ლილოში მოკლული 22 წლის გოგო ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლია

სამ­გორ­ში, წი­ნუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. გო­გო­ნას ცხე­და­რი სა­კუ­თა­რი სახ­ლის წინ, დი­ლით, ორ­მო­ში იპო­ვეს. ის ბას­რი საგ­ნი­თაა მოკ­ლუ­ლი, თუმ­ცა, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, დად­გე­ნი­ლი არ არის, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი და­ნაა თუ არა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ და მის და­სა­კა­ვებ­ლად სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

,,სახ­ლის წინ სა­ხე­ლოს­ნო აქვთ, პა­ტა­რა ორ­მო­სა­ვი­თაა და იქ იპო­ვა სა­ხე­ლოს­ნო­ში მო­მუ­შა­ვემ, მერე და­უ­ძა­ხა მა­მას და იმან ამო­იც­ნო. და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ ჰყავთ, ეძე­ბენ, ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით. იპო­ვი­ან ალ­ბათ, ვინ და­უ­რე­კა, ვინ მი­წე­რა. ეს გო­გო­ნა აე­რო­პორტთან ახ­ლოს რა­ღაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და“, – აცხა­დებს ახ­ლო­ბე­ლი.

მსგავსი თემები