ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

,,მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა,” – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, ამ თანამდებობიდან კობახიძემ 1-ელ მარტს გაათავისუფლა. დღეს დილით კი დააანონსა, რომ ბარნაბიშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა.

მსგავსი თემები