შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა. შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით. გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი…

მეტი...

ФСБ-მ კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც ადასტურებს, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია – მიხეილ სააკაშვილი

რუსულმა ,,ეფესბემ” შაქრო კალაშოვთან ერთად, პატიმრობიდან გაათავისუფლა კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი კუბლაშვილი, რაც მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებით, ადასტურებს იმას, რომ კრიმინალების დავალება საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ,,რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია. უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და “შავების” აქამდე არნახულ მობილიზებას. ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან. რისი ეშინია შავ სამყაროს? – ამომრჩევლის მასობრივი გამოცხადების, ამიტომ ამჯერად არჩევნებში მონაწილეობის ყველა რეკორდი უნდა მოვხსნათ”, – წერს მიხეილ…

მეტი...

ბოსტნეულისგან დამზადებული ჩინური ყავა

გუანქსის პროვინციაში, ქალაქ გუილინგში ერთ უცნაურობას წავაწყდი. დავაგემოვნე ბოსტნეულისგან მომზადებული ჩინური ჩაი, რომელსაც ადგილობრივები ჩინურ ყავასაც უწოდებენ. ის არაერთ ინგრედიენტს შეიცავს და მათ შორის მწვანილებსა და მარილს. რაც შეეხება ყავის წყალს, მისთვის მდინარის წყალს იყენებენ.

მეტი...

,,საყოველთაო ამნისტია პატიმრებს” – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

,,საყოველთაო ამნისტია პატიმრებს”, – ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან პატიმრების ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს. საკაონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ პარლამენტმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილოს, რადგან ამნისტია, უკვე 12 წელია, აღარ ყოფილა. პატიმრების ოჯახები საზოგადოებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ოდესაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის მაშველი და მედპერსონალი, რომლებიც პირველი აფეთქების დროს მოქალაქეების დასახმარებლად ადგილზე მივიდნენ. უკრაინული მხარის ცნობით, დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის 7 მაშველია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, ავტოგასამართი სადგური, დაბალი წნევის გაზსადენი და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მეტი...

პეტერბურგში, საარჩევნო უბანზე ცეცხლი გაჩნდა

პეტერბურგში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, უბანზე მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთში დღეს სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დღეა. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.

მეტი...

,,აშშ არასდროს აღიარებს ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ტარდება” – სახდეპი

აშშ გმობს და არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ტარდება, – ასე ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს. ,,შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით. შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა. აშშ გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლამარა ჭყონია კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში. „მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო. ლამარა ჭყონია, მისი განსაკუთრებით ინდივიდუალური და სახასიათო შესრულების წყალობით, კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში. თანავუგრძნობ ლამარა ჭყონიას ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

ლატვიამ, შესაძლოა, რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს

ლატვიის ხელისუფლებამ შესაძლოა ქვეყნიდან 800 რუსი გააძევოს, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვთ. ,,ამ დროისთვის ლატვიაში ყოფნის უფლება 800 ადამიანს არ მიუღია, არც მუდმივი და არც დროებითი ბინადრობის მოთხოვნით არ მიუმართავთ. აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს შემდგომი გადამოწმებისთვის გადავეცით. უახლოეს კვირებში გაირკვევა, არიან თუ არა ეს ადამიანები ისევ ლატვიაში, თუ არიან, 30 დღის განმავლობაში გასვლის შესახებ ბრძანება გამოიცემა”, – განაცხადა ლატვიის მიგრაციის დეპარტამეტნის წარმომადგენლმა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ლატვიური ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს, შეეძლოთ მიემართათ დროებით ბინადრობის ნებართვისთვის ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მათი ლატვიური ენის ცოდნა…

მეტი...

დღეიდან პენსიონერებისთვის ახალი სიახლე ამოქმედდა

15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით და ოვერდრაფტებით. ,,კერძოდ, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს. ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს” – ნათქვამია ,,ლიბერთი ბანკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვინ ისარგებლებს განახლებული პირობებით? პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს,…

მეტი...

დააკავეს დედა, რომელმაც შვილი აბაზანაში დაახრჩო, ბავშვის სხეული ზურგჩანთაში ჩადო და ნაგავში გადააგდო

აშშ-ში, მინესოტას შტატში, დედამ ბავშვი აბაზანაში დაახრჩო, შემდეგ კი ფოტო გადაუღო. 20 წელის ესპერანსას მეორე ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. დედამ თქვა, რომ ბავშვი 5 დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა და იქ გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ბავშვის იქ ყოფნის ჩანაწერი არ ყოფილა. პოლიციის გამოკითხვის შედეგად, დედამ საბოლოოდ აღიარა, რომ დაახრჩო შვილი. დახრჩობის შემდეგ, მან სავარაუდოდ, ბავშვის სხეული ზურგჩანთაში ჩადო და ნაგავში გადააგდო. ქალმა თქვა, რომ ბავშვი დაახრჩო, რადგან ის ხვდებოდა მამაკაცს, რომელსაც არ მოსწონდა ბიჭი და სურდა, რომ სხვა ბავშვი აეყვანათ შვილად. ბიჭის ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი.

მეტი...

,,მსურს, მივულოცო პუტინს არჩევნებში გამარჯვება… არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ,,მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი,” – წერს მიშელი X-ზე. ცნობისთვის, დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “საპრეზიდენტო არჩევნებს” ატარებს საქართველოს ტერიტორიებზეც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ყირიმი). საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას გმობს.

მეტი...

83 კილომეტრიანი კრუიზი მდინარე ლიჯიანგზე – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

მდინარე ლიჯიანგი ქალაქ გუილინგთან მდებარეობს. ეს არის 83 კილომეტრიანი მდინარე, რომელიც სავსეა   კრისტალურად სუფთა წყლით, მწვანე მთებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებით, „მძინარე სოფლებითა“  და რაც ყველაზე მთავარია, ამ ტერიტორიის უნიკალურობას ცამდე აწვდენილი კარსტული წარმონაქმნები ქმნის. აქ ნახავთ ბუნებრივ საოცრებას,  წყაროებს, ჩანჩქერებს,  უზარმაზარი ბამბუკის ნავებს, რომელსაც ძირითადად მეთევზეები იყენებენ და ტურისტები ტკბებიამ  სანახაობით.   როგორც ამბობენ, “მდინარე ლიჯიანგის ასი კილომეტრი ჰგავს ას კილომეტრიან გალერეას”. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში.   ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

,,შოკირებული ვარ და უმძიმესი განცდით ვუყურებ ამ ვიდეოს” – ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

,,რა უქნეს ახალგაზრდა კაცს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის”, – ასე ეხმაურება პარტია ,,ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ვიდეოს. ,,შოკირებული ვარ და უმძიმესი განცდით ვუყურებ ამ ვიდეოს. რა უქნეს ახალგაზრდა კაცს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის. წლები ყავდათ ციხეში ყალბი საქმით და ჯანმრთელობაც გაუნადგურეს! გიორგიმ უნდა გაუძლოს და დადგეს ფეხზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ამით საბოლოოდ დაამარცხოს ბოროტი სისტემა! აუცილებლად ასე იქნება, მჯერა!”, – წერს ნიკა გვარამია.

მეტი...

,,ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ” – ბითაძე

,,ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ”. ამის შესახებ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბითაძემ, საკომიტეტო სხდომაზე მოსმენისას განაცხადა. ,,ჩვენ არ არ ვართ არც ვეტერინარები, არც კინოლოგები. უბრალოდ რაღაც გვსმენია და რაღაც გაგვიგია. კანონპროექტი სანამ დაინიცირდებოდა, 60 შეხვედრა გაიმართა ყველა დარგის სპეციალისტთან. შესაბამისად, ნებისმიერი ის ციფრი რომელიც კანონპროექტში იყო ასახული, იყო სპეციალისტებთან ერთად გაწერილი. კანონპროექტში სიახლე შემოდის – ეს არის სტერილიზაცია/კასტრაციის ვალდებულება. ჩვენ, ყველას, ვალდებულება გვექნება, კანონის კონკრეტული მუხლების ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ – იმ ვეტერინალური წესების მიხედვით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაც დადგენილია”,…

მეტი...

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის დარტყმით ჭრილობა მიაყენა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. იმავე დღეს, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა უკანონოდ შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 130.6 გრამი გამომშრალი მარიხუანა და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხიდაშელი უწყებაში მრჩევლად 2020 წლიდან მუშაობდა

თავდაცვის სამინისტრო ,,მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ადასტურებს, რომ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი მრჩევლად მუშაობდა უწყებაში. სამინისტრო ამბობს, რომ იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, ხიდაშელს შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ,,მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და…

მეტი...

,,მივმართავ თავდაცვის სამინისტროს – მომაწოდონ ინფორმაცია, როდის და რამდენი ხნით გაფორმდა კონტრაქტი ხიდაშელთან და გაიარა თუ არა მან უსაფრთხოების შემოწმება”- სალომე სამადაშვილი

,,მივმართავ თავდაცვის სამინისტროს. მომაწოდონ ინფორმაცია, როდის და რამდენი ხნით გაფორმდა კონტრაქტი ხიდაშელთან და გაიარა თუ არა მან უსაფრთხოების შემოწმება, – ასე ეხმაურება ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი სალომე სამადაშვილი ,,მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კრემლის მეგობარი დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლის პოსტზე, წლების განმავლობაში მუშაობდა. ,,მსურს, საზოგადოებას შევახსენო ვინ არის დავით ხიდაშელი. ეს არის ადამიანი, რომლის ბიზნესი იყო პირდაპირ ჩართული სირიისთვის შეიარაღების მომარაგებაში და მისი ბიზნესპარტნიორი, ბატონი ევტუშენკოვი იქნა სანქცირებული არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ რუსეთის დრონებით აღჭურვაში მონაწილეობის მისაღებად. აი ამ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ჯუანშერ ბურჭულაძემ…

მეტი...

კეკელიძეზე, გამოსახლების პროცესის გაშუქებისას დაშავებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ

პროკურატურამ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესის გაშუქებისას დაშავებულ ,,მაუწყებლის” ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს. ,,ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ როგორც აღსრულების პოლიციის თანამშრომლები, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გამოიკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, კერძოდ, ჟურნალისტებს ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. ერთ-ერთ ჟურნალისტს არაერთხელ წაართვეს კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. ასევე, ძალადობის შედეგად, დაზიანდა ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერი. თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა შესაბამისი სამკერდე ნიშანი, რომელიც მიუთითებდა მათ პროფესიულ საქმიანობაზე. ამის მიუხედავად, სამართალდამცავების მხრიდან მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ…

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა. ,,საქართველოს სასამართლოს გუშაგის” ცნობით, მათი წარმომადგენელი ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 მარტის სხდომას, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა, ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს. ბადრი შონია და პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 13 წევრი დარჩა. ,,ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის…

მეტი...

,,დაანებონ კეკლუცობას თავი… წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს” – ოდიშარია მოსამართლეებზე

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შემდეგ, მოსამართლეებს, რომლებიც მზად არიან კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბარონ, მმართველი გუნდის სხვა წევრებიც უპირისპირდებიან. “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია მათ ურჩევს, რომ “კეკლუცობას თავი დაანებონ.” ,,ამ ორ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, რომ მათაც დაანებონ კეკლუცობას თავი. იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და, შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან შეიძლება მგელმა შეჭამოს. იმიტომ, რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები და ხომ იცით როგორც ხდება? ის ადამიანები ხმაურობენ, როგორც წესი, და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შეიძლება ქუდი ეწვოდეთ. ვეტინგის სისტემა არის ადეიშვილიზმი,…

მეტი...

ლიეტუვა EU-ს რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას სთხოვს

ლიეტუვას სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც EU-ს რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას სთხოვს. რეზოლუციას მხარი სეიმის 107-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. სეიმი ევროკომისიას სთხოვს უზრუნველყოს თანამშრომლობა და კოორდინაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რათა ეფექტურად და ერთნაირად გამოიყენოს ეს აკრძალვა ევროკავშირის მასშტაბით. რეზოლუცია ცალკე სთავაზობს განიხილოს ევროკავშირში რუსული და ბელარუსული წარმოშობის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა. არახელსაყრელი საბაზრო ფასების შემთხვევაში, ევროკომისიას შესთავაზეს გამოიყენოს ინტერვენციების სისტემა უკრაინაში ჭარბი მარცვლეულის შესაძენად. არსებული ინფორმაციით, ევროკომისია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენს წინადადებას რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვის შესახებ.

მეტი...

უკრაინაში ომის შედეგი გაზაფხულსა და ზაფხულში გადაწყდება – ბორელი

უკრაინისათვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის უზრუნველყოფა გადაუდებელია, რადგან უკრაინაში ომის შედეგი გაზაფხულსა და ზაფხულში გადაწყდება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. ,,ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ. უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა, გავაკეთოთ მეტი და სწრაფად. სწორედ ამიტომ ვზრდით თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობებს და ეს ასევე ეხება აშშ-ს”, – აღნიშნა ბორელმა. ,,მომდევნო თვეები იქნება გადამწყვეტი. ბევრი ანალიტიკოსი ელოდება რუსეთის მთავარ შეტევას ამ ზაფხულს და უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის არჩევნების შედეგებს”, – დასძინა მან.

მეტი...

დანია, 2026 წლიდან, სამხედრო სამსახურში ქალებსაც გაიწვევს

ისტორიაში პირველად, დანია სამხედრო სამსახურში ქალებსაც გაიწვევს. ქვეყანა სამხედრო სამსახურის სტანდარტული დროის გაზრდასაც აპირებს. მას ასევე სურს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში NATO-ს მიზნების მისაღწევად, თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით გაზარდოს. თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ ,,უფრო ძლიერმა გაწვევამ, მათ შორის სრულმა გენდერულმა თანასწორობამ, ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის გამოწვევების გადაჭრას, ეროვნულ მობილიზაციას და შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას”. შეგახსენებთ, რომ დანია ნორვეგიისა და შვედეთის შემდეგ, მესამე ევროპული ქვეყანა გახდება, სადაც სამხედრო სამსახურში ქალებს გაიწვევენ.

მეტი...

რას ამბობს ანსამბლ ,,ფესვების” ხელმძღვანელი, რომელსაც პრეზიდენტის ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გზიდან გააბრუნეს

ანსამბლ ,,ფესვების” ხელმძღვანელი, ბადრი დარჩიძე ადასტურებს, რომ გუშინ, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მოულოდნელად გზიდან გააბრუნეს. მიზეზად პროცედურული საკითხები დაუსახელეს და უთხრეს, რომ კულტურის ცენტრში წერილი ,,სათანადოდ” არ ყოფილა შესული. ,,მე მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, მითხრეს წადიო, წამოვედი, დაბრუნდიო, დაბრუნდი. არ ყოფილაო წერილი სათანადოდ შემოსულიო, კულტურის ცენტრში, შუახევში. იქიდან უნდა იყოს მიწვევა მოსული, თბილისიდან, ხომ იყო მიწვევა, სიტყვიერიაო და სიტყვიერი არ გვინდაო, წერილობით გვინდაო. რეალურად მიმართული გქონდათ კულტურის ცენტრისთვის კი, ერთი კვირის წინ… შესაბამისი მოთხოვნა თუ მოვაო, არ არის პრობლემაო, მე მოვემზადე იმისთვის, რომ წამოვსულიყავი, ხალხი წამომეყვანა. როცა…

მეტი...

,,თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება” – მაკრონი

,,თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ,,არასდროს გადავა შეტევაზე”, რადგან ის ,,არასდროს იღებს ინიციატივას”. ,,როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, რუმინელებს, ბულგარელებს შეეძლებათ ერთი წამით მშვიდად დარჩენა უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში?” – კითხულობს მაკრონი. მისივე თქმით, დღეს რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, დასავლეთი სუსტი არ უნდა იყოს: “შესაბამისად, მკაფიოდ უნდა შევხედოთ სიტუაციას და მტკიცედ, ნებით, გამბედაობით უნდა ვთქვათ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რითიც მიზნებს მივაღწევთ – ეს არის ის, რომ…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები თბილისის სხვადასხვა უბნებში განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები ამჯერად პეკინისა და თამარაშვილის ქუჩებზე, ასევე, ნუცუბიძის მეოთხე პლატოსა და მეოთხე მიკრორაიონში განათავსა. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მეტი...

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 29 წლის ქართველმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან 6 შეკვრა ძვირადღირებული სუნამო მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და პოლიციას ჩააბარა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველს ჭკვიანი სათვალე ეკეთა, რომლითაც შემდეგ გასაძარცვ მაღაზიებს იღებდა. ის, ასევე, ეჭვმიტანილია იმავე სავაჭრო ცენტრში 10 დღის წინ ჩადენილ ქურდობაზეც. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ქართველს შესაძლო თანამზრახველები ჰყავდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

ავარია ხაშურში – დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი

ხაშურის მუნიციპალიტერის სოფელ ცხრამუხასთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „რადიო მოზაიკა“ წერს, 37 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხაშურის ,,ევექსის” კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა. მოგვიანებით, ოჯახმა იგი გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მეტი...

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, რომელიც 3 დღეს (15-17 მარტს) გაგრძელდება. რეგისტრირებულია სულ 4 კანდიდატი, მათ შორის – მოქმედი პრეზიდენტი. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებენ. საარჩევნო კომისიის მიხედვით, რუსეთის ტერიტორიაზე 112 309 947 ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ – 1 890 863. რუსეთი “საპრეზიდენტო არჩევნებს” ატარებს საქართველოს ტერიტორიებზეც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ყირიმი). საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას გმობს. შეგახსენებთ,, რომ…

მეტი...

შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით – ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენა. ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ისინი არიან მსჯავრდებულნი უმძიმესი დანაშაულების გამო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამას უყურებს საზოგადოება და შესაძლოა გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. „გარდა ამისა, არის სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასე…

მეტი...

ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას – პრემიერი

ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკოში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა არის ერთგვარი ჩიხი და მხოლოდ ოპოზიციას შეიძლება სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება. „რაც შეეხება ცესკოს, ცესკოსთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. ერთგვარი ჩიხია შექმნილი ცესკოში, არის ცესკოს თავმჯდომარე, ცენტრალური…

მეტი...

გელათთან დაკავშირებით არავინ არ იხსნის არაფერზე პასუხისმგებლობას – ირაკლი კობახიძე

გელათთან დაკავშირებით არავინ არ იხსნის არაფერზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, გელათთან დაკავშირებით მას პირადად ჰქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. „მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უკვე დაიწყება უახლოეს დღეებში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტაძარი იყოს დაცული, მათ შორის, თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული პრობლემები შექმნილი. იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი ტაძრის გამოშრობა, დაცული იყოს ფრესკები, დაცული იყოს მთლიანობაში ტაძარი ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული საპატრიარქოსთან ერთად. მთავრობისგან იქნება ეს…

მეტი...

უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები – პრემიერი

პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე, ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წაწიოს ეს პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და პროცესს იდეალურად გაუძღვება ახალი მინისტრი. „მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარების მოწესრიგება, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები. იდეალურად გაუძღვება ის ამ…

მეტი...

ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში – პრემიერი

სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებულნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში რა ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად მსჯელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. „ყველამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა თვითონ „ნაცმოძრაობამ“ ხელი, სადაც არის შეტანილი უმძიმესი ჩანაწერები, მათ შორის იქ საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ.…

მეტი...

ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით – კობახიძე

ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. „ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი და მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის…

მეტი...