დიასპორის მონაწილეობა არჩევნებში – ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში შეხვედრებს განაგრძობს

ორბელიანის სასახლეში, ცესკოს თავმჯდომარე, საარჩევნო კომისიის წევრები, არასამთავრობო სექტორისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს თითქმის 1 საათი ხვდებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის საკითხი იყო. განიხილეს გზები თუ როგორ უნდა მოხდეს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა ისე, რომ ყველა ემიგრანტს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცეს. დისკუსიის დაწყებამდე, პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებაც გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის სურვილს, საზღვარგარეთ უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ, მალევე შეუერთდა მიხეილ სააკაშვილი. მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა სოციალური ქსელით უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდა საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები გამართონ. ”ქართულ ოცნებაში” დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი…

მეტი...

48 წლის დიტო გოგოლაძეს ამ დრომდე ეძებენ – ეპიცენტრის ადგილას ვერტმფრენმა დამატებითი ჯგუფები დილის 7 საათიდან ჩაიყვანა

ზვავში მოყოლილ მამაკაცს დღეს იმაზე მეტი მაშველი ეძებდა, ვიდრე გუშინ. ეპიცენტრის ადგილას ვერტმფრენმა დამატებითი ჯგუფები დილის 7 საათიდან ჩაიყვანა. ზვავსაშიშროების გამო, მათ ძალიან ფრთხილი მუშაობა უწევთ. ადგილი მიუვალია, ამიტომ სპეც-ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება, სამთო აღჭურვილობით მუშაობა კი მეტ დროს მოითხოვს. 48 წლის მამაკაცი ბურანების ტურში ხშირად დადიოდა. დიტო გოგოლაძე 5 მეგობარს შორის ერთადერთია, ვინც ციხისჯვრის მიმდებარედ, ორ მთას შორის ჩამოწოლილი ზვავის პირისპირ მარტო აღმოჩნდა. 4 გადარჩენილთან ერთად, სიახლეებს მაშველებისგან მთელი ბაკურიანი ელოდება, რადგან ყოფილ მოთხილამურეს ყველა ახლოს იცნობდა. მეგობრები და ნაცნობები დაკარგულის პოვნის იმედს არ კარგავენ. რელიეფური სიძნელეების მიუხედავად, არ…

მეტი...

“მილანს” მამარდაშვილის დამატება სურს

“მილანს” გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ “როსონერის” ფრანგი მეკარე მაიკ მენიო დატოვებს. “მაიკ მენიოს “მილანთან” კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. “როსონერის” არ სურს, რომ მოვლენები დონარუმას სცენარით წარიმართოს და ფრანგი უფასოდ დაკარგოს. ამიტომ მენიოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელს სულ სხვა მოთხოვნები აქვს. ამიტომ “მილანი” სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება. “მონცას” მეკარე მიკელე დი გრეგორიოს გარდა, “როსონერისთვის” მამარდაშვილი მენიოს შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. “მილანი” მენიოს დაახლოებით 80 მილიონ ევროდ შეელევა, ქართველი კარის დარაჯის დამატებას კი 40 მილიონ ევროდ შეძლებს. ტრანსფერის…

მეტი...

რუსულმა მხარემ ოდესის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა

რუსულმა მხარემ ოდესის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა. მედიის ცნობით, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტები ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევები მშვიდობიან მოსახლეობას დაეცა. საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაშავებულია არასრულწლოვანი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ ოდესის რეგიონის მიმართულებით მართვადი რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვა.

მეტი...

თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე ხანძარია

ხანძარი დიდუბეში, თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის  ბინაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი, მას დამწვრობა აქვს მიღებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

თბილისი პრაიდი: “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია

ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გამოეხმაურა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც შემოთავაზებულია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” მოტივით. “თბილისი პრაიდის” განცხადებით, სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში არაერთი მაგალითი ყოფილა ლგბტქი საკითხებით მანიპულირების და “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკაც ამ ტენდენციის ნაწილია. “თბილისი პრაიდის” შეფასებით, არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებია, ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რომლებიც საერთოა საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის. “მისი [“ქართული ოცნების”] ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის…

მეტი...

კლანური დაპირისპირებაა… შეიძლება აზარაშვილსაც ძირს უთხრიან – დეკანოიძე

“კლანური დაპირისპირებაა… შეიძლება აზარაშვილსაც ძირს უთხრიან, არც ესაა გამორიცხული იმის მიუხედავად, კობახიძე რას იტყვის,” – ასე ეხმაურება სასწრაფოს ექიმების დაკავებას და კორუფციულ სკანდალს დეპუტატი ხატია დეკანოიძე. იმის მიუხედავად, რომ დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პასუხისმგებლობა სრულად აარიდა, “დღის ამბებთან” დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ აზარაშვილის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდეს. დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ პრემიერების ცვლილების შემდეგ ინტერესთა სფეროების გადანაწილება მიდის. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბური გამოვლინება. იმიტომ, რომ ქართულ ოცნებასთან კორუფციასთან ბრძოლაც ორმაგი სტანდარტების და შინაგანი დინებების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ კორუფციული სკანდალი,…

მეტი...

„თუ თქვენთან არ ჩამოდგება პარლამენტში ამ ტრიბუნასთან, ბოდიში“ – ბექა ოდიშარია ბიძინა ივანიშვილზე

“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძინა ივანიშვილზე სწორედ იმიტომ დაისვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებში რომ არ არის ჩართული. ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ვის ხვდება და რატომ, ამის თქმის საჭიროება არ არსებობს, როგორც ჩანს, არც დეპუტატის პასუხისმგებლობა აქვს გააზრებული და არც იმ პირის, ვინც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე რჩევებს გასცემს, ან გადაწყვეტილებას იღებს. ყველა პროცესში ის, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან და ქვეყნის წინსვლასთან, ის იღებს მონაწილეობას და ეხლა საჯაროდ, თუ თქვენთან არ ჩამოდგება პარლამენტში…

მეტი...

„საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ, მოლდოვაც“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან მეზობელ მოლდოვაზე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ეხება. „ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, – აღნიშნავს  ზელენსკი.

მეტი...

რამდენადაც ვიცი, საგარეოსგან არანაირი საუბარი არ ყოფილა ელჩებთან – ზურაბიშვილი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან. ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეხვედრების მიზანია, გამოსწორდეს ხარვეზები და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოების მიერ უბნების გახსნაზე ელჩებთან შეხვედრები მომავალ კვირაშიც იქნება. ,,ყველა სახელმწიფოს ელჩმა გამოაცხადა მზადყოფნა, ჩვენი პარტნიორების ქვეყნებმა, რომ ჩვენ გაგიადვილოთ ეს საკითხი. მე რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის მზად ვარ მოვისმინო ამის შესწორება, არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აქ მყოფ ელჩებთან იმისთვის, რომ ეს საკითხი წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები. ეს არის სრულიად შესაძლებელი, იმიტომ, რომ ამის…

მეტი...

ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ – მიხეილ სააკაშვილი

ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ძალები უნდა გავაერთიანოთ, – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია. უწყების ცნობით, შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ იუსტიციის სახლები 23:00 საათამდე გაზრდიან სამუშაო დროს. ,,გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ მომსახურების მიღება შეძლონ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!”, –…

მეტი...

პრეზიდენტი ხვდება გიორგი კალანდარიშვილს, გამოდის, რომ აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე – პრემიერი

ფაქტია, რომ პრეზიდენტი დღეს ხვდება სწორედ კალანდარიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარადგინა თავის დროზე პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, არის თუ არა ისევ „ქართული ოცნების“ რჩეული გიორგი კალანდარიშვილი იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი მის კანდიდატურას არ იწონებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან არ იცის იწონებს თუ არა პრეზიდენტი კალანდარიშვილის კანდიდატურად, თუმცა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ წარადგინა კალანდარიშვილი პარლამენტის წინაშე კანდიდატად მხოლოდ იმის გამო, რომ…

მეტი...

N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება. N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით, პირდაპირ დაუკავშირდება ნუცუბიძის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. სამუშაოებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. გზის მოწესრიგების შემდეგ, N326 დადგენილ მარშრუტს დაუბრუნდება.

მეტი...

თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში ყაზბეგის ქუჩიდან შეყვანილია, სავარაუდოდ, დაკარგული სამი ძროხა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში ყაზბეგის ქუჩიდან (ვარკეთილის მეურნეობა) შეყვანილია სავარაუდოდ დაკარგული სამი ძროხა. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ჯიშის ძროხების ასაკი 1-2 წელია, სამივე ფურია, ფერი კი ღია ყავისფერი, წითური და შავი.

მეტი...

ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიცირებული იყო საქართველოს პარლამენტში და ოპოზიციამ რუსული კანონი უწოდა – პრემიერი

ერთადერთი, რითაც განსხვავდება ფრანგული კანონი იმ ინიციატივისგან, რომელიც თავის დროზე იყო შეტანილი პარლამენტში და რასაც რუსული კანონი უწოდა ოპოზიციამ, არის ის, რომ ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიცირებული იყო საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შარშან საზოგადოება მოატყუეს და ამ ტყუილში იყო ჩართული ადამიანების ფართო სპექტრი. „ერთადერთი, რითაც განსხვავდება ფრანგული კანონი იმ ინიციატივისგან, რომელიც თავის დროზე იყო შეტანილი პარლამენტში, რასაც რუსული კანონი უწოდა ოპოზიციამ, არის ის, რომ ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის,…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი, როგორც საპატიო თავმჯდომარე, პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – კობახიძე

მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის კომუნიკაციას შეეხებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ტიპის რჩევა მისცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურს, პრემიერმა ასე უპასუხა. „რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება…

მეტი...

პრეზიდენტის მიზანია, არჩევნებს საფრთხე შეექმნას, მორალური უფლება არ აქვს კალანდარიშვილთან შეხვედრის – პრემიერი

პრეზიდენტის მიზანია, არჩევნებს საფრთხე შეექმნას, მორალური უფლება არ აქვს კალანდარიშვილთან შეხვედრის, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ზურაბიშვილი ვეტოს საშუალებით მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. რატომ, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით…

მეტი...

,,პუტინი ცდილობს, ,,კროკუს სითი ჰოლის” თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს” – ზელენსკი

,,პუტინი ცდილობს, “კროკუს სითი ჰოლის” თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პუტინი მზადაა, რუსული საზოგადოების გასაერთიანებლად ნებისმიერი საბაბი გამოიყენოს. ზელენსკი ასევე თვლის, რომ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება არ უნდა. ,,მას მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე, მეტი ხალხის მობილიზება სჭირდება. გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არავის მობილიზება არ შეუძლია პატიმრების გარდა. მას მუდმივი საპასუხო ქმედებები სჭირდება, რომლებსაც მისი საზოგადოების მობილიზება შეუძლიათ უკრაინის წინააღმდეგ”, – ამბობს ზელენსკი.

მეტი...

სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი – პრემიერი

მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს საფეხბურთო წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ემოციები ჯერ არ განელებულა. „ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ საფეხბურთო წარმატებას. ემოციები ჯერ არ განელებულა და არც განელდება კიდევ დიდი ხანი. მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა და ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი. აქვე მინდა გისურვოთ მომავალში, თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან დიდი…

მეტი...

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში – პრემიერი

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან. „სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა საუბარი. საპილოტე რეჟიმში უკვე წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა, 3 000 – ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოზ მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით 4-თვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა და კურსდამთავრებულები მიღებულნი იქნებიან სტაჟირების პროგრამაზე…

მეტი...

მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია – კახა კალაძე გახარიაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რეალობას აბსოლუტურად აცდენილი უწოდა გიორგი გახარიას განცხადებას „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან დაკავშირებით, როდესაც მას ჟურნალისტმა ამის თაობაზე კითხვა დაუსვა. „არ ვიცი, გახარიამ რა თქვა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებსო, არ ვიცი მაგ განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია – ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში, რეალობას ძალიან აცდენილია“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისიტრი სწორედ გახარიას ინიციატივით და…

მეტი...

ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე – კალაძე

ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ისეთი ადამიანები, როგორებიც ნიკა მელია და ნიკა გვარამია არიან, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში. მისივე განმარტებით, პოლიტიკოსებს, რომლებსაც ბოროტება ამოძრავებთ, საქართველოს მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს. „ის, რომ დღეს ეს კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. არავის უნდა მიეცეს იმის უფლება ბოროტებით დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში. როდესაც გაქვს ამბიცია იყო პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზი მუქარაა, ემუქრები კონკრეტულ ადამიანებს,…

მეტი...

ადვოკატებს ექსპერტიზის ახალი დასკვნა აქვთ და ითხოვენ გაუქმდეს გამოძიების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება – თათუხაშვილის საქმე

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე უფლებადამცველებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს. ისინი ითხოვენ, პროკურატურამ გააუქმოს გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ასევე, მამა, გოგი თათუხაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ, რათა მასალებს სრულად გაეცნოს. ადვოკატი ამბობს, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებიდან უკვე 10 წელი გავიდა, თუმცა დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რაც “მიანიშნებენ იმისკენ რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ გარდაცვალების შემთხვევასთან, არამედ, შესაძლო წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან და შესაძლო მკვლელობასთანაც კი”. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ახალი ექსპერტიზა მიმდინარე წლის 21 მარტს დასრულდა: ,,ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის ის, რომ თავის დროზე სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული დასკვნა არ…

მეტი...

,,უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის მიუღებელ ცნებებს ეფუძნება. მან მიუღებელი უწოდა გეგმას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის 1991 წლის პოსტსაბჭოთა საზღვრები უნდა აღდგეს. ,,ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ზელენსკის ამ ფორმულების საფუძველზე. როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში განაცხადოს, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. და ამ ფორმულის არსი ის არის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ყირიმი, დონბასი, ნოვოროსია. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კონტრიბუცია. ხელმძღვანელობა უნდა მივიდეს ჰააგაში და ჩაბარდეს ტრიბუნალს, რუსეთი ნებაყოფლობით დათანხმდეს თავისი შეიარაღების შეზღუდვას, ყოველ…

მეტი...

ინსპექციამ ოპერაში შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა – პროფკავშირის განცხადება

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა. კერძოდ, პროფკავშირის საჩივრის საფუძველზე, შრომითი უფლებების ზედამხედველობისა და შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტებმა შრომის უსაფრთხოების 12 და შრომითი უფლებების 7 დარღვევა გამოავლინეს. ,,ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ბადრი მაისურაძეს ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცა 30-დღიანი ვადა. თუ არსებული დარღვევები აღმოიფხვრა და ოპერის თანამშრომელთა შრომითი პირობები გაუმჯობესდება, ეს ცალსახად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ოპერაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და გაიფიცა, და არა იმათი, ვინც ამ უსამართლობაზე გაფიცვის მიუხედავად დუმილი გააგრძელა.…

მეტი...

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” გაუქმდა ცაგერისა და ხობის მუნიციპალიტეტებშიც

ქუთაისის საკრებულოს შემდეგ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” გაუქმდა ცაგერისა და ხობის მუნიციპალიტეტებშიც. პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა. ისინი ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია ,,ახალს” შეუერთდნენ. ,,ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილები საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ. დეპუტატი ნინო ტვლიდიანი ამბობს, რომ ფრაქციას “ახალი” ერქმევა და 27 მარტიდან ის ცაგერის საკრებულოში ოფიციალურადაა რეგისტრირებული.

მეტი...

,,კითხვა არ არის თავდასხმა, ნელ-ნელა გამოვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან” – გურამ მაჭარაშვილი

,,კითხვა არ არის თავდასხმა, ნელ-ნელა გამოვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც პაველ ჰერჩინსკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ,,კითხვა არ არის თავდასხმა, მეგობრებო. ნელ-ნელა გამოვიდეთ ამ მონური ფსიქოლოგიიდან, რომლის ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ნაციონალურ მოძრაობას, რომ კითხვა არ არის თავდასხმა. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის განცხადებას, მინდა კითხვა დავსვა ისევ და აქვე გეტყვით, თავს კი არ ვესხმი ვინმეს. კითხვის უფლება ხომ გვაქვს? მინდა კითხვა დავსვა ევროკავშირის ელჩის ქვეყანაში კეთილსინდისიერებას უცხოური ძალები უმოწმებენ მოსამართლეებს?”, – ამბობს მაჭარაშვილი.

მეტი...

ბაკურიანში, მეორე დღეა თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ეძებენ

ბაკურიანში, მეორე დღეა თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ეძებენ. ოპერაცია დილის 7 საათიდან განახლდა, მასში ჩართულია ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა, დრონები. ვერტმფრენს შემთხვევის ადგილზე, რომელიც რთულ რელიეფზეა, ცოცხალი ძალა გადაჰყავს. პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივებიც, ადგილზე ოცკაციანი მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს. ,,მოხდა ზვავის ჩამოწოლა და ვერ მოახერხა გამოსვლა, ამას ადგილობრივები, ვინც იქ ახლდა, ხედავდნენ თავისი თვალით. თვითმხილველები, არ დაზარალებულან, არიან რა თქმა უნდა, შოკირებულები, მეგობრები იყვნენ. შსს-ს სათანადო სამსახურმა დაახლოებით დილის 7 საათზე განაახლა სამუშაოები, შეასრულეს 3 რეისი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გადაიყვანეს მაშველები, გუშინდელთან შედარებით მაშველები დამატებულია, ადგილობრივებმაც გამოაცხადეს თანხმობა და მზადყოფნა…

მეტი...

მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ. 24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო…

მეტი...

,,რუსეთი სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად მილიარდობით დოლარს ხარჯავს” – ზელენსკი

რუსეთი სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად მილიარდობით დოლარს ხარჯავს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ,,რუსეთი ხარჯავს მილიარდებს და მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციას და ქრთამავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს. შეშფოთებულია პლანეტის სხვადასხვა რეგიონი. აფრიკა, აზიის სხვადასხვა ნაწილი და ევროპა, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული და საზრდობული დესტაბილიზაციისგან. რუსული დაზვერვა და ქაოსის გავრცელების მცდელობები ასევე მიზნად ისახავს ორივე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას. ასეთი რუსული გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. გასაგებია, რომ რუსეთის ფინანსურ…

მეტი...

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 29 მარტს

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 29 მარტს – ეროვნული ბანკი ოფიციალურ, განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. 1 აშშ დოლარი – 2.6978; 1 ევრო – 2.9112; 1 ფუნტი – 3.4035; 1 ლირა კი 0.0834 ლარი ეღირება

მეტი...

,,კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსეთში, ,,კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებული თავდასხმის მონაწილეების დაფინანსების სქემაში იყო ჩართული. ასევე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ ,,გამოძიებამ დაადასტურა კავშირი ,,კროკუსში” მომხდარ თავდასხმასა და უკრაინელ ნაციონალისტებს შორის”.

მეტი...

არგენტინის საგარეო უწყებაში 1919 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული დეკრეტი გამოფინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. ისტორიულ დეკრეტთან ერთად საგარეო უწყებაში ასევე წარმოდგენილი იყო იმ პერიოდის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და არგენტინას შორის. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა. როგორც მინისტრმა მონდინომ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირები და ის რომ არგენტინამ თავის დროზე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფასეული და ღირებულია თავად არგენტინისთვის, რომელიც ერთგული იყო და რჩება ამ ღირებულებების.…

მეტი...

საქართველოს, შესაძლოა, მოსაზღვრე სოფელი გადაეცეს – სომხური მედია

სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვრის დემარკაციაზე მუშაობის ფარგლებში, შესაძლოა, სომხეთმა საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელი ჯილიზა გადასცეს. აღნიშნული ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. Yerkir.am წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არც უარყვეს და არც დაადასტურეს აღნიშნული და განაცხადეს, რომ დემარკაციის პროცესის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას თავის დროზე მიაწვდიან.

მეტი...