მშიშრები არ უნდა ვიყოთ, დროა უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ – მაკრონი

მშიშრები არ უნდა ვიყოთ, დროა უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრაღაში, ფრანგ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

,,კარგად ვიცით, რომ ომი დაბრუნდა ჩვენს მიწაზე (ევროპაში), რომ ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ყოველდღიურად ზრდის თავდასხმის საფრთხეს. ჩვენ მოგვიწევს ისტორიისა და იმ გამბედაობის დაცვა, რომელიც ამას მოითხოვს“, – აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, ჩეხეთში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მაკრონი შეხვდება ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველსა და პრემიერმინისტრ პეტრ ფიალას.

მსგავსი თემები