საბა ფურცელაძემ ლიეტუველი სპორტსმენი 2-1 დაამარცხა

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობს. დღეს, ერთეულთა თანრიგში საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმა საბა ფურცელაძემ 366-ე ნომერი ლიეტუველი სპორტსმენი 2-1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მან მეტოქე 3 სეტში დაამარცხა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები დევისის თასზე საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობითაა წასული.

საქართველოს ნაკრები ხვალ ერთ მატჩს წყვილთა თანრიგში და ორ მატჩს ერთეულებში გამართავს.

მსგავსი თემები