თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდნენ.

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში დღეს გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მსგავსი თემები