ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ფინალში პორტუგალიელ ენრიკე როკასთან დამარცხდა

ესპანეთის ქალაქ მურსიაში დასრულებული ჩელენჯერის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიელ ენრიკე როკასთან სამ სეტში, 6:3, 6:7 (7:0), 5:7 დამარცხდა. ტრავმის შემდეგ მურსიის ტურნირი ბასილაშვილისთვის ყველაზე წარმატებული იყო. მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალამდე ექვსი შეხვედრა მოიგო. ფინალური მატჩიც ქართველის უპირატესობით დაიწყო, მან პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო და მეორე სეტშიც წინ იყო – 3:1. ამის შემდეგ პორტუგალიელი გააქტიურდა, რამდენიმე საკვანძო ქულა მოიგო, სეტი ტაიბრეიქამდე მიიყვანა და იქ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მესამე სეტიც ბასილაშვილის სცენარით მიდიოდა, ნიკოლოზი ისევ 3:1 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება გაუჭირდა და მატჩიც დათმო. მომდევნო კვირიდან 32 წლის…

მეტი...

სახელმწიფო საავადმყოფოებისგან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ითხოვს

სახელმწიფო საავადმყოფოებისგან  საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ითხოვს. 2025 წლამდე რომელი კლინიკაც აკრედიტაციის გარეშე დარჩება, ის სახელმწიფო პროგრამებში ვეღარ მოხვდება, რაც, პრაქტიკულად, სამედიცინო დაწესებულების დახურვის ტოლფასია. კლინიკების ხელმძღვანელები აკრედიტაციის გავლის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მთავარი პრობლემა დროა. ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო რეგულაციები უფრო რთული შესასრულებელია, ვიდრე საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამიტომ კლინიკები ვადების გადაწევას ითხოვენ. ინფორმაციას (ტვ პირველი) ავრცელებს

მეტი...

„რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, ეს არავის არაფერს არ აძლევს“ – გედევან ფოფხაძე

ცვლილება იმისათვის, რომ ახალი მჩაგვრელი მოვიდეს, რომელიც იმავეს გააკეთებს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება, არაფრის მომცემია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. „თუ ჩვენ სამართლებრივ სივრცეს შევქმნით, იმ სამართლებრივ სივრცეში ვიღაცა დაისჯება, მერე შეიძლება ვიღაცა ამნისტიით გამოვუშვათ, ვიღაცა ნაკლებად დავსაჯოთ და ანგარიშსწორებად არ გადავაქციოთ ეს ყველიერი, მაგრამ ქვეყანაში უნდა შექმნას სამართლებრივი სივრცე, მე ამის მჯეროდა 13-ში, მჯერა ახლაც, იმიტომ რომ არ შეიძლება, ხელისუფლების შეცვლა დარჩეს, უბრალოდ, ერთი ჯგუფის მოსვლად, მეორე ჯგუფის წასვლის ხარჯზე – ეს ფორმულა უნდა დავივიწყოთ. ან ვქმნით ახალ პოლიტიკურ რეალობას, ან უბრალოდ, ცვლილება იმისათვის რომ…

მეტი...

“ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დავარტყით” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დაარტყეს. უწყების თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში დიდ სადესანტო გემებზე – “იამალსა” და “აზოვზე” – მიიტანეს. სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრსა და რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზეც. ცნობისთვის, გუშინ, 23 მარტს, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა, ყირიმის ხიდი კი ჩაკეტილი იყო. გვიან ღამით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მთავარ საკომუნიკაციო ცენტრს დაესხნენ თავს.

მეტი...

მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები აირჩიეს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. მურუსიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები აბსოლუტური ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. “დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა კონფერენციაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ამდენ მოსამართლეს მიეღო მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება “ვეტინგის” თემას, მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება. რაც შეეხება სხვა…

მეტი...

“კროკუს სიტი ჰოლის” ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 137-ს მიაღწია

მოსკოვის მახლობლად საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია. მანამდე 133 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდნენ. ამოცნობილია 62 ადამიანი, ამოცნობა გენეტიკური ექსპერტიზის გზით წარმოებს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. მოსკოვში დაიწყეს ტერაქტის მსხვერპლთა მიწვევა ამოსაცნობად. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულად ითვლება 150-ზე მეტი ადამიანი. ასზე მეტი საავადმყოფოებში იმყოფება.

მეტი...

ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

შეიარაღებული პირების ჯგუფი ერევანში პოლიციის განყოფილების შენობაში შეიჭრა. შენობასთან ყუმბარა აფეთქდა. ერევანში, პოლიციის განყოფილებაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. თავდასხმა სომხეთის დედაქალაქის ნორ-ნორკის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. უსაფრთხოების ძალებმა პოლიციის შენობას ალყა შემოარტყეს. ადგილზე იმყოფება ორგანიზაცია “საბრძოლო ძმობის” რამდენიმე წევრი, რომლებიც დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. მედიის ცნობით, თავდამსხმელები შესაძლოა, იყვნენ ორგანიზაცია „საბრძოლო ძმობის“ წევრები.  24 მარტს სომხეთის პოლიციამ რესპუბლიკაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებასა და შენახვაში ეჭვმიტანილი 49 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა. ისინი ადგილობრივ პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს.

მეტი...

10 ლარიანი ბილეთი 100 ლარად, 50 ლარიანი კი 400-ად – საბერძნეთი – საქართველოს მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

ფეხბურთის ფანები ეგრეთ წოდებულმა გადამყიდველებმა შოკში ჩააგდეს. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე შესასვლელი ათ ლარიანი ბილეთი 100 ლარი ღირს, 50 ლარიანი კი 400. სოციალური ქსელი აჭრელებულია პირადი მიმოწერის სქრინებით, სადაც ჩანს, რომ გადამყიდველები ფეხბურთის მოყვარულებზე ბილეთებს გაათმაგებული ფასით ყიდიან. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები თაღლითური სქემის მსხვერპლიც კი ხდებიან. ე.წ. გადამყიდველები მათ უკავშირდებიან და ფულის ჩარიცხვის სანაცვლოდ ბილეთების გადაცემას ჰპირდებიან, თუმცა თანხის მიღების შემდეგ უკვალოდ ქრებიან. ქართული ბილეთები მოხდა უცხოურ საიტებზეც, რომელთა ღირებულებაც 100 ევროდან იწყება. ხარვეზები იყო ძალიან დიდი. 95% ვერ შეიძინა ბილეთები და ეგრევე გამოჩნდნენ გადამყიდველები ვებგვერდებზეც, სხვადასხვა ჯგუფებში. ჩვეულებრივი ფულის საშოვნელი გზაა…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი: “მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა”

24 მარტს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში პარტიის აქტივთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა, რათა მოამზადოს პარტია არჩევნებისთვის, რომელიც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად და „ძალიან ძლიერად“ უნდა მოიგოს. „უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენი საამაყო გურულები არიან მოტივირებულები, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი – დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს ჩამოუტანა რუკები, მნიშვნელოვანი მასალა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დავით ხიდაშელი ოთხი წლის განმავლობაში ისე მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, რომ კითხვა არ დასმულა და არ იცის, ახლა რატომ წამოსწიეს ეს საკითხი. „დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ძალიან გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია. მადლობა გადავუხადეთ, რადგან ძლიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, ოთხი წელი იყო სიმბოლურად მრჩევლის თანამდებობაზე, ზოგადად რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა…

მეტი...

მოზარდს, რომელმაც ხალხი “კროკუს სიტი ჰოლიდან” გაიყვანა, მედლით დააჯილდოებენ

ისლამ ხალილოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა, როცა 22 მარტს თავდასხმა განხორციელდა. 15 წლის ისლამ ხალილოვს, რომელიც მრავალ ადამიანს დაეხმარა „კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის დროს, დააჯილდოებენ რუსეთის მუსლიმების მედლით „დამსახურებისთვის“. ჯილდოს 29 მარტს, პარასკევის ლოცვის დროს, გადასცემს მოზარდს რუსეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ხელმძღვანელი, მუფთი რავილ გაინუტდინი. ისლამ ხალილოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა, როცა 22 მარტს თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, როცა სროლის ხმა გაიგო, მან იმოქმედა ინსტრუქციით, რომლითაც ხელმძღვანელობენ საგანგებო მდგომარეობისას, შეძლო ყველა კარის გახსნა და დიდი რაოდენობით ხალხს მისცა უსაფრთხო ადგილას გასვლის საშუალება.

მეტი...

”არ გნებავთ კანონი? დაარქვით ამერიკულს რუსული? მაშინ თავად დადეთ, რაში იხარჯება ფული“ – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დიდი ნაწილი გაუმჭვირვალეა და საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდელის მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება. მდინარაძის თქმით, საჭიროა ფინანსების გამჭვირვალობა. „ჩვენ უარი ვთქვით აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მიღებაზე. ბევრი რამ გავითვალისწინეთ და გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენმა ოპონენტებმა შეძლეს საზოგადოების ნაწილის მოტყუება. შესაბამისად, ამ თემას არ ვუბრუნდებით, მაგრამ ოპონენტებისგან და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებისგან გვქონდა დაპირება, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა. ხომ ლაპარაკობდნენ, რომ ისედაც გამჭვირვალეა, „ენჯეოს“ დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ნატამალი იცით? ვიცით მხოლოდ პოზიტიური ნაწილი. ის, რაც…

მეტი...

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრი განსჯის

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის ცნობილი პოლონელი არბიტრი შიმონ მარცინიაკი განსჯის – ინფორმაციას უეფა-ს ვებგვერდი ავრცელებს. შიმონ მარცინიაკი მსოფლიოში აღიარებული რეფერია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ფიფა-მ კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა-საფრანგეთის მატჩის განსჯა დაავალა. 43 წლის პოლონელმა მსაჯობა 2009 წლიდან დაიწყო და ორ წელიწადში ფიფა-ს არბიტრის სტატუსი მიიღო. 26 მარტს მას ასევე პოლონელი არბიტრები დაეხმარებიან – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი ლაინსმენებად იმუშავებენ, ხოლო მეოთხე მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკი იქნება. ვიდეორეფერის ფუნქციებს ასევე პოლონელები, ტომაშ კვიატკოვსკი და…

მეტი...

შერემეტიოვოს აეროპორტში მგზავრმა განაცხადა, რომ ზურგჩანთაში ბომბი ედო

რუსეთის შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავის მგზავრმა ბორტგამცილებელს უთხრა, რომ  ზურგჩანთაში ბომბი ედო. მომხდარის შესახებ რუსული მედია წერს. ერევნისკენ მიმავალ თვითმფრინავში ასვლისას ქალმა ავიაკომპანიის თანამშრომელს უთხრა, რომ მის ხელბარგში საშიში ნივთი იდო. შედეგად რეისი გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ. თენგიზ ჭანია იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა. ჭანია ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, 2022 წლის…

მეტი...

“ცალ ფეხზე არ დავდგებით” – მოსამართლეებმა ვეტინგის წინააღმდეგ პრეზენტაცია მოაწყვეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე ლევან მურუსიძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ყველაზე მეტი დრო ვეტინგის სისტემაზე საუბარს დაუთმეს. მათ ამის თაობაზე პრეზენტაციაც კი მოაწყვეს და 40 წუთის განმავლობაში მოსამართლეებს ვეტინგის სისტემის უარყოფით გავლენაში არწმუნებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ტესტი არა მათი კეთილსინდისირების გამოვლენას, არამედ სისტემიდან მოსამართლეების გაყრას ემსახურებოდა. დიმიტრი გვრიტიშვილმა დღევანდელ კონფერენციაზე ასევე “ოცნების” ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ “ცალ ფეხზე დგომას” არ აპირებენ. იგულისხმებოდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. პრემიერმა გუშინ თქვა, რომ ქვეყანას ევროკავშირში ისე შიეყვანს, რომ “ცალ ფეხზე დგომა” არ მოუწევთ.

მეტი...

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე – ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი  ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომუკვე წლებია სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა მიმდინერობს. ამის შესახებ მან მოსამართლეთა XXXII კონფერენციის დაწყების წინ ისაუბრა. მურისიძე ირწმუნება, რომ კეთილსინდისიერი მოსამართლეა, თუმცა ვეტინგის მოთხოვნა, რეალურად, ამის გამოვლენას არ ემსახურება. მიდის მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა დაიქვემდებარონ. მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მაგრამ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ…

მეტი...

როგორ გამოიყურება მიაოს ხალხი და როგორია მიაოს კულტურა (ფოტორეპორტაჟი)

მიაო – ეს არის ერთ-ერთი ეთნიკურო ჯგუფი ჩინეთში. ეს არის განსხვავებული კულტურის მატარებელი ხალხი, სადაც არასდროს მოიწყენ, სადაც მუდმივად ხალისია და ცდილობენ, თავიანთი კულტურა და ტრადიციები მაქსიმალურად წარმოჩინონ. რონგშუი – მიაოს ავტონომიური ოლქი მდებარეობს ლიუჟოუს ჩრდილოეთით. ქვეყნის მთლიანი ფართობი 4665 კვადრატული კილომეტრია, სადაც ცხოვრობს 13 ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის მიაო, იაო, დონგი, ჟუანგი და ჰანი. საგრაფოში 12 ეროვნული სცენური ადგილია, მათ შორის ლონგნვგუ, სოფელი მენვუ მიაო, ლაოჯუნის მღვიმე და ლაოზის გორაკი. Mengwu Miao Village არის ერთადერთი ორიგინალური Miao ეთნიკური კულტურული გამოცდილების პარკი Guangxi-ში. ეს არის მიაოს ეთნიკური ჯგუფის გადასახლებული სოფელი,…

მეტი...

21 მარტს სტადიონზე შეპარული პატარა გულშემატკივრები ფინალის ბილეთებით დასაჩუქრდნენ – ვინ გადასცა საჩუქარი

პატარა გულშემატკივრები ფინალის ბილეთებით დასაჩუქრდნენ – „FC Dinamo Tbilisi” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლუკა და ილია დინამოს პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, ფინალის ბილეთებით დაასაჩუქრა. ილია წიქარაშვილი და ლუკა ყურაშვილი ის ბავშვები არიან, რომლებიც სტადიონზე შეიპარნენ და რომელთა ვიდეომაც ინტერნეტ სივრცე ვირუსულად მოიცვა. ზურგჩანთიანი სკოლის მოსწავლეები საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის სანახავად „დინამო არენაზე“ გისოსებიდან თამაშის დაწყებამდე 5 საათით ადრე შეიპარნენ.

მეტი...

“ქუდზე ქოცი წელს არჩევნებზე, რომ ესე უკბილოდ არ გამოჩნდეს ჩვენი ბიძინა” – ირაკლი ოქრუაშვილი

“ქუდზე ქოცი წელს არჩევნებზე, რომ ესე უკბილოდ არ გამოჩნდეს ჩვენი ბიძინა და თავი არ მოგვეჭრას ცივილიზებული სამყაროს წინაშე.” წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

რუსებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაკეტები კიევს ჯგუფურად, ჩრდილოეთის მიმართულებიდან მიუახლოვდნენ“, – აცხადებენ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მიდამოებში ათობით რუსული რაკეტა გაანადგურეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,…

მეტი...

პირადი ცხოვრების შანტაჟში ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

პირადი ცხოვრების შანტაჟში ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. დახურულ სხდომაზე გიორგი ქაროსანიძემ განსასჯელის სკამიდან დუმილი რამდენიმე სიტყვით დაარღვია. ქალების მორალურ ტერორიშიი მხილებული კაცი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. თვითმარქვიაა ფოტოგრაფი თავისუფლების სანაცვლად მზად იყო, 20 ათასი ლარი გადაეხადა, თუმცა ადვოკატის ეს შუმადგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეში დაზარალებულ ქალთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. 200-მდე ქალის ხუთი ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის გარდა, საქმეში დევს მიმოწერებიც, რომლითაც დგინდება, რომ მამაკაცი ქალებს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა.

მეტი...

ქობულეთში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთში ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს, მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.გ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს…

მეტი...

ISIS-მა კროკუსზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა – უმძიმესი კადრები თავად თავდამსხმელებმა გადაიღეს

ისლამური სახელმწიფოს წარმომადგნელები ავრცელებენ მასალას, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება როგორ მზადდებოდა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში. უკრაინული მედია ყურადღებას ერთ დეტალეზე ამახვილებს: ტერორისტების ჩაცმულობა და აღნაგობა ერთი ერთში იმეორებს იმ ადამიანებისას, რომლებიც რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მძიმე ბრალდებით დააკავეს. პარალელურად, ასევე ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმაა ასახული. ტერორისტული ორგანიზაცია ამ დრომდე ამტკიცებს, რომ რუსეთის დედაქალაქში მომხდარი დანაშაული მათი ნამოქმედარია. მასალა მძიმეა. კადრებში ჩანს, რა მეთოდებით კლავდნენ თავდამსხმელები საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს. ირკვევა, რომ ადამიანებს ჯერ დამიზნებით ესროლეს, შემდეგ კი  გვამებს ყელი გამოჭრეს.

მეტი...

მეფე ჩარლზმა ქეით მიდლტონზე ისაუბრა – რას წერს Guardian-ი

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ განაცხადა, რომ ამაყობს უელსის პრინცესა ქეით მიდლტონით. სიამაყის მიზეზი კი პრინცესას მხრიდან დიაგნოზის შესახებ გულახდილი საუბარია. მეფის ქეითის მიმართ დამოკიდებულების შესახებ გაზეთი Guardian ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩარლზ III ძალიან ამაყობს ქეითით და მისი გამბედაობით ისაუბროს მძიმე დაავადებაზე. გამოცემის თანახმად, მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე დედოფალი კამილა „ამ რთულ პერიოდში გააგრძელებენ მთელი ოჯახის მხარდაჭერას და სიყვარულს“. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიდლტონს მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.

მეტი...

„ბიბისი“ – „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის ორი მონაწილე მოკლულია

„ბიბისის“ რუსულენოვანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეჭრილი თავდამსხმელებიდან ორი მოკლულია. წყაროს ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს. როგორც „ბიბისი“ წერს, მათი ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცი ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა მედია მის სახელს და გვარს არ ასახელებს. მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი  გაუხსნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე…

მეტი...

ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ბაიდენის თქმით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტირებას, და აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. „ეს შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა… მაგრამ მინდა ნათლად ვთქვა: კონგრესის მუშაობა დასრულებული არ არის. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს [უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის] დამატებითი…

მეტი...

“პუტინი ერთი დღე-ღამე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა გუშინდელი ტერაქტი უკრაინასთან”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარ ტერაქტს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ვიღაც სხვას“ დააკისროს.„მათ ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე იყო. აფეთქებული სახლებიც [მოსკოვსა და რიაზანში 1999 წელს – რედ.] იყო, დახვრეტებიც, აფეთქებებიც. და ისინი ყოველთვის სხვებს სდებდნენ ბრალს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. „გუშინაც მოხდა ყველაფერი ეს და ეს არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი, რუსეთის მოქალაქეებით ყოფილიყო დაკავებული, მათთვის მიემართა, ერთი დღე-ღამე დუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. აბსოლუტურად ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება შეიძლება,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...