ყირიმის ხიდი 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო

4 მარტის 23:35 საათიდან დაახლოებით დილის 8 საათამდე ყირიმის ხიდი დაკეტილი იყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

,,ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა დროებით იბლოკება. ხიდზე და სადამკვირვებლო ზონაში მყოფებს ვთხოვთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიჰყვნენ მოძრაობის უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებებს”, – აფრთხილებდნენ მოსახლეობას.

ხიდის ჩაკეტვის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქერჩის მცხოვრებლებს ღამით აფეთქებების ხმები ესმოდათ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელების დარტყმის შედეგად რუსული საპატრულო გემი “სერგი კოტოვი” ჩაიძირა. რუსეთის ან უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. შეგახსენებთ, რომ თემურ შარიქაძე რეგიონული მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვის მართვის სექტორს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და სამუზეუმო სისტემაში მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის მაისში 21 სხვა თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელი დირექტორის მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა, მოაწერა.

მსგავსი თემები