15 წლის გოგოს, რომელმაც ბიძა ძალადობაში ამხილა, ოჯახი ჩვენების უარყოფას სთხოვს

აჭარაში 40 წლის მამაკაცი დააკავეს. საქმე 15 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ შევიწროების მუხლით არის აღძრული. გოგონა, რომელიც ბიძას ძალადობაში ადანაშაულებს, მომხდარის გასაჯაროების შემდეგ ჯერ დეიდის მხრიდან გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ახლა კი მშობლები მას პოლიციისთვის მიცემული ჩვენების უარყოფას თხოვენ. არასრულწლოვანის დედა მომხდარზე კამერებთან არ საუბობს და მედიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

მეტი...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები 20 ქვეყნიდან, გმობენ რუსეთის ,,არჩევნებს” უკრაინის ტერიტორიაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები 20 ქვეყნის პარლამენტიდან – ევროპის ათეულობით ქვეყანა, ასევე აშშ, კანადა და ისრაელი – უერთდებიან განცხადებას, რომლითაც არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნების ჩატარება ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობაა. ,,ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის იმპერიალისტურ ქმედებებს და მის მუდმივ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ”, – ნათქვამია დოკუმენტში. განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის მუდმივი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის აუცილებლობა და ნათქვამია, რომ ეს მხარდაჭერა წარმოადგენს კრიტიკულ კონტრზომას კრემლის რეპრესიული და აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. განცხადებას უერთდება: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, დანია, ირლანდია, პოლონეთი, გერმანია,…

მეტი...

,,ჩვენ ეს შევძელით: წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა” – ბორელი

ჩვენ ეს შევძელით: წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა, – ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ,,ჩვენ ეს შევძელით: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მუდმივი წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა უკრაინის დახმარების ფონდზე. ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინაში კიდევ 5 მილიარდი ევროთი. მესიჯი ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველაფრით, რაც დასჭირდება გამარჯვებისთვის”, – წერს ბორელი.

მეტი...

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებს: 37,031 გრ. კოკაინს, 13,5699 გრ. მეთადონს, 8,5617 გრ. მდმა-ს, 5,705 გრ. ამფეტამინს და 0,0061 გრ. ლიზერგიდს. ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი, გასაღების მიზნით, პაკეტებად დაფასოებული ქუთაისში ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსა და თითოეულ ლოკაციას ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, ფოტოსურათები გადაუღო, რათა შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების დიდი ნაწილი ქუთაისში, ბრალდებულის მიერ დაქირავებული სასტუმროს ნომერში…

მეტი...

ბელგოროდში განგაშის სიგნალი და აფეთქებებია

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმები ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში კვამლის სვეტი შეინიშნება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროუკრაინული დივერსიული ჯგუფები ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში შეჭრას ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებენ და ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა. ,,საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა – და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

ძალიან გამიჭირდება შევაფასო, თუ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი ხვალ და ზეგ – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სრულებით გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაუჭირდება საუბარი, თუ რას გაააკეთებს ის მომავალში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ხალხის ძალის“ იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეაწყალებინებს, ისინი არჩევნებს აღარ დაელოდებიან და აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. „გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. შესაბამისად, შევაფასო, თუ რას იზამს ის ხვალ და ზეგ, ძალიან გამიჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.…

მეტი...

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებს აფართოებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რეგულაციის პროექტზე შეთანხმდნენ, რომლის საშუალებითაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი განახლდება. მიზანი უვიზო მიმოსვლის ბოროტად და ევროკავშირის ინტერების საწინააღმდეგოდ გამოყენების გამკლავებაა. განახლებული მექანიზმით, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძვლები უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად: თუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მდგომარეობა შეუსაბამოა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, ევროკავშირის მსგავსად არ იცავს სავიზო რეგულაციებს. ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირში შესვლის მსურველთა რაოდენობის გაზრდა. ინვესტორის მოქალაქეობის სქემის არსებობა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მინიჭება ხდება მესამე ქვეყანასთან სარწმუნო კავშირის დადასტურების გარეშე, წინასწარ განსაზღვრული გადასახადებისა და ინვესტიციების სანაცვლოდ. ჰიბრიდული საფრთხეები და…

მეტი...

აიბლანდნენ ერთმანეთში, არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს მოკლებულია – კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის დაპირებაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ეხება, მედიის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, „ლელოსა“ და მისი ლიდერის განცხადებები უარგუმენტო და მანიპულაციურია. ,,არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხაზარაძის განცხადება, იმდენ სისულელეს ვისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან. მერე უკვე აიბლანდნენ ერთმანეთში, ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს, პენსიებთან დაკავაშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია: არანაირი არგუმენტაცია, არანაირი კონკრეტიკა. ქართველი ხალხი არ მოტყუვდება ამ მანიპულაციით“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტული…

მეტი...

ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც კორპუსის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არაა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ოჯახს, რომელსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა, თბილისის მერია დაეხმარება, იქამდე კი, ისინი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით სასტუმროებში გადაიყვანა. „აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შესაბამისი უწყების წარმომდგენლები ადგილზე მობილიზებულნი არიან. სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა. თუმცა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტიკაზე საუბარი გაგვიჭირდება. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილნი, ზოგმა კი თავისი სურვილით…

მეტი...

ეს ადამიანი თაღლითია, არავის შერჩება მძიმე დანაშაული – კახა კალაძე აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არ გაცემაზე

თაღლითი და კრიმინალია დავით კეზერაშვილი თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. მისივე განმარტებით, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. „ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და აწმყოშიც რაც იკადრა უმძიმესი დანაშაულია, თაღლითური გზით ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა. ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც დაწყებულია. არავის შერჩება ასეთი მძიმე დანაშაული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ,,აღნიშნულ ხიდს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის გამოც, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”, – განაცხადა თბილისის მერიამ.

მეტი...

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ზოომაღაზია გაქურდეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ზოომაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში შესვლა კარის დაზიანების შედეგად მოახერხა. სალაროდან წაღებულია 400 ლარამდე თანხა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამოღებულია ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

მეტი...

სავარაუდოდ რუსებს, ავტომობილში მოწყობილი სამალავებით, ლარსიდან არადეკლარირებული რუბლები შემოჰქონდათ

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი” არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი ამოიღეს. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა” – წერია განცხადებაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.

მეტი...

მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში შპს „ქართრეიდის“ დილერმა ზ.მ-მ, დირექტორებმა მ.ყ.-მ და დ.ჩ.-მ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან 209.220,00 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145.210,62 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122.712.37 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,…

მეტი...

ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას არ გააგზავნის

ევროპის პარლამენტი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას არ გააგზავნის. ასევე, საკანონმდებლო ორგანო რუსეთში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრების უფლებამოსილებას არ ანიჭებს არც ერთ ევროპარლამენტარს და ემიჯნებიან ნებისმიერ ევროდეპუტატს, რომელიც არჩევნებზე დასაკვირვებლად დამოუკიდებლად გადაწყვეტს რუსეთში წასვლას. ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ტარდება.

მეტი...

,,ხმაურმა გაგვაღვიძა, ჩამოლეწილი იყო ფანჯრები… შუშები ეყარათ ბავშვებს” – აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ექსპერტები მუშაობენ და 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას ამოწმებენ. შენობაში, სადაც 93 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერი აფეთქება ღამის დაახლოებით 3 საათზე მოხდა, რაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. აფეთქების კერა პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართი აღმოჩნდა. კორპუსში მაცხოვრებლები ამ ეტაპზე შენობიდან გამოყვანილები არიან. შუშები ჩაიმსხვრა გვერდით მდებარე კორპუსებშიც. ,,ხმაურმა გაგვაღვიძა, ჩამოლეწილი იყო ფანჯრები… შუშები ეყარათ ბავშვებს”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

მეტი...

სიღნაღში, მამის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის კაცს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სოფელ ანაგაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის კაცს სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ის სასამართლო პროცესებზე აცხადებდა, რომ მამა ემუქრებოდა და თავი დაიცვა. როგორც ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი განმარტავს, დაცვის მხარე თავიდანვე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილ მკვლელობაზე საუბრობდა. უფლებადამცველი ახლა განაჩენის გასაჩივრებასა და საქმისათვის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და პროკურატურის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა კაცი მამის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მკვლელობა 2023 წლის 4 ივლისს მოხდა. წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის…

მეტი...

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა 15 მარტიდან იქნება შესაძლებელი

საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა 15 მარტიდან იქნება შესაძლებელი. ,,2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს”, – აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული მ.ს., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., 2001 წელს დაბადებული პ.ი., 2000 წელს დაბადებული ჰ.ბ., 1992 წელს დაბადებული ა.ი. 1991 წელს დაბადებული ი.დ., 2000 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ზ.ღ., 1984 წელს დაბადებული მ.თ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო…

მეტი...

რუსთავში, ერთ-ერთ აფთიაქში ავტომობილი შევარდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში ავტომობილი შევარდა. ინფორმაციას ადგილობრივ გამოცემა ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, მძღოლი მანქანას აჩერებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დამუხრუჭება ვეღარ შეძლო და აფთიაქის მინას შეეჯახა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მეტი...

ავსტრიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა

ავსტრიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა და უბრძანა, ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში დატოვონ. ,,რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატის ქცევა შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან… მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ,” – ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, სანამ ავსტრია ამ ნაბიჯს გამოაცხადებდა, მანამდე რუსეთმა განაცხადა, რომ საპასუხო რეაქციას ექნებოდა. რუსეთმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას “უსაფუძვლო” უწოდა. ავსტრიის ამ გადაწყვეტილებით, რუსი დიპლომატების რაოდენობა, რომლებიც ავსტრიამ 2020 წლიდან გააძევა, 11-მდე გაიზარდა.

მეტი...

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ – არიან დაშავებულები

აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონში საქართველოს საელჩოს ორი თანამშრომელი ავარიაში მოყვა. გამოცემა ,,რეპორტ.აზ” წერს, რომ დაშავებულია ორი ადამიანი. მედიის ცნობით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ნიგერიაში, 300-მდე მოსწავლის გასათავისუფლებლად, გამტაცებლები 620 432 დოლარს ითხოვენ

შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც 7 მარტს ჩრდილოეთ ნიგერიის სკოლიდან 286 მოსწავლე და თანამშრომელი გაიტაცეს, მათი გათავისუფლებისთვის 1 მილიარდი ნაირა (620 432 დოლარი) მოითხოვეს. ინფორმაცია Reuters მძევლების ოჯახების სპიკერმა და ადგილობრივმა მრჩეველმა, ჯუბრილ ამინუმ განუცხადა. ,,მათ სულ მოითხოვეს 1 მილიარდი (ნაირა) გამოსასყიდი სკოლის ყველა მოსწავლეზე, სტუდენტზე და პერსონალზე… მათ დასვეს ულტიმატუმი, რომ გამოსასყიდი გადაეხადათ გატაცების დღიდან 20 დღის განმავლობაში და განაცხადეს, რომ მოკლავენ ყველა სტუდენტს და პერსონალს, თუ გამოსასყიდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა სპიკერმა. თანამდებობის პირის, იდრის იბრაჰიმის ცნობით, გამტაცებლებმა ფარული ნომრიდან დარეკეს, ,,მაგრამ ხელისუფლება მუშაობს ნომრის მიღებაზე.”

მეტი...

რუსეთში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, მაგადანის ოლქში Mi-8 ვერტმფრენი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენს ერთ-ერთი მაღაროდან მუშები გადაჰყავდა. სატრანსპორტო პროკურატურა აცხადებს, რომ ბორტზე 20 ადამიანი იყო, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულია 1 ადამიანი, ორი კი დაშავდა. უწყების წინასწარი შეფასებით, მომხდარის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

,,ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება” – სარჯველაძე რესპუბლიკურის მედპერსონალს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია – უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად – სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები. შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე…

მეტი...

უკვე 10 დღეა, ბათუმში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

უკვე 10 დღეა, ოჯახი 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებს. ახალგაზრდა ბოლოს 4 მარტს ნახეს. ის სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 591 67 61 00 ან 598 09 00 52  

მეტი...

რუსეთი ღამით თავს დაესხა ხარკოვისა და სუმის ოლქებს

რუსეთმა ღამით ხარკოვისა და სუმის ოლქებს რაკეტებითა და ,,შაჰიდის” ტიპის დრონებით შეუტია. სუმის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით თავდასხმა იყო სუმის რეგიონის “ოთხი ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე”: რეგიონულ ცენტრს, შოსტკას, ტროსტიანეცს და ბელოპოლიეს. გარდა ამისა, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა შოსტკასა და ტროსტიანეცზე, იუწყება ადმინისტრაცია. რაც შეეხება ხარკოვს, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი წერს, რომ რუსეთმა ხარკოვს S-300-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. სინეგუბოვის თქმით, რამდენიმე ,,არასაცხოვრებელი სამოქალაქო შენობა” დაზიანდა ქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში, მსხვერპლი არ არის.

მეტი...

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ. ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა. მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ…

მეტი...