ზელენსკი ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოება შესთავაზა, – ამის შესახებ განცხადება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის დროს გააკეთა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში იმართება. ,,ჩვენ ვხედავთ პრობლემებს საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე და ჩვენ დაინტერესებული ვართ ერთობლივი წარმოებით თქვენთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ პარტნიორებს შესთავაზა უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის ჩატარება კიევში, ან ბალკანეთის რეგიონის რომელიმე დედაქალაქში. დღეს გამართულ ფორუმს ალბანეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიასა და მონტენეგროს ლიდერები ესწრებიან.

მეტი...

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, 29 თებერვალს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. საქართველომ ორი წლის განმავლობაში, წარმატებით უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს. უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა, შეჯიბრი კი მათი ეგიდით ტარდება. ღონისძებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი,…

მეტი...

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ ორ თანამშრომელს – თემურ მებონიასა და ბესარიონ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდების მხარემ სასამართლოს დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა კი სასამართლოს 5 000-5 000 ლარიანი გირაო შესთავაზა. წალენჯიხის მერიის თანამშრომლები 26 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ცნობით, მათ 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ…

მეტი...

რას ჰყვებიან მეზობლები ლილოს დასახლებაში მოკლულ გოგოზე

მრავლობითი ჭრილობით, ყელის ზურგისა და თავის არეში ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი დღეს სახლთან ახლოს, თხრილში იპოვეს. მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია მობილური ტელეფონიც. 22 წლის ახალგაზრდის ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ გოგონას ხელები მავთულით ჰქონდათ შეკრული. „მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს ტელეფონი უპოვიათ გატეხილი“, – ამბობს მედიასთან ადგილობრივი.

მეტი...

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გამოყოფს

ბელგია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრ დე კროო ავრცელებს. ,,ჩვენ ვერასდროს შევადარებთ იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს… მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ის, რაც მოითხოვა – მეტი საბრძოლო მასალა რუსი აგრესორის მოსაშორებლად”, – თქვა დე კროომ. ზელენსკიმ ბელგიას ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა: ,,ასეთი მტკიცე და დროული ქმედებები არის ზუსტად ის, რაც უკრაინასა და მთელ ევროპაში თავისუფლების დასაცავად გვჭირდება”.

მეტი...

დიდ დიღომში 37 წლის კაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერიას ეძებენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ,,ვეძებთ 37 წლის მამაკაცს, ბოლო ჩაცმულობა ასახულია ფოტოში, ასევე ვდებ სვირინგიან ფოტოს, რათა იდენთიფიკაცია გამარტივდეს. ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად “13”, სავარაუდოდ იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და გამოიყურება არაჰიგიენურად, რადგან სახლში არ ყოფილა რამდენიმე დღეა. ეძებს სამძებრო და საგამოძიებო სამსახური. გთხოვთ, თუ ვინმე სადმე შენიშნავთ ფოტოზე არსებულ პიროვნებას, დაუყოვნებლივ დარეკოთ 112 ში, სახელი და გვარია დავით ბერია”, – წერენ ახლობლები.

მეტი...

სასამართლოს ენით გააგებინეს წულუკიანს, რომ ნებისმიერი დღე, რომელსაც გაატარებს კულტურის მინისტრად, არის უკანონო – მაია პატარიძე

იცით რა მძიმე იყო ყოველი პროცესი, როდესაც მიდიხარ და სასამართლო იწყება წინადადებით – მაია პატარიძე ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ. იმ მუზეუმის წინააღმდეგ, რომლისთვისაც ალბათ თავს გავწირავდი, – ასე ეხმაურება ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი მაია პატარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მისი გათავისუფლება უკანონოა. ,,აწი უკვე სასამართლოს ენით გააგებინეს წულუკიანს, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი დღე, რომელსაც გაატარებს კულტურის მინისტრად, არის უკანონო. ჩემი შემთხვევა არ არის პირველი, ჩემს გარდა ძალიან ბევრმა მოიგო”, – ამბობს მაია პატარიძე. ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა მაია პატარიძის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება.  

მეტი...

სოფელ ტახტისძირთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სოფელ ტახტისძირთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – წერს…

მეტი...

ბათუმში, ქვეითთა გადასასვლელზე, ქალს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, ზებრა გადასასვლელზე, შუა ხნის ქალს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას და ფოტო მასალას “ბათუმელები” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება: „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე. კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია…

მეტი...

ლილოში მოკლული 22 წლის გოგო ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლია

სამ­გორ­ში, წი­ნუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. გო­გო­ნას ცხე­და­რი სა­კუ­თა­რი სახ­ლის წინ, დი­ლით, ორ­მო­ში იპო­ვეს. ის ბას­რი საგ­ნი­თაა მოკ­ლუ­ლი, თუმ­ცა, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, დად­გე­ნი­ლი არ არის, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი და­ნაა თუ არა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ და მის და­სა­კა­ვებ­ლად სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ,,სახ­ლის წინ სა­ხე­ლოს­ნო აქვთ, პა­ტა­რა ორ­მო­სა­ვი­თაა და იქ იპო­ვა სა­ხე­ლოს­ნო­ში მო­მუ­შა­ვემ, მერე და­უ­ძა­ხა მა­მას და იმან ამო­იც­ნო. და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ ჰყავთ, ეძე­ბენ, ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით. იპო­ვი­ან ალ­ბათ, ვინ და­უ­რე­კა, ვინ მი­წე­რა. ეს გო­გო­ნა აე­რო­პორტთან ახ­ლოს რა­ღაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და“, –…

მეტი...

2024 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იქნება სამყაროს არსებობის ისტორიაში

კლიმატოლოგები აკეთებენ ზუსტ პროგნოზებს ამ წლის გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომისთვის. მათი თქმით, 2024 წელი ძალიან, ძალიან ცხელი იქნება. იმდენად, რომ მოხსნის წინა წლის რეკორდს, რომელიც, შეგახსენებთ, ყველაზე ცხელი იყო. ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახური (C3S) გვაფრთხილებს, რომ პლანეტას სიცხის ტალღები დაატყდება თავს: „როგორც გასულ წელს, ჩვენ ველით, რომ სიცხე კიდევ უფრო გაუარესდება 2024 წელს“. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ექსტრემალური ამინდის პირობები გამოწვეულია კლიმატის ცვლილებათა და ელ-ნინიოს თერმული ფენომენით.

მეტი...

კოსმეტიკა და ჯარიმები – ნახეთ, რა რეგულაციები დაწესდება საქართველოში

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს. კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. „ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასევე ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც. კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც კანონის პროექტისა და ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული. ,,ტექნიკური რეგლამენტი – კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ” ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა…

მეტი...

,,თუ მართლა გსურთ პუტინის დამარცხება, უნდა გახდეთ ნოვატორები” – ნავალნაიას მიმართვა ევროპარლამენტში

თუ მართლა გსურთ პუტინის დამარცხება, უნდა გახდეთ ნოვატორები. პუტინს მორიგი რეზოლუციით ან სანქციებით, რომლებიც არაფრით განსხვავდება წინა რეზოლუციებისგან და მაგისთანებისგან, ვერაფერს ავნებთ, – ასე მიმართა ნავალნის ქვრივმა ევროპარლამენტარებს. იულია ნავალნაია დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიმართ. ,,ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკოსთან, არამედ სისხლიან მაფიოზთან. მთავარია, პუტინთან დაახლოებული ხალხი, მისი მეგობრები, თანამოაზრეები და ადამიანები, რომლებიც მაფიის ფულს განაგებენ. თქვენ და ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ დაჯგუფებას. არა დიპლომატიური ნოტები, არამედ გამოძიება ფინანსურ მაქინაციებზე. არა შეშფოთების განცხადებები, არამედ თქვენს…

მეტი...

კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა ბინა დაიბრუნა

კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა ბინა დაიბრუნა. იპოთეკარსა და მსესხებელს შორის ერთი თვის წინ დადებული შეთანხმების პირობები მხარეებმა 23 თებერვალს შეასრულეს. კერძო იპოთეკარ დარეჯან დვალსა და მარინა ხატიაშვილს შორის შეთანხმება გამოსახლებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს, შედგა. დოკუმენტში ეწერა, რომ “თუკი მარინა ხატიაშვილი ერთი თვის ვადაში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, დარეჯან დვალი მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას დაუბრუნებდა”. მარინა ხატიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა 70 000 აშშ დოლარი, ერთ თვეს კი დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის შესაგროვებლად გამოიყენებდა. ამ მიზნით 17 თებერვალს გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც ნამუშევრები გასაყიდად გამოიტანეს ხელოვანებმა…

მეტი...

რუსეთი შეეცდება დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში – დანიგანი

ქვეყანაში არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას. ,,მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთამ, რათა ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ არ არსებობს ჩარევა…

მეტი...

ხელვაჩაურში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

მეტი...

ღაზის სექტორში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა – გაერო

ღაზის სექტორში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის ცნობით, ანკლავში ბავშვთა არასრულფასოვანი კვების კუთხით მსოფლიოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის საავადმყოფოებს საომარი მოქმედებების ფონზე, უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. ისრაელ-„ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები გრძელდება.

მეტი...

მოკლულია 22 წლის გოგო, ცხედარი მამამ ნახა – ლილოს დასახლებაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

თბილისში, სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში 22 წლის გოგო მოკლეს. ახალგაზრდა ქალის ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში ნახეს. გოგონას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ ღამის 2 საათისთვის გოგონა სახლში იყო, თუმცა როდის და რატომ გავიდა სახლიდან, მათ არ იციან. ისინი ვარაუდობენ, რომ გოგონას გვიან ღამით ტელეფონზე დაურეკეს. ოჯახმა 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ძებნა დილით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა არც სახლში და არც სამსახურში აღმოჩნდა. ცხედარი მამამ ამოიცნო. ,,დილით ვნახეთ 9-10 საათზე. ჩვენ სამუშაოზე გვეგონა, იქაც დავრეკეთ, ძმა იქ მუშაობს აეროპორტში საბაჟო,…

მეტი...

პოლონეთში არალეგალი ქართველი ტაქსის მძღოლი დააკავეს

პოლონეთში არალეგალი ქართველი ტაქსის მძღოლი დააკავეს. გამოძიების ცნობით, 31 წლის კაცის წინააღმდეგ 400 სისხლის სამართლის მტკიცებულება შეგროვდა, რომელიც პრაგა-პოლნოკის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა. კაცი გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში, ვარშავაში დააკავეს, როცა სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა მისი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნა შეამოწმეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში არალეგალურად, საჭირო ბინადრობის საბუთების გარეშე იმყოფებოდა. ეჭვის გამო, რომ ქართველი საბუთების გაყალბებაში იყო ჩართული პოლიციამ ბინა გაჩხრიკა, სადაც ნახეს 6 პოლონური და 12 უცხოური მართვის მოწმობა, პასპორტების პერსონალიზაციის გვერდები, მათ შორის ორი პოლონური და 13 სხვა ქვეყანის, 342 ცალი მოთხოვნა სისხლის სამართლის…

მეტი...

პოლონეთში დააკავეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც მოპარული ცხენის დამალვას ბინაში ცდილობდა

პოლონეთის ქალაქ ვეჰეროვოში, 19 წლის ბიჭმა ადგილობრივი თავლიდან 3500 ევროდ შეფასებული ცხენი მოიპარა და მის დამალვას საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე ბინაში ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ცხენის აყვანას კიბეებზე ცდილობდა, რა დროსაც მეზობლებმა შეამჩნიეს და პოლიცია გამოიძახეს. ბიჭს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, წინუბანის დასახლებაში, სამგორის რაიონში, 20 წლამდე გოგო მოკლეს. რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

ბოლნისში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 11პრიმა,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და…

მეტი...

ექიმებმა ბოლომდე განკურნეს კიბოთი და შიდსით მომაკვდავი ადამიანი – სენსაციური მიღწევა მედიცინაში

ექიმებმა ცოტა ხნის წინ შეძლეს სრულად განეკურნათ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იტანჯებოდა კიბოთი და შიდსით. ჩვეულებრივ, ამ საშინელი სიმპტომებიდან ერთიც კი კლავს პაციენტს. კალიფორნელმა პოლ ედმონდსმა, მოახერხა ორივე დაავადების ერთდროულად დამარცხება და ეს ყველაფერი ჯანმრთელი დონორის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის წყალობით, ერთი ძალიან იშვიათი მუტაციით. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს არის სენსაციური მიღწევა მედიცინის სფეროში, ამიტომ ექიმებმა, რომლებიც მკურნალობდნენ მამაკაცს, ამ საოცარი შემთხვევის შესახებ ყველა დეტალი გაამხილეს. ეს ამბავი გვაძლევს იმედს, რომ მომავალში ჩვენი დროის საშინელი დაავადებები დამარცხდება და აღარ წარმოადგენს ასეთ დიდ საფრთხეს. მამაკაცი ერთდროულად ორი სასიკვდილო დაავადებისგან განიკურნა ჰემატოპოეზური უჯრედების…

მეტი...

რა გახდა ორსული გოგოს გარდაცვალების მიზეზი

ორსული გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზად თრომბი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით,  დაღუპილი მარიამ ლაზარაშვილია. მას მეგობრები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. „რა უსამართლობაა ეს ცხოვრება მარიამო… თან ორსულად ყოფილა… აბაზანაში შესულა და რომ დააგვიანა, მერე უნახავთ…“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

ფულის გათეთრებაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ძებნილმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა. ბრალდებული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბანკს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს აწვდიდა, თითქოსდა საზღვარგარეთ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება მოახდინა, ხოლო ნასყიდობის საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ბათუმში მიიღო. აღნიშნული გზით, ბრალდებულმა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7…

მეტი...

„მძიმე ავარიის მომენტს ვერ აღიქვამს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“ – კობა ძიგრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

კობა ძიგრაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შტატებში დაიკარგა და შემდეგ იპოვეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათია ნუცუბიძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კობა მძიმე ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც მას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები უფიქსირდება. ნათია მოუწოდებს საზოგადოებას კობასთვის კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, რათა მან შეძლოს ოჯახში დაბრუნება. „მეგობრებო, ჩემებო! ნაცნობებო და უცნობებო, მოგმართავთ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ბოლომდე გავაკეთოთ სიკეთე კობას დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ კობას სურს ხალხს იქეთ დაეხმაროს, რეალობა გვაქვს სხვა. მან მხოლოდ ითხოვა დახმარება მანქანის გაგზავნაში საქართველოში, რომ იქ შესძლებოდა ამ მანქანით ემუშავა, თუმცა რეალობა შეგიძლიათ ფოტოზე…

მეტი...

მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკის ქალაქ მარავატიოში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს. პოლიტიკოსებზე თავდასხმა დასავლეთის შტატ მიჩოაკანში მოხდა, რომელიც მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური რეგიონია. არსებული ინფორმაციით, მიგელ ანხელ რეიეს ზავალას საკუთარ მანქანაში ესროლეს, რის შემდეგაც ორი შეიარაღებული პირი ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ასევე საკუთარ მანქანაში იპოვეს მოკლული მერობის მეორე კანდიდატი ოპოზიციონერი არმანდო პერეს ლუნა. მასაც ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. ცნობისთვის, 2021 წლის არჩევნების დროს, მექსიკაში 30-ზე მეტი საარჩევნო კანდიდატი მოკლეს.

მეტი...

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. „გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A…

მეტი...

2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. „როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი…

მეტი...

დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე, განსაკუთრებით კი ცესკო – რობინ დანიგანი

დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე, განსაკუთრებით კი ცესკო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,გვინდა, რომ საქართველოო გახდეს ევროკავშირის წევრი . ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების მანძილზე მზად ვართ, რომ მხარი დაგიჭიროთ რომ შეასრულოთ 9 პირობა, ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვითანამშრომლებთ ყველა სეგმენტთან, ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ყველა სფეროს. ერთ ერთი მნიშვნელოვანი რაც აქ ჩამოსვლის შემდეგ გავაკეთე იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში და ვისაუბრე საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ, თუ როგორ…

მეტი...

წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ,,საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს…

მეტი...

ნობელიანტ რუს უფლებადამცველს 2,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს უფლებადამცველს ოლეგ ორლოვს, “შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის” უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფაშიზმში დადანაშაულების ბრალდებით, 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 70 წლის უფლებადამცველი ჯგუფის მემორიალის ლიდერს, რომელმაც 2022 წელს ნობელის პრემია მოიპოვა, ბრალი სტატიის დაწერის შემდეგ წაუყენეს, სათაურით “მათ სურდათ ფაშიზმი. მათ ეს მიიღეს”. სასჯელის გამოტანის შემდეგ ორლოვმა განაცხადა, რომ “განაჩენმა აჩვენა, რომ ჩემი სტატია ზუსტი და ჭეშმარიტი იყო”. მას მოსკოვის სასამართლო დარბაზში მხარდამჭერებმა, მათ შორის დასავლეთის საელჩოების წარმომადგენლების აპლოდისმენტები მოჰყვა. ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ ორლოვმა გამოავლინა “პოლიტიკური სიძულვილი რუსეთის მიმართ”. ორშაბათს სასამართლო პროცესის დასკვნით სიტყვაში…

მეტი...

ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ,,წინასწარი მონაცემებით, დაკავების მიზეზი “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა”, – წერს მედია. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დუბკოვი თან ახლდა ალექსეი ნავალნის დედას, ლუდმილა ივანოვნას სალეხარდში, როდესაც ის შვილის ბედის გარკვევას ცდილობდა და მისი ცხედრის გათავისუფლებას ცდილობდა.

მეტი...

მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ “ქართული ლეგიონის” მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ვადა აითვლება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. რუსეთი მამულაშვილს ბრალად სდებს დაქირავებულ საქმიანობასა და სიძულვილის გაღვივებას მედიის გამოყენებით. მასზე ძებნა 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

მეტი...

მარნეულში მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა

მარნეულში “ფორდის” ტიპის მიკროავტობუსი გზაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები მუშაობენ. ისინი დაშავებულს პირველად დახმარებას უწევენ.

მეტი...