ჩემი მოწოდებაა, პროგრესირება მოხდეს სანამ ზაფხული დადგება – გერმანიის ელჩი 9 პუნქტზე

,,დეკემბრამდე მცირე დროა დარჩენილი. ჩემი მოწოდებაა, რომ პროგრესირება სწრაფად მოხდეს” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა და ყურადღება ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებაზე გაამახვილა.

,,რაიმეს ადრე გამოქვეყნებას შეიძლება ჰქონდეს როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო შედეგები. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროგრესი ცხრა პუნქტის მიმართულებით. საქართველომ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს ევროკავშირთან დაახლოებით კუთხით და მე მჯერა, რომ ეს ქვეყანა ასე გააგრძელებს. მინდა გითხრათ, რომ დეკემბრამდე მცირე დროა დარჩენილი, იმიტომ რომ ზაფხულში ევროპარლამენტის არჩევნებია, საქართველოშიც იქნება არჩევნები. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ პროგრესირება სწრაფად მოხდეს, სანამ ზაფხული დადგება,” – ამბობს ფიშერი.

მსგავსი თემები