ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გამოყოფს

ბელგია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრ დე კროო ავრცელებს.

,,ჩვენ ვერასდროს შევადარებთ იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს… მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ის, რაც მოითხოვა – მეტი საბრძოლო მასალა რუსი აგრესორის მოსაშორებლად”, – თქვა დე კროომ.

ზელენსკიმ ბელგიას ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა: ,,ასეთი მტკიცე და დროული ქმედებები არის ზუსტად ის, რაც უკრაინასა და მთელ ევროპაში თავისუფლების დასაცავად გვჭირდება”.

მსგავსი თემები