სასამართლოს ენით გააგებინეს წულუკიანს, რომ ნებისმიერი დღე, რომელსაც გაატარებს კულტურის მინისტრად, არის უკანონო – მაია პატარიძე

იცით რა მძიმე იყო ყოველი პროცესი, როდესაც მიდიხარ და სასამართლო იწყება წინადადებით – მაია პატარიძე ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ. იმ მუზეუმის წინააღმდეგ, რომლისთვისაც ალბათ თავს გავწირავდი, – ასე ეხმაურება ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი მაია პატარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მისი გათავისუფლება უკანონოა.

,,აწი უკვე სასამართლოს ენით გააგებინეს წულუკიანს, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი დღე, რომელსაც გაატარებს კულტურის მინისტრად, არის უკანონო. ჩემი შემთხვევა არ არის პირველი, ჩემს გარდა ძალიან ბევრმა მოიგო”, – ამბობს მაია პატარიძე.

ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა მაია პატარიძის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება.

 

მსგავსი თემები