„ ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ“ – სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

ჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის ზედმეტია” – წერს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ განცხადებაში და სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება: სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამ ადამიანის ქონებრივ ინტერესებს ებმება საკადრო პოლიტიკაც – წულუკიანი გადაიყვანეს კულტურის მინისტრად, რადგან ივანიშვილს თავისი მორიგი უგემოვნო შენობისთვის მუზეუმის ტერიტორია სჭირდებოდა. ამჯერად, ჯანდაცვის მინისტრი მოხსნეს იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის წინააღმდეგობის გადალახვა და საავადმყოფოს ტერიტორიის ივანიშვილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა. ახლა მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს. ჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვისა და…

მეტი...

“მიშას ხმებს ვერ წაიღებს ვერავინ” – სანიკიძე “ახალზე”

„მიშას ხმებს ვერ წაიღებს ვერავინ,“ – ასე პასუხობს გუბაზ სანიკიძე კითხვას „ახალი“ წაიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს. როგორც სანიკიძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის ხმები, სააკაშვილის ხმებია“. რაც შეეხება „ახალს“, სანიკიძე ამბობს, რომ მელია და გვარამია „ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტს შექმნიან, რომელიც პოლიტიკურ ველზე ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებს“. აქამდე, როცა ნიკა მელია იყო თავმჯდომარე, მას შეიძლება მისი პერსონალური მომხრეები ჰყავდა, მაგრამ დღევანდელი დღის მონაცემებით, როცა მოხდა განპობა, გაყოფა, ნაციონალური მოძრაობის ხმებს, რასაც ვეძახით, ის სინამდვილეში არის მიხეილ სააკაშვილის ხმები. ვინ შეიძლება იყოს ნიკას და ნიკას ამომრჩეველი – ის ამომრჩეველი, რომელიც არის შუა…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობითვე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გახდა, ორი მოადგილის თანამდებობა კი, ჯერჯერობით, ვაკანტური რჩება. ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იგი მედიას 11 მარტს წარუდგინა. სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

მეტი...

თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ

თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. გურიელიძის თქმით, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასასრულს უახლოვდება, თანამშრომლებმა შესაბამისი ტრენინგებიც გაიარეს, რომელი ქვეყნებიდან ჩამოიყვანენ ჟირაფებს, ამის შესახებ ინფორმაცია კი სექტემბერში გახდება ცნობილი. “საჟირაფე შენდება, ეს არის რთული შენობა, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა დამთავრდეს. ამასობაში ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე, რადგან მას ასე მაღაზიაში ვერ იყიდი, სადღაც უნდა დაიბადოს, გარკვეულ ასაკამდე მივიდეს, შემდეგ ტრანსპორტირებაც რთული და ძვირად ღირებული საქმეა. მინიმუმ ეს იქნება ხუთი ჟირაფი… რაც შეეხება თვითონ ცხოველს, თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე გახლავთ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის…

მეტი...

დანია უკრაინას 336.6 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

დანია უკრაინას 336.6 მილიონი დოლარის (2,3 მილიარდი კრონის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. პაკეტი მოიცავს უკრაინისთვის CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების და საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემას. როგორც მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, დახმარების ამ პაკეტით დანია აჩვენებს კიევს და ევროპელ მოკავშირეებს, რომ აქვს ნება და შესაძლებლობა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მაგალითს მეტი ქვეყანა მიბაძავს. დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია. ეს უკრაინისთვის დანიის სამხედრო დახმარების მე-16 პაკეტია.

მეტი...

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას უპასუხეს

უკრაინის რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას პოსტში გამოთქმულ მოსაზრებას, რომელშიც იყო სამი პუნქტი, რის საფუძველზეც, მისი ხედვით, უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაა შესაძლებელი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის კითხვაზე პასუხის ფორმატში გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არახამიას დამოკიდებულებას „დასანანი “ და „სამწუხარო“ უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მყარად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს“. „როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთ გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის…

მეტი...

“ჩვენი ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოსკენ არის რუსეთი” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზ ახალგაზრდებს, ვისაც რუსული პასპორტები აქვთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ჩვენ არ ვართ ოკეანეში დაკარგული, ბუნების ძალებთან მარტო დარჩენილი კუნძული. დამოუკიდებელ აფხაზეთს ჰყავს მეგობრები, თუნდაც ბევრი არ იყოს, არიან მეზობლები და მოკავშირეები და მათ შორის არის ქვეყანა, რომელიც ამავდროულად არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი და დღეს ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოსკენ. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი უფლება თვითგამორკვევის, ჩვენი უფლება ვიცხოვროთ საკუთარ სახლში და ვისაუბროთ საკუთარ ენაზე, განვავითაროთ ჩვენი კულტურა და ეკონომიკა, ჩვენი უფლება ვიყოთ საკუთარი თავი“, –…

მეტი...

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულება შესაძლოა, 400 მილიონ დოლარს შეადგენდეს

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულება, შესაძლოა, 400 მილიონ დოლარს შეადგენდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს, მოგვიანებით გეგმავს. ეს ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის მხრიდან პირველი ამგვარი დახმარება იქნება კიევისთვის მას შემდეგ, რაც კონგრესში უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარებაა ბლოკირებული.  

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები თბილისის სხვადასხვა უბნებში განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები ამჯერად სოფელ დიღომში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოსკოვის გამზირზე, ვარკეთილის მესამე მასივში, ვაზისუბანსა და აეროპორტის დასახლებაში განათავსა. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მეტი...

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ხუთი მიმართულებით სრულად გადაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ხუთი მიმართულებით სრულად გადაკეტეს. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის, ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, პოლონელ ფერმერებს ამ ეტაპზე სრულად აქვთ ბლოკირებული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა. პუნქტებთან ამ დროისთვის 1 500 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული და ელოდება გზის გახსნას. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტომობილები და ავტობუსები საზღვარს ხუთივე მიმართულებაზე უპრობლემოდ კვეთენ, თუმცა არის შეფერხება. პოლონელი ფერმერები უკვე რამდენიმე თვეა, მართავენ საპროტესტო აქციებს. სხვა პრობლემებს შორის, მათთვის ასევე ყველაზე დიდი პრობლემა უკრაინული იმპორტია.

მეტი...

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი, დასეირნობს თავისუფლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში – თეა წულუკიანი

ზურაბ ადეიშვილის, როგორც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნას, თეა წულუკიანი ეხმაურება. ,,მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები. მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის იმ კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი დასეირნობს თავისუფლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და რომ მას იფარებს უკრაინის ამჟამინდელი სახელმწიფო, ხელისუფლება და ის დელეგაციების…

მეტი...

მუზეუმი 5200-ზე მეტი კულტურული რელიქვიით – რეპორტაჟი ჩინეთიდან

ჰეპუ ჰანის დინასტიის კულტურული მუზეუმი  ჰეპუს ოლქში, ბეიჰაიში, სამხრეთ ჩინეთის გუანქსი ჩჟუანის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს. ის ცნობილია ჰანის დინასტიის 5200-ზე მეტი კულტურული რელიქვიით. ჰეპუ ჰანის დინასტიის კულტურის მუზეუმი არის სპეციალური უძველესი ადგილის მუზეუმი საგამოფენო თემით “ძველი საზღვაო აბრეშუმის გზის მარგალიტი”, სადაც გამოფენილია ჰანის დინასტიის საზღვაო აბრეშუმის გზის კულტურული რელიქვიები. ეკა გულუა ჩინეთიდან    

მეტი...

რუსეთის ბელგოროდის ქალაქის ადმინისტრაციის შენობას დრონი შეეჯახა

ბელგოროდში უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. ინფორმაციას გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი “ტელეგრამზე” ავრცელებს. გლადკოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ ქალს ჭრილობები აღენიშნება, მეორეს ტვინის შერყევა. შენობაში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანდა ფასადი.

მეტი...

სომხეთმა რუსეთს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა

სომხეთმა რუსეთს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა. პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ცნობით, უწყებრივი წერილი, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ზვარტნოცის აეროპორტში მუშაობა შეაჩერონ, უკვე მიიღეს. ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას 27 თებერვალს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა, ხოლო მოგვიანებით, უშიშროების საბჭოს მდივანმაც.

მეტი...

სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა – მიხეილ სააკაშვილი

ჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის ზედმეტია”, ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს. ,,სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამ ადამიანის ქონებრივ ინტერესებს ებმება საკადრო პოლიტიკაც – წულუკიანი გადაიყვანეს კულტურის მინისტრად, რადგან ივანიშვილს თავისი მორიგი უგემოვნო შენობისთვის მუზეუმის ტერიტორია სჭირდებოდა. ამჯერად, ჯანდაცვის მინისტრი მოხსნეს იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის წინააღმდეგობის გადალახვა და საავადმყოფოს ტერიტორიის ივანიშვილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა. ახლა მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს. ჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის…

მეტი...

ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს – ლეიენი

ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანამ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა. ,,რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებსა და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, რომ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან…ერთ წელში ქვეყანამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე 10 წელში,” – თქვა ლეიენმა. მან ასევე აღნიშნა,…

მეტი...

27 წლის ქართველ ფეხბურთელს პოლონეთში შესვლაზე უარი უთხრეს

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, 9 მარტს ქვეყანაში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ფეხბურთელი. ის პოლონეთში ქუთაისიდან მიფრინავდა. ,,უცხოელი IT მონაცემთა ბაზაში იყო, როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი უნდა ეთქვა შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე და როგორც არასასურველი პირი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. პოლონური მხარე ამბობს, რომ უცხოელის დაგეგმილი გამგზავრება ქუთაისში 12 მარტს შედგება.

მეტი...

ონკოპაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდნენ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდნენ. მიხეილ სარჯველაძემ პრობლემაში გასარკვევად 10 დღე ითხოვა. ონკოპაციენტების მოთხოვნები კვლავ უცვლელია, 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანა. ,,შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ახალ მინისტრს გავაგებინოთ სამუშაოს დაწყებისთანავე ჩვენი მოთხოვნები, რომ ონკოპაციენტებს სჭირდებათ დახმარება. მან განაცხადა, რომ ამას სჭირდება დრო, რათა განიხილოს. თუმცა, ონკოპაციენტებს დრო არ აქვთ. ჩვენს ქვეყანაში ახლა არ არსებობს, საერთოდ რეგისტრირებული არ არის მესამე თაობის მედიკამენტები და პაციენტებს უწევთ იმკურნალონ მხოლოდ მეორე თაობის, უკვე მოძველებული პრეპარატებით”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მეტი...

ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს

ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს, რომლითაც ის უკრაინას “თეთრი დროშის გამბედაობის” გამოჩენისკენ მოუწოდებდა. ვატიკანის პრესსპიკერი ამბობს, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინას არა კაპიტულაციისკენ, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ კი თქვა, რომ ფრანცისკეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და “პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.” ცნობისთვის, რომის პაპმა შვეიცარიულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ “თეთრი დროშის” გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.

მეტი...

არ მინდა დავით არახამიასთან პოლემიკაში შესვლა, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო – კახა კალაძე

ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა. განცხადების მიხედვით, ის საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას სთხოვს. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ის არ აპირებს არახამიასთან პოლემიკაში შესვლას, უკრაინას კი მშვიდობას უსურვებს. „ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, მაგალითად, ავიღოთ საერთაშორისო პლატფორმები, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენჯერ გამოვხატეთ თანადგომა, გავგზავნეთ ჰუმანიტარული…

მეტი...

ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს, ასე განაგრძოს – კახა კალაძე ხაბეიშვილზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული. ამის შესახებ მან საწვავის ფასებზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილ პერფორმანსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება საწვავის ფასებს, დედაქალაქის მერის თქმით, რთულია, მსოფლიოში წლების წინ არსებული ვითარება დღევანდელს შეადარო.…

მეტი...

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 266,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი), რომლის ნაწილი – 260,1 გრამი სამართალდამცველებმა 8 მარტს, ქალაქ ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. 6,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება შსს-ს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს გასაღების მიზნით ჰქონდა განთავსებული. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ასევე სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად…

მეტი...

ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ევროსტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით. კახა კალაძის განცხადებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები აზიანებს საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობებს. „ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ამ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ესენი არიან კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ქართველი ადამიანის წარმოდგენაში რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები? – ევროპა დაფუძნებულია იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე და პრინციპებზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის…

მეტი...

სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ – ბექა ოდიშარია

სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია ჯანდაცვის ახალ მინისტრზე, მიხეილ სარჯველაძეზე. ,,თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები და ეს მიღებული პრაქტიკაა. მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ. აქვს მენეჯერული გამოცდილება და ბეჯითი და დინჯი დამოკიდებულება, საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნარი. ამიტომ სარჯველაძე სწორედ იმით არის ძლიერი პოლიტიკოსი და მენეჯერი, რომ ის არ იჩქარებს”, – განაცხადა ოდიშარიამ.  

მეტი...

ევროკომისიის 9 პუნქტი და მათი შესრულების დინამიკა – არასამთავრობოები ოპოზიციას ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ,,ღია საზოგადოების ფონდის” ოფისში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. დისკუსიის მთავარი თემა ევროკომისიის 9 რეკომენდაცია და მათი შესრულების დინამიკაა. მიწვევის მიუხედავად, შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების” წევრები არ გამოჩენილან. ,,ზოგადად, პოლიტიკური ნების ნაკლებობა სიახლე არ არის. სამწუხაროდ, ეს ესე იყო და ესე რჩება. ასევე, არის ერთგვარად განსხვავებული ხედვა ხელისუფლებასა და იმ 9 პუნქტს შორის, რომელიც მიეცა საქართველოს. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა იყო მოწვეული ამ შეხვედრაზე, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიაც, უბრალოდ მათ საერთოდ არ გაუციათ პასუხი ამ მოწვევაზე”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ,,ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

მეტი...

ჩერნიგოვში, ომის დანაშაულის ბრალდებით, 15 რუს სამხედროს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის არმიის 15 სამხედრო მოსამსახურეს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ომის დანაშაულისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ჩერნიგოვის საოლქო პროკურატურის საჯარო ბრალდების თანახმად, 15 რუსი სამხედრო, ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაგიდნიში, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის, დამნაშავედ ცნეს. ბრალდებულებმა, 2022 წლის მარტის დასაწყისსში, იაგიდნიას სკოლის სარდაფში მოკლეს და იძულებით დააკავეს 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი. მათგან 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაკავების, არაადამიანური პირობებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების გამო დაიღუპა.

მეტი...

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს “საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი – 2024″ ჩაატარებენ. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის, ომანის ყურის ნაწილებში ჩატარდება,” – აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ მანევრების მთავარი მიზანი საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავებაა. დამკვირვებლის სტატუსით წვრთნებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები.

მეტი...

აშშ-ში, თხილამურებით სრიალისას ერთი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

ვაშინგტონში, თხილამურებით სრიალის დროს 600 ფუტის (183 მ) სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ 20 წლის მედისონ სოლტსბურგმა დაცემის დროს “სასიკვდილო ტრავმული დაზიანებები” მიიღო. შემთხვევის დროს კიდევ ორი პირი დაშავდა. აშშ-ის სატყეო სამსახურის განაცხადებით, ვაშინგტონის მთას და მის მიმდებარე ტერიტორიებს აქვს ძალიან ციცაბო სათხილამურო ალპინისტური რელიეფი და ექვემდებარება მუდმივად ცვალებადი მთის საფრთხეებს. მათი თქმით, მოყინულმა ზედაპირებმა სახიფათო პირობები შექმნა.

მეტი...

კრიმინალების შეფარება აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში “არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას”. ,,უკრაინას რაღაც მიზეზი მაინც აქვს, ომის სახით, რომელიც შეუძლია ქართველი კრიმინალების საკითხში ჩაუღრმავებლობის საბაბად მოიტანოს. მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ მათ მიმართ კეთილი ნება გამოავლინოს. ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი „9 ნაბიჯის“ მთავარი აქცენტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით შეხვდა ამ ჩანაწერს. მაგრამ რა…

მეტი...

2025 წელს აშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარებას 8 მილიონი დოლარით ამცირებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონით ნაკლებია 2024 წლის მოცულობასთან შედარებით. ბიუჯეტის პროექტი კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა. ,,საქართველო (80.0 მილიონი აშშ დოლარი): მოთხოვნა საქართველოსთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გაზრდის მდგრადობას მავნე გავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობას; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების წინსვლის მცდელობების მხარდაჭერას; გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების…

მეტი...

უცხოელი ექსპერტები გელათში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ

გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი სპეციალისტები რამდენიმე დღეა გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას სწავლობენ. ქართველი და უცხოელი ექსპერტები რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ ამბობენ, რომ კედლის მხატვრობაში 21 კრიტიკული კერაა, რომელსაც დაუყოვნებლივ საკონსერვაციო სამუშოები ესაჭიროება. არსებული დროებითი გადახურვა საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს, რადგან გასულ თვეში წვიმების შემდეგ ტაძარში წყალი ჩავიდა, ამიტომ, საჭიროა მისი დამატებით გადახურვა. ,,ყველა ის კრიტიკული კერა, რომელიც მონიშნული იყო გელათში, ის კერები, რომლებიც მხატვრობის კუთხით არის მძიმე მდგომარეობაში, მათ თქვეს, რომ დაუწყებენ უკვე გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას. ჩამოსულია მოზაიკის კონსერვაციის ხელმძღვანელი, ბატონი რობერტო ნარდი, რომელიც გუშინ მთელი დღე მუშაობდა, დღეს უკვე…

მეტი...

რომის პაპის განცხადების გამო, უკრაინის საგარეომ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომის პაპის წინააღმდეგობრივი განცხადებების გამო, ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა. ვატიკანის წარმომადგენელს, ვისვალდას კულბოკასს უთხრეს, რომ “უკრაინაში იმედგაცრუებულნი არიან” პაპის სიტყვების გამო, განსაკუთრებით კი “თეთრი დროშის” აღმართვასთან დაკავშირებით. უკრაინაში ვატიკანის ელჩს კიდევ ერთხელ შეახსენეს “მშვიდობის ფორმულა” და უკრაინის სურვილი სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა შვეიცარიულ გამოცემასთანინტერვიუში განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა “მოლაპარაკებები” ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ…

მეტი...

,,გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობს” – მიხეილ სარჯველაძე

დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე წარადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სარჯველაძემ თქვა, რომ უახლოეს მომავალში ექნება კონკრეტული ხედვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის მტკივნეულადაა აღქმული და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ახალმა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მოადგილეები შეცვალოს: ,,გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ამის თაობაზეც უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობს”, – თქვა მან.

მეტი...

ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს – კობახიძე ექსტრადირების მოთხოვნაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნას ეხმაურება და ამბობს, რომ შესაბამის რეაგირებას ელოდება. ,,ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ იმაში და ხალხს სურს, პირველ რიგში, დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს. ისეთ პრინციპებს, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას. ეხება ეს ადეიშვილს, ეს ეხება კეზერაშვილს, ნებისმიერ სხვა დამნაშავეს. ესენი არიან, შეგახსენებთ, უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები. ეს არ არის მარტივი დანაშაულები. საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან. ეს არ არის უბრალო დანაშაულები… ზოგიერთი, დღესაც არის ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებში,…

მეტი...

შვეიცარიაში დაკარგული 6 მოთხილამურიდან 5 დაღუპული იპოვეს

შვეიცარიაში, მატერნჰორნის მთის მახლობლად დაკარგული ექვსი მოთხილამურიდან ხუთი დაღუპული იპოვეს. ექსტრემალური ამინდის პირობების გამო მეექვსე მოთხილამურის სამძებრო სამუშაოები შეფერხებულია. ,,ჩვენი პრიორიტეტი არის მეექვსე ადამიანის პოვნა. სანამ იმედი გვაქვს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები იმ პირობების მიმართ, რაც მან გაიარა ბოლო 48 საათის განმავლობაში,” – განაცხადა პოლიციამ. მათივე თქმით, ექვსი მოთხილამურიდან 5 ერთ ოჯახს ეკუთვნოდა. ჯერჯერობით უცნობია, ნაპოვნი 5 დაღუპულიდან ყველა ერთი ოჯახის წევრი იყო თუ არა. ცნობისთვის, მოთხილამურეები Tête Blanche მთის გარშემო, შაბათს, მატერჰორნის მთასთან, ზერმატ-აროლას ბილიკზე დაიკარგნენ.

მეტი...

ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს – აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ქვეყანა “მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას”, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონალური კონფლიქტები. ,,ამბიციური, მაგრამ მშფოთვარე ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონალური ძალა, როგორიცაა ირანი, და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ს პიროველობას”, – განაცხადეს სააგენტოებმა 2024 წლის საფრთხეების ყოველწლიურ შეფასებაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს უკრაინაში ომის დროს, რუსეთის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით. აღნიშნულია, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ს წლევანდელ არჩევნებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთსა და…

მეტი...