როგორ მუშაობს ჩინეთის პარლამენტი – ყოველწლიური სესია დღეს გაიხსნა (ვიდეორეპორტაჟი)

დღეს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, იგივე პარლამენტის სესია გაიხსნა. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში წელს პირველი ყოველწლიური სესია განახლდა, რომელსაც პრეზიდენტი და მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო.

წელს ეროვნული სახალხო კონგრესის 70-ე წლისთავია.  კონგრესი არის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტი. პირველად ის 1954 წელს შეიკრიბა, სადაც დეპუტატებმა ჩინეთის კონსტიტუცია დაამტკიცეს.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იღებს კანონებს და წყვეტს ძირითად საკითხებს.  სახალხო კონგრესის სისტემა ფუნდამენტური პოლიტიკური სისტემაა ჩინეთში.

კონგრესი  დაახლოებით 3000 წევრისგან შედგება და ქალები თითქმის მეოთხედს შეადგენს. ასევე, ყველა ეთნიკურ ჯგუფს ჰყავს თავისი წარმომადგენელი – დეპუტატი ან მოადგილეები.

ჩინეთის მთავრობის  მეთაურმა, ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სამიზნე მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ ეს დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენს;  ქალაქებში 12 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე; ულტრა გრძელვადიანი სპეციალური სახაზინო ობლიგაციების გამოშვებაზე;  სასაზღვრო ტექნოლოგიების კვლევის გაძლიერებაზე; მოხმარების სტიმულირების ერთწლიან პროგრამაზე; ინვესტიციებზე ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტიდან, რომელიც 700 მილიარდი იუანის შეადგენს;  შიდა მოთხოვნის გაფართოებასა და სხვა საკითხებზე.

მსგავსი თემები