ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრალიაში ჩავიდა

ჩინეთი და ავსტრალია პარტნიორობის გარღმავებისა და თანამშრომლობის მიმართულებით მზაობას აცხადებენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრალიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. ავსტრალიის პრემიერ მინისტრი ენტონი ალბანესი  საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ იის კანბერაში შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ავსტრალიისა და ჩინეთის ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს ეხება ვაჭრობას, ინვესტიციებსა და გაცვლით ურთიერთობებს. პრემიერმა აღნიშნული თანამშრომლობა გარღვევად შეაფასა. „ავსტრალიური მხარე საუბრობს ჩინეთის მიღწევებზე განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით და მზად არის განაგრძოს მჭიდრო მაღალი დონის გაცვლები ჩინეთთან და გააღრმაოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ავსტრალიისა და ჩინეთის…

მეტი...

„შეიძლება ცოტა იწვიმოს, მინდა ყველას ვთხოვო, თბილად ჩაიცვით“ – საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი

„ძალიან ბევრი ადამიანია გულდაწყვეტილი, საქართველო-ლუქსემბურგის თამაშზე დასასწრებად ბილეთის ყიდვა რომ ვერ შეძლო, ბევრი გულდაწყვეტილი პატარა გულშემატკივარი დაგვრჩა. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ დიდი ეკრანები მოვაწყოთ“. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „არ დავიწყებ იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა არის. მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ და კიდევ ერთხელ, დეტალურად გეტყვით, იმას, რომ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია გულდაწყვეტილი იმით, რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრებად ბილეთის ყიდვა ტევადობიდან და რაოდენობიდან გამომდინარე, მხოლოდ რაღაც კატეგორიას, რაოდენობას შეუძლია დაესწროს თამაშს სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დღეს…

მეტი...

დედაქალაქში იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება

დედაქალაქში იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება. ინფორმაციას ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მარინა არაბიძე ავრცელებს. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს, ისინი თითქმის ნორმის ფარგლებში გვაქვს. თუმცა, მყარი ნაწილაკები, რომელიც პერიოდულად ხან ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა და ხან ადგილობრივი, გარკვეულ დღეებში შეიძლება ნორმას აჭარბებდეს. ასევე, გამოვკვეთდით აზოტის დიოქსიდის შემცველობას, რომლის წყარო არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ინდიკატორები განთავსებულია გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობა გვაქვს, აზოტის დიოქსიდის ნორმის…

მეტი...

5 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს მკითხავს, რომელმაც კლიენტს ჯადოს მოხსნის მოტივით 17 500 დოლარი გამოსძალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულ ზოია ლუპაშენკოს 5-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ლუპაშენკოს ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა და რეალურად, საუბარია ორ პირს შორის ნებაყოფლობით გარიგებაზე. საქმეში დაზარალებული შუახნის ქალია, რომელიც ამტკიცებს, რომ მკითხავმა თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. დაზარალებულმა ჯადოს მოხსნის მოტივით მკითხავს 12 500 დოლარი და ოქროს სამკაულები გადასცა, რომელიც მისი თქმით, შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ მკითხავს უკან უნდა დაებრუნებინა. ზიანი ჯამში 17 500 დოლარს შეადგენდა.

მეტი...

,,ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა” – ჯაღმაიძე ხიდაშელზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქს, დავით ხიდაშელს იცავს და განცხადებას ავრცელებს: ,,წარმოგიდგენთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას დავითგარეჯის საკითხის შესახებ ბოლო დღეებში კვლავ დაიწყო მორიგი დეზინფორმაციული შეტევა დავითგარეჯისა და მის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის საქმის შესახებ. სამწუხაროდ, პერიოდულად სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების დაცვისგან შორს მყოფი ხალხი თავს ესხმის ამ ეროვნულ და საკრალურ საკითხს და ცდილობს, დეზინფორმაციითა და ღვარძლით ჩირქი მოსცხოს იმ სიმართლეს, რაც საზოგადოებისა და ქართველი ერისთვის თავზარდამცემი გახდა. ალბათ, ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, როდესაც ქვეყანა, რომელიც…

მეტი...

როგორია ახმეტის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მკურნალობას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს. პაციენტი ამ ეტაპზე ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „40-დან 45 წლამდე ასაკის ქალი კლინიკაში გუშინ, გამთენიისას შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე, მრავალჯერადი ჭრილობა ზურგის არეში, მათ შორის, ერთი ჭრილობა იყო შემავალი პლევრის ღრუში. პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები და პროცედურები ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ის კონტაქტურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადეს ,,ფორტუნას“ კლინიკაში.

მეტი...

როდესაც საბრძოლველად გავდივარ, 100%-ით მყავს შესწავლილი ჩემი მეტოქე – ილია თოფურია

ჩემპიონებსა და ჩვეულებრივ მებრძოლებს შორის განსხვავება არის ის, რომ ჩემპიონებს თავიანთი ემოციების გაკონტროლების უნარი აქვთ. ეს კონტროლი მოდის ძალიან დიდი და რთული მომზადების შემდეგ, – ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „როდესაც საბრძოლველად გავდივარ, ვიცი, რა მომზადებაც გავიარე. ვიცი, რომ ჩემი მაქსიმუმი ჩავდე, ვიცი, რომ 100%-ით მყავს შესწავლილი ჩემი მეტოქე. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვება ჩემი ერთადერთი „ოფცია“ იქნება. ერთადერთი, რაც ყველაზე მთავარია ხოლმე ჩემთვის, რაც არ უნდა მოხდეს, არანაირი სინანულის გრძნობა არ მექნება, რადგან ვიცი, რომ ჩემი მაქსიმუმი ჩავდე მომზადებაში.…

მეტი...

ბათუმში ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა პუშკინისა და ასათიანის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. ინფორმაციას და ფოტო მასალას რეგიონული გამოცემა AJARATIMES ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანები დაზიანდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ყალბი ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხები – თაღლითობისთვის 4 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის ოთხ წევრს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს და 2021-2023 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, იურიდულ პირებთან ძვირფასი ლითონით (ოქრო) უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, სადაც უზრუნველყოფის საგნად ყალბი, თითქოსდა ოქროს ნივთები გამოიყენეს. აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღნიშნული ორგანიზაციების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, – ჯამში 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის ოთხივე წევრი 19 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების…

მეტი...

კახა კალაძე ილია თოფურიას შეხვდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა. კახა კალაძემ მას პირადად მიულოცა მოპოვებული გამარჯვება და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა. „გულწრფელად მინდა მოგილოცო მიღწეული გამარჯვება. საამაყო ადამიანი ხარ და შრომის ფასი იცი. შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული ხარ და მჯერა, შენს გულშემატკივრებს წინ მეტი სიხარული გველოდება. მინდა იცოდე, რომ უამრავ ქართველს უყვარხარ. ასევე, გილოცავ ღირსების ორდენს, რომელსაც დღეს გადმოგცემენ. კაცურად და ღირსეულად გეტარებინოს ეს ჯილდო,“ – აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში…

მეტი...

სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელზე კონტროლს უბრუნებს

სომხეთი აპირებს აზერბაიჯანის მხარეს დაუბრუნოს კონტროლი 4 სოფელზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და საიდანაც ერთ-ერთზე საქართველოსთან დამაკავშირებელი სტრატეგიული გზა გადის. სომხეთის პრემიერის განცხადებებიდან კი ირკვევა, რომ ოფიციალური ერევანი განიხილავს ამ სოფლების გადაცემას და აპირებს საზღვრის დელიმიტაციის დაწყებას მეზობელ სახელმწიფოსთან. საკითხი წინააღმდეგობრივია თავად სომხეთის საზოგადოებისთვის, სადაც მიაჩნიათ რომ ამ 4 სოფლის გადაცემით აზერბაიჯანს კიდევ უფრო მეტი ბერკეტი გაუჩნდება საქართველო-სომხეთ-ირანის დამაკავშირებელ დერეფანზე ზემოქმედებისა. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე ამ სოფლებს მისი ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის პროცესად განიხილავს.

მეტი...

ავსტრალია უკრაინისთვის შექმნილ ,,დრონების კოალიციას” უერთდება

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ავსტრალია შეუერთდა უკრაინის ,,დრონების კოალიციას”. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის შესაძლებლობა ავსტრალიისთვის ,,განაგრძოს წვლილის შეტანა ძალისხმევაში, რათა უკრაინა დარჩეს კურსზე და შეძლოს ამ კონფლიქტის გადაჭრა საკუთარი პირობებით”. ,,დრონების კოალიციაში” უკვე შედის რვა ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი, ლატვია, შვედეთი, დანია, გერმანია, ლიეტუვა, ესტონეთი და ნიდერლანდები. შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნები უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების ათასობით საფრენ აპარატს გადასცემენ.

მეტი...

ცოლის გარდა, ახმეტაში კაცმა ქალის არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, კაცმა ცოლის გარდა,15 წლის ნათესავიც დაჭრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა…

მეტი...

ბათუმში დააჯარიმეს კვების ობიექტები, რომლებსაც მენიუ არასახელმწიფო ენაზე ჰქონდათ შედგენილი

ონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საქმე ეხება “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, კერძოდ, დაჯარიმდნენ ობიექტები, რომლებსაც მენუ ქართულ ენაზე არ ჰქონდათ შედგენილი და გაფრთხილების მიუხედავად აღნიშნული არ შეცვალეს. “სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი, შპს “დარიას” – 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის – 600 ლარი, შპს “ინვესტ ინ ჯორჯიას” – 1 789.22 ლარი და შპს “ჰარვიდენტის” –…

მეტი...

კობა კობალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტები, ფოტო და ვიდეო რეპორტიორები დაესწრნენ. შეხვედრაზე, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოწვეულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა, გულითადი მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სტუმრებმა და მასპინძლებმა, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპული ჟურნალისტები:ავთანდილ (კუკური) ადანაია,ხუტა ახალაია,დავით ბოლქვაძე,ზურაბ გაგუა,გულიკო გოდოლაძე, გრიგოლ დოლგოპოლოვი, ჯუმბერ ეზუხბაია, ალექსანდრა თათლა, ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი, ალექსანდრე კარაპეტიანი, ალექსანდრე კარტოზია, გურამ მგალობლიშვილი, გიორგი…

მეტი...

თავდასხმა ბელგოროდის ოლქის სამხედრო ობიექტზე – ლიკვიდირებულია პუტინის 9 ჯარისკაცი

თავდასხმა ბელგოროდის ოლქის სამხედრო ობიექტზე – ლიკვიდირებულია პუტინის ცხრა ჯარისკაცი. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის მებრძოლმა ალექსეი ბარანოვსკიმ განაცხადა. ბელგოროდის სამხედრო ობიექტზე დილის თავდასხმის შედეგად 9 სამხედრო მოსამსახურე იქნა ლიკვიდირებული და ე.წ. მოხალისეთა ფორმირების კიდევ 5 წევრი დაიღუპა. ეს იყო პასუხი კიევის დაბომბვაზე” – განაცხადა “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის მებრძოლმა.

მეტი...

კახეთში ქმარმა ცოლი დაჭრა

კახეთში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქმარმა ცოლს რამდენიმე ჭრილობა დანით მიაყენა. დაჭრილი თელავის. რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტს ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს უკვე ჩაუტარეს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „პრაიმტაიმი“ შსს-სთან მომხდარის დეტალებს არკვევს.

მეტი...

„ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი“ – კობახიძე, ზურაბიშვილის მიპატიჟებაზე

ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას შეეხებოდა. „ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი. ჩვენ გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. დანარჩენი ეს ჩვენი საკითხი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. ამასთან, პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ…

მეტი...

“ჩემი ძმა არ გარდაცვლილა, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს” – გინტურის პასუხი გომელაურს

თამაზ გინტურის მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ამ სასტიკ დანაშაულს ისევ ბუნდოვანი ტერმინით მოიხსენიებს და ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ქართული შეიარაღებული ძალების მაიორი უბრალოდ გარდაიცვალა. თამაზ გინტურის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხობს -გინტურები შეშფოთებულები არიან ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებებით და დარწმუნებულები არიან, რომ ამ მკვლელობას ქართული ოცნების ხელისუფლება არ გამოიძიებს: “არ აინტერესებს მთავრობას, თორემ ყველაფერი გამოძიებული იქნებოდა აქამდე. გუშინ ერგნეთში იყო 118-ე შეხვედრა, გამოვიდა სუს-ის უფროსი და თქვა, რომ ჯერ არ გვაქვს სია გინტურის მკვლელებისო. რა სია უნდა ჰქონდეთ და სია რათ უნდათ ვინ იყო იმ დღით…

მეტი...

ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შიდა კინკლაობა არავისთვის საინტერესო არ არის- ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას შიდა კინკლაობა არავისთვის საინტერესო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ერთ თუ ორპროცენტიანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ეს არის ღიმილის მომგვრელი. „მათი საქმეა ეს ყველაფერი. ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა მე მგონი, არავისთვის არ არის საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

ოპოზიცია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზეა ორიენტირებული – ირაკლი კობახიძე

დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში. ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომლებიც ცესკო-ს წინააღმდეგ მიმდინარეობს. „გასაგებია, რისთვისაც ემზადება ოპოზიცია. მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ, თან ძალიან მძიმედ. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ  საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში. ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტორებულია ერთადერთ რამეზე, ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა. ბუნებრივია, ამას უკავშირდრბა კამპანიები, რომლებიც ცესკო-ს წინააღმდეგ წარმოებს. ასეთი კამპანიები აბსოლუტურად უსუსურია, შესაბამისად ოპოზიციას წარმატების შანში არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია – ირაკლი კობახიძე

ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიმართა  სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. „ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია. შესაბამისად, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, ღირსების ორდენის გაცემასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ დღესვე გადაეცემა ილია თოფურიას ღირსების ორდენი“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

უბედური შემთხვევა ბორჯომში – მდინარე მტკვარში სატვირთო ავტომობილი გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში – სოფელ კორტანეთთან სატვირთო ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა უბედური შემთხვევა 20 მარტს ღამით მოხდა, რასაც სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

პრეზიდენტი დღეს ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს

პრეზიდენტი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს – შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ცერემონიალზე საქართველოს პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც ეპატიჟება. სპორტსმენი ორდენზე სწორედ კობახიძემ და პაპუაშვილმა წარადგინეს. “საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის,  მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონდა საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება. „მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ვგეგმავთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ტერიტორიაზეგანთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების სანომრე ნიშნების რეგისტრაციაში იმისთვის, რომ ვინც წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობთ, ავტომანქანის გაჩერება…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს  პროფესიულ დღეს ულოცავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მადლობას უხდის თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის. „ქართველ მესაზღვრეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის და ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

“ეს &ლეები ესენი“ – რას აქვეყნებს ზურა ჯაფარიძე

„ე.ი. რუსები რომ გამოექცენ ომს, შემოიტანეს დოლარი, რამაც შეცვალა ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, ლარში გაზომილი ეკონომიკის ზომამ გაყოფილი ახალ გაცვლით კურსზე დოლარში მოგვცა უფრო დიდი რიცხვი – აი ეს ყოფილა ‘დოლარში ეკონომიკის 22%-იანი ზრდა’ ეს &ლეები ესენი. იგივე პერიოდში, ლიბანურ ფუნტში 563%-ით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა“

მეტი...

პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მძღოლებს გასული წლის პირველი აპრილიდან საკუთრებაში გადაეცათ A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რისი გააქტიურებისთვის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. „გაითვალისწინეთ, რომ პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

თბილისი მერი მოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მოქალაქეებსა და სტუმრებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში, როგორც მულტიკულტურულ ქალაქში, ისე მთელ საქართველოში ამ დღესასწაულს არაერთი ადამიანი აღნიშნავს. „გუშინ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული დაიწყო. მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს და სტუმარს, ვინც დღევანდელ დღეს ზეიმობს. ეს არის ბუნების განახლების, გაზაფხულის, გამწვანების, სიცოცხლის დღესასწაული, ერთგვარი ახალი წელი, რომელიც ოჯახურ გარემოში აღინიშნება. ჩვენს მულტიკულტურულ ქალაქში და მთლიანად საქართველოში ბევრი ოჯახი აღნიშნავს ამ დღეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს, ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მეტი...

საქართველოს ნაკრების გამარჯვება სჭირდება არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს – კახა კალაძე

საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური ფანზონა მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გულშემატკივარს, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრის ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება. „დღეს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დღეა. „დინამო არენაზე“ გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებთან. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილია იმით, რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრები ბილეთის ყიდვა, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი რესპუბლიკის მოედანზე…

მეტი...

საქართველოში ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი სტუმრობს. გენერალ ვაგნერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. გენერლებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ JFTC-თან თანამშრომლობით კიდევ უფრო იზრდება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა ნატოსთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ნორბერტ ვაგნერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. საქართველოში იმყოფებიან ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (GACTC), ფინეთის თავდაცვის ძალების საერთაშორისო ცენტრისა (FINCENT) და შვედეთის შეიარაღებული…

მეტი...

საარჩევნო ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის- ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლისა და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის. „როგორც ჩანს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მის თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის – ფიქსირდება მათი პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად მოპოვებისა და გამოყენების არაეთიკური მცდელობები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირად ცხოვრებაში შეჭრის, მათგან პერსონალური ინფორმაციის მოპოვების, მცდელობები. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც ღია და გამჭვირვალე ორგანიზაციის რეპუტაცია უდავოა, როგორც ჩართული მხარეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ხოლო მისი თანამშრომლები თავიანთ…

მეტი...

ოკუპანტების ხარკოვზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი იყო გამოცხადებული – ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებს ერთმანეთის მიყოლებით ბომბავდნენ. მთავარი სამიზნე კიევის შემდეგ, ხარკოვი იყო, სადაც მასიურმა თავდასხმამ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ აგრესორი უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გამო საკადრის პასუხს მიიღებს. ზელენსკიმ ასევე პარტნიორებს მიმართა და მათ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა, რადგან პრეზიდენტის თქმით, სხვანაირად მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა შეუძლებელია. უკვე ორ წელზე მეტია ხარკოვის რეგიონი რუსეთის სასტიკ თავდასხმებს ექვემდებარება. სალტევკა განადგურდა რაკეტებით. დაზიანდა ქალაქის სხვა ქუჩები და უბნები. განადგურდა რეგიონის სოფლები და ქალაქები. იყო რუსეთის მორიგი დარტყმა ხარკოვზე, რომელიც არაფერზე…

მეტი...

დღეს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ ილია თოფურია „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, დღეს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს. მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება. 27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

მეტი...

კახა კალაძემ მედიის ყველა წარმომადგენელს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა. კახა კალაძემ ყურადღება საზოგადოების ინფორმირების პროცესში ჟურნალისტების როლზეც გაამახვილა. „დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მინდა, პირველ რიგში აქ დამსწრე მედიის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ამ პროფესიას კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად ემსახურება, მივულოცო დღევანდელი დღე. ვისურვებდი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ემსახურებოდეს საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებს და პირნათლად ასრულებდეს იმ უდიდეს როლს, რასაც საზოგადოების სწორად ინფორმირება ჰქვია. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

კანადამ უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო

უკრაინამ კანადისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს. მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში. ,,მადლობელი ვართ კანადის ხალხისა და მთავრობისა, რომლებიც რჩებიან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად ამ რთულ დროს”, – წერს შმიგალი.

მეტი...