ადამიანს აქვს სურვილი, პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას – კახა კალაძე ხაზარაძეზე

„ქვეყანაში და არც ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის ადგილი არ არის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძეც იმავე ქმედებებით გამოირჩევა, როგორითაც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი.

„ხაზარაძის კამპანია, მუქარები აბსოლუტურად სამარცხვინო და გაუგებარია. ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს სურვილი, რომ პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას. იგივე ხაზია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა წლების განმავლობაში – ანუ ადამიანს თუ აქვს განსხვავებული მოსაზრება, შეხედულება, მას ქვეყანაში არ უნდა ეცხოვრებოდეს.

დღეს ჩვენ რომ ვართ ხელისუფლებაში, ხაზარაძისეული პოლიტიკიდან გამომდინარე, არც ის და არც მისი ოჯახი, ქვეყანაში ვერ უნდა ჩერდებოდეს, უნდა იდევნებოდეს. ეს არის მისეული პოლიტიკა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები