უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინის უმეტეს რეგიონში, ბალისტიკური რაკეტების გაშვების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს და წერს, რომ “სამხრეთიდან ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხეა”. მათივე ცნობით, დაბომბვის საფრთხის ქვეშ კიევი და სხვა ოლქებია.

მეტი...

საფრანგეთიდან საქართველოში 58 არალეგალი დააბრუნეს

საფრანგეთში, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. ინფორმაციას საფრანგეთის სააელჩო ავრცელებს. ცნობისთვის, 2023 წელს, 965 არალეგალი ქართველი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არელეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდა.

მეტი...

,,ვფიქრობ, მცოცავი ოკუპაცია უნდა გააგრძელონ და ადგილები მოინიშნეს” – ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ

,,ვფიქრობ, მცოცავი ოკუპაცია უნდა გააგრძელონ და ადგილები მოინიშნეს”, – ამის შესახებ ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია საუბრობს და სოფელში რუსი ოკუპანტების გამოჩენას ეხმაურება. როგორც ლუდა ასლია ამბობს, რუსები ტერიტორიაზე დაახლოებით 30 წუთს გაჩერდნენ. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ქმედება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება იყოს. ,,8 წელია აქ ვცხოვრობ და ვიცი, რომ შაბათ-კვირას არ დადიან, არც წვრთნები აქვთ და არც არაფერი. დღეს გამიკვირდა, ეს მანქანა რომ გადმოდგა. 4 რუსი ოკუპანტი სამხედრო ფორმებით იყო, სახე დაფარული ჰქონდათ – სულ დაფარული აქვთ, სახე ალბათ იმიტომ, რომ შაბათ-კვირას აქ დაგულაობენ თბილისის კაფეებში და რომ არ იცნონ.…

მეტი...

“ჰამასის” დელეგაცია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, კაიროში ჩავიდა

“ჰამასის” დელეგაცია, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, კაიროში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ისრაელის მიერაა დამტკიცებული, უკვე “მაგიდაზეა” და “ბოევიკების” ხელმოწერას ელოდება. გამოცემას ოფიციალურმა პალესტინელმა პირმა განუცხადა, რომ შეთანხმება “ჯერ არ დასრულებულა”. ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა: “გზა ცეცხლის შეწყვეტისკენ ახლა ფაქტობრივად ამ საათში პირდაპირია. და მაგიდაზე არის გარიგება. არის შეთანხმების ჩარჩო”. თუმცა, სავარაუდოდ, შეთანხმება არ შესრულდება “ჰამასის” მთავარი მოთხოვნის, ომის მუდმივი დასრულების გარეშე და ასევე 100-ზე მეტი მძევლიდან ნახევარზე მეტის ბედის გადაუჭრელად დატოვების შემთხვევაში. ეგვიპტელი შუამავლები ვარაუდობენ, რომ მ ეს…

მეტი...

ქობულეთში ქალი ხიდიდან მდინარეში გადავარდა

ქობულეთში, ქალი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, TV25 ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ჰოსპიტალში გადაჰყავს. შემთხვევის ადგილას სამაშველო და სასწრაფო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

მეტი...

პალესტინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის თურქეთს ეწვევა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს, ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, თურქეთს ეწვევა. ,,არსებობს სერიოზული სურვილი და მცდელობა, რომ ცეცხლი რამადანამდე შეწყდეს”, – განაცხადა თუქრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ანტალიაში ყოველწლიური დიპლომატიურ ფორუმზე დასკვნით გამოსვლაში. მისი თქმით, ლიდერები “პალესტინაში განვითარებულ მოვლენებს, ომის მიმდინარეობას, ასევე პალესტინის შიდა დიალოგს” განიხილავენ.

მეტი...

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

ოდესაში, 23 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ოდესაში, 23 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოდესის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს. “2024 წლის 23 თებერვალს რუსული თვითმფრინავის წინა თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი, სამწუხაროდ, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებული ქალის მდგომარეობა რჩებოდა უკიდურესად მძიმე – კრიტიკული მთელი მისი საავადმყოფოში ყოფნის განმავლობაში, ის იმყოფებოდა დამწვრობის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი… ოდესელი ქალი 61 წლის იყო”, – განაცხადა კიპერმა. ცნობისთვის, 23 თებერვალს რუსეთის ჯარები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს, სახლზე დარტყმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა, დაშავებული ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

,,უკრაინას იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო” – ზელენსკი ოდესაზე

უკრაინას იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ,,დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. ჩვილი 4 თვის ტიმოფეი და ბიჭი მარკი, მას 3 წელიც არ შეუსრულდა. 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი სამი წლის გოგოც. ეს ტერორია, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლის განადგურება, მხოლოდ ადამიანების დაშინება აქვს მიზნად. მსოფლიომ იცის, რომ შესაძლებელია ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, “შაჰიდისგან” დაცვის სისტემები და რაკეტები აქვს. უკრაინისთვის იარაღისა და ჩვენი ხალხის დასაცავად საჰაერო თავდაცვის…

მეტი...

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში მასიური ქარიშხალია

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში მასიური ქარიშხალია. ქარბუქმა კალიფორნიისა და ნევადას ნაწილები მოიცვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქარიშხლის გამო ძირითადი გზები დაკეტილია. ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

ღამის ცხოვრება, კლუბები, გართობა ჩინეთში (ვიდეო)

ეს ჩინეთის დედაქალაქი პეკინის ღამის ცხოვრებაა. გართობა, კლუბები აქაც ისევე პოპულარულია, როგორც სხვა, თანამედროვე და განვითარებულ ქვეყნებში. ვისაც გაინტერესებთ რა ხდება კლუბებში, ერთად ვნახოთ ღამის ცხოვრება. უნდა აღვნიშნო, რომ მოცეკვავეები რუსი გოგონები არიან, რომლებიც ამ კონკრეტულ კლუბში მუშაობენ. შოუ კი ყოველდღე 20:00 საათზე იწყება და 1:30 წუთის განმავლობაში გრძელდება.

მეტი...

ბრაზილიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

ბრაზილიელი მეხანძრეები ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე შტატ რორაიმაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივის იმ ტერიტორიას უკიდია, სადაც ბრაზილიელი აბორიგენები ცხოვრობენ. ტროპიკული ტყეები კატასტროფის რისკის წინაშეა. მაშველებმა იქ ცეცხლის 251 კერა აღმოაჩინეს.

მეტი...

,,ვითხოვთ სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებს” – აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან ონკოპაციენტები აქციას მართავენ, სახელწოდებით: “მინდა ვიცოცხლო”. მათი მოთხოვნები უცვლელია – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დაპირების შესრულება, 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და მათთვის საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანა. აქციის ორგანიზატორების თქმით, სამი აქციის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები პირი არ შეხვდათ. ისინი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. ,,ჩვენ უკვე მეოთხე აქცია გვაქვს და ვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას… ჩვენ არ ვითხოვთ ფუფუნების საგნებს, ჩვენ ვითხოვთ სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომას. ქვეყანაში წამლები, რომლებზე უამრავი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, დეფიციტშია. ჩვენ დაგვპირდნენ 2023 წელს, რომ ყველა მოქალაქე სრულფასოვან მკურნალობას…

მეტი...

მოქალაქეებმა რუსეთში სამუდამო პატიმრობამისჯილი მამუკა გაწერელიას მხარდამჭერი პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, მხარდამჭერი პეტიცია შექმნეს, რომელსაც რუსეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მოქალაქეები ხელისუფლების დახმარებას სთხოვენ და ოფიციალური პირებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან. ,,მამუკა გაწერელია სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ იყო დაჯილდოვებული სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო წარმატებებისათვის. თავადაც აფხაზეთიდან დევნილს, რომლის მამაც აფხაზეთის ომის მონაწილეა, გულმა ვერ გაუძლო, როცა ტელევიზიით უდანაშაულო ადამიანების, მოხუცებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტას უყურა და მოხალისედ წავიდა უკრაინაში. თავგამოდებით ებრძოდა საერთო მტერს – რუსეთს, რომელმაც უკრაინაზე ადრე მის მშობლიურ აფხაზეთში დაატრიალა ცოდვის კალო. ომში, სადაც 2 მხარე ებრძვის ერთმანეთს, მუდამ ვიღაც იღუპება…

მეტი...

კვირა დღე პეკინის “მზის ტაძრის” პარკში

პეკინის რიტანის “მზის ტაძრის” პარკი ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი ადგილია. პარკში ძირითადად ასაკოვნები იკრიბებიან და სხვადასხვანაირად ატარებენ დროს. პარკი 1980 ჰექტარს მოიცავს და კინგის დინასტიის დროს გაშენდა. მას მეტსახელად “მზის ტაძრის” პარკსაც უწოდებენ. ეკა გულუა პეკინიდან 

მეტი...

ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ჩავიდა

ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი, მოსკოვში ჩავიდა. მან უკრაინის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან გამართა მოლაპარაკებები. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის თქმით, აღნიშნული ვიზიტი არის პეკინის ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტი გუშინ დაიწყო. მისი შემდეგი ვიზიტები დაგეგმილია კიევში, ვარშავაში, ბერლინში, პარიზსა და ბრიუსელში.

მეტი...

ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება

ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მთავრობას „ჰამასთან“ მიმდინარე ომის არასათანადოდ მართვაში დასდეს ბრალი და ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130-ზე მეტი ისრაელელის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიციამ აქციის 7 მონაწილე დააკავა.

მეტი...

სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს, დედის დღესთან დაკავშირებით, თაიგულები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს.  

მეტი...

ოდესაში ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს

ოდესაში, შენობის ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში ამბობენ, რომ რომ ნაპოვნი ბავშვი 8 თვის იყო. ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა კი განაცხადა, რომ ის დედის ცხედრის გვერდით იპოვეს. ცნობისთვის,  ოდესას რუსეთი თავს 2 მარტის ღამეს დაესხა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი 3 წლის ბავშვია. 3 მარტი ოდესაში გლოვის დღეა.

მეტი...

აუდიტის დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. ირკვევა, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3 კლინიკის მიმართ სასამართლო საქმე აღიძრა. თუმცა, საავადმყოფოს მიმართ დაკისრებული ჯარიმა არც სამინისტროს ბუღალტრულ რეესტრებშია ასახული და არც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარდგენილი. ეს კლინიკებია: შპს “ალსს“, შპს “თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო” და შპს “სამედიცინო ცენტრი “ნეოკლინიკა”, რომელმაც 2018 წლის 14 სექტემბრიდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება (დღეს შპს “ნეო ჯგუფი” ჰქვია). აუდიტის დასკვნით, დარღვევებია ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით. ასევე, სააღრიცხვო პოლიტიკასა და კონტროლში. კონტროლის სისტემა არ არის ინტეგრირებული ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის რეგისტრებთან და სტრუქტურული…

მეტი...

გენდერული თეორია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, ძალზე საშიშია – რომის პაპი

გენდერული თეორია და გენდერული იდეოლოგია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცნებაა. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკე მეორემ საერთაშორისო ანთროპოლოგიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ვატიკანში გაიხსნა. კათოლიკური ეკლესია გენდერულ თეორია თანამედროვეობის არასწორ იდეოლოგიას უწოდებს, რომლის მიზანია განსხვავებების გაქრობა და ყველას გათანაბრება. კაცს და ქალს შორის განსხვავება, რომის პაპის თქმით, „ნაყოფიერ კონტრასტს“ ქმნის. პაპა ფრანცისკემ გაიხსენა 1907 წელს რობერტ ჰიუ ბენსონის მიერ დაწერილი რომანი – „მსოფლიოს მმართველი“. რომანში სამყაროს მომავალზე ეწერა და ნაწინასწარმეტყველევი იყო, რომ მომავალში სწორედ განსხვავებების გაქრობაზე იქნებოდა საუბარი. „წაიკითხეთ, თუ დრო…

მეტი...

თბილისში დაგეგმილი პუტინის ფონდის ,,საერთაშორისო კონფერენცია” ჩაიშალა

თბილისში დაგეგმილი ,,დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის” – OpenTalks.AI ჩაიშალა. ინფორმაციას კონფერენციის ორგანიზატორები ავრცელებენ: ,,ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხარო ამბავი გვაქვს. კონფერენცია თბილისში გაუქმებულია. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები გამო. ძალიან გვტკივა და გვწყინს, მაგრამ ეს სიტუაციაა”, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზატორები წერენ, რომ მეტი დეტალი ორშაბათს გახდება ცნობილი და, რომ ყველა მონაწილეს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.

მეტი...

არგენტინის პრეზიდენტი ერთადერთი სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს დახურვას აპირებს

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ერთადერთი სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Telam-ის დახურვას აპირებს. მაილის თქმით, “ტელამი” ბოლო ათწლეულებში არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა კირშნერის “პოლიტიკის გასაუმჯობესებლად” გამოიყენებოდა. 2022 წელს კრისტინა კირხნერი კორუფციული ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასევე სამუდამოდ აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება. ცნობისთვის, Telam -ი არგენტინაში ყველაზე დიდი საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა და 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

მეტი...

პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი დაახლოებით ერთი საათით დახურული იყო

სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი დაახლოებით ერთი საათით დაიხურა. შემოღებულ იქნა ეგრეთ წოდებული „კარპეტის“ გეგმა „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ფინეთის ყურეში „საჰაერო სამიზნეები“ გაანადგურეს. მოგვიანებით, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ლომონოსოვის რაიონში ამოქმედდა ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები. შედეგად განადგურდა რამდენიმე სამიზნე. მისივე თქმით, მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

ოდესაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

ოდესაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ,,3 მარტს დილით, ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს”, – ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში. ცნობისთვის, ოდესას რუსეთი თავს 2 მარტის ღამეს დაესხა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი 3 წლის ბავშვია. 3 მარტი ოდესაში გლოვის დღეა.

მეტი...

„თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ“ – ტრამპი

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დაიწყებს. ტრამპი ასევე ამბობს, რომ ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკას სრულად გააუქმებს. სიტყვით გამოსვლისას მან ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და საკუთარ თავს “ამაყი პოლიტიკური დისიდენტი” უწოდა. ცნობისთვის, ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა. მან რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიჩიგანში, აიდაჰოსა და მისურიში მოიპოვა. სამივე შტატში ტრამპმა დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი, ნიკი ჰეილი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ.

მეტი...

ყირიმის ხიდზე ღამით მოძრაობა შეზღუდული იყო

უკრაინული მედია წერს, რომ გასულ ღამეს ოკუპანტებმა ყირიმის ხიდი გადაკეტეს. რა იყო ხიდის გადაკეტვის მიზეზი უცნიბია, თუმცა დილის 5:40 საათზე მოძრაობა აღდგა. ცნობისთვის, მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში 3 მარტის ღამეს აფეთქებები ისმოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს დრონებით დაესხნენ თავს. უწყების მტკიცებით, მათმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცეში უკრაინელების 38 დრონი გაანადგურეს.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 9 დასახლება დაბომბეს

გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 9 დასახლება დაბომბეს. როგორც სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, დაფიქსირდა 60-მდე აფეთქება. ოკუპანტების ცეცხლქვეშ მოექცა ხოტინსკი, იუნაკოვსკი, მიროპილსკი, ბილოპოლსკი, კრასნოპილსკი, ველიკოფისარივსკი, ესმანსკი, სერედინო-ბუდსკი და ზნობ-ნოვგოროდსკი. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მეტი...

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ფაქტზე დააკავეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს. ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა.

მეტი...

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

1991 წლიდან ყოველი წლის 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს თარიღი სიმბოლურად საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაამკვიდრა. ზოგიერთ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს და დედის დღეს ერთად აღნიშნავენ, მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი… საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ დღის აღნიშვნა დაიწყო.

მეტი...

ცნობილი ხდება მდინარეში დაღუპული სკოლის მოსწავლეების ვინაობა – თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

თერჯოლაში მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის არიან მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა. თერჯოლის მერის თქმით, ბავშვები ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი. ორი დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.

მეტი...

„დაღუპულები სკოლის მოსწავლეები არიან“ – ტრაგედია თერჯოლაში

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო. თერჯოლის მერი განცხადებით, ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. „დაღუპულია გოგონა, მამა და მათი 2 თანაკლასელი. ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან“, – ამბობს თერჯოლის მერი. ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის თანმხლები პირებიდან 4 საშველად მდინარეში გადახტა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...