„სააკაშვილს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა“ – იაგო ხვიჩია

პრეზიდენტს მივმართავდი სააკაშვლს დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა და მისცეს პოლტიკაში ჩართვის საშუალება – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია ამბობს, რომ ზურაბიშვილს აქვს ბერკეტი ყოფილი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად, ის შეწყალების მოთხოვნის შემთხევაში სააკაშვილის სურვილს მხარს დაუჭერს: „გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, თუ შეიწყალა ყოფილი პრეზიდენტი სალომემ,  მაგრამ თუ სააკაშვილი ითხოვს, რომ ივანიშვილმა გაათავისუფლოს მე მოვუწერ ხელს და მხარს დავუჭერ, თუ გთხოვს ადამიანი უნდა შეიწყალო, პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დაუბრუნოს სააკაშვილს მოქალაქეობა, ყველაფერი, რომ დაბრალო იმას ვერ დაბრალებ, რომ ქართველი არ არის.“ იაგო ხვიჩია მართებულად მიიჩნევს, რომ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდეს და…

მეტი...

„შეიძლება, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს და ეს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დააბრალოს“ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა , ის არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი გაათავისუფლოს“ მდინარაძემ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს რიგითი ოპოზიციონერი უწოდა და განაცხადა, რომ მან სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, რადგან იგი არა მოდერნიზაციის სიმბოლო, არამედ კრიმინალია. სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთი რიგითი ოპოზიციონერი, რომელმაც უკვე არაერთ დიპლომატიურ სკანდალში გახვია ქვეყანა. დადის და ისმენს, ხან ბალტიისპირეთის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ქართული ეკონომიკა, ხან იმას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს. მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც ეს…

მეტი...

რუსი პილოტი ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც 2023 წელს უკრაინულ მხარეს ვერტმფრენი გადასცა, ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. უკრაინის დაზვერვის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით დამწვარი მანქანა იპოვეს, რომლითაც სავარაუდოდ, მკვლელები მიიმალნენ. ცნობისთვის, 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრებმა კუზმინოვის ლიკვიდაციის ბრძანება მიიღეს.

მეტი...

უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე, ვიცე- სპიკერად კი ნინო წილოსანი – „ოცნების“ საკადრო ცვლილებები

პარლამენტში გათავისუფლდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობები,  ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტს გელა სამხარაული. მათი პირველი მოადგილეები კი, შესაბამისად, გიორგი ცაგარეიშვილი და ირაკლი-დაჩი ბერაია იქნებიან. „საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც, ტრადიციულად, იმართება ხოლმე ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. როგორც უკვე გქონდათ ინფორმაცია, პირველი იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე, ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ შორის, უმრავლესობა ვაკანტურ პოზიციაზე, ვიცე-სპიკერის ადგილზეა საუბარი, რომელიც გათავისუფლდა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ნინო წილოსანს. ასევე, ფრაქცია…

მეტი...

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, ექთანს პატიმრობა მიუსაჯეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს, თეა ბეგიაშვილს სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, საქმე კორონავირუსით გარდაცვლილ, 20 წლის ფეხბურთელის ვახტან ჩარკვიანს ეხება. ექთანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში იყო ბრალდებული. არსებული ინორმაციითმ  ამავე საქმეზე 26 თებერვალს, 14:00 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ქეთევან ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. მისი თქმით, გამოძიება მას სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ედავება. „ახალი გარემოებებიც გამოიკვეთა. ჩვენი ბრალი არ არისო და ხელმძღვანელობისკენ გაიშვირეს ხელი, არადა 2 წლის განმავლობაში ამ ხალხს ვეუბნებოდით, რომ დანაშაული ეღიარებინათ. ამაზე კატეგორიულ უარზე იყვნენ, მაგრამ მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენის მიზნით ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა…

მეტი...

“განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დამიდექით გვერდით” – ნავანლის მეუღლე

“მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დამიდექით გვერდით. გაიზიარეთ არა მარტო მწუხარება და გაუთავებელი ტკივილი, რომელიც შემოგვეჩვია, გთხოვთ, გაიზიარეთ ჩემთან ერთად ბრაზი, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა, სირცხვილი არ არის ცოტას გაკეთება, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია საკუთარი თავის შეშინების უფლება“ – იულია ნავალნაია, ქმრის დაწყებული საქმის გასაგრძელებლად, მოაზროვნე საზოგადოებას გვერში დგომისკენ მოუწოდებს:მან პირობა დადო, რომ გამოავლენს ქმრის მკვლელობის მიზეზებსა და უშუალოდ მონაწილე პირებს: “აუცილებლად გავარკვევთ ზუსტად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. დავასახელებთ სახელებს და დავასახელებთ სახეებს”, – აღნიშნა ნავალნაიამ. შეგახსენებთ, ქმრის…

მეტი...

„მალე რუსები კუპიანსკზე დაიწყებენ დიდ შეტევას“ – ვანო ნადირაძე ომის ხაზიდან „მედიაცენტრ მთავართან“

გასული კვირიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდე მასობრივი შეტევების ახალი ტალღა დაიწყო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების და რუსული Ту-95мс ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვების გამო,  15 თებერვალს, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, ავდიივკაში უკრაინელებმა კონტროლი დაკარგეს. ვეტერანი მებრძოლი ვანო ნადირაძე, რომელიც რუსეთ- უკრაინის ყველა ომის მონაწილეა, ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა. მებრძოლი შეიარაღების დეფიციტზე აკეთებს აქცენტს და მოვლენების არასაიმედო განვითარებას პროგნოზირებს. „ავდიივკა დავკარგეთ. როგორც იცით ახლა და გადაერთვებიან კუპიანსკზე, კუპიანსკზე დაიწყება რუსების დიდი შეტევა, სამწუხაროდ ეს იმიტომ ხდება, რომ ჭურვების დეფიციტს განვიცდით, მოგვაწოდა გერმანიამ, მაგრამ ეს…

მეტი...

დასაქმება ნარკოტოკების კურიერად, ხელფასი 1000 დოლარი

ეს ინგლისურენოვანი წარწერა, რაც ფოტოზე ჩანს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშია გადაღებული. შეთავაზება საკმაოდ მიმზიდველია – ხელფასი კვირაში 1000 დოლარი. სწორედ ასე იზიდავენ ნარკოტიკების რეალიზატორები კურიერებს, რომლებიც ნარკოტიკებს მითითებულ მისამართზე მიიტანენ. ამბავი ნარკოკურიერებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის უკან „გასკდა,“ კერძოდ, მას შემდეგ. რაც, ერთ-ერთ რეალიზატორს წამალი დაეკარგა, ჩათვალა რომ კურიერმა მოჰპარა და 300-ზე მეტი ნარკოკურიერი პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა. ნუ ენდობით მსგავს განცხადებას და შესაბამისად, ნუ დარეგისტრირდებით მითითებულ ტელეგრამ ჯგუფებში, რადგანაც თუ თქვენ ნარკოკურიერობაში ჩაგითრევენ, თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ნარკოტიკების კურიერების სია გასაჯაროვდა – სტუდენტები, პენსიონერები, ვის არ ნახავთ…

მეტი...

ხარკოვის ოლქის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა კუპიანსკის რაიონული ელექტროქსელების შენობა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 34 დასახლებული პუნქტი (9,5 ათასზე მეტი მომხმარებელი). როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ამბობს, ხაზების შეკეთება და ელექტრომომარაგების აღდგენა მაშინ დაიწყება, როცა ეს უსაფრთხო იქნება.

მეტი...

,,რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა” – ირაკლი ზარქუა

რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა. „პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა. ე.ი. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, ასე დასახელდა. მსხვერპლი რომ ჰყავს, რომ მისდევს ხოლმე, მანჯგალაძე ეკონომიკის მინისტრია. ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა. ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. ბიჭო, კაცი გამოვიდა ერთპროცენტიანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ? პირველი, სცენიდან ჩააგდეთ და შენ და პეტრემ ჩაუტარეთ პრეზენტაცია ამერიკულ სტილში, მოვცხეთ ტაში იქაც და ამის შემდეგ, საერთოდ განაწილებაშიც…

მეტი...

ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება

ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება. დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრიდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში: საშუალოდ, ამ უფლების მიღების ფასი 50-75 ლარი იქნება; იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლიცენზიის გარეშე გადაიყვანს ადამიანს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ; სანებართვო ვალდებულებების დარღვევისთვის სანქცია 100 ლარი იქნება. მთავრობის გათვლით, პირელივე წელს, როცა სავალდებულო გახდება ლიცენზიის აღება, საბიუჯეტო შემოსავლები 488 ათასი ლარით გაიზრდება, 3 წელში კი ჯამში – თითქმის 2 მილიონ ლარამდე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 34-ში არ იქნება საჭირო…

მეტი...

საქართველოს მოქალაქემ ყაზახეთის საზღვარზე 100 000 აშშ დოლარის უკანონოდ გადატანა სცადა

საქართველოს მოქალაქემ ყაზახეთის საზღვარზე 100 000 აშშ დოლარის უკანონოდ გადატანა სცადა. როგორც ყაზახური მედია წერს, KC7993 ატირაუ-ქუთაისის რეისის მგზავრმა აუეჟაი-ატირაუს საბაჟო პუნქტის თანამშრომლებს შეატყობინა, რომ ხელბარგში 10 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. თუმცა საბაჟო კონტროლის დროს სასაზღვრო სამსახურის დეპარტამენტისა და ეკონომიკური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქის ბარგის განყოფილებაში დამალული კიდევ 90 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

მეტი...

წელს რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე დავდგებით, რადგან ოქტომბერში არჩევნებია – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ზურაბიშვილის თქმით, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ,,ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით,…

მეტი...

,,გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება” – სამხარაძე ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრაზე

,,გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება”, – ამბობს საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრაზე. ,,ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის და ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ მიმიღია. კადრები ვნახეთ კონფერენციის რაღაც ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ, გამოლაპარაკების კადრები. თუ შეხვედრა შედგა კარგია, მაგრამ კიდევ ვერ ვამბობ, რომ ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა. გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება”, – განაცხადა სამხარაძემ.

მეტი...

,,სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში” – ფაშინიანი

,,სომხეთი არ არის რუსეთის ფედერაციის მოკავშირე უკრაინის საკითხში”. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და მეზობელი რეგიონების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ,,მე დიდი ხანია ვამბობ, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ძალიან გვტკივა, რომ ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია“, – განაცხადა ფაშინიანმა გერმანიაში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მეტი...

რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილმა საკომპენსაციო პაკეტი აირჩია – ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა, თუ შეხვედრაზე. ,,რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა, თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა, თუ შეხვედრაზე. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში…

მეტი...

,,მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს” – იულია ნავალნაია

,,მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს”. იულია ნავალნაიამ მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა და მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა: ,,მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დამიდექით გვერდით. გაიზიარეთ არა მარტო მწუხარება და გაუთავებელი ტკივილი, რომელიც შემოგვეჩვია, გთხოვთ, გაიზიარეთ ჩემთან ერთად ბრაზი, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. სირცხვილი არ არის ცოტას გაკეთება, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია საკუთარი თავის შეშინების უფლება”, – განაცხადა იულია ნავალნაიამ. მან პირობა დადო, რომ გამოავლენს ქმრის მკვლელობის მიზეზებსა და უშუალოდ მონაწილე პირებს: ,,აუცილებლად გავარკვევთ ზუსტად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. დავასახელებთ სახელებს…

მეტი...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია – ლანდსბერგისი

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის “საშინელი შეხსენება”, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ,,სულ მცირე, პირველ რიგში სანქციებზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ წარსულში. დიახ, ეს საშინელი შეხსენებაა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რუსეთში ოპოზიციის წევრს კლავენ, ევროპას ჰქონდა სანქციების პაკეტი. ახლა, მე ვგულისხმობ, ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და შემდეგ მოვითხოვოთ, მისი ცხედრის გათავისუფლება და სათანადო დაკრძალვა, რასაც იმსახურებს მისი ოჯახი და ხალხი, ვინც მას ენდობოდა”, – თქვა ლანდსბერგისმა.  

მეტი...

ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ზურაბიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ვინაიდან ოპოზიციას კოალიციის ყველანაირი ფორმა უკვე მოსინჯული აქვს, რეალურად კი, ოპოზიციურ გაერთიანება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. „თუ ის საუბრობს ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე, ესეც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ, ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალები რეალურად იქ არ არიან.რეალურად, აქ არის ერთი გაერთიანება, ეს არის…

მეტი...

სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 თებერვალს…

მეტი...

ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები სალეხარდის მორგში არ შეუშვეს. ინფორმაციას ნავალნის სპიკერი, კირა იარმიშა ავრცელებს. ერთი მიზეზი, რის გამოც ნავალნის გუნდს უნდა სხეულის ნახვა, არის დაზიანებების აშკარა გარეგანი ნიშნების შემოწმება. ჯერ უცნობია ჩატარდა თუ არა გაკვეთა. 16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში გარდაიცვალა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 47 წლის პუტინის კრიტიკოსმა მოულოდნელად დაკარგა გონება და რომ ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. ნავალნის დედას შაბათს ციხის კოლონიაში უთხრეს, რომ ის გარდაიცვალა “უეცარი სიკვდილის სინდრომით”. იარმიშმა გაავრცელა ცნობა, რომ ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ გარდაცვალების…

მეტი...

,,ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს, ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი დავარქვათ” – ბორელი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორაციას ბრიუსელში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. ბირუსელში ევროკავშირის ლიდერები მინისტერიალზე იკრიბებიან. შეხვედრას ნავალნის ცოლიც დაესწრება. ბორელმა თქვა, რომ გასული დღეების განმავლობაში ნავალნის ხსოვნის აქციაზე რუსეთის არაერთ ქალაქში ასობით ადამიანი დააკავეს. ,,ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერის მესიჯი რუსეთის ოპოზიციას”, – თქვა ბორელმა. ბორელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირს ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს სახელი შეეცვალოს და “ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი” დაერქვას.

მეტი...

საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსმა ცოლი მოიყვანა – მამა პეტრე

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორკ-ჯგუფ ალტ-ინფოს ,,მეგობარმა ეპისკოპოსმა” ცოლი მოიყვანა. ,,საბნელეთის სატელიტი ალტ-ინფო, ჩემს გუჩის სათვალეს რომ დასდევს, მაინტერესებს მიულოცავს თუ არა მათ მეგობარ ეპისკოპოსს დაოჯახებას!”, – წერს პაპა პეტრე. ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მღვდელმთავარი უნდა იყოს ბერი, რაც უქორწინებლობის აღთქმას ითვალისწინებს.

მეტი...

ეგვიპტე ღაზასთან საზღვარზე ბუფერულ ზონას აწყობს

ეგვიპტე რაფაჰის საზღვარზე ბეტონის კედელს აგებს. გამოცემა AP-ს ინფორმაციით, კაიროში აცხადებენ, რომ ეს ერთგვარი ბუფერული ზონა გახდება, სადაც ღაზის სექტორის მცხოვრებლები დახმარებას მიიღებენ. კედლის მშენებლობა ეგვიპტეში მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაციის გაფართოება დააანონსა და ქალაქზე იერიში დაიწყო. კედელი ეგვიპტისთვის პალესტინელ ლტოლვილთა ნაკადისგან თავდაცვის ნაგებობის ფუნქციას შეასრულებს.

მეტი...

,,ბრძოლა გრძელდება! ამ ბრძოლაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ” – ზელენსკი

,,ბრძოლა გრძელდება! ამ ბრძოლაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,მადლობა ჩვენს ყველა ჯარისკაცს, ყველას, ვინც თავდაცვისთვის მუშაობს, ყველას, ვინც ეხმარება. ამ კვირაში, ყველა მზრუნველ გულს და არა მხოლოდ უკრაინაში, აწუხებს ჩვენი გმირების, ჩვენი ავდიივკას, მისი თითოეული დამცველისა და მთელი ჩვენი ხალხის ბედი, მთელი სახელმწიფოს ბედი. ბრძოლა გრძელდება, მთავარია, ამ ბრძოლაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავამარცხოთ რუსული ბოროტება და დავიცვათ რაც შეიძლება მეტი უკრაინელის სიცოცხლე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელები გმირულად იბრძვიან, მაგრამ პირველად ისტორიაში უკრაინამ მიაღწია ასეთ გლობალურ სოლიდარობას და მხარდაჭერას. და მიუხედავად…

მეტი...

24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჯემალ სირაძეა

თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ჯემალ სირაძეა, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. სირაძე ყაზბეგში, ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს დააკავეს. ,,საქმის მასალები არ მაქვს. სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი, მანამდე არავის არც ინტერვიუს მივცემ. ყაზბეგში რომ დააკავეს, ყაზბეგში რომელ საათზე წავიდა ისიც უნდა გაიგოთ, მიმალვის მიზნით ყაზბეგში არ წასულა. არაფერი არ ვიცით, იმიტომ, რომ გუშინ პირველ საათზე ღამე შევიდა განყოფილებაში”, – ამბობს ადვოკატი. ცნობისთვის, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი – 1983 წელს…

მეტი...

თბილისში ტექნიკის მაღაზია გატეხეს – წაღებულია კომპიუტერები და ტელეფონები

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ამთენიისას ტექნიკის მაღაზია გატეხეს. არსებული ინფორმაციით,  წაღებულია კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის უკან არასრულწლოვანები დგანან.

მეტი...

ქუთაისში სამ სხვადასხვა საფლავში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები იპოვეს

ქუთაისში, “მწვანე ყვავილას” პანთეონში, სამ სხვადასხვა საფლავში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები იპოვეს. სურათები და ბოქლომები მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთ სასაფლაოზე გარდაცვლილის ოჯახმა შეამჩნია, რომ მიწა უსწორმასწოროდ იყო, რის შემდეგაც საფლავში 20-მდე ადამიანის ფოტოები და ბოქლომები ნახეს. არსებული ინფორმაციით, ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ქუთაისში ცნობილი პირები არიან. ვინ ან რა მიზნით დამარხა სურათები, უცნობია.

მეტი...

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს. ჯ.ს.-ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული. „ჯ.ს.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო გ.ზ. – ს ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს.-ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ. – თან. მოგვიანებით,…

მეტი...

სროლის შედეგად პოლიციის 2 ოფიცერი და სასწრაფო დახმარების ერთი ექიმი დაიღუპა

აშშ-ში, სროლის შედეგად, პოლიციის 2 ოფიცერი და სასწრაფო დახმარების ერთი ექიმი დაიღუპა. ჯგუფი მისამართზე 911-ში ოჯახური ძალადობის შესახებ შესული ზარის გამო მივიდა. შეიარაღებული მამაკაცი საკუთარ სახლში, სადაც შვიდი ბავშვი იმყოფებოდა, შესვლის უფლებას არავის აძლევდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. დაღუპულების გარდა დაიჭრა ერთი პოლიციელიც. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე განეიტრალებულია. სახლში მყოფი ოჯახის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

მეტი...

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა. ახლა უკვე გაგზავნილი შეტყობინების ჩასწორებაა შესაძლებელი. გაგზავნილი შეტყობინების ჩასასწორებლად მხოლოდ 15 წუთი გაქვთ.

მეტი...

სამი მცირეწლოვანი მოკლული იპოვეს – პოლიციამ ეჭვმიტანილი ქალი დააკავა

ინგლისში, სამი მცირეწლოვანი მოკლული იპოვეს. ბავშვები შემთხვევის ადგილას უკვე გარდაცვლილები იპოვეს. 42 წლის ეჭვმიტანილი ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი. ,,ეს არის წარმოუდგენლად ტრაგიკული და გულის ამაჩუყებელი ინციდენტი, რომელშიც სამწუხაროდ სამი ბავშვი დაიღუპა… ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბავშვების ახლობლებს და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ დახმარებას შესთავაზებენ ჩვენი ოჯახური სამეკავშირეო განყოფილების მეშვეობით… გვჯერა, რომ ეს არის იზოლირებული ინციდენტი და არ არსებობს შემდგომი რისკი ფართო საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ინსპექტორმა ვიკს ჰეივარდ-მელენმა. მწუხარება გამოთქვა ქალაქის მერმაც: “თითქმის შეუძლებელია სიტყვების პოვნა ამ შუადღის დამანგრეველი ამბების აღსაწერად. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ სამ მცირეწლოვან ბავშვს იცნობდა. ჩვენ ვიმუშავებთ…

მეტი...

„ქართული კი არა, ცოტა მეგრულიც ვიცი…“ – ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს ილია თოფურიას ერთ-ერთმა გამომწერმა სოციალურ ქსელში მისწერა – “მიკვირს, რომ ქართული იცი”. ,,ქართული რომ არ ვიცოდე, მოსაკლავი ვიქნებოდი. ქართველმა კაცმა ქართული უნდა იცოდეს. ქართული კი არა, ცოტა მეგრულიც ვიცი”, – უპასუხა თოფურიამ გამომწერს. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

მეტი...

როდემდე გაგრძელდება ცუდი ამინდები

19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

მეტი...

თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება

თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება.  ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და ქვეყნის თავდაცვის ყოფილმქ მინისტრმქ ბენი განციმ განაცახდა. მისი თქმით, თუ მძევლები რამადანისთვის შინ არ დაბრუნდებიან, ბრძოლები გაგრძელდება ყველგან, რაფაჰის ტერიტორიების ჩათვლით. პარალელურად, ისრაელი სამხედრო ოპერაციას ატარებს დასავლეთ სანაპიროზეც. რეიდისას რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის მუჰამედ აუფი გაანადგურეს, რომელიც, ცახალის ცნობით, „ჰამასის“ მაღალჩინოსანი იყო და ისრაელის ობიექტებზე თავდასხმებში მონაწილეობდა.

მეტი...

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტი გადაკეტეს

ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფარგლებში, პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარზე დოროგუსკ-იაგოდინის გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით დაბლოკეს. ფერმერები დოროგუსკის რკინიგზის სადგურზე მატარებლების მოძრაობის დაბლოკვაც უნდოდათ, მაგრამ მათ მცდელობებს პოლონურმა პოლიციამ შეუშალა ხელი. მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრისას განიხილა საზღვარზე არსებული ვითარება. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩესლავ სეკერსიმ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკრაინასთან აგრარული პროდუქციის ნაწილის ექსპორტთან დაკავშირებით ფინალურ სტადიაზეა. პოლონელი ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ. 16 თებერვლის მონაცემებით, პოლონელ ფერმერებს უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტი ჰქონდათ ბლოკირებული.

მეტი...