ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული – თამარ კორძაია

„რომელ ჯანსაღ გარემოზე ვლაპარაკობთ და რომელ ახალ პროექტების მიღებაზე, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა სექსუალური შევიწროვების ფაქტები, რომელიც ქვეყანაში ხდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც აწუხებთ და აუცილებელია ძალისხმევა მათ დასაძლევად იქნეს მიმართული.

„სამწუხაროდ, ამ ფონზე, განათლების მინისტრმა ნაცვლად იმისა, რომ სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტი ყურადღება გაამახვილოს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები მოისყიდოს, სამწლიანი საბაკალავრო სწავლების და ერთწლიანი სამაგისტრო სწავლების რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი თემები