ჟიული შარტავა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვცდილობთ მისი იდეების განხროციელებას – ჯემალ გამახარია

ჯემალ გამახარია – ჟიული შარტავა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვცდილობთ მისი იდეების განხროციელებას. მისი სახელი დღესაც სახელმწიფოს ემსახურება და აგრძელებს მის მშენებლობასა და წარმატებაში მონაწილეობას „როდესაც ჟიული შარტავა დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ, ყველამ აღიქვა, როგორც ძალიან დიდი იმედი, გადარჩენის ერთ-ერთი გზა და საშუალება, რადგან ჟიული შარტავა აფხაზეთში საომრად არ ჩამოსულა, ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ მშვიდობა დაემყარებინა. ჟიული შარტავა ცხოვრებაშიც გმირი იყო. ყველა სისტემის დროს სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ სახელწმიფო ინტერესი ყოველთვის იდგეს კერძო, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა. ამის ნათელი მაგალითი…

მეტი...

რუსებმა ხერსონის სოფელი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ხერსონის რაიონის, ტიაგინის თემის სოფელი ოლჰივკა დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა კიდევ ერთი. ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. ,,გამოძიების თანახმად, 8 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, რუსეთის არმიამ დაბომბა ტიაგინის თემის სოფელი ოლჰივკა, ნაღმმტყორცნებით,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის მხარდამჭერ ბალერინას ლიეტუვას მოქალაქეობა ჩამოერთვა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც რუსეთისა და პუტინის მხარდამჭერ ბალერინას, ილზე ლიეპას, ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთმევა. ილზე ლიეპამ, რომელიც რუსეთში გაიზარდა, ლიეტუვას მოქალაქეობა, პროფესიიდან გამომდინარე, “გამონაკლისის სახით” 2000 წელს მიიღო. ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცეკვავდა ლიეტუველ ბალეტის სოლისტ პეტრას სკირმანტასთან. ლიეპას მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა, “სახელმწიფოს დისკრედიტაციის” გამო, 2023 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. მანამდე მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაურინას კასციუნასმაც განაცხადა. კანონის თანახმად, პირს, რომელმაც გამონაკლისად მიიღო მოქალაქეობა, შეიძლება ჩამოერთვას ის არა მხოლოდ იმ ქმედებების გამო, რომლებიც…

მეტი...

ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ერდოღანის განცხადებით, ლიდერები უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობას, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასა და ორმხრივ ურთიერთობას განიხილავენ. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

მეტი...

რუსთავში ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს, მუქარის შემდეგ, მანქანა დაუწვა

რუსთავში ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს, ცივი იარაღით მუქარის შემდეგ, ავტომობილი ჯერ დაუზიანა, შემდეგ კი დაუწვა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი უკვე დაკავებულია. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური. შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებას და მუქარას გულისხმობს.

მეტი...

ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებისთვის, ჯარისკაცებს გაგზავნის

ფინეთი, წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, 7 ჯარისკაცს გაგზავნის. ინფორმაციას ფინეთის პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც იემენის “ჰუთების” თავდასხმის შედეგად ადენის ყურეში, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი ამერიკული გემის, სახელად True Confidence-ის, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

მეტი...

პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია “საფარის” თანადამფუძნებელი ბაია პატარაია; უფლებადამცველი ანა არგანაშვილი; “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლები: ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე; ორგანიზაცია “ვეძებ” დამფუძნებელი თამარ მუსერიძე. ,,საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია “საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის. ანა არგანაშვილი დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის. “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლებს: ელისო…

მეტი...

,,კობახიძის გადაწყვეტილებაა… ვეთანხმები” – მდინარაძე კანცელარიასთან ღობის მოხსნაზე

,,კობახიძის გადაწყვეტილებაა… ვეთანხმები”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე კანცელარიასთან ღარიბაშვილის მიერ დამონტაჟებული ღობის მოხსნას. ,,არ ინერვიულოთ. ნახეთ, ნაცების ტელევიზიები ნერვიულობენ ღობეში დახარჯულ ფულზე. გამოიყენება ეს ღობე, არ გადააგდებენ, ჯართში არ ჩააბარებენ, არ ინერვიულოთ. …ნუ ნერვიულობთ, ჯართში არ ჩააბარებენ და დანიშნულებისამებრ, სადმე, სადაც საჭიროა ის და ამის აუცილებლობაა, იქ იქნება. მეორე, ძალიან მოკლედ გეტყვით, ეს არის ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. და თქვენ, ძალიან გთხოვთ, ნუ მონათლავთ დაპირისპირებად თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, იმ შემთხვევაში, ეს თითოეული გადადგმული ნაბიჯი თუ არ დაემთხვევა წინა პრემიერის…

მეტი...

კობახიძე, კანცელარიის წინ, ღარიბაშვილის დამონტაჟებულ ღობეს ხსნის

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ღობესა და ჯებირებს ხსნიან. ცნობისთვის, რკინის ღობე კანცელარიასთან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დადგეს. 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციის წინ, სადაც ხშირად საპროტესტო აქციები იმართება, სკვერის მოწყობა იგეგმებოდა.

მეტი...

საქართველო გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით – აშშ-ის საელჩო

საქართველო გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით, – წერს ამერიკის საელჩო საქართველოში. ,,გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. მათ შორის საქართველოში, რომელიც გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით”.

მეტი...

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ორგანიზაციები წერენ, რომ ეს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის ნაკლებ დროს უტოვებს. ,,ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად ბოლო ათწლეულების პროგრესისა, სრული თანასწორობის მიღწევა ისევ შორეული პერსპექტივაა. თუ პროგრესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, შეიძლება, გლობალურ დონეზე სრული სამართლებრივი თანასწორობის მიღწევას 300 წელი დასჭირდეს. […] ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%)…

მეტი...

გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საქართვლოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის საქმიანობის წარმოჩენას ითვალისწინებს. ამ მიზნით, და ქართველი მოღვაწის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის, აკაკი ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის ამსახველი წიგნი–ალბომის გამოცემა; მოეწყობა მისი საარქივო და ფოტო-დოკუმენტების გამოფენა. მემორანდუმის თანახმად, ასევე ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მიზანია ქართველი დიპლომატის საქმიანობის გაცნობა, ასევე საქართველოს წინაშე მისი დამსახურების წარმოჩენა. ამასთანავე,…

მეტი...

რუსთავში, ცოლისთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, ახალგაზრდა კაცი დააკავეს

რუსთავში, ცოლისთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ინციდენტი მესხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. 30 წლამდე კაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა 20 წლამდე ქალს მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ზელენსკიმ ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეაიაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა. ,,2024 წლის 7 მარტს, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ზელენსკიმ გენერალი ზალუჟნი თანამდებობიდან 2024 წლის 2 თებერვალს გადააყენა და მის ადგილას გენერალი სირსკი დანიშნა.

მეტი...

თბილისის შემოვლით გზაზე სატვირთო ხრამში გადავარდა – არის მსხვერპლი

თბილისის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ხრამში გადაიჩეხა, შედეგად კი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

,,ლაზარე უდანაშაულოა… ვფიქრობ, პრეზიდენტი, როგორც დედა, ისე შეხედავს ამ საკითხს” – გრიგორიადისის დედა

,,ლაზარე უდანაშაულოა… ვფიქრობ, პრეზიდენტი, როგორც დედა, ისე შეხედავს ამ საკითხს… ვთხოვ, შეიწყალოს”. ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ განაცხადა. ,,ლაზარეს ველაპარაკე 3 მარტს, დამირეკა, დედის დღე მომილოცა. არის მხნედ. როცა ველაპარაკები არასდროს არ გამოთქვამს პრეტენზიას, არ გვაგრძნობინებს, რომ რამე უჭირს, ყოველთვის გვამხნევებს იქიდან. პრეზიდენტს ვეტყოდი, რომ ლაზარეს ვერ უმტკიცებენ იმას, რასაც აბრალებენ. ლაზარე არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ის იქ იდგა იმდენი ხალხის გვერდით, საჭირო დროს, საჭირო ადგილას და ვფიქრობ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, როგორც დედა, ისე შეხედავს ამ საკითხს. ლაზარე არის სულ ახალგაზრდა, 21 წლის, რომელსაც წინ აქვს…

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მეტი...

აშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ

ამერიკის საელჩომ რუსეთში და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს. ,,ექსტრემისტები უახლოეს მომავალში მოსკოვში დიდ შეკრებებზე თავდასხმას გეგმავენ, მათ შორის კონცერტებზე”. დიპლომატიური უწყება მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს ,,თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში”. მსგავსი გაფრთხილება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და მოქალაქეებს ასევე ურჩია მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამო. ,,სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, – აღნიშნავს სამინისტრო და ამბობს, რომ სამოგზაურო დაზღვევა შესაძლოა გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ გაემგზავრებიან რუსეთის ფედერაციაში.

მეტი...

ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 6 ცხედარი აღმოაჩინეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

კანადის დედაქალაქ ოტავაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ექვსი ცხედარი აღმოაჩინა, მათ შორის ორი ზრდასრულის და ოთხი ბავშვის. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი კაცი უკვე დააკავეს. ოტავას პოლიციის უფროსმა ერიკ სტაბსმა მომხდარს “მასობრივი სროლა” უწოდა. ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში ოტავას რაიონში სერიოზული, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით და აღნიშნეს, რომ საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

მარნეულში სატვირთო ჯერ ქვეითს, შემდეგ კი სამ მანქანას შეეჯახა

მარნეულში სატვირთო მანქანა ქვეითს, ახალგაზრდა ბიჭს, დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სხვა სამ მანქანას დაეჯახა. დაშავებული ქვეითი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა უცნობია. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

მეტი...

,,შვედეთი ძლიერი მოკავშირეა… დადგება დღე, ის შეძლებს უკრაინას მიულოცოს NATO-ში გაწევრიანება” – ზელენსკი

შვედეთი ძლიერი მოკავშირეა… დადგება დღე, ის შეძლებს უკრაინას მიულოცოს NATO-ში გაწევრიანება, – ამბობს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ საღამოს მიმართვაში და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებას ულოცავს. ,,კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა ახლა უკეთ არის დაცული რუსული ბოროტებისგან. შვედეთი უერთდება NATO-ს. ყველა სარგებლობს, როდესაც ერთი ქვეყნის უსაფრთხოება უმჯობესდება და ამ ქვეყანას შეუძლია ნამდვილად გააძლიეროს საერთო უსაფრთხოება. ეს წესი მუდმივად მოქმედებდა NATO-ს არსებობის მანძილზე და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს მუშაობას. სწორედ ახლა, რუსეთის აგრესიის შუაგულში ყველაფრის მიმართ, რამაც ევროპა მშვიდობიანად და ერთიანად შეინარჩუნა, ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ალიანსებისა და პარტნიორობის შენარჩუნება, საკუთარი…

მეტი...

რუსეთის მიერ გაშვებული 37 “შაჰიდიდან” 33 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 37 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 33 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ოკუპანტები შეტევისას S-300 და Kh-59 ტიპის რაკეტებსაც იყენებდნენ. ,,საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 33 შაჰიდი ჩამოვაგდეთ კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქების საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა დროებით დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ბალაკლავა გაუშვეს.

მეტი...

ფინეთში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის პირველი განაჩენი გამოიტანეს

ფინეთში, ესტონელ-ფრანგ ბიზნესმენს, გაბრიელ ტემინს, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. იტა-უუსიმაას რაიონულმა სასამართლომ ტემინს, ყაზახეთის გავლით რუსეთში აღჭურვილობის ექსპორტისთვის, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა პროკურორები 4-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ ტემინის კომპანიების Luminor-ისა და Siberica-ს პროდუქციის საბოლოო “დანიშნულება იყო რუსეთი”. გამოძიების ვერსიით, ისინი რუსეთს აწვდიდნენ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება დრონების მშენებლობისთვის გამოეყენებინათ.

მეტი...

აშშ ღაზის სანაპიროზე დროებით ნავმისადგომს ააშენებს ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გასაზრდელად

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროზე დროებით პორტს მოაწყოებენ, რათა გაიზაროდს ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ “დროებითი ნავმისადგომი” შეძლებს “დიდი გემების მიღებას, რომლებიც ატარებენ საკვებს, წყალს, მედიკამენტებს და დროებით თავშესაფრებს”. ბაიდენის თქმით, ეს შესაძლებელს გახიდს მასიურად გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა ღაზის სექტორში, ყოველდღიურად. ბაიდენმა თქვა, რომ ისრალემაც უნდა გააკეთოს თავისი წილი. ,,ისრაელმა უნდა დაუშვას მეტი დახმარება ღაზაში და უზრუნველყოს, რომ ჰუმანიტარული მუშაკები არ მოხვდნენ ცეცხლში”, – თქვა მან. ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა Sky’s The World-ს, რომ ისინი მიესალმნენ მათ “მოკავშირეების მხარდაჭერას მეტი დახმარების…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დრონების შესაძენად 325 მლნ ფუნტს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000 უახლესი დრონის შესაძენად 325 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შეპსმა, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. ,,მე ვაძლიერებ ვალდებულებას, აღვჭურვოთ უკრაინა ყველაზე თანამედროვე ახალი დრონებით, რომლებიც პირდაპირ მოდის დიდი ბრიტანეთის წამყვანი თავდაცვის სამინისტროებიდან – ქარხნის მაღაზიებიდან ფრონტის ხაზამდე. მე მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს შეუერთდნენ დიდ ბრიტანეთს ამ ძალისხმევაში,” – განაცხადა შეპსმა. შეპსმა აღნიშნა, რომ დრონებმა უკვე დაამტკიცეს მათი ეფექტურობა ბრძოლის ველზე და რომ ასევე 100 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი საზღვაო აქტივებზე დაიხარჯება, “უკრაინა გააგრძელებს ცვლილებების შექმნას შავ ზღვაში”.

მეტი...

ზელენსკი 8 მარტს თურქეთში ჩავა და პრეზიდენტს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, 8 მარტს, თურქეთში ჩავა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მისი განცხადებით, ლიდერები უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობას, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასა და ორმხრივ ურთიერთობას განიხილავენ. ცნობისთვის, წინა წლის ივლისში რუსეთი გამოვიდა შეთანხმებიდან, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა უსაფრთხოდ გადაეტანა მარცვლეული შავი ზღვის პორტებიდან და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები უკეთესი პირობების შესახებ, საკუთარი საკვებისა და სასუქის ექსპორტისთვის უგულებელყოფილი იყო. ანკარა ცდილობდა რუსეთი დაეყოლიებინა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეთანხმებაში – თურქეთისა და გაეროს შუამავლობით. თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან…

მეტი...

,,მართლაც ისტორიული დღეა” – შვედეთის პრემიერი

,,მართლაც ისტორიული დღეა. გავამართლებთ NATO-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს”, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა. მან აშშ-ის მთავრობას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი გადასცა. ,,დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შვედეთი ახლა NATO-ს წევრია. ჩვენ თავმდაბლები ვართ და თან ასევე ვამაყობთ. გავამართლებთ NATO-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს. ერთიანობა და სოლიდარობა შვედეთის, როგორც NATO-ს წევრის სახელმძღვანელო იქნება. ჩვენ, სხვა მოკავშირეებთან ერთად, ვიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობასა და რისკებს. როგორც მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, დღეს თავისუფლების გამარჯვებაა. NATO-ში გაწევრიანებით შვედეთმა გააკეთა თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და ერთიანი არჩევანი”, – განაცხადა მან.

მეტი...

პუტინს ქედს არ მოვუხრი – ბაიდენი

ხუთშაბათს ღამით ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას. მან თქვა, რომ თუ შეერთებული შტატები მიატოვებს, უკრაინა რისკის წინაშე დადგება, ასევე, მისი თქმით, საფრთხის წინაშეა ევროპა და თავისუფალი სამყარო. ,,ჩვენ ქედს არ მოვიხრით! მე არ მოვიხრი! პირდაპირი გაგებით, ისტორია გვიყურებს”, – თქვა მან.

მეტი...

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, რომელიც 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას მოიცავს. ,,ვაგზავნით იმ მარაგებს, რომლებიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ვუსმენთ მათ და ჩვენი დახმარება გრძელდება”, – თქვა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა. ცნობისთვის, ლიეტუვამ უკრაინის დახმარების გრძელვადიანი ეროვნული გეგმაც დაამტკიცა. სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღით დახმარების გარდა, ლიეტუვა უკრაინას სამხედრო პერსონალის აქტიური მომზადების, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და რეაბილიტაციის და ექსპერტების კონსულტაციების კუთხითაც ეხმარება.

მეტი...

დავიღალე, 26 წელია საჯარო მოხელე ვარ, მინდა კერძო სექტორში გადავიდე – შიდა ქართლის გუბერნატორი გადადგომაზე

შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ შაყულაშვილი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. შაყულაშვილი აცხადებს, მან ამ გადაწყვეტილების შესახებ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ დაუწერია. როგორც ის ამბობს, თანამდებობის დატოვება პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება. ,,ველაპარაკე, რომ მინდა წასვლა-მეთქი და უახლოეს მომავალში დავწერ, ალბათ, განცხადებას. დავიღალე რა, 26 წელია საჯარო მოხელე ვარ და მინდა კერძო სექტორში გადავიდე და გავაგრძელო იქ მოღვაწეობა ჩემი თავისთვის, ჩემთვის. ცნობისთვის, მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა”, – ამბობს შაყულაშვილი.

მეტი...