„ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის “არწივია“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობის დამკიცებასთან დაკვშირებით სოციალურ ქსელში წერს და ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს იხსენებს. „ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის “ერთადერთია”, “ასეთი ჯერ არ ყოფილა”,”არწივია”, “ადამიანი კი არა, ანგელოზია” და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ “ერთადერთი”, “არწივი”, და ა.შ.  ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ ‘”ადრინდელი” შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან …. 16 თებერვალი …..1890  !!!!!  ნიკო ნიკოლაძე  (თხზულებანი, ტომი X)” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერ მინისტრი და სამთავრობო გუნდი დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე გახდა. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი მინისტრი შეიცვალა და ეს არის თავდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, რომ  დღემდე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრი იყო და მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ამჯერად კი ყოფილმა და ახალმა პრემიერებმა ადგილები გაცვალეს და მმართველი გუნდის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. პრემიერ მინისტრობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამის მოსმენას დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები სრულად ესწრებოდნენ.    

მეტი...

„უნდა გამოვასახლოთ? ან წამოვლიან იქიდან“? – დეპუტატი მეწყრულ ზონებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, იმერეთში მომხდარ მეწყერზე ისაუბრა რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეპუტატი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადენულ დოკუმენტსაც შეეხო, სადავ ყველა მეწყერსაშიში უბანია შეყვანილი. მისი თქმით, მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის გამოსახლება გამოსავალი არ არის. „მთელი იმერეთია შეყვანილი ამ დოკუმენტში, რაჭა, სამეგრელო, გურია. როგორია ჩვენი სოფლები? –  მთაზე შეფენილი სოფლებია. იმ დოკუმნტში ყველა არის შეყვანილი. უნდა გამოვასახლოთ ყველა და დავცალოთ?  ან ისინი წამოვლიან იქიდან? ან სად მიგყავს ისინი? როგორ უნდა გააკეთო ეს, ან რა ფული გეყოფა ამაზე“ – განაცხადა დეპუტატმა საპარლამეტო ტრიბუნიდან.

მეტი...

„პაპუაშვილმა წულუკიანს თუ მიკროფონი ჩაურთო, აქ სისხლის გუბეები დადგება“ – დეპუტატი მინისტრს (ვიდეო)

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მიმართავს და მის მინისტრობას კატასტროფას უწოდებს. „აი თქვენ, ქალბატონო თეა, რა გითხრათ, თუ თქვენ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატარსტოფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ უწყებისთვის, რომელსაც ხელმძთვანელობთ. ასე მაუზერით და ნაგანით არქეოლოგების დარბევა, მწერალთა სახლის დარბევა და სხვადასხვა არ შეიძლება. თქვენ პოლიტიკურ პრობლემებს საკუთარ გუნდს უქმნით“ – მიმართა ელისაშვილმა წულუკიანს და დასძინა: „პაპუაშვილმა თუ მიკროფონი ჩაურთო წულუკიანს, აქ სისხლის გუბეები დადგება“.

მეტი...

დეპუტატმა მინისტრი უსარგებლო ძაღლს შეადარა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი „უსარგებლო ძაღლს“ შეადარა. „თავდაცვს მინისტრის „პოსტზე“ წარდგენილია ჩემი მშობლიური ქალაქიდან ირაკლი ჩიქოვანი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ზუგდიდელები მეკითხებიან, როგორ შეაფასებ ირაკლი ჩოქოვანის მაჟორიტარობასო. გამიჭირდა შეფასება და საბოლოოდ, სოციალურ ქსელში არის ზუგდიდელების ჯგუიფი და მანდ ვიპოვე ზუსტი შეფასება. ვინც მეგრულს ვერ გაიგებთ ზარქუას (დეპუტატი წალენჯიხიდან) სთხოვეთ და გითარგმნით: „უსარგებლე ჯოღორია, ყუდეს ვერგუდუა დო კარიშა მეუნდესია“ (უსარგებო ძაღლი შინ არ ვარგოდაო და გარე საქმეებზე მიყავდათო“ – განაცხადა დეპუტატმა წითლიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მეტი...

„პარლამენტის თავმჯდომარემ ტანსაცმელი დამიწუნა, მითხრა, როგორ დადიხარო“ – ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ჩოხა-ახალუხით მივიდა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და ჰკითხა, კიდევ ხომ არ იწუნებდა მის ჩაცმულობას. „ვინმეს ახირებული კაცი  რომ არ ვეგონო, პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში  უნდა გეცვას საქმიანად, ან შემოსილი უნდა იყო ეროვნული სამოსით. რამდენიმე დღის წინ, მეგონა, რომ საქმიანად მეცვა, მაგრამ თურმე ნურას უკაცრავად, პარლამენტის თავმჯდომარემ ტანსაცმელი დამიწუნა და მითხრა როგორ დადიხარო ასე. კიდევ კარგი არ გამაგდეს დარბაზიდან. მთელი დღეა ვნერვიულობ ბატონო შალვა. შესაბამისად თუ მაცვია და რამე წუნს  ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხას?“ – მიმართა მან პარლამენტის თავმჯდომარეს…

მეტი...

„კონსტიტუცია რუსული კანონის ავტორად დაგიმახსოვრებთ“ – ოპოზიცია უმრავლესობას

„რას თვლით გამარჯვებად?“ – ამ კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. მან მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში ამხილა და აღნიშნა, რომ ისინი ისტორიაში სწორედ ამ სახელით შევლენ. „თქვენ გადაეფარეთ კლანს, ისევე როგორც გადაეფარეთ რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს, იმიტომ რომ, ერთნი ხართ. ერთნი ხართ და რამდენიც არ უნდა გადაეფაროთ ერთმანეთს არაფერი გიშველით. დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპანტის ხელისუფლებამ დააინიცირა რუსული კანონი. მეტი რა სამხილი შეიძლება იყოს. დიახ, რუსული კანონი და საქართველოს წინააღმდეგ რუსული დივერსია იყო ის, რაც თქვენ დააინიცირეთ და ხმა მიეცით. ძალიან გინდათ, ისტორიამ კონსტიტუციის ავტორად დაგიმახსოვროთ, მაგრამ, რუსული…

მეტი...

სემეკის გადაწყვეტილებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების 11 938 მომხმარებელს  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ არასწორად დარიცხული წყალარინების მომსახურების საფასური, ჯამში  6 048 539 ლარი უკან დაუბრუნდება. სემეკმა კომპანიას გადაწყვეტილების შესასრულებლად 5 თვიანი ვადა მისცა. გარდა ამისა, სემეკის დავალებით კომპანიამ, ჯამში 10 251 აბონენტს უკვე ჩამოაწერა  ხანდაზმული დავალიანება და  მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მათ სააბონენტო ბარათზე განათავსა კომპენსაციები,  ჯამში  995 371  ლარის ოდენობით. ამასთანავე,  სემეკმა  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 75 ათასი ლარით, სახელმწიფო…

მეტი...

სემეკის თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო დიპლომი გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოს მიერ, უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო დიპლომი გადაეცა. სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასევე დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები. მომავალი თაობის განათლებაში შეტანილი წვლილისა და უნივერსიტეტში წარმატებული საქმიანობისათვის დავით ნარმანიას სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. იგი  არის  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი …

მეტი...

„პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე“ – დეპუტატი თავმჯდომარეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, საქართველოს დროშის გვერდით ტრიბუნასთან ევროკავშირის დროშაც აფრიალდეს. როგორც სამადაშვილმა პაპუაშვილს მიმართა, ის ევროპულ დროშაზე „ეშმაკის მსგავსად“ რეაგირებს. „წარდგენილ პროგრამას კი ჰქვია ევროპული სახელმწიფოსთვის, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე. ბატონო შალვა, კოლეგებისთვის შენიშვნის მიცემის ნაცვლად, იმას მაინც მოვიფიქრებდი, რომ ევროპული დროშა, ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასაც რომ  ამშვენებდეს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა გახდა, მიუხედავად თქვენი მცდელობისა, რომ ეს დღე არ დამდგარიყო“ – აღნიშნა სამადაშვილმა პარლამენტში. “თქვენი ბოღმის ლექსიკონი კვლავ აქტიურია როგორც ვხედავ” – ასე უპასუხა…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით 032 2 421 424 და მიაწოდოს ინფორმაცია – ცხოველის მახასიათებლების, მისი დაკარგვის დროის, ადგილისა და სხვა გარემოებების შესახებ. ,,გთხოვთ, გაითვალისწინეთ! იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ძაღლის დაკარგვის შესახებ სააგენტოში დაუყოვნებლივ არ განაცხადებს და შეტყობინების დატოვებამდე ცხოველი მოხვდება მუნიციპალურ თავშესაფარში, პატრონს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი (ცხოველის უმეთვალყურეოდ დატოვების გამო) და ვალდებული იქნება, ცხოველის ტრანსპორტირებისა და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის ხარჯები აანაზღაუროს. იმ შემთხვევაში, თუ ის განაცხადებს ფაქტის…

მეტი...

„მიგრაცია გვქონდა 90-იან წლებში, მოგვიანებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლიმკობახიძემ მიგრაციის თემასთან დაკავშირებთ,  ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებსაც უპსუხა და აღნიშნა, რომ „მათი ხელისუფლების“ პერიოდში 225 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. „რაც შეეხება იმას, რატომ წავიდნენ ადამიანები საქართველოდან: მიგრაცია გვქონდა 90-იან წლებში, მოგვიანებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და მიგრაცია არის ჩვენს პერიოდშიც. არ ვართ კმაყოფილები მიგრაციის მაჩვენებლით, თუმცა მინდა გავიხსენო, რომ თქვენს დროს, დაახლოებით 225 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ჩვენს პირობებში, 2014 წლიდან დაახლოებით 20 ათასით გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა, გვაქვს არასათანადო სურათი, არ მოგვწონს ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს მიგრაციის სფეროში, მაგრამ თქვენი ხელისუფლების მონაცემები, რომ ავიღოთ, როცა 200…

მეტი...

„რა ფორმით გინდათ, რომ დაკმაყოფილდეთ?“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

„არ ვიცი დასაქმებასთან დაკავშირებით რამდენჯერ გავცე ამ შეკითხვას პასუხი, ციფრებით, ციფრების გარეშე, ანალიტიკით, ანალიტიკის გარეშე რა ფორმით გინდათ, რომ დაკმაყოფილდეთ?“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს დასაქმებასთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ განმარტა, ციფრები მათ არ მოსწონთ, ანალიტიკა მათ არ მოსწონთ. „ციფრები თქვენ არ მოგწონთ, ანალიტიკა თქვენ არ მოგწონთ, თხრობითი ფორმით ნათქვამი თქვენ არ მოგწონთ, არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ მონაცემები… ციფრებით გაჩვენეთ ის თუ რა მოხდა გასული წლების განმავლობაში საქართველოში, რამდენით მეტი ადამიანი დასაქმდა და მომავალში, შესაბამისად, როგორი პროგნოზი შეიძლება გვქონდეს.…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მესამე მიკრორაიონში, N85-87 კორპუსებთან მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა. სახლების დადგმის პროცესში სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ მიიღეს მონაწილეობა. დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მეტი...

,,ვურჩევ გიორგი ვაშაძეს, რომ ნაცვლად მანიპულაციებისა, მეტი აქცენტი გააკეთოს საფუძვლიან კრიტიკაზე” – ირაკლი კობახიძე ვაშაძეს

,,ვურჩევ გიორგი ვაშაძეს, რომ ნაცვლად მანიპულაციებისა, მეტი აქცენტი გააკეთოს საფუძვლიან კრიტიკაზე”. ასე მიმართა პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს. ,,20 პროცენტი იყო სიღარიბე 2012 წელს, ეს დაგვიტოვეთ თქვენ. 2022 წელს მაჩვენებელი იყო უკვე 15.6 პროცენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, თუმცა გვაქვს კვლავაც მძიმე მაჩვენებელი – ნახევარ მილიონი ადამიანი და მეტი კვლავაც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ვურჩევ გიორგი ვაშაძეს, რომ ნაცვლად მანიპულაციებისა, მეტი აქცენტი გააკეთოს საფუძვლიან კრიტიკაზე, თუმცა როგორც ჩანს, ასე აფასებს, რომ არ აწყობს საფუძვლიანი კრიტიკა და ურჩევია ციფრებით მანიპულირება. ან…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟებმა, მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, 3 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟებმა გასული ღამის განმავლობაში მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად 3 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის, 15 სართულიანი კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს. ,,მინდელის ქუჩაზე კორპუსის სახურავიდან სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კატის მდებარეობა მაშველებმა ზუსტად განსაზღვრეს და კედელში, მცირე ზომის ხვრელის გამოტეხვის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან”, –…

მეტი...

„შემოსავლებში ვართ მემარჯვენეები, ხარჯებში ვართ მემარცხენეები“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის წევრებს სამთავრობო პროგრამას აცნობს და დეპუტატების კითხვებს პასუხობს. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, შემოსავლებში მმართველი გუნდი მემარჯვენეა, ხარჯებში კი მემარცხენე. „რაც შეეხება ჩვენს იდეოლოგიას, „შემოსავლებში ვართ მემარჯვენეები, ხარჯებში ვართ მემარცხენეები. ეს არის რეალურად ჩვენი პოლიტიკის შინაარსი“, – აღნიშნა კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მეტი...

,,კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია” – ირაკლი კობახიძე

,,მიუღებელია ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია, კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია”. ამის შესახებ, პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,რაც შეეხება კორუფციას, ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია, რის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ და ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას, შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად,“ – ამბობს კობახიძე.

მეტი...

რუსეთის ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარი უთხრა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ომის მოწინააღმდეგე, პუტინის პოლიტიკის კრიტიკოს – ბორის ნადეჟდინის კანდიდატად რეგისტრაციაზე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, არჩევნებში კიდევ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ნადეჟდინი ოპოზიციის საუკეთესო იმედად ითვლებოდა. რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ნადეჟდინმა მხოლოდ 95 587 ლეგიტიმური ხელმოწერა შეაგროვა, 100 000-იან ნიშნულზე კი 5 000 ხმა აკლდება. ნადეჟდინმა განაცხადა, რომ რეგისტრაციაზე უარს გაასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში.

მეტი...

,,ღამის 2 საათი იყო, ფეხშიშველი გამოვიქეცი, ტყის გავლით გადმოვედით” – მეწყერი ხულოში

ხულოში, მეწყრული პროცესების გამო, ევაკუირებულია 35 ოჯახი. სტიქიის ზონაში ახლა გეოლოგები იმყოფებიან. სწორედ მათი დასკვნის შემდეგ უნდა გადაწყდეს როდის დაბრუნდებიან ოჯახები სახლებში. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ,,ღამის 2 საათი იყო როცა გავიგეთ ხმაური… შეგვეშინდა, ავფორიაქდით, გამოვიქეცით ფეხშიშველი… მოკლე გზიდან ვერ ჩამოვედით და გავედით გაღმა, ტყის გავლით გადმოვედით მეორე მხარეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები. დაფარულია საავტომობილო გზები და ხიდები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლები.

მეტი...

,,რამდენიმე ოქროს მედალი გეკუთვნით” – შოთა ხაბარელი კობახიძეს

,,პოლიტიკაშიც რომ იგივე შეფასება იყოს, როგორც სპორტში, თქვენ დღეის მდგომარეობით, რამდენიმე ოქროს მედალი გეკუთვნით”. ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა შოთა ხაბარელმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. „თუ გადავხედავთ თქვენს პოლიტიკურ განვლილი გზას, ყველა ნაბიჯი წარმატებული იყო. თუნდაც რად ღირს ის თქვენი შექმნილი კონსტიტუცია, რომელმაც ვენეციის კომისიიდან უმაღლესი შეფასება მიიღო. ეს არის ის თქვენი წარმატება, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ მომავალში უფრო წარმატებული იქნებით. ჩემი დიდი სურვილია, რომ 4 წლის შემდეგ კიდევ მიუმატოთ ოქროს მედლები თქვენს წარმატებებს“, – აღნიშნა ხაბარელმა.

მეტი...

,,ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა” – პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო შენიშვნა მისცა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებიან გულსაბნევზე მიუთითა და უთხრა, რომ სტანდარტით, მისგან მარჯვნივ საქართველოს დროშა უნდა იყოს და შემდეგ სხვა ნებისმიერი. ,,ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის დროშით და საქართველოს დროშით. მესმის, რომ როგორც ჩანს სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი, თუმცა მე მგონი თქვენ პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი, ვინაიდან, თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ…

მეტი...

,,გაუმჯობესდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინებების სისტემები” – კობახიძე

,,გაუმჯობესდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინებების სისტემები”. ამის შესახებ, პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. ,,მთავრობა უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას, გაუმჯობესდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინებების სისტემები, გაფართოვდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის და შეფასების სისტემები, გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისად, განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება”, – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი...

„მოლაპარაკებები მიდის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით” – სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა

კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში. „მოლაპარაკებები მიდის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო“, – აღნიშნა ოქიტაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

მეტი...

,,სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე მე რეკომენდაციას ვერ გავცემ” – ომბუდსმენი

,,სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, მე რეკომენდაციას ვერ გავცემ”. ამის შეასახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმი პუტინის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის  მონიტორინგს გააგრძელებს. ,,მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის, კონსილიუმის დასკვნაში ითქვა, რომ აწი, კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მოთხოვნის და ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მეტი...

ქვიშხეთში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა პრევენციის მიზნით მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს.

მეტი...

,,თქვენს ადგილას თორნიკე რიჟვაძეს მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში” – ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეს

,,თქვენს ადგილას თორნიკე რიჟვაძეს მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში”. ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად მსჯელობენ. „ახლა ტელეფონში ვუყურებდი კადრებს, უზარმაზარი მიწის მასა როგორ მოძრაობს მთიან აჭარაში. მართალია, ჯერ თქვენ არჩეული არ ხართ, რამდენიმე საათში გახდებით პრემიერ-მინისტრი, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ დაგიჭერთ მხარს, ეჭვი არ მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შესდგომიხართ მოვალეობის შესრულებას, პირველი თქვენს ადგილას, ახლავე რასაც გავაკეთებდი, ახლავე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს მშვიდად, აუღელვებლად, წყნარად რომ ზის და გვადევნებს თვალყურს, მითითებას და…

მეტი...

ლევან დავითაშვილს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება. „ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის საერთო წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეკონომიკის ზრდაზეა თვისობრივად დამოკიდებული, როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ისე ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლური და პრაქტიკული გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს, საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

პარლამენტმა სტიქიური და ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

პარლამენტის პლენარული სხდომაზე ბოლო დღეებში განვითარებული სტიქიური და ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „მინდა დღევანდელი სხდომა სამძიმრით დავიწყო. შემაძრწუნებელია მართლაც ის ტრაგედია, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დატრიალდა. გუშინ, ასევე, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი. გუშინ, ასევე, ჩვენს ყველას გულს მოაკლდა ვაჟა აზარაშვილი. მძიმე დღეებია ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მთლიანად საქართველოს მივუსამძიმრო. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა…

მეტი...

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში, მსახიობი, სპორტსმენი, რეჟისორის და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში, ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა. სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. გადაღებულია ფილმებში – „ნატვრის ხე“, „ამაღლება“;  „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“,  „სვანი“,  „მაიტა ნასოსი“ და სხვა. 2012-2016 წლებში იყო…

მეტი...

ხულოში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – ევაკუირებულია 35 ოჯახი

ფაჩხის წყალი დააგუბა მეწყერმა და მოდის მდინარისკენ. დიდი მასაა ჩამოწოლილი. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადგილობრივი, ნუგზარ ნუგო გორგილაძე ავრცელებს. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და ევაკუირებულია 35 ოჯახი. ,,სოფელ ყინჩაურში დარიკო ცეცხლაძისა და ლევან შაინიძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მეწყერი განვითარდა მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განავლობაში გრძელდებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახების გაყვანა დროულად მოხეხრხდა უსაფრთხო ადგილას. მეწყერმა დააზიანი სოფელ ყინჩაურში არსებული სამანქანე ხიდი და მიმდებარე ტერიტორია. ამდროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.…

მეტი...

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა

,,მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში დღეს ჩოხით მივიდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს ჩაცმულობის ეტიკეტი დაუწუნა და უთხრა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებობს ჩაცმის ეტიკეტი. დეპუტატმა კი პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნას ამ ჟესტით უპასუხა. ,,წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო მითხრეს. იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს, ხანჯალი სპეციალურად არ გამიკეთებია. ვნახოთ აბა, შეიძლება პაპუაშვილმა დღეს მასრები დამიწუნოს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა. ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც მთავრობის დამტკიცებას ჩოხით ეწრება.

მეტი...

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულების დაჯარიმება კრიტიკული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად – საია და SJC

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებისას დაკავებული პირების დაჯარიმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით/საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან და ამასთანავე, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას საზოგადოებაში. ,,როგორც 23 იანვრის მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, შეკრების დროს პოლიცია არ მოქმედებდა კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: პოლიცია შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევდა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით კონკრეტულ, მკაფიო მითითებებს, არ აფრთხილებდა ძალის გამოყენების ან დაკავების თაობაზე, ასევე, დაკავებულებს არ განუმარტავდა სამართალდარღვევის არსს. კრიტიკას იმსახურებს აღნიშნული საქმეების სასამართლოში განხილვის პრაქტიკაც. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი…

მეტი...

,,მეწყერსაშიშ ზონებიდან ევაკუაცია კი არა, განსახლება უნდა მოხდეს მოსახლეობის” – გეოლოგი

გეოლოგი თეა გოდოლაძე ბაღდათში განვითებულ სტიქიას ეხმიანება. ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეწყერსაშიში ზონიდან არა ადამიანების ევაკუაცია, არამედ იქიდან მათი განსახლება მოხდეს. ,,გადგათ თავზე მექწყერი და ვერაფერს აკეთებთ? უნდა გაეცალოთ! ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ ეს არის სპეციალისტის საქმე, რომ აგარიდოთ საფრთხეს. სპეციალისტი გეუბნებათ, რომ აქ არ შეიძლება და თქვენ უნდა დაემორჩილოთ, სახელმწიფომაც უნდა მოუსმინოს სპეციალისტს. მეწყერსაშიშ ზონებიდან ევაკუაცია კი არა, განსახლება უნდა მოხდეს მოსახლეობის. ეს არის სწორი გადაწყვეტულება”, – ამბობს თეა გოდოლაძე.

მეტი...

ირანის მოქალაქემ 77კგ-ზე მეტი “ჰეროინის” შემცველი ნივთიერება შემოიტანა – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ცნობით, ირანის მოქალაქემ 2023 წელს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 77,175 კგ. ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ნივთიერება, რომლის გადაზიდვასაც ბულგარეთის მიმართულებით ახორციელებდა. პროკურატურის ცნობით, დაკავებულს დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა)…

მეტი...

ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეცხრე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.  

მეტი...