,,არ არის ეს ასე მეგობრებო, ყველაფერი არის ისე, როგორც გეუბნებით” – კალაძე კობახიძე- ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე

კახა კალაძე ხელისუფლებაში კლანებს შორის დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები პრემიერმა კობახიძემ არგუმენტირებულად ახსნა.

,,მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ძალიან ვრცელი განმარტებები იქნა გაკეთებული თავად პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან. მცდელობები, რომ რაღაცა, სპეკულაციები თითქოს დაპირისპირებაა, ჩვენ კარგად გვესმის და ვიცით რას ემსახურება ეს მაგრამ, არ არის ეს ასე მეგობრებო, ყველაფერ არის ისე, რასაც ვსაუბრობთ და როგორც გეუბნებით”, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს – ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის მწვავე დაპირისპირებაზე მას შემდეგ გააქტიურდა საუბარი, რაც კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მოხსნა, ზურაბ აზარაშვილმა კი საკმაოდ მწვავე საპასუხო განცხადება გაავრცელა.

მსგავსი თემები