კენიაში სასწავლო თვითმფრინავი სამგზავროს დაეჯახა – არის მსხვერპლი

კენიაში საფრენოსნო სკოლის კუთვნილი თვითმფრინავი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა და ნაირობის ნაციონალურ პარკში ჩამოვარდა. შედეგად სტუდენტი პილოტი და მისი ტრენერი დაიღუპნენ.

მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი ნაირობის ვილსონის აეროპორტში დაეშვა. ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ 39 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წვერი არ დაშავებულა.

კენიის სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, ინციდენტი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 10:05 საათზე, მოხდა. ავიაკომპანიის დეპარტამენტმა და პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.

მსგავსი თემები