საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი გერმანიის ნაკრებთან მატჩით გახსნა. „ბორჯღალოსნებმა” 28:17 მოიგეს.

მეტი...

„აშშ აუცილებლად უპასუხებს, როდესაც ჩვენს ძალებს თავს დაესხმებიან“ – ჯეიკ სალივანი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ დამატებით დარტყმებს გეგმავს. სალივანის თქმით, დამატებითი იერიშები იორდანიის ბაზაზე გასულ კვირას განხორციელებულ დარტყმაზე პასუხია. „ჩვენ ვაპირებთ, მივიტანოთ დამატებითი დარტყმები და ვიმოქმედოთ, რათა გავაგრძელოთ მკაფიო გზავნილის გაგზავნა, რომ აშშ აუცილებლად უპასუხებს, როდესაც ჩვენს ძალებს თავს დაესხმებიან, როცა ჩვენი ხალხი დაიღუპება. რაც პარასკევს მოხდა, იყო ჩვენი პასუხის დასაწყისი და არა დასასრული. იქნება კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი – ზოგი უკვე ნანახი, ზოგი ალბათ ისეთი, როგორიც არ უნახავთ, თუმცა მე ამას არ ვუწოდებ რაღაც ღია…

მეტი...

„პუტინი უკვე უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხს განიცდის“ – დეივიდ კემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი აცხადებს, რომ დროა, ჩიხზე საუბარი შეწყდეს, რადგან პუტინი უკვე სტრატეგიულ მარცხს განიცდის: „ლონდონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს სხვა ქვეყნების უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებისთვის. დროა, ჩიხზე საუბარი შეწყდეს. პუტინი უკვე უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხს განიცდის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გამოუვალ მდგომარეობაზე საუბარი, ან იმაზე, რომ დრო უკრაინის მხარეს არ არის”, – განაცხადა კემერონმა.

მეტი...

საქართველოს პარლამენტში შესვლა შეიზღუდება

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.  აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“ –…

მეტი...

ვალუტის კურსი 5 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხვალ, 5 თებერვალს: 1 აშშ დოლარი – 2.6688 ლარი ეღირება; 1 ევრო – 2.9042 ლარი; 1 ფუნტი – 3.4051 ლარი; 1 ლირა კი 0.0876 ლარი;

მეტი...

5-8 თებერვალს პარლამენტში ვიზიტორების შესვლა შეიზღუდება

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, –…

მეტი...

სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, მტკვრისა და არგვის შესართავი – ეს საქართველოა (ვიდეო)

ეს საქართველოა, მცხეთა-მთიანეთის მხარე. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთა მდინარე მტკვრისა და არაგვის შესაყართან მდებარეობს, რომელიც ულამაზესი სანახავია ჯვრის მონასტრიდან. ჯვრის მონასტრიდან ხელის გულზე იშლება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი. ჯვრის მონასტერი კი VI საუკუნის ტაძარი და მონასტერია, რომელიც ყოველდღიურად ტურისტებს ვერ იტევს.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა. იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუპირისპირდა. კვარაცხელიამ გოლი 88-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრა „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

მეტი...

ფინეთ-რუსეთის საზღვარი კიდევ ერთი თვით იქნება დახურული

ფინეთ-რუსეთის საზღვარი კიდევ ერთი თვით იქნება დახურული. აღნიშნულის შესახებ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ოფიციალური ჰელსინკი შიშობს, რომ მოსკოვი საზღვარზე არალეგალი მიგრანტების გადაყვანით, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოების შერყევას ცდილობს.

მეტი...

ბორჯღალოსნებისა და გერმანიის ნაკრების შეხვედრა დაიწყო

დესაუში გერმანიისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ეს რაგბი ევროპის ჯგუფის პირველი შეხვედრაა. ცნობისთვის, საქართველო წელს „ა“ ჯგუფში ესპანეთთან, ნიდერლანდებთან და გერმანიასთან ითამაშებს.

მეტი...

მოსამართლემ ქოლ-ცენტრების საქმეზე 7-ვე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. პროკურატურა მათ ედავება თაღლითობასა და თანხის მითვისებას. საუბარია 60 მილიონ ლარზე. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „საქმის მასალები ცხადყოფს და ადასტურებს, რომ კონკრეტულად ჩემს  დაცვის ქვეშ მყოფ პირს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან  არ აქვს..ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც კი მუშაობდა და  არ ჰქონდა შემხებლობა სახელმწიფო ბრალდების მიერ ჩამოთვლილ კომპანიებთან. ამიტომ დაცვის მხარე უფლებას იტოვებს, რომ სამართლებრივად დაადასტურო სი გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის უდანაშაულო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი…

მეტი...

ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს – ქართველი სპორსტსმენი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს. ცნობილია, რომ ტოკიოში გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩატარდა. ლევან გორგაძეს სიმბოლურად თმა მოაჭრეს. ცნობისთვის, ტოჩინოშინის დებიუტი სუმოში 2006 წელს შედგა. ის სუმოს უმაღლეს დივიზიონში იყო. გორგაძე იმპერატორის თასს და ოძეკის ერთ-ერთ უმაღლესს წოდებას ფლობს.

მეტი...

Facebook- ის შექმნიდან 20 წელი გავიდა

Facebook-ის შექმნიდან 20 წელი გავიდა. სოციალური ქსელის დამფუძნებელი 19 წლის მარკ ცუკერბერგია. მან ქსელი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარებით 2004 წლის 4 თებერვალს შექმნა. თავდაპირველად Facebook-ის მიზანი ჰარვარდის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირება იყო, თუმცა ახლა სოციალურ ქსელს უამრავი მომხმარებელი ჰყავს.

მეტი...

„ადვილად ვხედავთ მოყვასის ნაკლულოვანებებს და ადვილად განვიკითხავთ ერთმანეთს” – მეუფე შიო

„ადამიანშიც უნდა დავინახოთ ხატება ღვთისა, ეს დიდი სიწმინდე და ვისწავლოთ მოკრძალებული და მოწიწებული დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ” – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა სულთმოფენობიდან 35-ე კვირას, ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, „ჩვენს თავში უნდა დავინახოთ ღვთის ხატებაც, რომ მარტო ცოდვა არ არის ჩვენში”. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. სულ მალე იწყება მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის და ამ პერიოდის წინ ყოველთვის იკითხება წმინდა სახარება იერიქონელი ბრმის შესახებ, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ…

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-ანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

„ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში უდიდესი კატასტროფაა“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში უდიდესი კატასტროფაა. მისი თქმით, აუცილებელია მდგომარეობის დეესკალაცია. „ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში უდიდესი კატასტროფაა, აუცილებელია მდგომარეობის დეესკალაცია”, – განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, ახლა მთელი ახლო აღმოსავლეთი უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაშია.

მეტი...

112 მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს. „გაცნობებთ, რომ 5-8 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ” – წერია 112-ის ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს.

მეტი...

ოკუპანტებმა ტორეცკი არტილერიით დაბომბეს

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში, საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ოკუპანტები დაბომბვისას არტილერიას იყენებდნენ.

მეტი...

„არცერთ ქოლ-ცენტრში არ არის ნამყოფი“ – ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული 7 პირის აღმკვეთი ღონისძიების განხილვა დაიწყება. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს. ის არასოდეს, არცერთ ქოლ-ცენტრში არ არის ნამყოფი, არ იცნობს სხვა დაკავებულ პირებს. შესაძლოა, საქმეში გამოყენებული იყოს მისი პირადი მონაცემები ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია. გარდა ამისა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადგინდეს, მისი შემხებლობა ამ საქმეში ნამდვილად არ არის,” – განაცხადა ადვოკატმა. კიდევ ერთი ადვოკატი,…

მეტი...

ნამიბიის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ნამიბიის პრეზიდენტი ჰეიგ გეინგობი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დედაქალაქის ერთ-ერთ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, სადაც სამედიცინო დახმარებას იღებდა – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის X-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მისი ოფისის ინფორმაციით, ნამიბიის პრეზიდენტი გასულ ოთხშაბათს დაბრუნდა აშშ-დან, სადაც გამოკვლევებს იტარებდა. ცნობისთვის, გეინგობს იანვარში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მეტი...

ევროპაში ფერმერების პროტესტს, შვეიცარიელი ფერმერებიც შეუერთდნენ

ევროპაში ფერმერების საპროტესტო აქციას, შვეიცარიელი ფერმერებიც შეუერთდნენ. მათ ტრაქტორებით ჟენევის ცენტრში გზები გადაკეტეს. ცნობილია, რომ აქცია გაიმართა შვეიცარიის ქალაქ ბაზელშიც. ცნობისთვის, ევროპის სხვა ქვეყნის მსგავსად, შვეიცარიელი ფერმერები მზარდ გადასახადებს და უცხო ქვეყნიდან დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტს აპროტესტებენ.

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის კონსტიტუცია ფატალურ რისკებს შეიცავს

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის კონსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ემყარება, ფატალური რისკის შემცველია რესპუბლიკისთვის. „უნდა ვიხელმძღვანელოთ თუ არა სომხეთისა და ყარაბაღის გაერთიანების შესახებ შექმნილი დოკუმენტით, რომელიც მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა ყრილობამ და სომხეთის უმაღლესმა საბჭომ შეადგინა? ეს პოლიტიკური არჩევანის საკითხია. თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მშვიდობას ვერ მივაღწევთ. გარდა ამისა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენთან ახლა ომი დაიწყება” – განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, სომხეთის პირველი პირი მთავრობას დამოუკიდებლობის დეკლარაციის გადახედვისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის კონსტიტუციიდან ყარაბაღისა და სომხეთის გაერთიანების შესახებ საკითხის ამოღება მშვიდობის…

მეტი...

ონკოპაციენტების აქცია თბილისში

პარლამენტთან ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მათთვის მკურნალობის პროგრამა დააფინანსოს. „ჩვენ ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მეტი...

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

CNN ვაშინგტონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს. „დღევანდელი დარტყმის სამიზნე იყო „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, კანადამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ახალმა ზელანდიამ ერთობლივად გაავრცელეს. ცნობისთვის, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ USS Gravely-მა და USS Carney-მა სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტები გაისროლეს და დარტყმების განხორციელებაში, ასევე, ჩართული იყვნენ F/A-18 ტიპის…

მეტი...

ოკუპირებულ გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა

ოკუპირებული გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. შემთხვევის შედეგად, ქალაქ ორენბურგის ოლქის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

მეტი...

ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქები დაბომბეს

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში 17-მდე დასახლებული პუნქტი დაბომბეს. დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა ორი კერძო სახლი. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რეგიონში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ჯამში 4 500-ს აღემატება

მეტი...

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-ს აჭარბებს

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. 200-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალ ტემპერატურასა და ძლიერი ქარს ასახელებენ. ადგილობრიბი მთავრობის განცხადებით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა. მათივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ხანძრები ამ დრომდე არ არის ლიკვიდირებული. ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 92 აქტიური ხანძრის კერა იყო, რის შედეგადაც 43,000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე განადგურდა. დამწვარია 1 100-ზე მეტი სახლი.

მეტი...

„თოვლი, ნალექი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული” – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

„თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დავაკავეთ” – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს. უწყების განცხადებით, თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე ათეულობით ფიზიკური პირი, მათი საცხოვრებელი ბინები, მანქანები და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს. „ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. ქოლცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს…

მეტი...

გლდანის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

თბილისში, გლდანის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ცნობილია, რომ გაზის მიწოდება დღეს, 4 თებერვალს, 15:00 საათზე აღდგება.

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ცალკეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

ვალუტის კურსი 4-5 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 თებერვლის ჩათვლით: 1 აშშ დოლარი – 2.6688 ლარი ეღირება; 1 ევრო – 2.9042 ლარი; 1 ფუნტი – 3.4051 ლარი; 1 ლირა კი 0.0876 ლარი;

მეტი...

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

„გავაკეთოთ შესაძლებელი და შეუძლებელიც, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს „შესაძლებელი და შეუძლებელიც”, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს: „გვახსოვდეს: ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინის ფრონტზე, თუმცა მისი სამიზნე არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავისუფლება. ამიტომ აუცილებლად, მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს მაქსიმალური კონსოლიდაცია შევინარჩუნოთ, და გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთი დაამარხოს. სხვა ენა მოსკოვს არ ესმის” – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

810 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 388750 (+810) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6343 (+2), ჯავშანტექნიკა – 11818 (+13), საარტილერიო სისტემები – 9331 (+31), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 979 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 663 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7173 (+12), ფრთოსანი რაკეტები – 1848 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12393 (+41), სპეციალური ტექნიკა…

მეტი...

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…

მეტი...