„სანამ კომპლექსი გექნება, რომ დაგიძახებენ ნაცს, მანამდე შენგან არაფერი გამოვა“ – უგულავა გახარიას

„იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა კაცი და იძახი, ის ადამიანი გადაიყვანეთ საავადმყოფოდან ციხეში“, – ამ განცხადებას გიგი უგულავა „რეაქციაში“ გააკეთა და გახარიას გუნდის მოწოდებას აკრიტიკებს, რომლებიც „ოცნებას“ სააკაშვილის ციხეში გადაყვანისკენ მოუწოდებდნენ. როგორც უგულავა ამბობს, გახარიას მოწოდება „ნაცობის კომპლექსს“ უკავშირდება. ნებისმიერ ოპოზიციას ეხება ეს, სანამ კომპლექსი გექნება, რომ დაგიძახებენ ნაცს, მანამდე შენგან არაფერი გამოვა. ავიღოთ გახარია – 9 პროცენტიდან 3 პროცენტამდეა ჩამოვარდნილი, არის ადამიანური რაღაცები, რაზეც პოლიტიკურად არ უნდა გააკეთო. იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა…

მეტი...

“უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგება ამჟამად არ იგეგმება“ – იენს სტონტელბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ეს კომენტარი მან გააკეთა იმ ცნობის ფონზე, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, შესაძლოა, განიხილავდეს საკუთარი ჯარების გაგზავნას ქვეყანაში, რომელიც მესამე წელია, იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ნატოს წევრები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. „ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გავზარდეთ ძალისხმევა. მაგრამ უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგება ამჟამად არ იგეგმება,“ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მეტი...

ვეფხვია მაისურაძე სისხლისგან დაიცალა- ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე

რამდენიმე საათის წინ რუსთავში მკვლელობა მოხდა, მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი, არსებული ინრომაციით მოკლულს დახმარებსთვის მეზობელმა ქალმა მიმართა, როგორც ირკვევა ქალს, გაზს უთიშავდა მეზობელი, კახა ბადრიაშვილი, სწორედ აღნიშნულის გასარკვევად  მივიდა ვეფხვია მაისურაძე ბადრიაშვილთან, რა დროსავ მოხდა მისი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით ბადრიაშვილმა მაისურაძეს ჭროლობა ხელნაკეთი იარაღით მიაყენა,  როგორც მეზობლები აბობენ სასწრაფომ დაიგვიანა და მაისურაძე სისხლისგან დაიცალა. ამ დრომდე ტერიტორიაზე რჩებიან სამართალდამცავები, პოლიციამ გაჩხრიკა ბრალდებულის სახლი, ამოღებულია რამდნიმე ხელნაკეთი იარაღი, ადგილობრივების განმარტებით ბრალდებულს ჰქონდა ფსიქიკური ჯამრთელობის პრობლემები, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, განზრახ მკველობა და იარაღის უკანონო შენახვა -შეძენა, ბადრიაშვილი დაკავებულია. რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მეტი...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის…

მეტი...

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთის და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მეტამფეტამინს“, ,,მდმა“-ს,  ,,მეთადონს“ და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,კეტამინს“. ასევე, გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა“-ს და ,,კოკაინს“. 4 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული…

მეტი...

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 37 წლამდე მამაკაცი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიცია და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

მეტი...

„საქართველო “შედარებით მეგობრული” ქვეყანაა“- რუსი ექსპერტები

(НИИРК) „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის შესახებ“ ყოველწლიური მონიტორინგისა და რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა. აგვისტოს ომის მერეც კი, რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო „შედარებით მეგობრული“ ქვეყანაა, ამასთან, გასულ წელთან შედარებით „მეგობრულობის“ სარეიტინგო ქულა მცირედით დაკლებულია. “მიუხედავად იმისა, რომ (საქართველოს) მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსული ხასიათისაა, ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, აღდგა საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ქართველი ახალგაზრდები აქტიურად არიან დაინტერესებულნი რუსული საგანმანათლებლო პროექტების მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლით“, – ნათქვამია კვლევაში. კვლევაში პირველად მოხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – „სამხრეთ ოსეთს“ ყველაზე მეგობრულის წოდება აქვს (100-დან 93.5 ქულა),…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფება. ვიზიტის შესახებ ინფორმაცის თავად უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. “საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო. შარშან, ჯიდაში მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს”, – წერს ზელენსკი. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი საკითხია ომის ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული ადამიანების დაბრუნების საკითხის განხილვა.  

მეტი...

ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონების შესწავლას გეგმავს

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. ბიუროს მიერ გავრცელებულ სიაში 30 ოპოზიციონერია: თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი გელა მიქაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია – საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ჰერმან საბო – საქართველოს პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა – საქართველოს პარლამენტის წევრი ანა წითლიძე – საქართველოს პარლამენტის…

მეტი...

რუსთავში 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს

რუსთავში 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა. ამ წუთებში ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული  ჭრილობა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. მოკლული ადგილობრივი არაა. როგორც ისინი ამბობენ რაიმე დაპირისპირების, ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.

მეტი...

გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ,,თბილისი-ფოთის მატარებელი იყო. მამაკაცს ხიდისთავთან დაეჯახა. გარდაცვლილი 34 წლისაა“, – უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა “მოზაიკას”. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას შეეხება. ,,ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის,” – აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6 700 კონტეინერი გაუგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე, დაახლოებით, 6 700 კონტეინერი გაუგზავნა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭრად. როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი ამბობს, კონტეინერებს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის გადატანა შეუძლია. ,,შეიძლება ითქვას, რომ, სულ მცირე, რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა,” – აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9 000 კონტეინერი მიიღო. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც…

მეტი...

პატარძლად გაყიდული 12 წლის გოგონას საქმე – დაკავებულია დედა და მამინაცვალი

ესპანეთში, ქალს ბრალად ედება 12 წლის ქალიშვილის 3000 ევროდ გაყიდვა, გოგონას მამინაცვლის დახმარებით. გამოძიება მაშინ დაიწყო, როცა მოზარდმა მეგობრებსა და ნაცნობებს უთხრა, რომ დედამისი მას გამუდმებით სცემდა და თავის გადასარჩენად გაქცევას აპირებდა და დასძინა, რომ იგი პატარძლად გაყიდეს. პოლიცია დაუკავშირდა სკოლას და აღმოაჩინა, რომ გოგონა მართლაც დაკარგული იყო, მშობლები კი არყოფნას მისამართის შეცვლის მოტივით ამართლებდნენ. თუმცა, ახსნა-განმარტებამ არ დაარწმუნა გამომძიებლები, რომლებმაც დააკავეს დედა და მამინაცვალი, რომლებსაც ჯიბეში 3800 ევრო აღმოაჩნდათ. მათ თავი იმით იმართლეს, რომ საუბარი იყო ზეთისხილის მოსავლის შემოსავალზე, მაგრამ ამ ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობდა. ამასობაში სამოქალაქო გვარდიამ…

მეტი...

„ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება“ – მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს: „გამარჯობა მეგობრებო. როგორც იცით, ჩემს მიმართ, ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ეხლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს, ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს, ჩემს…

მეტი...

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა უნდა შეწყვიტონ მუშაობა ზვარტნოცის აეროპორტში, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა. ,,ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, თუ რუსი მესაზღვრეები წავლენ იქიდან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს”, – თქვა მან. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ FSB-ს ოფიცრების ქმედებების შედეგად, რესპუბლიკის საზღვრები არაერთხელ გახდა „უფრო დაუცველი“.

მეტი...

რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება, თუ დასავლეთი უკრაინაში ჯარს გაგზავნის – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება, თუ დასავლური ქვეყნები უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი იქნება რუსეთ-ნატოს პირდაპირი კონფლიქტის რისკი, თუ ნატოს წევრი ქვეყნები თავიანთ ჯარებს გაგზავნიან უკრაინაში საბრძოლველად, პესკოვმა თქვა: ,,ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ კონფლიქტის გარდაუვალობაზე. ამ ქვეყნებმაც უნდა შეაფასონ და იცოდნენ ამის შესახებ და ჰკითხონ საკუთარ თავს, არის თუ არა ეს მათ, ისევე როგორც მათი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესებში”, – თქვა პესკოვმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, მომავალში, გამორიცხული არაა. ამ თემაზე მან პარიზში, დასავლეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.…

მეტი...

NATO არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. ,,ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ მხარდაჭერა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატოს საბრძოლო ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე”, – თქვა მან. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა მომავალში გამორიცხული არაა. მაკრონის ამ განცხადებას კი მოჰყვა მუქარა კრემლიდან. პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნით NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება.

მეტი...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარს პატიმრობა შეუფარდეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ცოლ-ქმარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეები არიან და საქართველოში ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან 4 დღის წინ შემოვიდნენ. პოლიციამ დაკავებისას დაფასოებულ მდგომარეობაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება “მეთადონი” ამოიღო. უცნობია როგორ მოახერხეს მათ საზღვარზე ნარკოტიკის გადმოტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

დააკავეს კაცი, რომელიც ნივთების მოსაპარად მაღაზიაში მანეკენივით იდგა

პოლონეთში, დააკავეს კაცი, რომელიც ნივთების მოსაპარად მაღაზიაში მანეკენივით იდგა. 22 წლის დამნაშავე ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიიდან ძვირფასეულობის გატანას აპირებდა. ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, სადაც ჩანს რომ თითქმის ერთი საათის განმავლობაში მანეკენივით უძრავად იდგა და ხელში ძვირფასეულობით სავსე ჩანთა ეჭირა. არსებული ინფორმაციით, იმავე დღეს კაცმა სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვა მაღაზიიდანაც გაიტანა ძვირფასეულობა. მას ქურდობა ედება ბრალად და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მაღაზიის თანამშრომლებმა და თვითმხილველებმა დაკითხვისას აღნიშნეს, რომ მათ საეჭვო გარემოება ვერ შენიშნეს, რადგან კაცი ფანჯარასთან რეალური მანეკენივით იდგა. პოლიციელები ადგილზე მაშინ გამოცხადდნენ, როდესაც მაღაზიის დაკეტვისას მან მოძრაობა დაიწყო და კარის…

მეტი...

ვიმედოვნებ, მომდევნო ორშაბათს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი შეწყდება – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი რამდენიმე დღეში შეწყდება. მისი თქმით, როგორც ჩანს, მხარეებმა კატარში მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მძევლების გათავისუფლებას. „ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ჩვენ ახლოს ვართ. ჩვენ ახლოს ვართ. ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტა გვექნება”, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

მეტი...

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ

კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ  წესი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება). კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები: რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS); რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე. ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში. კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.…

მეტი...

რუსეთი ბენზინის ექსპორტს ექვსი თვით კრძალავს

რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აკრძალვა ძალაში პირველი მარტიდან შევა და ექვსი თვე გაგრძელდება. აკრძალვის მიზეზი რუსეთში ბენზინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა. გარდა ამ აკრძალვისა, რუსეთმა, შესაძლოა, მოსთხოვოს ნავთობკომპანიებს, საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ, რომლის ნორმაც ამ დროისთვის 12,5%-ია. როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.

მეტი...

რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოწვა. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა. სტიქიამ 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შო­რის არი­ან გია რო­ბა­ქი­ძე და მისი სამი შვი­ლი. ბავ­შვე­ბის დედა, რომელიც ემიგრაციაში იყო, ამ ტრაგედიის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა. მადონა რობაქიძე ოჯახის კადრებს აქვეყნებს და წერს: „როგორი ძნელი, არა, შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი….სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები.მჯერა ახლაც ასე გყავს ჩაკრული გულში დედასავით….მჯერა რომ ისევ ერთად ხართ…და კარგად ხართ…..ვერასოდეს შევეგუები უთქვენობას ეს ის ტკივილია, ვერაფერს რომ ვერ შეადარებ….უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით…შეხვედრამდე ჩემო ანგელოზებო… 7 რიცხვი არასოდეს მიყვარდა,…

მეტი...

პოლონეთში, მკვლელობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 8-დან 25 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

პოლონეთში, ნეპალელი ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ მისთვის 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 28 წლის ნეპალელ მამაკაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია ორი უკრაინელი ქალიც, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღის მოშორებას შეეცადნენ. საქართველოს მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

ისტორიაში პირველად საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის ისტორიაში პირველად ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ  ფინალში გერმანელი წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მესამე ადგილი აზერბაიჯანელ წყვილს ერგო. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი,  მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე ასპარეზობენ.

მეტი...

პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც, 28 თებერვალს, ლონდონში Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯეიმს ნიქსი უმასპინძლებს. ,,ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა, უკრაინაში ომის გავლენა საქართველოზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნები”, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი…

მეტი...

საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს – როლანდ პრაისი

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა. როლანდ პრაისის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში. „დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით. შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის,…

მეტი...

კულება უკრაინელებს მოუწოდებს დაბრუნდნენ სამშობლოში და მის გადარჩენაში წვლილი შეიტანონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, დაბრუნდნენ სამშობლოში და მის დაცვაში წვლილი შეიტანონ. ,,ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნება. ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო, მაგრამ ჩვენ ვიწვევთ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლაში და გადარჩენაში მათი პირდაპირი პირადი წვლილით”, – აღნიშნა კულებამ. ცნობისთვის, დაახლოებით ექვს მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი…

მეტი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს…

მეტი...

თბილისსა და ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი გამოავლინა – ერთი ბათუმში, ერთი თბილისში. დაკავებულია სამი ადამიანი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა”, – წერია განცხადებაში. ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტი...

ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში პირველკლასელებმა იჩხუბეს – მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა

ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში პირველკლასელი მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა პოლიციას მიმართა. ის ამბობს, რომ ბავშვს დაზიანებები აღენიშნებოდა და სკოლაში სისტემატურად ჩაგრავდნენ. არსებული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. სკოლის დირექციაში ამბობენ, რომ ბავშვს კონფლიქტი ჰქონდა კლასელებთან და მშობელს ურჩიეს, რომ ის ან გადაეყვანათ, ამ მასთან მუშაობა ფსიქოლოგს დაეწყო. სკოლაში ამბობენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მოსწავლეები თამაშობდნენ. მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზა.

მეტი...

ხვალ პარლამენტში რობინ დანიგანს მოუსმენენ

28 თებერვალს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მოუსმენენ. ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი მოსმენა იქნება პარლამენტში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება. კომიტეტის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი...

ქედაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ქედის მუნიციპალიტეტში, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბოლო სართულზე არსებულ სხვენში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კორპუსში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები არიან. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ფოტო: TV25

მეტი...

ტაქსის მძღოლები აქცია-მსვლელობას მართავენ

ტაქსის მძღოლები, რომლებიც მუშაობისთვის სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ, პროფკავშირებთან ერთად აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი “ჰუალინგ პლაზასთან” იკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან რესპუბლიკის მოედნისკენ, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართება. ,,დაახლოებით 2014-15 წლიდან ვარ ტაქსის მძღოლი. იქიდან მოყოლებული ბევრი რამე შეიცვალა. ნუ, რა თქმა უნდა, უარესობისკენ, კარგი მძღოლის მხარეს არაფერი წამოსულა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვაპროტესტებთ ტარიფებს, ვაპროტესტებთ ბასლაინში შესვლის და გამოსვლის უფლებას. იმიტომ, რომ ჯარიმები იწერება უკონტაქტო პატრულის მიერ. ვერ ვახერხებთ მგზავრის აყვანა-ჩამოყვანას. რამდენი ხანია ვცდილობთ უკვე, რომ დავუკავშირდეთ ვინმეს, ვინც ამ უხილავ კომპანიასთან დაგვაკავშირებს, დაგვსვამს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არავინ არ ჩანს, არავინ არ გვეხმიანება, განცხადებაც…

მეტი...

სტამბოლში საქართველოს მოქალაქეს, ლევან დრეიძეს ეძებენ

თურქეთში საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის ლევან დრეიძეს ეძებენ. ლევან დრეიძის ბიძაშვილის თქმით, კაცი სამი თვეა, რაც თურქეთში, სტამბოლშია წასული. მასთან კონტაქტი კი ერთი თვეა არ ჰქონიათ. მისი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. ნათესავებმა მომხდართან დაკავშირებით აცნობეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ – 599639360.

მეტი...