ბათუმში საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა

„ბათუმი არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრები მილანის „ინტერს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა. გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ, საყვარელი ქართველი მოთამაშეები ეხილათ. „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ კი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები თამაშობდნენ.

მეტი...

„მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს“- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს და დანარჩენ ევროპას დაემუქრება. ეს განცხადება მან გააკეთა პარიზში, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე. „თუ არ მოხერხდება აგრესორის შეკავება, ის გააგრძელებს სვლას და ფრონტის ხაზი უფრო და უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან,“ თქვა სანდუმ, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თავის ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან ერთად. „ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული,“ -აღნიშნა მან.

მეტი...

პრეზიდენტი, 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, შეხვედრისას პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა “იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა”. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელს ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება. ,,თქვენი პასუხისმგებლობაა ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში მათი…

მეტი...

შვედეთი NATO-ს წევრი გახდა

შვედეთი NATO-ს 32-ე ოფიციალური წევრი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გაწევრიანების პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯი 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადადგეს.

მეტი...

„მშვიდობიანი თანაცხოვრება არის ბოლო წერტილი“ – ჩინეთის საგარეო მინისტრი აშშ-სთან ურთიერთობაზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ი, დღეს საერთაშოისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ადგილიდან აშუქებს.   ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაა. ვანგ ი ხაზს უსვამს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების სამ პრინციპს. „ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა ეხება ორი ხალხის კეთილდღეობას, ასევე კაცობრიობის და მსოფლიოს მომავალს. რაც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებს აშშ-ს პოლიტიკას სტაბილურად და თანმიმდევრულად. ჩვენი პოზიცია არის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ წამოყენებული სამი პრინციპი: ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაარსებობა და მომგებიანი თანამშრომლობა. ისინი არა მხოლოდ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობის გამოცდილებისა და გაკვეთილების…

მეტი...

კიმ ჩენ ინმა საომარი მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მსხვილ სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და საომარი მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. კიმ ჩენ ინის ვიზიტი სამხედრო ბაზაზე მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ორშაბათს რეგიონში ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. გასულ წელთან შეადრებით, წელს სწავლებაში ორჯერ მეტი სამხედრო პერსონალი მონაწილეობს. „ჩვენმა არმიამ სტაბილურად უნდა გაააქტიუროს სამხედრო წვრთნები, რომლებიც მიმართულია საბრძოლო შესაძლებლობების სწრაფი გაუმჯობესებისკენ, სრული საომარი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მეტი...

ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონ დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ნორვეგიის პრემიერმინისტრი, იონას ჰარ შტორე ავრცელებს. ,,უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალა”, – აღნიშნა შტორემ. ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს, მხარი უკვე 15-მა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა.

მეტი...

დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება – გაფრთხილება მძღოლებისთვის

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა. ცვლილებით, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით. ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.…

მეტი...

სენაკში ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება მის მშობლიურ ქალაქ სენაკში. სენაკში დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. ჟიული შარტავას ბიუსტი გვინრგვინებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება. შარტვას ბიუსტთან დილიდან მოდიან და პატივს მიაგებენ სენაკელები. დღესვე სენაკში გაიხსნა ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა, საკათედრო ტაძარში ჩატარდა ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. დღესვე სენაკის თეატრში ჟიული შარტავას ცხოვრების ამსახველი სპექტაკლის „დაბადების დღე” ჩვენება გაიმართება. სპექტაკლი რუსთავის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრალურმა დადგა.

მეტი...

ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ავსტრიაში ქართველების დაჯგუფება დააკავეს. საქართველოს ოთხმა მოქალაქემ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, სახლები გაქურდეს. მედიის ცნობით, 32-დან 35-წლამდე ქართველებმა სხვადასხვა დროს სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს. ერთ-ერთი ბინიდან კი ნაღდი ფულით სავსაე სეიფი წაიღეს. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი პოლონური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და გატეხილი სეიფიც ჩეხეთში იპოვეს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქართველები ავსტრიელმა სამართალდამცველებმა იანვარში, სახლის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამ დროისათვის კრემსის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, ეძებენ კიდევ ერთ სავარაუდო დამნაშავეს.

მეტი...

აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეოში დაიბარეს და სამი არასამთავრობოს დახმარების შეწყვეტის მოთხოვნით ნოტა გადასცეს

აშშ-ის ელჩი მოსკოვში ლინ ტრეისი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ სამი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია არასასურველად იქნა ცნობილი. დიპლომატს გადასცეს ნოტა, რომელშიც მოთხოვნილია, რომ შეწყვიტოს ამ ორგანიზაციებისთვის რაიმე ტიპის დახმარება. რუსეთის საგარეოს მტკიცებით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ “ანტირუსული მიმართულების” პროგრამებსა და პროექტებს. ელჩს უთხრეს, რომ ამ ორგანიზაციების დახმარება თუ გაგრძელდება “ჩაითვლება რუსეთის კანონმდებლობის დარღვევად”. სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთის “საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები” მკაცრად აღიკვეთება.

მეტი...

სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდის“ დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თბილისში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს. პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), ხოლო ცხრა პირს – სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,კანონიერ ქურდობაში“…

მეტი...

თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ელისო კილაძე, ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ნარკოდანაშაულის სქემის გამოაშკარავებას უკავშირებს

ჟურნალისტი ელისო კილაძე მის მიერ ნარკოტიკების გასაღების მასშტაბური სქემის გამოაშკარავებას უკავშირებს გუშინ, 6 მარტს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ყაზბეგის გამზირზე, მისი მისამართით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. ,,შემთხვევა მოხდა ყაზბეგის გამზირზე, დაახლოებით 2 -დან 3- ის ნახევრამდე, როდესაც მე მივედი სილამაზის სალონში. როდესაც მანქანიდან გადმოვედი კუთხეში, მაშინვე საეჭვო ადამიანი შევნიშნე, რომელიც ყურადღებით უსმენდა ჩემი და ჩემი თანმხლები პირის საუბარს. მოხდა გასროლა. გამოძიება დაიწყო და მეუბნებიან, რომ 32 წლის გიორგი იანტბელიძე უნდა გამოცხადდეს აღიარებითი ჩვენებით, რომ ის აივანზე იმყოფებოდა, წმენდდა სანადირო თოფს და შალითაში ჩადების დროს შემთხვევით გაუვარდა. ასეთი რამ არ ხდება, არც…

მეტი...

ФСБ-მ კარელიაში ბელარუსი აქტივისტი მოკლა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, კარელიის რესპუბლიკაში ტერაქტი აღკვეთა. ბელარუსის მოქალაქე ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა. რუსმა სამართალდამცველებმა ის დაკავებისას მოკლეს. ФСБ-ს განცხადებით, მამაკაცმა წინააღმდეგობის გაწევისას ცეცხლი გაუხსნა უსაფრთხოების ოფიცრებს. ამოღებულია ასაფეთქებელი საშუალებაც, იარაღი და საბრძოლო მასლაც. რუსეთის სადაზვერვო სამსახური ამტკიცებს, რომ ლიკვიდირებული პირი უკრაინის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული. იქამდე კი ტელეგრამ არხ Astra-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მარტს ოლონეცკის რაიონში 49 წლის ნიკოლაი ალექსეევი მოკლეს, რომელიც ბელარუსელი აქტივისტი და 2020 წლის მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილე იყო ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. ალექსეევის სიკვდილი დამოუკიდებელ ბელარუსულ გამოცემა Nasha Niva-ს მისმა ვაჟმა, ვლადისლავ…

მეტი...

თავდასხმა ოდესაზე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია – ზურაბიშვილი

თავდასხმა ოდესაზე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოდესაში, გუშინ მომხდარ დაბომბვაზე. ,,ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. ეს ტაქტიკა უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას”, – დაწერა პრეზიდენტმა.

მეტი...

აგარა-გომის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე, 16 წლის გოგო ემსხვერპლა. დაშავებულია ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპულის ძმაა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის  მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

ჩინეთის რესპუბლიკის საერთაშორისო გამოწვევები და პოზიცია კონფლიქტებთან დაკავშირებით (ვიდეო)

ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრი ვანგ ი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე; საერთაშორისო პროექტებზე; ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე; ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე; ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე; უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე; „ქამარი და გზის“ ინიციატივაზე; ტავივანის დამოუკიდევლობაზე; ევროკავშირთა და ევრიპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთსა და ამერიკას ერთად მუშაობით ერთიან შედეგებზე გასვლა შეუძლიათ; რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესებისკენ მიდის. მან გაიხსენა 2023 წელს პრეზიდენტ სი ძინპინის სანფრანცისკოში ვიზიტი და აღნიშნა, რომ ეს იყო პოზიტიური. რაც შეეხება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, მინისტრის განცხადებით, მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მინისტრმა ევროპის ქვეყნებთან…

მეტი...

აზერბაიჯანში პოლიციამ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისი დაარბია და დალუქა

აზერბაიჯანის პოლიციამ ონლაინ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისები დაარბია. დაკავებულია მედიასაშუალების ორი ჟურნალისტი ელმირ აბასოვი და არაზ ალიევი. სხვა ჟურნალისტების ადგილსამყოფელი კი უცნობია. როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ BBC-ის განუცხადა, ჩატარდა „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის“ საფუძველზე. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ჩხრეკა Toplum TV-ის ოფისში გუშინ, დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა და ოფისიც დალუქეს. ცნობისთვის, Toplum TV დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტია, რომელიც 2016 წელს, მედია ადვოკატის ალასგარ მამადლიმ დააარსა.

მეტი...

2024 წლის თებერვლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 29 ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა, 3 – მცხეთა-მთიანეთის, 8 – ქვემო ქართლის, 5 – შიდა ქართლის, 8 – სამცხე-ჯავახეთის, 9 – გურიის, 2 – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 5 – იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ არის გამოვლენილი. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის…

მეტი...

პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას ეხება: პრეზიდენტი; პრემიერ-მინისტრი; მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები. კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მეტი...

სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი). მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მეტი...

„ბავშვი აწამა და მოკლა, გვამის მოშორება კი თავის 17 წლის ვაჟს დაავალა“ – მკვლელობისთვის მეზობელი დააკავეს

2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალაში, 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის ჯემალ სამადაშვილი დააკავეს. პოლიციელმა ბავშვი საკუთარი კორპუსის ეზოდან გაიტაცა და გადამალვის მიზნით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა. დაკარგვიდან ერთ საათში გამტაცებელი ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გამოსასყიდი თანხა – 10.000 დოლარი მოითხოვა, თან გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებს ინფორმაციას თუ მიაწვდიდა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. მუქარის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, რის შემდეგაც გამტაცებელმა ბავშვი სასტიკად აწამა და მოკლა, გვამის მოშორება კი თავის 17 წლის ვაჟს, კახას დაავალა. ჯემალ სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს. სასამართლომ გატაცებისა…

მეტი...

რუსებმა ხერსონი დაბომბეს

რუსებმა ხერსონის კორაბელნის რაიონი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. როგორც ხერსონის საქალაქო საბჭო Telegram არხზე წერს, დაშავებულმა კაცმა სამედიცინო დახმარებას თავად მიმართა. იერიშების შედეგად ასევე დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

სადახლოზე არადეკლარირებული მცენარეები ამოიღეს

სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე 10 095 ცალი სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 460.5 ლარი შეადგინა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ,,ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 095 ცალი, სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩინეს”, – წერია განცხადებაში უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 11 460.5 ლარით (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა) დაჯარიმდა.

მეტი...

ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს „ფეისბუქზე“ ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჟიული შარტავა ყველასთვის გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია. ,,დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა. მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

თვითმფრინავს ჰაერში მეხი დაეცა

ვანკუვერიდან ლონდონის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა. ელვა დაეჯახა Air Canada Boeing 777-300-ს, რომელიც აფრინდა ვანკუვერიდან და მიემართებოდა ლონდონისკენ. დარტყმის მომენტი თვითმხილველთა კამერამ დააფიქსირა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის დროს აფრინდა. საბედნიეროდ, ინციდენტი კარგად დასრულდა და არავინ დაშავებულა, თვითმფრინავმა კი მიაღწია დანიშნულების ადგილს.

მეტი...

ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. ცვლილების მიხედვით, აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება. განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც – დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი – მინიმუმ, 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისათვის, ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება, ისიც სპეციალური სტანდარტების მიხედვით. ახალი რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. აქ დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას, ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო…

მეტი...

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ვეძებთ დამატებით ვარიანტებს უკრაინის დასახმარებლად – კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გააგრძელებენ მუშაობას კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ საკუთარ სისტემაში, ჩვენი მთავრობისა და მთელი ადმინისტრაციის ფარგლებში, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ვერც ერთი ეს ძალისხმევა ვერ შეცვლის იმ მოცულობას და მასშტაბებს, რასაც დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის დამტკიცება მოგვცემდა”, – თქვა კიბიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.  

მეტი...

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთმა ჯგუფმა გაავრცელა. „ქალაქ სალერნოში გარდაიცვალა ემიგრანტი, ვახო შუბითიძე. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს ქართველი ვაჟკაცის გარდაცვალებას… ყველა ემიგრანტის დაღუპვა ჩვენი ტკივილია“ – ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

მეტი...

სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს. სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, სომხეთის პოზიციაა, რომ ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება მთლიანად სომეხმა მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ. კითხვაზე, რატომ გაჩნდა ასეთი საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი პოტენციალს იძენს სხვადასხვა მიმართულებით და ამ დროისთვის სომხეთს აქვს აეროპორტის სრული კონტროლის პოტენციალი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ერევნის ზვართნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის თაობაზე სომხეთს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ოფიციალური არხებით რუსეთისთვის არ უცნობებია.

მეტი...

იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ

,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერს, იაგო ხვიჩიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი კლინიკაში იყო გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, გუშინ კონფლიქტი ღამის საათებში მოხდა, როცა “გირჩის” ოფისში უცნობი პირი შეიჭრა და პარტიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ,,ეს ყველაფერი გამოწვეულია ქართული ოცნებისა და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამა მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასატრაკებლად, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე, მისი მოქნეული…

მეტი...

სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი – დაკავებული 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული” , – წერია განცხადებაში. აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს…

მეტი...

არ ვიცი ვინ მენდობით და ვინ არა – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის ომბუდსმენის პოსტზე არჩევიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ,,დღეს, 7 მარტს, ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ამირჩია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ დეპუტატს ვინც ერთი წლის წინ ნდობა გამომიცხადა. ამ გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწევა. სახალხო დამცველის ინსტიტუტს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, რადგან ის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ ერთი საყრდენია, ხოლო ადამიანის უფლებები ნამდვილად არის ის ქვაკუთხედი რაზეც ჩვენი თავისუფლება დგას. არ ვიცი ვინ მენდობით და…

მეტი...

16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს – გეოლოგების დასკვნა უდეში მეწყრულ პროცესებზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის საინჟინრო-გეოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები ცნობილია. სპეციალისტებმა, სტიქიის ზონაში მყოფი 24 მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლეს. რომელთაგანაც 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს. მერიის ცნობით, საშიშ ზონაში მყოფი 3 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე უკვე გაიყვანეს, ხოლო კიდევ 3 ოჯახას ალტერნატიული საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ, რაზეც მათთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, 2 ოჯახი კი სახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. ,,ადიგენის მერიამ საშიშ ზონაში მყოფი 3 ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დაუყოვნებლივ უზრუნველყო, კიდევ 3 ოჯახს მერია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთავაზობს, რაზეც მათთან მოლაპარაკებები ამ…

მეტი...