უკრაინამ და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთთან გაფორმდა სხვადასხვა შეთანხმებები, მათ შორის ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე: ,,უკრაინასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის გულწრფელი და ნაყოფიერია. დღეს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე როგორც მთავრობის დონეზე, ასევე კომპანიებს შორის. შევხვდი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი მოვიყვანოთ მოქმედებაში, რაც განვიხილეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დისკუსიებით და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები ძლიერი იქნება. ჩვენ ასევე მზად ვართ სწრაფად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის რეკონსტრუქციას და ჩვენი ხალხებისთვის აუცილებელი ორმხრივი შეთანხმებების წინსვლას. დღეს უკრაინამ და თურქეთმა ხელი…

მეტი...

​ბაიდენი ამბობს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი დაამტკიცებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ TikTok-ის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს. ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონიც. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანია ByteDance-ს მოუწოდა, რომ TikTok-ზე უარი თქვას, ან აშშ-ში საქმიანობა აეკრძალება. CBS News-ის მიხედვით კი, იუსტიციის დეპარტამენტმა ის საფრთხეები ჩამოაყალიბა, რომლებიც TikTok-ის მიერ შეგროვებულ დიდი რაოდენობით სენსიტიურ მონაცემებსა და ჩინეთის მთავრობის მიერ კამპანიაზე გავლენის მოხდენის საფრთხეს ეხება.

მეტი...

დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაურიც ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში – ღარიბაშვილი

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ აღმართული ღობის მოხსნასთან დაკავშირებულ კითხვას არასერიოზულ თემას უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე განმარტებას კობახიძე გააკეთებს. ,,საკითხი არის არასერიოზული, არასერიოზული თემაა, ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო საერთოდ არ მესმის…ხარისხიანი იყო და ლამაზი იყო…მთავრობის მეთაური თავად განმარტავს ალბათ. საკითხის დასმა ისე, რომ, ვინაიდან, ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა და არ ვიცი, ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, უხერხულია, უბრალოდ სირცხვილია. ამას განმარტავს თავად ბატონი ირაკლი კობახიძე. მიმართეთ მას და განმარტებას გააკეთებს… არის საკითხები, რომლებიც წყდება, რა თქმა უნდა, იგივე დაცვის სამსახურების და სპეცსამსახურების და პოლიციის რეკომენდაციების მიხედვით. დამისახელეთ ქვეყანა,…

მეტი...

აშშ-მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

აშშ-მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა ერთი ადამიანი. შემთხვევის გამომწვევ მიზეზი უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მედიის ცნობით, თვითმფრინავი ეროვნული გვარდიის Lakota UH-72 იყო.

მეტი...

უკრაინაში ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართული ლეგიონის ცნობით, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი ფრონტის ხაზზე, საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპნენ. პუტინის აგრესიას უკრაინაში, ბოლო 2 წელში უკვე 61 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

მეტი...

თბილისში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მე-10 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, გახანგრძლივდეს

„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. აქამდე სამუშაოების დასრულების პერიოდად 2024 წლის ზაფხულის ბოლო სახელდებოდა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, შესაძლო გადავადება დამატებით კვლევებს და პროექტის განახლებას უკავშირდება. „მეტროსადგურ “ვარკეთილში” არსებული ჭერის დემონტაჟის შემდეგ, რკინა-ბეტონის თაღის დეტალური სკანირება და კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჭერის შეცვლილი გეომეტრიისა და დამაგრების კვანძების პროექტი განახლდა. ვინაიდან საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ, შესაძლოა, გარკვეული ვადით გადაიწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, ჭერის მოპირკეთება შესაბამისი მასალების შეკვეთის და მიღების შემდეგ განახლდება. „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო…

მეტი...

დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი, ივანიშვილი – გიორგი გახარია

სამწუხაროდ ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი – ივანიშვილი, – ამბობს ,,საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ღარიბაშვილ-კობახიძის დაპირისპირებაზე. ,,ბოლო სამი წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” ეტაპობრივად დაშალა ყველა ინსტიტუტი შინაარსისგან. პარლამენტი დაცალა, პრეზიდენტი შეზღუდა, კონსტიტუცია საერთოდ გააუქმა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში იყო პრემიერის ინსტიტუტი დარჩენილი, რომელიც ასე თუ ისე ფუნქციონირებდა. დღეს, რაც ხდება, ამ პრემიერის ინსტიტუტსაც აზრი დაუკარგეს. რა მნიშვნელობა აქვს, სიმართლე თუ გინდათ, არც მახსოვს, ვინ არის და ვინ იყო ეს პრემიერი. ნუ, სამწუხაროდ ასეა… ვიღაც ვიღაცები ამბობდნენ, რომ საპატიო თავმჯდომარე განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მინისტრი. მეგობრებო, საქართველოში არსებობს კონსტიტუცია,…

მეტი...

კომუნიკაცია გვქონდა კონფლიქტში ჩართულ პირებთან, მიმდინარეობს ვითარების შესწავლა – ომბუდსმენი ადიგენზე

ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ კონფლიქტში ჩართულ პირებთან და მიმდინარეობს ვითარების შესწავლა: ,,საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა კონფლიქტში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ადიგენის ცენტრში გუშინ, მუსლიმ მრევლს პარასკევის ლოცვის საშუალება არ მისცეს.…

მეტი...

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვლის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თავისივე “პიტბული”-ს ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა მეტისის ჯიშის ძაღლი, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია. არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და…

მეტი...

აშშ-მა რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომპანიებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომპანიებს სანქციები დაუწესა. ,,დღეს დასანქცირებულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ვაგნერის PMC-ის საქმიანობის ხელშეწყობაში და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქმედებებში. აღნიშნული პირები ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებით შემოსავლის მიღებას ცდილობდნენ და ვაგნერის ჯგუფს და 2023 წლის აგვისტოში გარდაცვლილ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებს მატერიალური და ფინანსური დახმარება გაუწიეს”, – წერია განცხადებაში. კერძოდ, აშშ-ის ხაზინამ სანქციები დააწესა ცენტრალური აფრიკული კომპანიის Bois Rouge SARLU-ს წინააღმდეგ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Wood International Group SARLU. აღნიშნული კომპანია “ვაგნერს” ტროპიკული ტყეების ხე-ტყის სამრეწველო გაყიდვით მიღებულ…

მეტი...

მცხეთაში ძაღლს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინეს – დაწყებულია გამოძიება

მცხეთაში პიტბულის პატრონმა ძაღლს მიუსაფარი ცხოველი მიზანმიმართულად დააგლეჯინა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებასა და მისდამი სასტიკად მოპყრობას გულისხმობს. ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მათი თქმით, ინციდენტში მონაწილე პირებს შორის, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებიც არიან და გამოძიება დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს. ,,ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც მომაწოდეს. არიან უშუალოდ მოწმეებიც, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ უშუალოდ ამ პირებთან. ეს მასალები პროკურატურასთან გავგზავნე, გამოიკვეთა ორი ქეისი, თავდაპირველად ერთი ფაქტი გვეგონა, ანუ ერთი ადამიანის მიერ ორგანიზებული, თუმცა…

მეტი...

ბათუმში 20 წლის ბიჭს ეძებენ

ოჯახი 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებს. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს და წერს, რომ ბათუმელი ახალგაზრდა ბოლოს 5 დღის წინ ნახეს. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 591 67 61 00 ან 598 09 00 52.

მეტი...

,,ეს ჩემი ბოლო არჩევნებია” – ერდოღანი

,,ეს ჩემი ბოლო არჩევნებია,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა 31 მარტს ჩანიშნული ადგილობრივი არჩევნების შესახებ განაცხადა. ,,კანონით მინიჭებული მანდატით, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია… შედეგი, რომელიც დადგება, იქნება მემკვიდრეობის გადაცემა ჩემს და-ძმებზე, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ”, – განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, ერდოღანი თურქეთს უკვე ორ ათწლეულზე მეტი ხანია მართავს. ის 2023 წლის მაისში ხელახლა აირჩიეს ხუთი წლის ვადით.

მეტი...

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 10 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 10 ბავშვი დაიბრუნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილასაა. ,,მათ შორის, ვინც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება მოახერხა, გოგონა ალინაა. მას მხოლოდ მამა დარჩა მას შემდეგ, რაც დედამისი რუსებმა დაადეპორტეს. ბავშვს აიძულებდნენ რუსულ სკოლაში სწავლას, რუსეთის ჰიმნის შესრულებას და აგრესორი ქვეყნის “სიდიადეზე” ფილმების ყურებას… განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ოკუპანტები ბავშვების აიძულებდნენ დაეწერათ წერილები ჯარისკაცებისთვის, რომლებიც კლავენ მათ მამებს, დედებს, ძმებსა და დებს. ასევე, განადიდონ ქვეყანა, რომელმაც მათ მშვიდობიანი ცხოვრება წაართვა,” – განაცხადა Save Ukraine-ის ხელმძღვანელმა, მიკოლა კულებამ.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრად ზვიად ყიფიანის განხილვას არ ადასტურებენ

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მიისტრ ზურაბ აზარაშილს ექიმ-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს, ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. როგორც  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძე აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე ზვიად ყიფიანის კანდიდატურა არ განიხილება. „კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

მეტი...

„საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან“ – ღარივაშვილი პრეზიდენტზე

„საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან.  ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში“ – აღნიშნული განცხადება  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში აქტივთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ამ ყველაფერზე ქართველი ხალხი შეფასებას გააკეთებს. „ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, ადამიანზე, არასწორია. სამწუხაროდ, საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან . ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა და რომლის რეიტინგიც დაახლოებით 1% იყო, „ქართულმა ოცნებამ“ და…

მეტი...

რუსული გაზი ჩინეთში და ჩინური მანქანები რუსეთის გზებზე

„რუსული ბუნებრივი აირი ამარაგებს უამრავ ჩინურ ოჯახს და ჩინური წარმოების მანქანები დადის რუსეთის გზებზე. ეს ყველაფერი აჩვენებს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ძლიერ მდგრადობასა და ფართო პერსპექტივებს“ –  ეს განხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკინში საერთაშორისო მედიის წარმომადგენებთან გააკეთა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო. როგორც  ვანგ ი აცხადებს, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა წინ მიიწევს და  ეს არის ორმხრივი სტრატეგიული არჩევანი. „ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება არის ორი მხარის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც დაფუძნებულია ორი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებზე. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუყვეთ მსოფლიოს ტენდენციას. ჩინეთმა და რუსეთმა შექმნეს ძირითადი ქვეყნების ურთიერთობების…

მეტი...

ბორჯპმში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საამქროს ტეროტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი, ბორჯომის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.    

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი ჩინეთის ეროვნული კონგრესის (პარლამენტის) შენობიდან

ეს ჩინეთის დედაქალაქი პეკინია, მთავარი პოლიტიკური ცენტრი. ჩანგანის ქუჩა ყველაზე მთავარი ქუჩაა ჩინთში, სადაც მდებარეობს მავზოლეუმი, ეროვნლი სახალხო კონგრესის შენობა, ეროვნული მუზეუმი და სხვა ობიექტები. ქუჩა არის დაახლოებით 12 კილომეტრი და მისი სახელი უკავშირდება დაცულობას და მშვიდობას.  

მეტი...

18-მეტრიანი ავტობუსებით N314 მარშრუტის მგზავრებიც ისარგებლებენ

ახალი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზეც გავიდნენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა. აღსანიშნავია, რომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის…

მეტი...

აფხაზეთიდან დევნილ 305 ოჯახს აქციის ფარგლებში პროდუქტები გადაეცა

დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა. აქციის ფარგლებში სასურსათო პროდუქტები აბაშის, ზუგდიდის, ჭკადუაშისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 305 ოჯახს გადაეცა. პროდუქცები მოსახლეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აპარატის წევრებმა გადასცეს. დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრების დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  საპატიო და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ. ჰუმანიტარული აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

მეტი...