დედა, შვილის ცხედარს ითხოვს – ლუდმილა ნავალნაიამ სასამართლოს მიმართა

ალექსეი ნავალნის ცხედარი ისევ პუტინის ტყვეობაში დარჩება – დედა, რომელიც მკვდარი შვილის ნახვას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს, დახმარებისთვის სასამართლოს მიმართავს და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. ლუდმილა ნავალნაიას საჩივარს სასამართლო მარტამდე არ განიხილავს. ამ დრომდე კი ცხედარი ისევ დატყვევებული იქნება. დიდი ბრიტანეთი კი მოქმედებაზე გადავიდა. სანქციები დაუწესდა იმ ციხის ადმინისტრაციის ექვს თანამშრომელს, რომელშიც ალექსეი ნავალნი მკვდარი ნახეს. პარალელურად, რუსეთში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. ყველას, ვინც ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებს, აშანტაჟებენ და ემუქრებიან. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან კი რუსული მილიცია მორიგეობს, მოქალაქეებს ადგილიდან აგდებენ და ნაგავში ყრიან ყვავილებს, რომელიც ხალხს ადგილზე მიაქვს.

მეტი...

საქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, პრესსამსახურის ცნობით, 22 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისად, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. “მიმდინარე წლის 22 თებერვალს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

“რეაბილიტაციას გავდივარ, ჩემი მთავარი მიზანი პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა “- ლაშა ტალახაძე

ლაშა ტლახაძე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადასცეს. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულის თქმით, მისი მიზანი ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა და ამიტომ არ გარისკა. „სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მივიღე ტრავმის გამო, რომელიც არც ისე მსუბუქია, მაგრამ უკეთესობა არის და რეაბილიტაციას გავდივარ. აქედან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატამდე ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ მეასპარეზა. წინ პარიზის ოლიმპიური თამაშებია და წელს ჩემი მთავარი მიზანი სწორედ იქ წარმატებული გამოსვლაა“, – ამბობს ლაშა ტალახაძე. ქართველი ძალოსნები სოფიიდან დაბრუნდნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ჟურნალისტები დახვდნენ. ბულგარეთში გამართულ ძალოსანთა…

მეტი...

ზელენსკი პოლონეთის და ევროკავშირის ლიდერებს პოლონეთის საზღვარზე შესახვედრად იწვევს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 თებერვალს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ევროპული კომისიის წევრებს მოუწოდა 24 თებერვალს მასთან, და მისი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართონ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. ზელენსკის მოწოდების ფონია დაძაბულობა, რომელსაც იწვევს პოლონელი ფერმერების პროტესტი უკრაინის საკვების იმპორტზე – რაც, მათი თქმით, გავლენას ახდენს მათი ნაწარმის ფასებზე. ზელენსკი აცხადებს, რომ ამ საკითხს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ის, შესაძლოა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახოს.

მეტი...

„რუსეთს რაა? სწორია, უკრაინის და საქართველოს დეოკუპაცია!“ დავით ქაცარავა მამუკა იზორიას ტყვეობას ეხმაურება

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის” დასაცავად იბრძოდა, 2022 წლის 20 მაისს ტყვედ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას, „აზოვსტალის” დატოვების შესახებ. „ტელეგრამ”-არხებით გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცნობას ერთვის დაპატიმრებული მებრძოლის საუბრის ამსახველი ვიდეო. მომხდარს სოციალურ ქსელში, „ანტისაოკუპაციო მოძარობის“ ლიდერი , დავით ქაცარავა ეხმაურება: „ორკებმა ქართველ მებრძოლს, აზოვსტალის მცველს, მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ჩვენი მებრძოლის დასახსნელად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს მამუკა გაწერელიას გასათავისუფლებლად. რუსეთს რაა? სწორია, უკრაინის და…

მეტი...

„არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა“ – პრემიერი

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება“, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება. „დიდი მადლობა გენერალურო მდივანო ნატოს შტაბბინაში მიღებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციის საკითხებზე…

მეტი...

„თქვენს მხარდამხარ ვდგავართ“ – იენს სტოლტენბერგი

„მოვუწოდებთ ქვეყანას, განახორციელოს რეფორმები უფრო მაღალი და დიდი ტემით“ – აცხადებს იენს სტოლტენბერგი საქართველოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანი რისკია, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს ახორციელებს აგრესიულ ქმედებებს. „მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს, მოხდეს შავ ზღვაში თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. გვახარებს ის, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო. მათ შორის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანების თვალსაზრისით. ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ თქვენს მხარხამხარ ვდგავართ“ – აცხადებს ნატოს  გენერალურ მდივანი.

მეტი...

„უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებეl სახელმწიფოებად აღიარება“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს მიმართავს, უკან წაუღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება. „საქართველოს ნატოს ახლო პარტნიორია. სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით ნებისმიერი მუქარა მიუღებელია”, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მან უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდირესად მძიმეა. „უკრაინის გასვლა ავდეევკადან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია.  ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების…

მეტი...

გინესის რეკორდსმენი გახდა გოგონა, რომელმაც ერთდროულად 40-ზე მეტი სვიტერი ჩაიცვა

ვაშინგტონში მცხოვრები სოფია ჰეიდენი გინესის რეკორდსმენი გახდა. გოგონამ ერთმანეთის მიყოლებით 40-ზე მეტი სვიტერი ჩაიცვა და 2022 წელს 11 წლის ტომას უმამბოს რეკორდი (40 სვიტერი) გააუმჯობესა. გავრცელებული ინფორმაციით, გინესის დასამყარებლად გამოყენებული ტანსაცმელი საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა.

მეტი...

,,ნავალნი დაიღუპა თავისუფლებისთვის, პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება” – სუნაკი

,,ნავალნი დაიღუპა იმისთვის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა, თავისუფლებისთვის… მომხდარზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება”. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. ,,ნავალნი დაიღუპა იმისთვის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა, თავისუფლებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ ალექსეი ნავალნის ოჯახს. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ შეეცადა პუტინი რომ ის მოეკლა, ამის გათვალისწინებით, მისი საქციელი იყო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამბედაობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე პუტინს ეკისრება”, – ამბობს სუნაკი.

მეტი...

პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმ მოტივით რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, ანგარებით მკვლელობის მიზნით დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანგარების მოტივით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად…

მეტი...

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ოჯახის წევრზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, 2023 და 2024 წლებში ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე. ასევე, მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, კონფლიქტი ოჯახში, გარეშე პირების ჩარევით ხდებოდა პოლიციელს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის…

მეტი...

7 წლის შემდეგ, პირველად შეუძლია მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს – თორნიკე მამალაძე

7 წლის შემდეგ პირველად შეუძლია მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს, – ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებული ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავდადებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. როგორც დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, გიორგი მამალაძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არ შეუწყალებია. ,,თავისუფალია, კი ბატონო. ახლა მიმყავს ქობულეთში. ახლა გამოუშვეს. ქობულეთში ვიქნებით 3-4 საათში. დღეს გაათავისუფლეს, სადღაც10 წუთია. რის საფუძველზე, არ ვიცი. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა თავისუფალიაო, ახლა საპყრობილე დატოვა. პრეზიდენტს არ შეუწყალებია.” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მეტი...

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ტვიტერზე წერს. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე“, – აღნიშნავს რობერტა მეცოლა.

მეტი...

ბრიტანეთმა იმ კოლონიის ხელმძღვანელები დაასანქცირა, სადაც ნავალნი გარდაიცვალა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ კოლონიის ხელმძღვანელებს, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. სანქციები ექვს ფიზიკურ პირს შეეხო. გაიყინა მათი ქონება და სანქცირებულ პირებს აეკრძალათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა. გარდა ამისა, სამინისტრო ნავალნის გარდაცვალების ღიად გამოძიებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს. ,,ნათელია, რომ რუსეთის მთავრობა ნავალნის ხედავდა, როგორც საფრთხეს და მათ რამდენჯერმე სცადეს მისი გაჩერება. ФСБ-ს აგენტებმა ის “ნოვიჩოკით” 2020 წელს მოწამლეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებების გამო და არქტიკულ ზონაში მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს”, – წერს ბრიტანეთის საგარეო. სანქცირებული პირების სია ასე გამოიყურება: პოლკონვიკი ვადიმ კონსტიანტოვიჩ კალინინი – კოლონიის…

მეტი...

,,საქართველო შეფასდება იმის მიხედვით, რამდენად შეძლებს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები” – საფრანგეთის ელჩი

,,საქართველო შეფასდება იმის მიხედვით, რამდენად შეძლებს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შეზარ გასრიმ განაცხადა. ,,ქართული დემოკრატიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ამ არჩევნების მთლიანობის გარანტორები. ჩემი რჩევაა, რომ წვლილი შეიტანოთ, რომ გქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამისათვის იმუშავეთ ერთად. როგორც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყანა – საქართველო შეფასდება იმის მიხედვით რამდენად შეძლებს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები”, – ამბობს ელჩი.

მეტი...

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის – ჟოზეფ ბორელი

,,მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა”. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორემა სოციალურ ქსელში დაწერა. „მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა რეფორმების ძალისხმევაზე და საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე. მე მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“, – წერს ბორელი.

მეტი...

,,აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში” – რობინ დანიგანი

,,აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა. ,,მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად დაითვლება, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი თავისუფალი და სამართლიანია. ასე რომ, მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა…

მეტი...

თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა. მისი თქმით, შემუშავებული ჰუმანური საკანონმდებლო დოკუმენტი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. „რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. მოხარული ვარ, რომ შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს, რაც, სამწუხაროდ, ხშირია“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას.…

მეტი...

სამტრედიაში კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიაში კაცს მატარებელი დაეჯახა. 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის, შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ამერიკაში საქართველოს მოქალაქეს, კობა ძიგრაშვილს ეძებენ

ამერიკაში საქართველოს მოქალაქეს, კობა ძიგრაშვილს ეძებენ. მისი ოჯახის წევრი, ირმა ადეიშვილი ამბობს, რომ ბოლოს ახალგაზრდა კაცი ბრუკლინიდან ლოგნ აილენდზე მიდიოდა ცისფერი ფერის “Toyota Prius-ით”. საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია შტატების პოლიცია.

მეტი...

,,არ დაიჯეროთ ხალხო, არც ღმერთის შეგეშინდეთ და არც მითუმეტეს ეპისკოპოსის” – მამა პეტრე

არ დაიჯეროთ ხალხო, არც ღმერთის შეგეშინდეთ და არც მითუმეტეს ეპისკოპოსის, – ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რომლისთვის მღვდლემსახურების შეჩერებს თხოვნითაც სინოდალურმა კომისიამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართა. ,,ქონებრივი უთანასწორობა, ეკლესიის უმთავრესი პრობლემა… მრავალშვილიანი მღვდლები, სიღარიბის ზღვარს მიღმა, გაზულუქებული, მრევლის, შემომწირველების ხარჯზე გამდიდრებული ბერები… როგორი უხერხული საყურებელი და მოსასმენია ამბიონოდან ,,მოძღვრის ქადაგება”, რომელიც წირვის შემდეგ ასიათას დოლარიან ჯიპს მოახტება, მანამდე კი, ნასესხები ფულით ტაძარში მისულ ადამიანს მოძღვრავს, თუ როგორ უნდა დაითმინოს სიღარიბე და როგორ უნდა დაბრმავდეს, დაყრუვდეს და დაჩლუნგდეს, მდიდარი მამაო რომ არ განიკითხოს, რადგან ეს აცხოვნებს… ასეთი ბოდვა…

მეტი...

პარლამენტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის, გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა 91 ხმით დაუჭირა მხარი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ირაკლი კობახიძეს მისი საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.

მეტი...

,,გვარამია პოლიტიკურ ველზე მოუმზადებელი შემოვარდა” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია დიდი ხანი ემზადებოდა, ის პოლიტიკურ ველზე მოუმზადებელი დაბრუნდა. ,,დიდი მზადების მიუხედავად, რომელიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე და მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის. არ არსებობს წარსული, არ არსებობს სისხლი, არ არსებობს დანაშაულები, არ არსებობს გახარიასა და “ნაცმოძრაობის” თანამშრომლობა. ახლა უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხზე, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს არჩევნებში მხარს. ამ დროს, ყველა ხედავს, მოწინააღმდეგეც და მომხრეც, ეს არის კოლექტიური რევოლუციური კომიტეტის, სხვადასხვა განშტოებით, სხვადასხვა პათოსით და სხვადასხვა…

მეტი...

ქალს გარდაცვლილი ძმის ცხედარი 5 წლის განმავლობაში სახლში ჰქონდა და მასთან ერთად ეძინა

ავსტრალიაში, ქალს გარდაცვლილი ძმის ცხედარი 5 წლის განმავლობაში სახლში ჰქონდა და მასთან ერთად ეძინა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. „სამეზობლოში ყოველთვის მძაფრი, უსიამოვნო სუნი გვაწუხებდა. თავიდან გვეგონა, რომ ნაგვით იყო გამოწვეული. მათს სახლში ფარდები მუდმივად ჩამოფარებული იყო და ვერ ვხედავდით შიგნით რა ხდებოდა”, – უყვებიან მეზობლები პოლიციას. ქალი დაკავებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

მაგისტრატურა შესაძლოა, ერთწლიანი გახდეს – მოსალოდნელი ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში

საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის მიერ იქნება ინიცირებული. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტი იმსჯელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ შესატან ცვლილებებზე. საკანონმდებლო ცვლილებით, განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა; – დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად; – ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება; – შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას; – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება; – შესაძლებელი იქნება…

მეტი...

როდიდან დათბება საქართველოში – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს,  რომ უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ გაგრძელდება ზამთრისთვის დამახასიათებელი ამინდი. „რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ვჩქარობთ ვიხილოთ გაზაფხულის მშვენიერი დღეები, მაგრამ ჯერ ისევ კალანდარული ზამთარია და ამინდიც შესაბამისი, თუმცა შეგვიძლია გავიღიმოთ ერთ კვირაში გაზაფხულის მშვენიერ დილას მივესალმებით ერთმანეთს… მანამ კი გეტყვით რომ – დღეს ყველგან მზიანი ამინდია მოსალოდნელი და რამოდენიმე გრადუსით დაგვითბება. ხვალ საღამოს და ზეგ ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა, შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურული ფონი. 23 თებერვლის დღის საათებში – დასავლეთ საქართველოში დაიწყება დათბობის პროცესი და მზიანი ამინდები, აღმოსავლეთში კი…

მეტი...

სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა. თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის რეგულირების სფეროში მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა როგორც საკანონმდებლო, ასევე მათ კომპეტენციებში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეგულირების შესახებ ერთობლივი სასწავლო პროგრამების, სასწავლო ვიზიტების, ექსპერტთა ტრენინგების ორგანიზება.

მეტი...

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას AJARATIMES.GE-ი ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

,,როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა ეს არის რუსული სააკაშვილიო” – მიხეილ სააკაშვილი

როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა ეს არის რუსული სააკაშვილიო, – ამის შესახებ მსჯავრდადებულმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი სასამართლო საქმის სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა, სადაც ის  რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილიმა აღნიშნა, პუტინმა ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, ხოლო მეორე, მის ხელშია, რადგან საქართველოს პენიტენციური სისტემა კონტროლდება რუსული სპესამსახურების მიერ. ,,ნავალნისთან  მე მქონდა მიმოწერა, მან ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოსთვის დაყენებული პოზიციების მიმართ, ჩემთან მიმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო, მე ძალიან დავაფასე. ნავალნიმ გამოხატა მისი სოლიდარობა თავისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ, მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან…

მეტი...

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის მიღება QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი – კახა კალაძე

პროექტ SCANTBILISI-ის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები განთავდა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კომპანია „სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი. პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI – „დაასკანერე თბილისი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განთავსებული QR კოდების საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის 187…

მეტი...

შემუშავდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების საკითხებს დაარეგულირებს – კახა კალაძე

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა. „შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი,…

მეტი...

არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა – ფაქტზე სამართალდამცველი ამხილეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. 2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. 2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა…

მეტი...

ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ მოიტანა. დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.

მეტი...

თბილისის საკრებულომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღო

საკრებულოს სხდომაზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღეს. დოკუმენტი თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა. დადგენილების მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება და შემავიწროებლისთვის პროპორციული, ადეკვატური და სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება.

მეტი...