საქართველოს გადამწყვეტ მატჩამდე 24 საათი აშორებს

საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ემზადება, რომელმაც შესაძლოა, ჩვენს გუნდს გზა პლეიოფის ფინალისკენ გაუხსნას. ლუქსემბურგის ნაკრებთან რომ რთული თამაში გველოდება ეს დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც დაადასტურა, თუმცა ვილი სანიოლი ირწმუნება, რომ გუნდი კარგ ფორმაშია და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ.

მეტი...

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ – გომელაური

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ, უმძიმესი შემთხვევა იყო, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, „მომხდარის გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, თუმცა არის სირთულე, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება“. „საოკუპაციო ხაზთან პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, იყო საუბარი გამოძიებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, ამაზე ვმუშაობთ, რთულია, მე ავხსენი კიდეც, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთ, დავკითხოთ ხალხი, მონაწილე ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი…

მეტი...

„განსაკუთრებით მესმის ხელმოცარული ოპოზიციის, „ნაცების“, „შმაცების“, „ნაცმუცების“ – ბექა ოდიშარია

ოპოზიციამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდ მარცხს განიცდის, ამიტომ „ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას“.- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდ მარცხს განიცდის, ამიტომ „ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას“. „როგორც ხედავთ, დიასპორა და ემიგრაცია იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ლამის ყველზე მნიშვნელოვან საკითხად წარმოჩენილი. წარმოჩინდა იმ ხალხის მიერ, ვისაც წლების განმავლობაში არ გახსენებია და არ ახსენდება. ახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ბინძურ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება წინასაარჩევნოდ. განსაკუთრებით მესმის ხელმოცარული ოპოზიციის, „ნაცების“, „შმაცების“, „ნაცმუცების“. ვფიქრობ, გასაგებია, რომელ…

მეტი...

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების ყოფნას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში, რომელსაც ომი აქვს რუსეთთან, დასავლელი ჯარისკაცები იმყოფებიან. ეს ცნობილი საიდუმლოა, რომ როგორც ბრიტანელი, ასევე ფრანგი სამხედროები უკრაინაში არიან, რათა, მაგალითად, „Storm Shadow-“ს ტიპის ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების დამიზნებისას რჩევები მისცენ კოლეგებს, უთხრა სიკორსკიმ dpa-ს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთი არ აპირებს უკრაინაში თავისი სამხედროების გაგზავნას და მან ეს ახსნა საერთო ისტორიით. უკრაინას და პოლონეთს 400 წელიწადი ჰქონდათ საერთო სახელმწიფო და ამიტომ, პოლონელი სამხედროები უკრაინის მიწაზე კრემლისთვის იოლი პროპაგანდისტული საკვები იქნება. სიკორსკი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიდგომას, რომ არ უნდა…

მეტი...

„სამასწლოვან ომში რომ ვართ ჩათრეულნი და აგვისტოს ომი მხოლოდ ეპიზოდია ამ ომისა…“ – დღეს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა

20 მარტს დიდი ქართველი კლასიკოსის ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა. გთავაზობთ მის მოსაზრებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით: „ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ჩვენს სულებში საუკუნეთა მანძილზე ჩალექილი მონობის შლამი, დავიბრუნოთ ჭეშმარიტი სახე, ჭეშმარიტი ბუნება და აღვიდგინოთ ისტორიული მახსოვრობა. ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ან თავისუფლების შესანარჩუნებლად, ან თავისუფლების კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად ვიბრძვით, ხოლო ისტორიული მახსოვრობის გარეშე, შეიძლება, საერთოდ ავიღოთ ბრძოლაზე ხელი, რაც იგივე სიკვდილი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვიდრე ვიბრძვით, იქამდე ვართ ანგარიშგასაწევი ხალხი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, სამასწლოვან ომში რომ ვართ ჩათრეულნი და აგვისტოს ომი…

მეტი...

„რუსეთში ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან“ – გომელაური

რუსეთში ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლებმა ვახტანგ გომელაურს კითხვა დაუსვეს, როგორ კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია“. „არ ვიცი ვისთან არის დაკავშირებული. ზეპირად არ ვიცი, თავდაცვის მინისტრს ვინ ჰყავს მრჩეველი, ჩემი მრჩეველი იყო? არ ვიცი, ეს ადამიანი ევტუშენკოვის მეგობარია, თუ სხვა ვიღაცის და როგორ გაგცეთ პასუხი. შეიძლება პირიქით, კარგ საქმეს აკეთებდა. ვთქვათ, რატომ არის ცუდი? თქვენ იცით, რომ ცუდი ადამიანია ის?…

მეტი...

საზღვრისპირა სოფლებს ოპოზიციური არხები გაუთიშეს

ფლავისმანი, არცევი, ფლავი მეღვრეკისი, ქერე – ეს ის საზღვრისპირა ბუფერული ზონის სოფლებია, რომლებსაც დახლოებით ოპოზიციური არხები გაუთიშეს და მხოლოდ „იმედს“ უყურებენ, „მედიაცენტრ მთავართან“ ადგილობრივი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური არხების გათიშვა მიზანმიმართულად ხდება: „ჩვეულერივად ვუყურებდით ყველა ოპოზიციურ ტელევიზიას, ოთხი დღეა გათიშულია, სიგნალს ახალდაბის ანძიდან ვიღებდით, ყველას ხომ არ აქვს საშუალება ინტერნეტით ისარგებლოს, ვზივართ და მხოლოდ „იმედს ვუყურებთ,სპეციალურად აურიეს ანძიდან,“ – ამბობს ერთ -ერთი ადგილობრივი „მედიაცენტრ მთავართან.“ ამ დროისთვის გათიშულია, „ტვ პირველი,“ , „მთავარი არხი“ და „ფორმულა,“ – ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლებისთვის განმარტებას არ აკეთებს. არხები 4 დღეა გათიშულია.

მეტი...

ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში – ირაკლი კობახიძე

დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და პირველ რიგში იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, აზიის განვითარების ბანკს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონის გუბერნატორს და ქალაქ რუსთავის მერს, დეპუტატებს. „კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ რუსთაველებს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ…

მეტი...

4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია – პრემიერი

4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, სპორტის სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური სპორტის სასახლეში UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად მივიდა. პრემიერის თქმით, რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, ღირსეული, ნიჭიერი ხალხით და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია. „მინდა მოგესალმოთ ძვირფასო რუსთაველებო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სპორტული კომპლექსის გახსნა და მინდა მოგილოცოთ UFC-ის ქამარი, რომელიც დღეს რუსთავშია. 4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ,…

მეტი...

,,გაააქტიურონ და იყონ, ვეტინგის თემა დახურულია” – მდინარაძე არასამთავრობოებს

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ვეტინგის თემა მმართველი პარტიისთვის დახურულია და არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას პასუხობს: ,,უხარიათ ჟურნალისტებს, უხარიათ მოსამართლეებს, უხარიათ ჩვენს ოპონენტებს, უხარიათ პროდიუსერებს და არის საყოველთაო ჟრიამული ვეტინგის დახურვასთან დაკავშირებით. ერი და ბერი შეთანხმდა, რომ თემის დახურვა არის კარგი. გაააქტიურონ და იყონ, ვეტინგის თემა არის დახურული”, – ამბობს მდინარაძე. ,,სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება”, ნათქვამია 47 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

მეტი...

,,თამაზ გინტურის გარდაცვალების შემდეგ, რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო” – გომელაური

პარლამენტში, ,,მინისტრის საათის” ფორმატში, დეპუტატების კითხვების პასუხად, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამაზ გინტურის მკვლელობას ,,გარდაცვალება” უწოდა: ,,მოგეხსენებათ საოკუპაციო ხაზია, არის დაახლოებით 400კმ-იანი საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით, 100%-ით მისი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია რაც არ უნდა ბიუჯეტი მოგვცენ, 100 000 თუ გავხდებით შსს-ში მაშინ კი ბატონო. ჩვენ კი არა აშშ ვერ იცავს ბოლომდე საზღვარს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 100% -იანი დაკეტვა მე გონი მარტო ჩრდილოეთ კორეაშია. მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ 100%-იანი დახურული აქვს საზღვრები, მითუმეტეს საოკუპაციო ხაზი, სადაც მოქალაქეები ზოგი გადადის იქით, ნათესავი ჰყავთ, ზოგი სასაფლაოზე გადადის და სამწუხაროდ არ უშვებენ…

მეტი...

ერთი ბავშვია, არ დავასახელებ სახელს და გვარს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, 13 წლისაა, მთელი პოლიცია იცნობს – გომელაური

ერთი ბავშვია, არ დავასახელებ სახელს და გვარს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, 13 წლისაა, მთელი პოლიცია იცნობს, – ამბობს შს მინისტრი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. ,,14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის. 32 ყაჩაღობა. ეგეთი რაღაც ისტორიაში, საქართველოშიც და მე მგონი ალბათ უცხოეთშიც არ იქნება, არც რუსეთში არ ვიცი. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა, და ასე შემდეგ 13 წლის არის, ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მეც ვიცნობ ამ ბავშვს უკვე ისეა. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას,…

მეტი...

ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება ეს – გომელაური მიგრაციაზე

ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება ეს, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომალაური მიგრაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად. ,,2023 წლის რომ მოვიკითხეთ, საქსტატმა ივნისში გვექნება დაახლოებით პასუხები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით არ აკეთებს სტატისტიკას და არ ვითვლით ჩვენ, ეს კი გაქვთ, რაც კი იცით, 2012 წლამდე 247 585-ია გასული, რაც საქსტატმა მოგვაწოდა, ჩვენი დათვლილი არ არის და პირიქით, მატებაა 2 420 ადამიანის შემოსვლა საქართველოში, 2013-დან 2022 წლის ჩათვლით. მიგრაციაში ხალხი მიდის, ხაზი რომ გავუსვათ, იქიდან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენ…

მეტი...

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე წლის იანვარში 774, ხოლო, თებერვალში – 813 კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია ჩატარდა

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე წლის იანვარში 774, ხოლო, თებერვალში – 813 კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია ჩატარდა. შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 448 ოპერაციით არის გაზრდილი. უახლოეს მომავალში პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობის დასრულებისა და მობილური ვეტ-კლინიკის დანერგვის შემდეგ, აღნიშნული ოპერაციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. სტერილიზაცია სასარგებლოა თავად ცხოველის ჯანმრთელობისთვის, რადგან: • პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; • მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს; • დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას; • ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს…

მეტი...

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. TV25-ის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე.

მეტი...

საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს: ,,საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა. სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს. ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

მესმის, რატომ ეწვის კუჭი და ერთი ადგილი თქვენი ტელევიზიის პატრონებს – ბექა ოდიშარია

მესმის, რატომ ეწვის კუჭი და ერთი ადგილი თქვენი ტელევიზიის პატრონებს, – ასე უპასუხა ,,ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ,,მთავარ არხს” დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.  ,,დავით ხიდაშელი თუ იყო თავდაცვაში, ეს ალბათ იყო განპირობებული იმით, რომ ჰქონდა სურვილი რაღაცა წვლილი შეეტანა ამ საქმიანობაში. მე მესმის, რატომ ეწვის კუჭი და ერთი ადგილი თქვენი ტელევიზიის პატრონებს, რადგან მათ დაძრეს პროცესი გარეჯთან დაკავშირებით და პრაქტიკულად გარეჯი იყო დაკარგული საქართველოსთვის. ყველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელიც არის ასე ვთქვათ სადაო ტერიტორია. შესაბამისად, ამ ადამიანმა თავის აქტივობით ეს პროცესი შეაფერხა, რაღაც- რაღაცები ამოიტანა…

მეტი...

ბორელმა EU-ს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა. „საბჭოს მიერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოუთმენლად ველი. ეს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირის ერთიანობასა და ერთგულებას გამოავლენს“, – განაცხადა ბორელმა. როგორც ბორელმა აღნიშნა, მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით მოხდება, ხოლო 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ცნობისთვის, დასავლეთში რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი, 300 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებია გაყინული.

მეტი...

გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში კაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაიცას ადგილობრივი გამოცამა ,,მოზაიკა” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკისაა.

მეტი...

2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი – გომელაური

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “მინისტრის საათის” ფორმატში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. – 5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო, ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. ,,2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. 3%-მდეა შემცირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც”, – თქვა გომელაურმა. როგორც მან აღნიშნა, გზებზე სიჩქარის…

მეტი...

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელებას იწყებს. პროექტში ჩართულნი იქნებიან ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სემეკში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. „ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია პერმანენტულად გაიზარდოს სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია ელექტროენერგიის…

მეტი...

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს – მამუკა მდინარაძე

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რადიკალური ოპოზიციიდან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, შემუშავდა საგანგებო რეზოლუციის პროექტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მხრიდან. მისივე ინფორმაციით, პროექტში ხაზგასმულია სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობა და გაწევრების…

მეტი...

პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს – არჩილ თალაკვაძე

„არჩევნები და საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ საქართველოს პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო საკითხებს და კანონმდებლობას, ოპოზიცია ამბობს ერთს და მეორეს – აკეთებს. „ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც საქართველოს აქვს და მომავალში ექნება კიდევ უფრო სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეების მეტი ნდობით აღჭურვილი ადმინისტრაცია და რაც მთავარია – გამოირიცხება ყველა პოლიტიკური სპეკულაცია, რაც მანამდე იყო ხოლმე არჩევნებიდან არჩევნებამდე. მოდი, ვნახოთ…

მეტი...

,,ქალი ხართ და არ გეკადრებათ, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას” – ოდიშარია ნაცვლიშვილს

,,ქალი ხართ და არ გეკადრებათ, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას”, – ასე მიმართა “ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის სხდომაზე “ლელოს” დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, როდესაც ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ დარბაზში ხმაური იყო და საკუთარი თანაგუნდელებისთვის მოეწოდებინა, მოესმინათ მათივე კოლეგისთვის – ნინო წილოსანისთვი, რომელიც ტრიბუნასთან საუბრობდა. „გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა – უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ „ისტებლიშმენტზე“ როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ –…

მეტი...

ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა – ვახტანგ გომელაური

2023 წელს, მნიშვნელოვან გამოწვევას ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენდა, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების აქტიური ბრძოლის შედეგად, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა. „რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელსაც პრიორიტეტად დარჩა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, შემუშავდა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც…

მეტი...

ზუგდიდში, 75 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის მეზობელი დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 75 წლამდე ასაკის ქალს მეზობელი, 50 წლამდე კაცი საკუთარ სახლში თავს დაესხა და მასზე ძალადობა სცადა. კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქალმა მისი ამოცნობა მას შემდეგ შეძლო, რაც მოძალადეს ნიღაბი ჩამოხსნა, რომლითაც ის სახეს იფარავდა. ამის შემდეგ კაცი გაიქცა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

ისრაელში საქართველოდან დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ

ისრაელის პოლიციის მტკიცებით ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ისრაელში საქართველოდან შეიტანეს. ამ სკანდალურ საქმეზე თელ-ავივში დააკავეს ორი ექიმი, რომლებიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და რომლებსაც გამოძიება თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს. საკვლევი მასალები მიუნხენის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ახლა ისრაელის პოლიცია კვლევას უკვე საქართველოში აწარმოებს. კლინიკა, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, ბათუმში მდებარეობს და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ისინი ცოტა ხანში ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

მეტი...

თამაზ გინტურის მკვლელობა, უკანონო ბორდერიზაცია და დაკავებულების გათავისუფლება – შეხვედრა ერგნეთში

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 118-ე შეხვედრა იწყება. ქართული მხარე შეხვედრაზე მოითხოვს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლებას. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე, ოფიციალური თბილისი განმარტებებს მოითხოვს. ,,განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს, ეს ინციდენტები გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის კუთხით 1 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 5 ფაქტი, წინა შეხვედრიდან დღემდე – 3 ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე,…

მეტი...

,,სილქნეტი” მონაცემების გაჟონვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Silknet-დან მონაცემების გაჟონვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მოკვლევა სავარაუდოდ, 2 000-მდე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ,,კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კომპანიის ფუნდამენტური საკითხებია. სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, და მასთან ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს.…

მეტი...

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მეტი...

დააკავეს 17 წლის პირი, რომელიც 16 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოების გადაღებას აიძულებდა და გავრცელებით ემუქრებოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში” მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ კომპიუტერული პროგრამა „ფოტოშოპის“ მეშვეობით მისი ცეკვის ვიდეოს დაამონტაჟებდა ისე, რომ შექმნილ ფოტოებზე დაზარალებული გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში, რასაც შემდგომში გაუვრცელებდა მის მშობლებთან. მუქარის შედეგად, იმავე დღეს, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი…

მეტი...

21-22 მარტს რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ…

მეტი...

ავლაბარში სახლი ჩამოინგრა – დაშავებულია ერთი პირი

ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია თავდაპირველად ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

მეტი...

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდთან მოხდა. მატარებელში მზგავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და რკინიგზის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი გაუმართავი ლიანდაგია.  

მეტი...

,,მოლდოვამ EU-ის გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია” – ბორელი

,,მოლდოვამ EU-ის გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. ,,სიამოვნებით მივესალმე მოლდოვის ვიცე-პრემიერს მიჰაი პოპსოის ბრიუსელში. მოლდოვამ EU-ის გზასა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. განვიხილეთ, როგორ უნდა გადავიტანოთ ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე, რათა კიდე უფრო გაიზარდოს მოლდოვას გამძლეობა და უსაფრთხოება”, – წერს ბორელი.

მეტი...

9 ნაბიჯის და ამ ეტაპების მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება – ჰერჩინსკი

9 ნაბიჯის და ამ ეტაპების მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი და მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. ,,დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“. მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა. ვინაიდან საქართველო…

მეტი...