,,თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება” – აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი

,,თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება”. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ლეონ პანეტამ, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. ,,ვფიქრობ ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, სრულიად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება”, – აცხადებს პანეტა. რა საფრთხეები ახლავს თან ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს პანეტა გამოცემას პასუხობს, რომ “პეკინთან ურთიერთობაში, საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ…

მეტი...

პუტინმა რეზერვისტების სამხედრო წვრთნებზე გაწვევის ბრძანება გამოსცა

პუტინმა რეზერვისტების სამხედრო წვრთნებზე გაწვევის ბრძანება გამოსცა. ბრძანების თანახმად, რეზერვისტები სამხედრო წვრთნებს გაივლიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნულ გვარდიაში, სახელმწიფო უშიშროების და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში. რუსეთის მთავრობასა და რეგიონულ ხელმძღვანელებს დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეების გაწვევასა და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განკარგულება გამოცემის დღიდან, 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალის გზაზე – დაღუპულია 2 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალა-რუსთავის გზაზე. სავარაუდოდ, დაღუპულია ორი ადამიანი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ირაკლი კობახიძემ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც გაათავისუფლა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილიც, გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობას 2021 წლის მარტიდან იკავებდა. ცნობისთვის დღეს, კობახიძესთან საუბრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა ზურაბ აზარაშვილმა. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს რევაზ ჯაველიძე. მის მოვალეობას ილია შამუგია შეასრულებს. პრემიერის ბრძანებით, გათავისუფლდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილიც.

მეტი...

12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი დაუმძიმდა

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, პროკურატურამ ექსპერტისთვის წარდგენილი ბრალი შეცვალა და დაამძიმა. ინფორმაციას ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” ავრცელებს. ,,თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანის გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა. საკვანძო მტკიცებულების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის ივლისში აცნობა. ამბის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა,…

მეტი...

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდები ომში მყოფ ქვეყანას უკვე მიმდინარე წელს, 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხდრ დახმარებას გაუწევს. დოკუმენტი ითვალისწინებს სამომავლო ათწლიან დახმარებასაც და მას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა და ნიდერლანდების პრემიერმა მოაწერეს. „დღეს მე და მარკ რუტემ მოვაწერეთ ხელი უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორი მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას ნიდერლანდებიდან ამ წელს, ასევე შემდგომ თავდაცვის დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ასევე ადგენს დახმარების პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, საზღვაო და შორი დისტანციური საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკრაინის საჰაერო…

მეტი...

ნავალნის დაკრძალვის პარალელურად, რუსულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე რუსმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია “იაბლოკოს” თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი მორევი, მერინოს სადგურზე, რუსეთის უშიშრობამ პირდაპირ მანქანიდან გაიტაცა. მოსკოვის გარდა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ნოვოსიბირსკშიც. რუსული პოლიცია დღეს სხვა ქალაქების მემორიალებთანაც იყო მობილიზებული, სადაც ნავალნის მხარდამჭერებს ყვავილები მიჰქონდთ. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.

მეტი...

ბულგარეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი სრულად შეწყვიტა

2024 წლის 1-ელი მარტიდან ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან რუსული ნავთობის მიწოდება განახევრდა, 1-ელი თებერვლიდან 25%-მდე შემცირდა, დღეიდან კი სრულად შეწყდა.

მეტი...

სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა

სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ავრცელებს. “ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი. ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი,” – წერს დავით ასათიანი.

მეტი...

,,მადლობა 26-წლიანი ბედნიერებისთვის… ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო” | ნავალნის ცოლის გამოსამშვიდობებელი წერილი

,,მადლობა 26-წლიანი ბედნიერებისთვის… ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო” – ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, ქმრის დაკრძალვის შემდეგ, გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს. ,,ლიოშა, მადლობა 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის. კი, თუნდაც ბოლო 3 წლის ბედნიერებისთვის. სიყვარულისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ციხიდანაც კი იცინოდი და იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე მაგრამ, ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო. არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ვეცდები. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. იმდენი უთქმელი ისტორია მაქვს შენთვის, ტელეფონშიც კი შენახული მაქვს იმდენი სიმღერა, სულელური და სასაცილო, ზოგი, გულწრფელად რომ გითხრა, საშინელი სიმღერაა, მაგრამ…

მეტი...

„პრეზიდენტის განცხადება ეთიკას მოკლებულია, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა“ – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში პატრიარქსა და ეკლესიაზე გაკეთებული განცხადება სოციალურ ქსელში შეაფასა. ,,ბევრ კითხვებს ბადებს ქალბატონ პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებაში. პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა. გაუგებარია რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი “ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან “პროდასავლური რიტორიკის მიყოლის” შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია “ახლოსაა ძალასთან”? სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის…

მეტი...

„პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს – ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა“ – ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ზურაბიშვილის განცხადებაზე

მეუფე გრიგოლ კაცია, პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო ქმედებას უწოდებს. ,,ეკლესია არის ერთადერთი პროქართული და პროეროვნული. პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს. უფრო პოლიტიკური რაღაცაა, ხომ მოდის არჩევნები და ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა,” – აცხადებს ეპისკოპოსი, წალკის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლი (კაცია). მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია კი, სალომე ზურაბიშვილს არაადეკვატურს უწოდებს: ,,ჩემთვის ძალიან არაადეკვატური ქალია. მას საერთოდ ქართული აზროვნება თუ აქვს. საერთოდ, ქართულად თუ ფიქრობს. ძალიან გამიკვირდა საერთოდ მაგის პრეზიდენტობაც, კი იცით ჩემი გამონათქვამი მისი პრეზიდენტობის დროს. დადებითი არაფერი არ შემიძლია, რომ ვთქვა”, – აღნიშნავს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი…

მეტი...

პოლიცია ბორისოვის სასაფლაოზე არ უშვებს მანქანას, რომელშიც ნავალნის ცხედარია დასვენებული

მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, ოჯახს ალექსეი ნავალნის ცხედრის შესვენების საშუალებას არ აძლევენ. სასაფლაოს ტერიტორიაზე არ უშვებენ არც მოქალაქეებს. ახლა ტერიტორიაზე სპეციალურ სამსახურს ელოდებიან. ინფორმაციას ნავალნის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი ავრცელებს და წერს: “სობიანინის იდიოტმა პოლიციელებმა მანქანა, რომელშიც ნავალნის ცხედარია, დაბლოკეს. ის სასაფლაოზე დგას და ვერ ახერხებენ ალექსეის გაყვანას”. მანამდე ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო – მობილიზებული იყო სპეცრაზმი, პოლიცია იყო განლაგებული ეკლესიაშიც. მოსახლეობას კი ეკლესიასთან მიახლოებას რკინის ბარიკადების დახმარებით ურთულებდნენ. ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ რუსეთში აკრედიტებული ელჩებიც.

მეტი...

ევროპაში არავინ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას – ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი

ევროპაში არავინ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი მართლაც იყო პარიზში უკრაინის უსაფრთხოების სამიტზე განხილვის თემა, მას მცირე დრო დაეთმო და სამიტის მონაწილეების უმეტესობისთვის, ეს იდეა მიუღებელია. მისივე თქმით, ევროპის სახელმწიფოს ლიდერები თანხმდებიან, რომ ამ საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში აღარ დაუბრუნდებიან.

მეტი...

დღეს, ქვეყანაში ყველას უფლებები დაცულია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადამიანის უფლებები არის თემა, რომელიც დღეს, ქვეყანაში დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მმართველი გუნდის ინიციატივაა, რომ მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. „აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი განმარტებები გაკეთდა. გუშინ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა ამაზე. დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ადამიანის უფლებები – ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა,…

მეტი...

მოსკოვში ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მოსკოვში ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან. სულ ცოტა ხნის წინ ცხედარი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი დაგვიანებით დაიწყო. შემდეგ კი მას მოსკოვის გარეუბანში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებულია. მოქალაქეების ნაწილი ეკლესიის მიმდებარედ დილიდან შეიკრიბა, სადაც პოლიციამ ბარიკადები დაამონტაჟა. რუს ოპოზიცონერთან გამოსამშვიდობებლად სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის. მატ შორის არიან რუსეთში აკრედიტებული ალჩებიც.

მეტი...

სოფელ იორმუღანლოში არასრულწლოვანს ეძებენ

სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგოს ეძებენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგო თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. სად არიან მოზარდები, სოფელში არ იციან. მათ კვალზე ვერც პოლიცია გავიდა. ,,პოლიციელები 3 დღეა მეუბნებიან, დღე და ღამე ეძებენ და არ არის. ისინი იციან სად არის, მაგრამ მეუბნებიან, ჩვენც არ ვიცით. არ ვიცი, რანაირად მოიპარეს. ისინი მეუბნებიან, ვითომ ჩემი გოგო არის წასული. 13 წლის გოგო როგორ უნდა წავიდეს. თუ ჩემი გოგო იყო წასული, მოაბრუნონ ჩემი გოგო. პოლიციაში ჩემი ბავშვის წერილია. არ ვიცი ვითომ გოგომ ჩაწერა რომ მოდი და მოდი და წაიღე ჩემი თავი.…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ ყველაზე უკეთ იცის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით – კახა კალაძე

„პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა საკადრო ცვლილებების თემაზე, მან ვრცლად გააკეთა განმარტებები და მე ბევრს ვერაფერს დავამატებ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, რომელიც მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხებოდა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კითხვები ამოწურულია, რადგან ირაკლი კობახიძემ, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, უკვე ვრცლად ისაუბრა მთავრობასთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებაზე. „ირაკლი კობახიძე არის მთავრობის ხელმძღვანელი და ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ გააკეთოს. მგონი ყველა მინისტრი ადგილზეა და განაგრძობს მუშაობას. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, კითხვები ამოწურულია. პრემიერ-მინისტრს უშუალო შეხება აქვს მთავრობის მუშაობასთან, მინისტრების კომპეტენციასთან, მათ მუშაობასთან. კიდევ…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი შესაძლოა არჩილ თალაკვაძე გახდეს

,,ქართული ოცნების” წევრები არ საუბრობენ ჯანდაცვის მინისტრის წასვლის შემდეგ, შეიცვლებიან თუ არა სხვა მინისტრებიც. ჯანდაცვის მინისტრის პოსტი შესაძლოა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ დაიკავოს. დღეს მან მედიასთან  არ უპასუხა კითხვას დათანხმდება თუ არა მსგავსი ტიპის შემოთავაზებას. ,,პოლიტიკური კონსულტაციებით მოხდება ახალი კანდიდატურის შერჩევა, ეს გადაწყვეტილებაც არის პრემიერის პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება შერჩეული”, – თქვა თალაკვაძემ.

მეტი...

საპატრიარქოსა და პატრიარქის შესახებ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამაოგნებელია – კახა კალაძე

„მიზანმიმართული თავდასხმები პატრიარქზე და ჩვენს ეკლესიაზე არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებები კი არ არის თავდასხმა, არამედ თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია გამაოგნებელი. „პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადების შეფასებას საპატრიარქოს მხრიდან თქვენ თავდასხმად აღიქვამთ? საოცარია. ნამდვილად გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის განცხადების პათოსი, პატრიარქზე თავდასხმა. პატრიარქი გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყანაში. მან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ეკლესიისთვის.…

მეტი...

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება. ,,მართალია გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა ჩემი სურვილია, რომ უახლოეს პერიოდში შევძლო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანარჩენს, როგორც პირველად ვთქვი ცხოვრება გვაჩვენებს, ცხოვრება გრძელდება”, – თქვა გიორგი მამალაძემ. ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სტამბოლში ჯერ კვლევებს ჩაიტარებს, შემდეგ კი მკურნალობა დაინიშნება. ,,ხედავთ, დაწოლილ მდგომარეობაში მიგვყავს, მაგრამ, ღმერთის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ თავისი ფეხით დაუბრუნდება სამშობლოს…

მეტი...

რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია შეასრულებს. გარდა ამისა, პრემიერის ბრძანებით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორი – ლევან სუხიტაშვილი პოსტიდან გათავისუფლდა. ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერთან საუბრის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

მეტი...

N308 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები 2 მარტიდან იმოძრავებენ

MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც იმოძრავებენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით 2 მარტიდან ჩანაცვლდება. N308 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება უკვე არსებული სქემით – თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას ქუჩის, გმირთა მოედნის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირის, ერისთავის ქუჩის, გურამიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის ქუჩის, აკაკი ვასაძის ქუჩის, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით და მოძრაობას ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) დაასრულებს. რაც შეეხება უკუმიმართულებით მოძრაობას, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ისტორიულ არეალებში მდებარე ზოგიერთ ქუჩაზე არ არის მიზანშეწონილი ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც 18-მეტრიანი ავტობუსების გაბარიტების…

მეტი...

ბათუმში, მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ – არიან დაშავებულები

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და ფოტომასალას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შეჯახებისას კიდევ ორი ავტომობილი დაზიანდა. როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

საპატრიარქოსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება – ირაკლი კობახიძე

საპატრიარქოსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. „ასეთი განცხადებები უბრალოდ გამაოგნებელია და ყველაფერს რომ თავი დავანებით, ის საკუთარ იმიჯს აზიანებს“, – აღნიშნა მან. კობახიძეს ასევე დაუსვეს კითხვა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას და პრეზიდენტის სავარაუდო პოზიციას შეეხებოდა. „არ ვიცი. სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გქონდეს, იმდენი უხეში ქმედება განახორციელა მან სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ამ მარჩიელობაში მე ვერ შევალ“, – აღნიშნა პრემიერმა. სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი…

მეტი...

გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსეი ვარზიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის განკარგულებაში წერია, რომ ვარზიევის მოვალეობების შესრულება მის “მოადგილეს”, ანდრეი გაგლოევს დაეკისრა.

მეტი...

„აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია – არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას“ – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის გადაყენებას სოციალური ქსელით ეხმაურება ეხმაურება. ,,ზურაბ აზარაშვილი გადააყენეს. მიმაჩნია, რომ მისი გადაყენება არასაკმარისი ქმედებაა იმის საპასუხოდ, როგორც მან აშენებული, ყველაზე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მიიყვანა ჩამოშლის, გაკოტრების და განადგურების პირას! აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარ გესტაფოდ, სადამსჯელო ორგანოდ გადააქცია, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში, ცინიკურად ანგრევდა მართლაც ყველაზე განვითარებულ დარგს საქართველოში. არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მომდევნო მინისტრი სექტორის კიდევ უფრო უკეთ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენს დარგში გასაკეთებელი არასდროს მთავრდება!”, – წერს ოქრიაშვილი.

მეტი...

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყება

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა განაცხადა, აუცილებელია რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა შეძლონ გამოცდებში მონაწილეობა. იმ პირებისთვის კი, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება. ,,2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს), როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ…

მეტი...

კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით – კობახიძე

რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევებიც და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდება ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა საჯარო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის მომსახურება, რომელიც უნდა შევთავაზოთ ჩვენ ბიზნესს, საჯარო სტრუქტურებმა, იყოს მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამასთან დაკავშირებითაც დაგვჭირდება თანამშრომლობა, კოორდინაცია ბიზნესთან. რაც შეეხება კორუფციას, თქვენ იცით, რომ კორუფციასთან…

მეტი...

უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის 3-წლიანი პროგრამები განახორციელონ

საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი…

მეტი...

აზარაშვილის შეცვლის გეგმა არ მქონია, ხარვეზები დავინახე – ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებაზე. კობახიძემ თქვა, რომ მინისტრის შეცვლის გეგმა არ ჰქონია, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა. პრობლემას ხედავდა მართვის კომუნიკაციის კუთხით, ამასთან დაკავშირებით კი სამედიცინო საზოგადოებაში უკმაყოფილება იყო. ,,გითხარით, რომ ზოგადად არ ვგეგმავდი იმ მომენტისთვის არავითარ ცვლილებას, ეს იყო პროცესი, საბოლოო ჯამში იყო ერთი ინფორმაცია, მეორე, მესამე. თქვენ თქვით, რომ არცერთი მინისტრი არ შეიცვლებოდა არჩევნებამდე ასეთი გეგმა არ მქონდა, ნამდვილად არ მქონდა, როცა პასუხი გაგეცით ნამდვილად არ შედიოდა ჩემ გეგმაში მაგალითად ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე მე ხარვეზები და…

მეტი...

6-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, 6-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა. 22 დაშავებული, მძიმე დამწვრობებით, საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მეხანძრეებმა შენობიდან, უვნებლად, 75 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ახლომდებარე რესტორანში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

გარდაიცვალა მსოფლიო კინოს კლასიკოსი პაოლო ტავიანი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკოსი, იტალიელი რეჟისორი პაოლო ტავიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პაოლო ტავიანი ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად, 29 თებერვალს, საღამოს, რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში. ძმები ტავიანები, პაოლო და ვიტორიო, 20-მდე ფილმის თანაავტორები იყვნენ. მათ შორის კანის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე გამარჯვებული ფილმების, „მამა-ბატონი“(1977წ.) და „კეისარი უნდა მოკვდეს“(2012წ.). ვიტორიო ტავიანი 2018 წელს გარდაიცვალა. პაოლო ტავიანიმ ძმას მიუძღვნა 2022 წელს გადაღებული ფილმი „მშვიდობით, ლეონორა“.

მეტი...

რუსეთმა დღეიდან ბენზინის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა

რუსეთი დღეიდან ბენზინის ექსპორტს 6 თვით კრძალავს. აკრძალვა საქართველოსაც შეეხება. შესაბამისი დადგენილება რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა. ვიცე-პრემიერმა მიშუსტინისთვის 21 თებერვალს მიწერილ წერილში ახსნა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის აუცილებლობა საგაზაფხულო საველე სამუშაოების გამო საწვავზე მოთხოვნის გაზრდით, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისა და ზაფხულის არდადეგებით. “იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტებზე ნაჩქარევი მოთხოვნილება შემცირდეს, საჭიროა ზომების მიღება ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის”, – აღნიშნა მან. ექსპორტის დროებითი აკრძალვა არ შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვა საქართველოში ბენზინს დაახლოებით 20 თეთრით გააძვირებს. შეგახსენებთ,…

მეტი...

საფრანგეთმა უკრაინისთვის Delair-ს 100 დრონი შეუკვეთა

საფრანგეთმა Delair-ს 100 დრონი შეუკვეთა, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. Delair სხვადასხვა ტიპის დრონების მწარმოებელი ფრანგული კომპანიაა. ,,ინოვაციური პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთი შეუკვეთავს Delair-ს 100 დისტანციურად მართვად დრონს, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა. მთლიანობაში, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია შეუკვეთავს 2 ათას ერთეულს ჩვენი შეიარაღებული ძალების და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

მეტი...

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ექსპორტის აკრძალვა დამატებით კიდევ 29 რუსულ ორგანიზაციაზე იმოქმედებს. გარდა ამისა, აქტივები გაეყინება 12 ფიზიკურ პირს, შვიდ ორგანიზაციასა და ბანკს. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ უახლესი სანქციები G-7-თან თანამშრომლობით იმ თვალსაზრისით, თუ რა იქნება ეფექტური უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”, – განაცხადა იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა. ახალი სანქციები მოდის G-7-ის წევრებს შორის უთანხმოების ფონზე იმის თაობაზე, კანონიერი იქნება თუ არა რუსული აქტივების ჩამორთმევა უკრაინის დასახმარებლად.

მეტი...