საბერძნეთის ნაკრების ქომაგები მწვრთნელის გადადგომას ითხოვენ

საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოს ნაკრებთან გუშინდელი მარცხის შემდეგ, ბერძენი გულშემატკივრები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე, მთავარი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის გადადგომას ითხოვენ. “წაგება საწყენია, რადგან ჩვენ ყოველ დღე არ გვექნება იმის შანსი, რომ “ევრო 2024-ზე” წავიდეთ. მოვიდა დრო, შევცვალოთ მთავარი მწვრთნელი და გუნდის შენება ნულიდან დავიწყოთ”; “მატჩი მწვრთნელმა წააგო, თამაში პენალტების სერიამდე არ უნდა მისულიყო. მას უფრო აზარტული ფეხბურთი უნდა ეთამაშა”; “ნახვამდის პოიეტ, გუშინდელი შენი ფიასკო წასვლის დოკუმენტზე ხელმოწერაა”; “დამნაშავე მხოლოდ მწვრთნელია, მან ფეხბურთელები აიძულა 90 წუთის განმავლობაში არაფერი ეკეთებინათ. ის უნდა წავიდეს”,- წერენ საბერძნეთის…

მეტი...

33 წლის წინ დაწერილი სიმღერა ისტორიული გამარჯვების ჰიმნად იქცა

33 წლის წინ დაწერილი სიმღერა, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა – მერაბ სეფაშვილის ცნობილი ჰიტი ისმოდა ყველგან. სტადიონზე ამ სიმღერით საქართველოს ნაკრებს ამხნევებდნენ, მატჩის დასრულების შემდეგ კი უკვე თავად ფეხბურთელები უმღეროდნენ გულშემატკივრებს. გია მაჭარაშვილის მუსიკაზე ირმა სოხაძის მიერ დაწერილ ტექსტში თავდაპირველად გაიღიმეს ნაცვლად დაიძინე იყო, თუმცა მოგვიანებით მერაბ სეფაშვილის თხოვნით ტექსტი შეიცვალა. დღეს კი ჰიტმა სულ სხვა დატვირთვა მიიღო და საქართველოს ნაკრების მიერ დაწერილი კეთილი ზღაპრის სიმბოლოდ იქცა. მერაბ სეფაშვილი: ბიჭებმა თვითონ წამოიწყეს ეს სიმღერა. მე პირადად არც ერთს არ ვიცნობ. როგორც ვიცი, ამ სიმღერას ხშირად მღერიან. და გუშინ უკვე მთლად მთელი…

მეტი...

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო. პროექცია გზავნილით – „პირველად ისტორიაში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს ასახავს. საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების პერსონალი ღირსების ორდენზე წარადგინეს.

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის “დეპუტატებს” რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აუკრძალეს

“სამხრეთ ოსეთის” ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ, რუსეთში არ შეუშვეს. მედიის ინფორმაციით, დავით სანაკოევი, გარი მულდაროვი და ძამბოლატ მედოევი “სამხრეთ ოსეთის პასპორტებით” ნიჟნი ზარამაგის საგუშაგოს გადაკვეთას ცდილობდნენ. ფსბ-ს ჩრდილოეთ ოსეთის დეპარტამენტიდან მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათ რუსეთში შესვლა 2049 წლის 18 მარტამდე აკრძალული აქვთ. დეპუტატებმა ხელი მოაწერეს შეტყობინებას და დასძინეს, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რადგან ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეები არიან. მულდაროვისთვის, სანაკოევისა და  მედოევისთვი  რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად ფსბ ასახელებს “ქმედებებს, რომლებიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან”. თუმცა რა იგულისხმება, დაკონკრეტებული არ არის. ცნობილია, რომ სამივე “დეპუტატი” საქართველოსთან…

მეტი...

ნეაპოლში განგაშია – “კვარამ” შეიძლება “ატალანტასთან” ვერ ითამაშოს

ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეშფოთებული არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს. calciomercato წერს, რომ “ნაპოლიში” კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა 30 მარტს “ატალანტასთან” სერია A-ს 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. tuttonapoli აღნიშნავს, რომ “კვარას” ბერძენი მცველები დაუსრულებლივ ეუხეშებოდნენ და შესაძლოა, უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს.

მეტი...

ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღება – ერთ პირს ბრალი წარედგინა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – საქმის მასალების თანახმად, სავარაუდო დამნაშავემ თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინი” შეიძინა და შემდეგ გაასაღა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-იდან 15-წლამდე ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც თანხის სანაცვლოდ 6 და 7 მარტს გაასაღა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული…

მეტი...

ბაჩიაშვილი „კრიპტოვალუტის საქმეზე“: გამოძიების საფუძველი ივანიშვილის ზეპირი ჩვენებაა

ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას საფუძვლად უდევს მხოლოდ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ზეპირი ჩვენება. „დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, იმიტომ რომ ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. უფრო ადრე, სასამართლო სხდომაზე ის…

მეტი...

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის არჩილ ბერიძის შვილი, გურამ ბერიძე ორთვიანი პატიმრობის შემდეგ 50 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს გააწყვეტილება დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. შეგახსენეთ, რომ ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო  შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ცნობით, გურამ ბერიძეს ხელბორიკლები ბათუმის ცენეტრში იმ დროს დაადეს, როდესაც ე.წ კანონიერი ქურდების მონაწილეობით “ქურდული გარჩევიდან” ბრუნდებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. შავების “სხოდკა” ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის არჩილ ბერიძის კუთვნილი კომპანიის საქმიანობას და მისთვის წილების დათმობას  ეხებოდა.

მეტი...

„არანორმალური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, რომ კორუფცია არ არის. როგორ არ არის“ – მამუკა მდინარაძე

“პირობითი დათქმაა, უწოდებენ შუა რგოლს კორუფციას რაც ყველა ქვეყანას აქვს და რისი აღმოფხვრაც არის ხოლმე ყველაზე უფრო რთული. კორუფციის რაღაც მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის, შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს. საკრებულოს წევრები და მერები და ა.შ. არიან დაკავებული და უკანონოდ კი არ ზიან, სააკაშვილის დრო კი არ არის. ე.ი. იმ ადამიანებმა რაღაც კორუფციული დანაშაული ჩაიდინეს და აქედან გამომდინარე არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, არის ლატენტური კორუფციული დანაშაულებიც, რომელიც შეიძლება ვერ გამოავლინო, ორივე მხარე კმაყოფილია, შევიდნენ კორუფციულ გარიგებაში, მომჩივანი  არ არსებობს და ეს არის ყველაზე რთული აღმოსაფხვრელი პრობლემა, თუმცა…

მეტი...

რუსებმა მიკოლაევი დაბომბეს – დაშავებულია ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მეტი...

კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს: ,,საქართველოს ფეხბურთის  ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ ქვეყანა კვლავაც  გამარჯვებებით გაგეხარებინოთ”, – ნათქვამია მილოცვის წერილში.

მეტი...

უკვე მეორედ, ბაიდენმა პუტინს ჯალათი უწოდა

უკვე მეორედ, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ჯალათი უწოდა. ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების გზებზე ისაუბრა. ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა იქნება შესაძლებელი. ,,წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამით. ჩვენ შეგვიძლია ფუნდამენტურად შევამციროთ ფედერალური დეფიციტი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ბევრი რამ. მათ შორის, შეგვიძლია, უკრაინა იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცვათ”, – აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ჯალათი 2022 წელსაც უწოდა, როდესაც ის უკრაინელ…

მეტი...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება. სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა. ,,პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე…

მეტი...

ოფიციალური წარდგინება პრეზიდენტს გაეგზავნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან: საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო…

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ,,დეპუტატებს” რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აუკრძალეს

,,სამხრეთ ოსეთის” ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ, რუსეთში არ შეუშვეს. მედიის ინფორმაციით, დავით სანაკოევი, გარი მულდაროვი და ძამბოლატ მედოევი “სამხრეთ ოსეთის პასპორტებით” ნიჟნი ზარამაგის საგუშაგოს გადაკვეთას ცდილობდნენ. ფსბ-ს ჩრდილოეთ ოსეთის დეპარტამენტიდან მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათ რუსეთში შესვლა 2049 წლის 18 მარტამდე აკრძალული აქვთ. დეპუტატებმა ხელი მოაწერეს შეტყობინებას და დასძინეს, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რადგან ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეები არიან.

მეტი...

Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ დაადასტურა. მისი თქმით, ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება. ოთხი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.  

მეტი...

გემის შეჯახების შედეგად ბალტიმორის ხიდი ჩამოინგრა

ბალტიმორის ხიდის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ისინი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ. 2 დასაქმებული კი დაკარგულად ითვლება. ხიდის ჩამონგრევა კი სატვირთო ბორანის შეჯახებამ გამოიწვია. აშშ-ის სანაპირო დაცვა  ექვსი დასაქმებულის გარდაცვალებს ოფიციალურად ადასტურებს. ისინი ხიდზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ. მომხდარის შედეგად ბალტიმორიში კოლაფსი შეიქმნა. გემების ნაკადის მოძრაობა განუსაზღვრელი ვადით შეწყდა. ეს კი ადგილობრივ ეკონომიკას სერიოზულად დაარტყამს, რადგანაც აღმოსავლეთ სანაპიროზე  მიწოდების ჯაჭვი გაწყვეტილია.

მეტი...

ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა! ისტორიულ გამარჯვებაზე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა, რომელიც საბერძნეთთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ქართველი მეკარე თერთმეტმეტრიანების სერიაში შესანიშნავი იყო. ,,ბეტისთან და რეალ მადრიდთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდი. ამ თამაშების მერე ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან არამარტო დღეს, არამედ მთელი ეს პერიოდია, გვერდში გვიდგანან. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას”, – თქვა მამარდაშვილმა ფინალის დასრულების შემდეგ.

მეტი...

30 წლის თავზე პირველად შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – პრემიერი

30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ყველას მიულოცა ისტორიული გამარჯვება და წარმატება. „დღეს გვაქვს განსაკუთრებული, ემოციური დღე და შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება. ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს და რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ, ბუნებრივია, ამ გამარჯვებას. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის…

მეტი...

ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა – კობახიძე

ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ესენი არიან ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან. „გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან…

მეტი...

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმის მოწყობაში დაგვეხმარა – კახა კალაძე

„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაში თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებას გაუსვა ხაზი. „მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ბიჭებისთვის. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა; მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მისი თანამშრომლები ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ როგორც ქართველი გულშემატკივრების, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოებას“, – განაცხადა…

მეტი...

ჩეხეთში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დელეგაციის სხვა წვრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში გაიხსნა გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, 1919-1921 წლებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს, შემდგომში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1923-1939 წლებში ჩეხეთში ემიგრაციაში მყოფი, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მემორიალური დაფა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თეა მაისურაძესთან ერთად გახსნა. გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კონსული ჩეხეთის რესპუბლიკაში ნანა ჩაბრავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები. ცერემონიას ესწრებოდნენ ჩეხეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს…

მეტი...

2024 წლის 26 მარტი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, როგორც შვილიშვილებისთვის მოსაყოლი დიდებული ამბავი – კალაძე

„გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ სრულიად საქართველოს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ფინალში გამარჯვება და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გასვლა. „საოცარი დღეა. ძალიან დიდი ემოციები აქვს. გუშინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთის ნაკრებთან. ამ დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელმაც გადაუჭარბებლად რომ ითქვას, მთელი ქვეყანა გააერთიანა. საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. 2024 წლის 26 მარტის დაძაბული, სიხარულის ცრემლის მომგვრელი თამაში…

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი 5 მილიონით გაძვირდა

ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 5 მილიონით გაძვირდა და მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 35 მილიონს შეადგენს.

მეტი...

საქართველომ, ისტორიაში პირველად, მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის, გილოცავთ – კოლომინა

საქართველომ, ისტორიაში პირველად, მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის, გილოცავთ, – წერს სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა. ,,საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის მას შემდეგ, რაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ !”.

მეტი...

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ – EU-ს საელჩო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას ევროკავშირის საელჩო ეხმაურება. ,,საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში”, – წერს საელჩო.

მეტი...

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. gurianews-ის ცნობით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი – მიხეილ სააკაშვილი

საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ გულშემატკივარმაც, – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს. ,,მინდა დავიწყო მოლოცვით, იმიტომ რომ ჩემი პატიმრობის რთული სიტუაციიდან გამომდინარე გუშინდელი საღამო, გუშინდელი ღამე იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემ ცხოვრებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომლებიც უმაგრესები არიან მართლაც, არ ვიცი რომელი დავასახელო, არამედ ჩვენმა გულშემატკივარმა რომელმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება, ეროვნული სიამაყე არ არის ზოგადი მცნება, ეს არის ის რაზეც დგას ყველაფერი, რასაც მე ვემსახურები”, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მეტი...

პირველი კანონი, რომელსაც მივიღებთ, იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება. მან ისაუბრა იმ კანონებზე, რომლის მიღებასაც გეგმავენ, თუ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ. ,,მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, რაც იქნება პრობლემატური მათ შორის მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა, ერთპიროვნულად გამარჯვება. მე მინდა ვილაპარაკო იმაზე რა მოხდება ამ გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება. პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. იმიტომ რომ ეს…

მეტი...

მკვლელობა ქობულეთში – დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 მარტს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, პისტოლეტიდან მრავალჯერადი გასროლით, დაზარალებულს სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ…

მეტი...

გამარჯვებული საქართველოს ნაკრები (ვიდეო)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.  საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.  

მეტი...

თელავში 4 ბინის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები”, – ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ…

მეტი...

თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო – სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევრო 2024-ზე მოხვედრას ულოცავს

,,თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო”. მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევრო 2024-ზე მოხვედრას ულოცავს. ,,ვულოცავ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში უეფას ევრო 2024-ზე მოხვედრას. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებებსა და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირს”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

კადრები დინამოდან (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა უკვე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მეტი...

რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე რუსმა ჯარისკაცებმა სულ მცრიე 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს. როგორც გაეროს ოფისი აღნიშნავს, მოკლული უკრაინელი პატიმრების რიცხვი ,,საგრძნობლად მეტია, ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში”. მოწმეებზე დაყრდნობით, გაეროს ექსპერტები წერენ, რომ ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ რაბოტინოსთან ჯერ ესროლა ფეხში დატყვევებულ უკრაინელ სამხედროს, რადგან ის გარკვევით არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი თავში ორი გასროლით მოკლა. ანგარიშში ასევე აღწერილია რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წამება, მათ შორის ცემა, ელექტროშოკი, იმიტირებული სიკვდილით დასჯა და სექსუალური ძალადობა. ზოგიერთ…

მეტი...