ქუთაისის აეროპორტში რეისები ვერ სრულდება – მგზავრები გაფრენას რამდენიმე საათია ელოდებიან

ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. აეროპორტში ვერ ხდება ვერც მიღება და ვერც გაფრენა. მგზავრები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე საათია კვიპროსის და აბუ-დაბის ფრენები გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. მგზავრების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ფრენა რამდენიმე საათის წინ უნდა შესრულებულიყო ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ, მათ საკვების ვაუჩერები დაურიგა. მანამდე კი, ათენის რეისი დღეს, ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ქუთაისის აეროპორტში ამბობენ, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, შეფერხება ელექტროენერგიის შეწყვეტამ გამოიწვია.

მეტი...

43 ქვეყანა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს

43 ქვეყანა, მათ შორის აშშ, ევროკავშირი და ბრიტანეთი, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს. ,,ჩვენ აღშფოთებულნი ვართ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილით. რუსეთმა უნდა დაუშვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ”, – განუცხადა ევროკავშირის ელჩმა, ლოტე კნუდსენმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა…

მეტი...

ერთი უბედურებაა, რომ ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რათა თავიანთი შეხედულებები გაიტანონ აშშ-ის სენატში, მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის – გიორგი ვოლსკი

ერთი უბედურებაა, ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რომ თავიანთი შეხედულებების გატანა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ხოლო მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია äფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობას ეხება. ,,უცებ გამოჩნდება ვიღაც სენატორი, რომელიც იტყვის რაიმე მხარდასაჭერს äფორმულას“ ჯგუფის, äნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და მათ უნდა ისე წარმოადგინონ, თითქოს ამაში არავის მონაწილეობა არ მიუღია. ჯერჯერობით ვერცერთი სენატორი ვერ დაითანხმეს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონებია დახარჯული, ვერ მოხდა საქართველოს მიმართ ხისტი განცხადებების მობილიზება საერთაშორისო დონეზე,…

მეტი...

ათენიდან ქუთაისში გამოფრენილი თვითმფრინავი, გაურკვეველი მიზეზების გამო, თბილისის აეროპორტში დაჯდა

ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფრენილი თვითმფრინავი, გაურკვეველი მიზეზის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ქუთაისის აეროპორტში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა თუმცა არ საუბრობენ, კონკრეტულად რა მოხდა. აეროპორტში მგზავრების დასახვედრად არაერთი ადამიანი შეიკრინა. ისინი ამბობენ, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთში სპეციალურად ამ რეისსთვის ჩამოვიდნენ თვითმფრინავი კი პირიქით დაჯდა.

მეტი...

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება: 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან…

მეტი...

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი რუსეთს წინასაარჩევნო რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს ადამიანის უფლებათა უფროსმა ვოლკერ ტურკმა რუსეთი “დამოუკიდებელი ხმების” ჩახშობისთვის გააკრიტიკა და ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის “დევნის” გამო შეშფოთება გამოთქვა. 15-17 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ტურკმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ “კიდევ უფრო გააძლიერა დამოუკიდებელი ხმების რეპრესია” და აღნიშნა, რომ ზოგიერთ კანდიდატს “ხელს უშლიდნენ მონაწილეობაზე სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევების გამო”. მან მოითხოვა ყველა იმ შემთხვევის სწრაფი და ყოვლისმომცველი გადახედვა, როდესაც რუსეთში ადამიანები ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისთვის დააკავეს და ასევე, მან ადამიანის უფლებების საბჭოზე გამოსვლისას ითხოვა, “დაუყოვნებლივ შეწყდეს დამოუკიდებელი ხმებისა და იურიდიული პროფესიონალების რეპრესიები, რომლებიც მათ წარმოადგენენ”. მისივე თქმით, ნავალნის სიკვდილი რუსეთის ციხეში…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და EU-ს ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის სოციალურ ქსელში ვრცელდება. პრეზიდენტმა და ელჩებმა ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივის – “ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ – მიზანსა და მნიშვნელობაზე, ასევე, განიხილეს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები და 2024 წლის არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.

მეტი...

შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე აქციზი შემცირდეს

შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადი შემცირდეს. შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა. აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე 60-დან 30 ლარამდე შემცირდება. ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, წლიურად, დაახლოებით 24 965 047,2 ლარით შემცირდება.

მეტი...

გერმანიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ გერმანიაში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 21-მდე კი დაშავდა. ინციდენტი ბედბურგ-ჰაუში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მოხდა. თავშესაფრიდან 46 მაცხოვრებელი უკვე ევაკუირებულია. პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილას დაშავდნენ მეხანძრე და მაშველი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ.

მეტი...

პრეზიდენტ სი ძინპინის მონაწილეობით, ჩინეთში მთავარი პოლიტიკური პროცესები გაიხსნა (ვიდეორეპორტაჟი)

ჩინეთი ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრშია. დღეს, გაიხსნა  ჩინეთის ხალხის პოლიტიკური საკონსულტაციო  ეროვნული კომიტეტის სესია, რომელსაც თავად პრეზიდენტი სი ძინპინი დაესწრო. ეს არის უმაღლესი საკანონმდებო ორგანოს, ანუ, ჩვენებურად პარლამენტის პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანო. ხოლო ხვალ, კი მთავარი და ძირითადი  – ეროვნული სახალხო კონგრესი ანუ პარლამენტი ოფიციალურად გაიხსნება.   ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში “რუხი ზონები” ისევ არსებობდეს – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ და გერმანია მათ დაეხმარება. ,,ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში “რუხი ზონები” კვლავ არსებობდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩავკეტოთ ფლანგები, რომელთა გამოყენებაც რუსეთს საკუთარი დესტაბილიზაციური, დეზინფორმაციული და შეღწევის პოლიტიკისთვის შეუძლია. ეს მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერას მათი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, მათი მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პერსპექტივების შეთავაზებაში… რუსეთის სასტიკი იმპერიალიზმის წინაშე, გეოპოლიტიკურ აუცილებლობად იქცა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ამასთან, ევროკავშირსაც აქვს საერთო ამოცანა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიდრე…

მეტი...

პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, დიდი ხანია, სცდება ეკონომიკასა და მორალს – ზელენსკი

პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, დიდი ხანია, სცდება ეკონომიკასა და მორალს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ საბოლოოდ უნდა ვიპოვოთ პოლონეთის საზღვარზე არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც დიდი ხანია, გასცდა როგორც ეკონომიკის, ისე მორალის საზღვრებს. უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება, გამოიყენო სისხლიანი ქვეყნის სირთულეები შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. თუმცა ამასაც გადავლახავთ. დარწმუნებული ვარ, უკრაინას შეუძლია, გაუძლოს, მიაღწიოს თავის მიზნებს და დაამარცხოს რუსული ტერორი. ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, პოლონელი ფერმერები უკრაინიდან იაფი მარცვლეულის მასობრივი იმპორტის გამო პროტესტს განაგრძობენ, გადაკეტილი აქვთ სასაზღვრო გამშვები პუნქტები და…

მეტი...

ხვალ საქართველოს ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ხვალ, 5 მარტს, ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება. თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო…

მეტი...

,,უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია” – მედვედევის გეოგრაფიული ლექცია

უკრაინა რუსეთია და ალტერნატიული კონცეფცია „სამუდამოდ უნდა გაქრეს“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევმა ლექცია ჩაატარა მარათონზე სახელწოდებით “გეოგრაფიული და სტრატეგიული საზღვრები” და ამტკიცებდა, რომ მოსკოვი “სპეცოპერაციას გამარჯვებამდე მიიყვანს”. მისივე თქმით, უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი მოლაპარაკება შეუძლებელია და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ “კიევი აღიარებს სპეცოპერაციის შედეგად გაჩენილ რეალობას”.

მეტი...

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია აირჩიეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს. „დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ სოფლის მეურნეობაა, აღნიშნული თანამდებობა ჩემთვის არის ძალიან საპასუხისმგებლო. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ აგრარულ სექტორში დაკავებული თითოეული ადამიანისთვის თუ ოჯახისთვის, მეტი სიკეთე შევქმნათ და უკეთესი იყოს მათი ხვალინდელი დღე“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის ახლად არჩეულმა მოადგილემ.

მეტი...

საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტის შემოტანის სქემაში, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული – ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული “საეჭვო ქვეყნებიდან” დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანის სქემაში. მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის კი ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ,,ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის…

მეტი...

უფსკრული, რომელიც არსებობს საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის დიდია, ამიტომ ნუ გაუკვირდებათ მარცხი მომდევნო არჩევნებზე – მიხეილ სარჯველაძე

უფსკრული, რომელიც არსებობს საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის დიდია, ამიტომ ნუ გაუკვირდებათ მარცხი მომდევნო არჩევნებზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. „არ შეიძლება ის, რაც მწვავე პრობლემად აღიქმება საზოგადოებისთვის, ამ საკითხის დარეგულირების მცდელობისგან თავი შეიკავო. ეს, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ისინი ზურგს აქცევენ მოქალაქეების მიერ აღქმულ საჭიროებებს, მოქალაქეები ხედავენ ამ საჭიროებას. ამისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს ოპოზიციას. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდია უფსკრული, რომელიც არსებობს საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ ნუ გაუკვირდებათ მარცხი მომდევნო არჩევნებზე“,- აღნიშნა სარჯველაძემ. ცნობისთვის, ანტიპროპაგანდისტულ კანონზე მუშაობას რადიკალური ოპოზიცია…

მეტი...

ვინ ეკითხება ან გახარიას, ან ვაშაძეს, ან ზურაბიშვილს მათთან კოალიციას – ანრი ოხანაშვილი

ვინ ეკითხება ან გახარიას, ან ვაშაძეს, ან ზურაბიშვილს მათთან კოალიციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობს. არავითარი ოპოზიციური პოლიტიკურ სუბიექტები, რომლებიც დამოუკიდებელ დღის წესრიგს ქმნიან, არ არსებობს. აქ არსებობს ერთადერთი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი სატელიტები. ხდება საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები „ნაცმოძრაობას“ უქმნიან კოალიციას. ვინ ეკითხება ან გახარიას, ან ვაშაძეს, ან ზურაბიშვილს მათთან კოალიციას. როგორც დაავალებენ, „ნაცმოძრაობა“ რა ბრძანებასაც გასცემს მათი ბელადის…

მეტი...

პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოთ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადეს, რომლითაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის დადგენა იგეგმება. პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს. ,,პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, რაც გამოიწვევს გასამრჯელოს ოდენობის ზრდას. აღნიშნული თანამდებობის პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა…

მეტი...

ისრაელი არ დაასრულებს ომს ღაზის სექტორში „ჰამასის“ სრულ ლიკვიდაციამდე – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელი არ დაასრულებს ომს ღაზის სექტორში „ჰამასის“ სრულ ლიკვიდაციამდე, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. მინისტრმა თქვა, რომ ისრაელი არ დაუშვებს „ჰამასის“ მმართველ ძალად ჩამოყალიბებას და მის გასანადგურებლად იმდენ ხანს იბრძოლებს, რამდენიც საჭირო იქნება. პარალელურად, ისრაელმა უარი თქვა ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტის საკითხზე ეგვიპტეში დაწყებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, მოტივად კი „ჰამასის“ მიერ მძევლების სიის გადაცემაზე უარი დაასახელა. ულტიმატუმს აყენებს „ჰამასიც“ და აცხადებს, რომ ზავის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ იმ პირობით, თუ ისრაელი ღაზიდან ჯარებს გაიყვანს და ანკლავისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გაზრდის.

მეტი...

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის ჯილდო „Hi Seoul Friends” და ქალაქ სეულის მერის მადლობის წერილი ქართულ კომპანია PSP-ს

უცხოურ კომპანიებს „Hi Seoul Friends” ჯილდოს ანიჭებს ქალაქ სეულის მერია, ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად კორეული კომპანიებთან გამორჩეული და წარმატებული თანამშრომლობისთვის. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა; რომელმაც ასევე პირველმა, 2019 წელს კორეულ კოსმეტიკურ ბრენდ „მიზონთან“ თანამშრომლობა დაიწყო და დღეს უკვე 6 კორეული ბრენდის წარმატებული პარტნიორია. ჯილდოსთან ერთად კომპანიამ მიიღო ქალაქ სეულის მერის, ოჰ სე-ჰუნის წერილი, რომელშიც ის ულოცავს კომპანია PSP-ს Hi Seoul Friends ჯილდოს მიღებას და მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნიორად აღიარებას. თავდაპირველად, 2004 წელს, Hi Seoul Companies მეგობრობის წევრი კომპანია მხოლოდ 11 იყო. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ მეგობრობის წევრების…

მეტი...

ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული…

მეტი...

საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნებს პოლიციამ მიაკვლია. ამ დროისათვის ორივე მათგანი საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, გოგო აცხადებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ბიჭს მისი სურვილით გაჰყვა. გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა 27 თებერვლის ღამეს, ეზოდან მოიტაცა. ბავშვის მამის თქმით, არასრულწლოვანის ხელი თანასოფლელმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ სთხოვა, თუმცა ოჯახისგან უარი მიიღო. ბიჭის ნათესავები კი აცხადებდნენ, რომ გოგომ ბიჭს “ცოლად გაყოლა” თავად სთხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს დაწყებული.

მეტი...

ლანჩხუთში მესამე დღეა 91 წლის კაცს ეძებენ

ლანჩხუთში ოჯახი 91 წლის ოთარი შაინიძეს ეძებს. მოხუცი სახლიდან შაბათს, 2 მარტს, საღამოს საათებში გავიდა და მას შემდეგ არაფერი სმენიათ. ოჯახის ინფორმაციით, მას შავი შარვალი და მუქი მწვანე მაისური აცვია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დაკარგულის შესახებ, დარეკეთ ნომერზე: 558 41 70 10, 558 201 017.

მეტი...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ განიხილა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განმარტებით, საქართველოსთვის აღნიშნული შეთანხმების დადება შედეგიანი იქნება სატარიფო დათმობების კუთხით. კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროების მხრიდან ბაზარი გაიხსნა და საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97,5%. სატარიფო მოლაპარაკებების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მყისიერად გაიხსნება ბაზარი შემდეგი პროდუქტებისთვის: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი, ხოლო…

მეტი...

არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები – კახა კალაძე

„არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები“ – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო. „ეს არის სრული სისულელე. არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს,პავლეს კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს. „ირაკლი კობახიძე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნოს, რა ცვლილებები განხორცილდეს. მან იცის ყველაზე უკეთესად, თუ რა…

მეტი...

ყველა ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული – კახა კალაძე

„კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – თითქოს, განსხვავებულები არიან და „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია რა კოალიციაზე საუბრობს ოპოზიცია ან რა შანსები აქვთ მათ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე. „მე არ ვიცი რა კოალიციაზეა საუბარი ან რა შანსები აქვთ მათ. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება პარტიებს შორის. ყველა ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული. დღეს, შეიძლება სხვა პარტიის სახელებით გამოდიოდნენ, სხვა რაღაცები შექმნან. აქვთ მისწრაფება, რომ სხვადასხვა…

მეტი...

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს კეზერაშვილი, თაღლითური ხერხებით რომ მოქმედებდა და ძარცვავდა პენსიონერებს – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც სენატორებსა და კონგრესმენებს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებულ ლობისტებთან შეხვედრაზე შეიძლებოდა უარი ეთქვათ. მისი განცხადებით, აღნიშნული უარი განაპირობა კეზერაშვილის თაღლითურმა საქმიანობამ, რაც პენსიონერების ძარცვის ფაქტებს გულისხმობდა. „ცხადია, შეხვედრა რატომ არ ისურვეს. ტელეკომპანია „ფორმულა“ ვისია? დავით კეზერაშვილის. რით იყო დაკავებული კეზერაშვილი და რა რეპუტაცია აქვს მას, ყველამ ვიცით. ისიც ვიცით ბოლო წლების განმავლობაში რას აკეთებდა, როგორი თაღლითური ხერხებით მოქმედებდა, მხედველობაში მაქვს პენსიონერების ძარცვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს აეღოთ ის ლიცენზია, რომელიც მათთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი – კახა კალაძე

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ გამოთქმულ იმ პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც A კატეგორიის ტაქსების მსგავსად, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლების მინიჭებას ეხება. „რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე რომ, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მომავალში კიდევ…

მეტი...

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაიწყო თუ არა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ჩოლოქის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის პირველ მარტს ბათუმში გაუჩინარდა.

მეტი...

ჩემ ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, ვრწმუნდები, შესაცვლელი პროპორციაა – აზარაშვილი

ჩემ ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, ვრწმუნდები, შესაცვლელი პროპორციაა, – წერს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი. ,,ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა. წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული…

მეტი...

კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი დაიდგმება

კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალის დადგმა იგეგმება. მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მემორიალი რკინის წყლის მიმდებარედ განთავსდეს, ასევე, განიხილეს რამდენიმე ალტერნატიული მდებარეობაც. შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად გადამოწმდება შერჩეული ადგილები, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე კი შესაძლებელი გახდება სამუშაოების დაგეგმვა. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში (მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ოლადაურში) მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი. ,,სოფელ ოლადაურში, სამართალდამრღვევს, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 13 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა”, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა, აჭარაში გამოვლენილი სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებში გადაიგზავნა. ცნობისთვის, რეგისტრაციის გარეშე უკანონო სახერხი დანადგარის მონტაჟი…

მეტი...

ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყაზახეთის ქალაქ ალმათში მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 5 მაგნიტუდა იყო. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ამბობს, რომ ბიძგები იგრძნობოდა მეზობელი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშიც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მეტი...

ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსი, ედიკ კვარაცხელია დააკავეს. დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, იმ დროს მოხდა, როცა მერი სოფელ მუხურში, მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილზე სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ედიკ კვარაცხელია მივიდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ფიზიკური. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი კვარაცხელიას გათავისუფლებას უკავშირდება. ედიკ კვარაცხელია ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაახლოებით 1 თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით, გამოძიება 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის…

მეტი...