ხელვაჩაურში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

მსგავსი თემები