„უნდა დავხოცოთ“ – მედვედევი კროკუს სითიზე თავდამსხმელებზე

“ყველა მეკითხება,  რა გავაკეთოთ? ისინი დაიჭირეს. ყოჩაღ ყველას, ვინც დაიჭირა. უნდა დავხოცოთ? უნდა დავხოცოთ. და ეს მოხდება – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა თანამონაწილის მოკვლა. ყველასი. ვინც ფული გადაიხადა, ვინც თანაუგრძნობდა, ვინც ეხმარებოდა. ყველა უნდა მოვკლათ.” – წერს მედვედევი.რუსეთში სიკვდილით დასჯის კანონი 90-იანი წლების შემდეგ აღარ მოქმედებს, თუმცა, ტერაქტის ფონზე, ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებმა ეს მოთხოვნა უკვე დააყენეს.

მეტი...

„გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები იმ დღეს ჩვენ ვიქნებით“ – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრები ისტორიის დასაწერად ემზადება. 20 წლის შემდეგ, ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს. საერთაშორისო შეჯიბრზე გასასვლელად, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ახლა ქართველ ფეხბურთელებს საბერძნეთის დამარცხება მოუწევთ. ამ დრომდე უცნობია, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველო ხვალინდელ მატჩს, თუმცა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს შემადგენლობაში აღიარებული ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იასპარეზებს. „ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის. მოლოდინში ვართ, როდის მოვა ის დრო, როდესაც მოედანზე გავალთ და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ და ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედია, რომ გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, თამაშში…

მეტი...

წამლების დეფიციტს საქართველოში 62 წლის ონკოპაციენტი ემსხვერპლა

ქვეყანაში წამლის დეფიციტის გამო ადამიანი გარდაიცვალა – ეს დღეს ქუჩაში გამოსული ონკოპაციენტების მთავარი სათქმელი იყო. მძიმე სენით დაავადებული ათეულობით მოქალაქე მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს აკისრებს. უწყებასთან მისული ადამიანები თამარ გაბუნიას ახსენებენ წინა შეხვედრაზე გაცემულ დაპირებას, რომ ყველა ონკოპაციენტისთვის წამლები ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნებოდა. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სიცრუეში ამხელენ და გაბუნიას პოსტიდან გადაყენებას ითხოვენ.

მეტი...

ფეხბურთის ბილეთის გადამყიდველმა გუშემატკივარს თანხა გადაარიცხინა და გაქრა – 30 ლარიანი ბილეთები 150 ლარად!

მიმღები – ლუკა თავდგირიძე (საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE37BG0000000103124142) თანხა – 160 ლარი, საქართველო – საბერძნეთის მატჩის ორი ცალი 30 ლარიანი ბილეთის საფასურია, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარმა სოციალური ქსელით შეიძინა, თუმცა გადამყიდველმა თანხის გადარიცხვის შემდეგ ის დაბლოკა. 23 მარტს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო , თუმცა, Facebook-ის ერთ-ერთ ღია ჯგუფში, რომელსაც “ბილეთების შავი ბაზარი” ჰქვია, ე.წ. გადამყიდველებმა ბილეთების დიდ და გაძვირებულ ფასად გაყიდვა პარალელურ რეჟიმში დაიწყეს. ოფიციალურად, მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია, ე.წ. გადამყიდველები კი…

მეტი...

ყირგიზეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, აუცილებელი თუ არ არის, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაკიტ კადიროვმა რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“, მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს კონტრტერორისტული ზომები და გაამკაცრეს სასაზღვრო შემოწმება. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში მოგზაურობა მანამდე, სანამ ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. ქვეყანაში ქსენოფობიური დანაშაულების ზრდის შიშით, რუსეთში ტაჯიკური დიასპორა მკაცრად ურჩევს ტაჯიკებს, სიფრთხილე გამოიჩინონ. გამოცემა “ბაზა” იუწყება, რომ ტაჯიკური თემების…

მეტი...

„ჩინეთის უწყვეტი განვითარება“ – ფორუმი პეკინში

ჩინეთში ფორუმი „ჩინეთის უწყვეტი განვითარება“ გაიმართა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. 2024 წლის ფორუმი მთლიანად ჩინეთის განვითარებას მიეძღვნა და როგორც პრემიერმა ლი ცინგიმ აღნიშნა,  ჩინეთის ეკონომიკა გრძელვადიანად, სტაბილურად და მაღალი ხარისხით ვითარდება. პემიერ ლის შეფასებით, ჩინეთმა წარმატებით შეასრულა ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითადი მიზნები და ამოცანები 2023 წელს. მან ასევე აღნიშნა, რომ  რომ ჩინეთის ეკონომიკას აქვს ძლიერი გამძლეობა, დიდი პოტენციალი და სიცოცხლისუნარიანობა და მისი გრძელვადიანი ჯანსაღი ზრდის საფუძვლები უცვლელი რჩება. „ჩინეთის მთავრობა ყოველთვის განიხილავდა ბაზრის პატივისცემას და საწარმოების მომსახურებას, როგორც მნიშვნელოვან აქცენტს ეკონომიკური მუშაობის დაგეგმვისას და ყოველთვის…

მეტი...

10-ზე მეტი ჭრილობა, დამტვრეული მალები და დასერილი სახე – 28 წლის გოგო სასიკვდილოდ მეგობრის ქმარმა გაიმეტა

კაცმა მეზობელ ქალს ჩასაფრება მოუწყო და დანით აჩეხა. მძიმე დანაშაულზე  დაკავებული  ბიჭიკო ბაჩილავა ბრალის წარდგენას  ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. დაზარალებულ  ქალს ცივი იარაღით 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა. 28 წლის ქალს  ნეკნები აქვს ჩამტვრეული. დაჭრილი ქალი ბრალდებულის ცოლის მეგობარი იყო. ვაზისუბანში, სადაც დანაშაული მოხდა, ამბობენ, რომ სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა, თუმცა რა,დეტალებზე საუბარი არავის უნდა. 27 წლის ქალის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 200 000-მდე ხელმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანეს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანეს. მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობის დასრულების მოთხოვნას 200 ათასამდე ადამიანი შეუერთდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესამე პრეზიდენტის ფოტოებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყეს. გადაინაცვლეს ზუგდიდში, შემდგე ქუთაისში, აქცია იყო გორშიც.

მეტი...

თბილისის ჯუმას მეჩეთის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისის ჯუმას მეჩეთის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეჩეთის გვერდით მდებარე შენობაში, სათავსოში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.

მეტი...

ერევანში სამმა თავდამსხმელმა ხელყუმბარის გამოყენებით პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა

ერევანში, სამმა თავდამსხმელმა, ხელყუმბარის გამოყენებით, პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა. ინციდენტი ნორ-ნორქის რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარის გამოყენება სცადეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მესამე თავდამსხმელი კი სპეცრაზმელებმა გაანეიტრალეს. გამოძიება ტერორიზმის მუხლით არის დაწყებული.

მეტი...

ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს, რასაც სიმბოლური დატვირთვა ექნება. „როდესაც ხვიჩას დაბადების დღე იყო, მაშინ მე ვიდეომიმართვა ჩავწერე და აზრი მომივიდა. აგერ, ჩემს წინ არის ჭადრაკი, რომელიც ქართულ ცეკვას წარმოადგენს. ეს ჭადრაკი საკოლექციოა, რომელიც ჩვენმა ოჯახმა გამოუშვა. მე უფრო ვუწოდებ „აცეკვებულ ფიგურებს“, რადგან ნებისმიერი ფიგურა, რომელიც ჭადრაკის დაფაზეა, ცეკვის ილეთს წარმოადგენს, ქართული ცეკვის შესაბამისი სამოსით. სავსებით უნიკალურია. როდესაც ვიდეო მიმართვა ჩავწერე, ასეთი აზრი მომივიდა, რომ მსურდა, ბარემ საჩუქარი გამეკეთებინა, რადგანაც ეს ჭადრაკი მაქვს. რამდენიმე სასაჩუქრე ფიგურა მქონდა და მეფე ავიღე. რატომ მეფე?…

მეტი...

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები – N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს მოქალაქეთა მისაღებს; საოფისე, საკონფერენციო სივრცეებს.~ შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებულია ეთნიკური და კულტურული ელემენტები. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია.

მეტი...

პატიმრების ოჯახის წევრები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ – აქცია პარლამენტთან

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართება, პატიმრების ოჯახის წევრები ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებიან. მსჯავრდებულების ახლობლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ჰუმანური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და 12 წლის შემდეგ, საყოველთაო ამნისტიას მხარი დაუჭიროს.

მეტი...

საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას – პრემიერი

ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომელიც არის ჩვენი რეგიონის წინაშე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კოლეგა საქართველოში მოიწვია. „საქართველო მზად არის, რომ თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის…

მეტი...

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება – ირაკლი კობახიძე

გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ურთიერთობები საქართველოსა და შორის დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა…

მეტი...

150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა გრძელდება

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან დაწყებული მსვლელობა გრძელდება. ,,150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ გვინდა მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი და მათ შორის ამ ასი ათასობით ადამიანის ხმა ესმოდეს პრეზიდენტს, რომელიც ვალდებულია გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი იმიტომ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფას სჭირდება თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები”, – თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. რეგიონების შემდეგ აქციის მონაწილეები თბილისში ჩამოვლენ და ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანენ.

მეტი...

მოსკოვში, ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დროს ქართველი ქალი მოკლეს

მოსკოვში, ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დროს ქართველი ქალი მოკლეს. ირინა სოკოლოვა და მისი მეუღლე რომან სოკოლოვი ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ჩაცხრილეს. ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა. გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ მოსკოვში სამძიმარზე ტერაქტების რისკის გამო ვერ ჩადიან. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ ,,კროკუს სითი ჰოლზე” შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს. ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა,140-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მეტი...

ჟინვალის სატუმბ სადგურზე წყალი აიმღვრა, რის გამოც, დუშეთსა და დაბა ჟინვალში წყლის გრაფიკი წესდება

უხვი ნალექის გამო ჟინვალის სატუმბ სადგურზე წყალი აიმღვრა, რის გამოც ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს. როგორც მერიაში აღნიშნავენ, მოსახლეობა სასმელ წყალს მიიღებს ყოველ დღე 08:00 საათიდან 12:00 საათამდე და 20:00 საათიდან 23:50 საათამდე. გრაფიკი სავარაუდოდ, 8 აპრილამდე იმოქმედებს. ,,რთული მეტეოროლოგიური პირობების, უხვი ნალექის გამო, დაბა ჟინვალის სატუმბ სადგურზე აიმღვრა წყალი, რის გამოც, გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში დგინდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი. დაწესებული გრაფიკის პერიოდში, წყალმომარაგება გადავა სრულიად ფილტრატზე და მოსახლეობას მიეწოდება სუფთა, სასმელად ვარგისი წყალი. გრაფიკის სავარაუდო დასრულების…

მეტი...

თამარ გაბუნიამ მოგვატყუა. ამ კვირაში რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ წამლის დეფიციტის გამო – ონკოპაციენტები

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს უცვლელი მოთხოვნით მიმართავენ: დაემატოს მედიკამენტები დაფინანსების პროგრამაში, შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომა და გაითვალისწინონ ონკოპაციენტების მდგომარეობა. ისინი ითხოვენ 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნასა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანას. ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები მიხეილ სარჯველაძის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სიცრუეში სდებენ ბრალს და მის გადადგომას ითხოვენ. ,,ვითხოვთ მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას, რადგანაც მან მოგვატყუა წინა შეხვედრაზე, 12 მარტს და გვითხრა, რომ დეფიციტი იქნებოდა მოხსნილი. დღეის მონაცემებით, 25 მარტს, დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში და უკვე ამ კვირაში დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი წამლის დეფიციტის და დაფინანსების დაგვიანების გამო”, – ამბობს აქციის მონაწილე.

მეტი...

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

მეტი...

ხელი მოვაწერე ,,საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ,,საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს. რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, ,,საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა, ამას თავად გააკეთებდა. ,,დღეს ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება – არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა…

მეტი...

ყველა ცვლილება, რაც კანონმდებლობაში შევა ათეულობით ცვლილების სახით, მოქმედ კონსტიტუციასთან იქნება აბსოლუტურ შესაბამისობაში და არც ერთი არ შეეწინააღმდეგება – მამუკა მდინარაძე

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მინიმუმ, რამდენიმე ათეულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებამ რომ კარგად გაიგოს, ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში ალბათ, მინიმუმ, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს, ზოგან – ტერმინთან დაკავშირებით, ზოგან შესაძლოა, ძალიან ტექნიკური იყოს, მაგრამ რამდენიმე ათეულ კანონში დაგვჭირდება ჩვენ ცვლილებების განხორციელება. ჩვენ ამას პრინციპების დონეზე თავი მოვუყარეთ, საკანონმდებლო ინიციატივით შემოვედით, კონსტიტუციური კანონის ინიციატივით, რათა მკაფიოდ განისაზღვროს და ყველამ იცოდეს, რა პრინციპებს მივყვებით. თუმცა, მოქმედ კონსტიტუციასთან ყველა ცვლილება, რაც…

მეტი...

გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი პოპულარიზაციისგან. ეს იქნება ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი იმგვარ შეკრებას, რომელიც არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების მიერ თავისი სექსუალური შეხედულებების პოზიტიურად წარმოჩენას ითვალისწინებს, უყურებს როგორც პროპაგანდას. ​ „ბავშვს რომ ანიმაციაში ეუბნები – ასე კაცს თუ არ მიეფერე და როგორ შეიძლება გმირი ბედნიერი იყოს, თუ მას ეს მიმართულება არ აქვს აღებული ცხოვრების წესისა, ეს ხომ აშკარა პოპულარიზაციაა? შესაბამისად, ეს შეკრებას შეეხება, შინაარსის ნაწარმოების გავრცელებას შეეხება თუ საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესის დროს იმგვარი ინფორმაციის მიწოდებას შეეხება, რომელიც აშკარად შეიცავს პოპულარიზაციის და არა ვინმეს…

მეტი...

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა – ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, დაიაინიცრდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა,…

მეტი...

შეუძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაყენებული იყოს ულტიმატუმი – მამუკა მდინარაძე

შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ამას არავინ იკადრებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვეტინგის თემას ეხებოდა. „თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იბრძვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისთვის. ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ. არათუ ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდანაც შემოწმების ამგვარი სისტემა ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას, აჩენს უდიდეს რისკებს, რომ შემოწმების დროს, მით უმეტეს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც, სინამდვილეში, კეთილსინდისიერია. ეს არის ბერკეტი, ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. მით უმეტეს, გარედან რაიმე გადაწყვეტილების მიღება, შემოწმება კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ ჩვენთვის…

მეტი...

თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, მაშინ შეიწყალებს – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გამოეხმაურა. „თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს პიარ კონსულტანტი ჯერემი როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს. მოკლედ, რასაც დაავალებენ იმას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა მდინარაძემ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნითო ასობით ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ,,მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,” – ნათქვამია სააგენტოს გაფრთხილებაში.

მეტი...

პოლონეთი, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ,,მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობასა და ტერიტორიებზე, ბოლო მოუღოს ომს და საკუთარი საშინაო პრობლემების მოგვარებას მიხედოს,” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 23 მარტს, უკრაინაზე თავდასხმისას, რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სოფელ ოსიერდოვის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. ინციდენტის გამო, ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი. თვითმფრინავები მონიტორინგს აწარმოებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონების უსაფრთხოებას.

მეტი...

ქობულეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა – გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან. ინფორმაციას ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

საფრანგეთმა ტერორისტული აქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე “ისლამური სახელმწიფოს” მიერ პასუხისმგებლობის აღება და ის საფრთხეები რაც ქვეყნის წინაშეა. საფრანგეთის გაფრთხილების სისტემას სამი დონე აქვს. ,,გადაუდებელი თავდასხმის” დონე აქტიურდება საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ თავდასხმის კვალდაკვალ ან როდესაც თავდასხმის საფრთხე გარდაუვალია. საფრთხის უმაღლესი დონის გამოცხადების დროს საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს ეძლევათ გაძლიერებული პატრულირების საშუალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მატარებლების სადგურები, აეროპორტები, რელიგიური თავშეყრის ადგილები. პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქვეყანა უკვე იყო უსაფრთხოების მაღალ დონეზე, რადგან…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა დაიწყო

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო. წალენჯიხაში შეკრებილებმა უკვე გადაინაცვლეს ქალაქ ზუგდიდში, საიდანაც ქუთაისში ჩავლენ და ყოფილი პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსს გამართავენ. აქციები დაანონსებულია გორშიც, ამის შემდეგ კი, პროტესტის მონაწილეები უკვე თბილისში ჩამოვლენ და ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანენ. ,,სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც, ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად. დიახ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ასიათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ეს დღე აუცილებლად შევა თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, ის…

მეტი...

,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის გარეუბანში ,,კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ოთხი პირს – დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, შამსიდინ ფარიდუნის და მუჰამადსობირ ფაიზოვს. ოთხივე დაკავებული ტაჯიკეთიდანაა, რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ. რუსული სახელმწიფო მედია TASS ამბობს, რომ სამმა ყველა ბრალდება აღიარა. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდებულები სასამართლოში ცალ-ცალკე მიიყვანეს, მათ სხეულზე ცემის კვალი აღენიშნებოდათ, ფაიზოვი სასამართლოში ეტლით გადაიყვანეს, რაჩაბალიზოდე თავშეხვებული. ერთი დღით ადრე რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ, ასახული იყო მუროდალის თავდაპირველი დაკითხვა, რა დროსაც მას ყური მოაჭრეს. ტერაქტს სულ მცირე…

მეტი...

გავწმინდეთ ერთი სოფელი, კადიროვის ქვედანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი – უკრაინაში მებრძოლი ქართველები

უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, რომლებიც უკრაინის მხარეს მყოფ ჩეჩნებთან გაერთიანდნენ, ხარკოვისა და ბელგოროდის საზღვართან, კადიროვის ქვედანაყოფი გაანადგურეს. მებრძოლების თქმით, მტრისგან გაწმენდილია ბელგოროდის ერთ-ერთი სოფელი. დაბომბვები და შეტაკებები სისტემატურად მიმდინარეობს. მტერი საჰაერო გზით ცდილობს შეუტიოს უკრაინის ქალაქებს. ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობა გაყვანილია. ,,გავწმინდეთ ერთი სოფელი. უკან დაიხიეს. შეტევა და ბრძოლა მოგვიწია კადიროვის ქვედანაყოფთან, რომელიც იცავდა საზღვარს. ახლა მანდ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა განალაგეს თავისი პოზიციები. წინ მივიწევთ. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, დანაკარგი ჩვენს ქვედანაყოფს, ლეგიონს არა აქვს. მტრის ქვედანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი, რაც ჩვენმა თვალებმა ნახა,” – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, მამუკა ხუნჯგურუა.

მეტი...

წყალდიდობა და მეწყერი ბრაზილიაში – არიან დაღუპულები

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ესპირიტუ-სანტსას შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში მოხდა. როგორც DW წერს, განადგურებულია 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ევაკუირებულია 5 400-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული და კვლავ გრძელდება.

მეტი...

გულმკერდზე, თავზე, მუცელზე, ხელებზე, მთელ სხეულზე ჰქონდა ჭრილობები – როგორია თბილისში დაჭრილი ქალის მდგომარეობა

თბილისში, ვაზისუბანში ღამით, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ექიმების შეფასებით, ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ,,გამოკვლევებით დადგინდა ქალასარქვლის მოტეხილობა, სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის დახურულ ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. გულმკერდის, თავის, მუცლის, ზედა კიდურებზე, ხელებზე, მთელ სხეულზე მთლიანად იყო მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები”, – ამბობს ექიმი. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მეტი...