ცნობილია, რატომ იჩხუბეს მგზავრებმა თვითმფრინავში, რომელიც ავარიულად დაეშვა

,,მთვრალი იყო და იგინებოდა, მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა”. ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, თუ რატომ იჩხუბეს ქართველმა და რუსმა ბორტზე. მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, ავიაკომპანია “ვიზეარის” მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

მეტი...

ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან – ჯანმოს დირექტორი

ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვიენ ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს. ღაზაში “ჰამასის” მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქამალ-ადვანის საავადმყოფოში, სულ მცირე, 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად. ,,საკვების ნაკლებობის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა”, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მეტი...