რას წერს ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა ანა რობაქიძე, რომლის მამა და დაც ტრაგედიას ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ოჯახის წევრებს ემშვიდობება.

„ასე გადაწყვიტა სამყარომ, ჩემი მოკვლა”, – წერს ანა რობაქიძე.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა.

მსგავსი თემები