანდაცვის მინისტრად კი მიხეილ სარჯველაძე.

მეტი...

ყველაფერს აქვს პლუს-მინუსები, ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი – კობახიძე კანცელარიასთან სკვერზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის კანცელარიის წინ ღობის დემონტაჟთან დაკავშირებით ამბობს, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი. ამ ღობის მონტაჟი წინა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო. ,,იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები, ღობესაც აქვს თავისი პლუს- მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს მინუსები, მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი, და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ბ., 1995 წელს დაბადებული ქ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ჯ.კ., 2002 წელს დაბადებული ო.ს., 1999 წელს დაბადებული დ.გ., 1985 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე მ.მ. , წარსულში ნასამართლევები: 1981 წელს დაბადებული ნ.ზ. და 2001 წელს დაბადებული…

მეტი...

უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს – ირაკლი კობახიძე მიხეილ სარჯველაძეზე

გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. „ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი კი გიორგი ქაჯაია იქნება. პრემიერმინისტრის მრჩეველი – ზურაბ აბაშიძე. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი რევაზ ჯაველიძე 1 მარტს გაათავისუფლეს.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე  დაიკავებს. ამ თემაზე მან განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, კონსულტაციების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად – ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად – გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის მრჩევლად – ზურაბ აბაშიძე.

მეტი...

დღეს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

დღეს, 11 მარტს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებაც გამოცხადდება. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე 4 ნომრით იასპარეზებდა. მაშინ მის გუნდში ადასტურებდნენ, რომ ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში იყო, თუმცა, თანამშრომლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ნიკა გვარამიამ კი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მეტი...

საბერძნეთის საავადმყოფოებში მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში, ატიკას ორ საავადმყოფოში, მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს. ჯამში, ამ ბრალდებით, 10 ქალია დაკავებული, მათ შორის ორი ალბანელი, ერთი ყაზახი და კიდევ ერთი ბერძენი. მათგან შვიდი საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი დიპლომები, პროფესიული ლიცენზიები, ჯანმრთელობის ბუკლეტები, ასევე, არ იყვნენ რეგისტრირებული იმ საავადმყოფოს ექსკლუზიური ექთნების რეესტრში, სადაც მუშაობდნენ. დაკავებულები მათ წინააღმდეგ წარდგენილი საქმეებით პროკურატურაში გადაიყვანეს.

მეტი...