„ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის” – მიხაილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო მედიასთან განაცხადა, რომ აპირებენ გააგრძელონ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის. „როგორც ცნობილია, დიპლომატიური ურთიერთობები სააკაშვილის რეჟიმმა 2008 წელს გაწყვიტა. სამწუხაროდ მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის” – განაცხადა გალუზინმა.

მეტი...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ჯო ტომასონი შემოუერთდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს – გუნდს ჯო ტომასონი შემოუერთდა. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. ცნობისთვის, 30 წლის კალათბურთელი დღეს თელ-ავივის „მაკაბის“ უკანახაზელია.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს რომ იყოს“ – ბექა დავითულიანი

„მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და „ჩერქეზსკი ბაზართან” თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა. „რის იმედით ამბობენ, რომ უმრავლესობაში მოვლენ? მამუკა ხაზარაძე რომ დაწერს, 36 კვირა დარჩა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლამდეო, ეს არის იმის საფუძველი რომ იფიქრონ, თითქოს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვთ? გაივლის ეს 36 თუ რამდენი კვირაც დარჩა, მე არ ვითვლი, მამუკა ხაზარაძე ითვლის თავის კრახამდე დარჩენილ კვირებს და საათებს და ვნახავთ, რომ ამ 36 კვირის მერე ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, იქ, სადაც სურს რომ…

მეტი...

„არ ვაპირებ დროის დახარჯვას სულელურ იდეებზე” – ჯოზეფ ბორელი დონალდ ტრამპის განცხადებაზე

„არ ვაპირებ დროის დახარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში”, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და გამოეხმაურა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას. „ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები – NATO არ შეიძლება იყოს მენიუს პრინციპით მოქმედი სამხედრო ალიანსი, რომელიც იმოქმედებს იმის მიხედვით, როგორი განწყობა ექნება პრეზიდენტს, კონკრეტულ დღეებში. ასე არ ხდება, დღეს – კი, ხვალ – არა. მოდით ვიყოთ სერიოზულები, მე არ ვაპირებ ჩემი დროის დახარჯვას იმ…

მეტი...

თავდასხმა ხერსონზე – არიან დაშავებულები

გასულ დღეს ხერსონის ოლქში რუსეთის აგრესიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ ოკუპანტების სამინზე საცხოვრებელი კვარტლები იყო და მომხდარის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშიც. „გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 194 ჭურვი  ისტროლეს არტილერიიდან, ნაღმმტყორცნებიდან, ტანკებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან” – განაცხადა პროკუდინმა.

მეტი...

„ალიანსი აქვს „ნაცმოძრაობასთან“ – სოზარ სუბარი გიორგი გახარიაზე

„როცა ვამბობთ, რომ „ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს, ვგულისხმობთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც „მაშინდელი რეჟიმის სახეები არ იყვნენ, მაგალითად, ასეთია გახარია, მაგრამ დღეს მას ალიანსი აქვს „ნაცმოძრაობასთან“. „გვარამიას, ხოშტარიას ან ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გენერალური დირექტორი თუ თავმჯდომარე იყო, ამ პარტიას ვერ ჩამოაშორებ და ვერ გარეცხავ, თუმცა მათ შორის არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით. მაგალითად, ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი დამნაშავე პირიც და იდეოლოგიც, რომელიც „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებით საქმეების გაყალბებას ხელმძღვანელობდა. არიან, ასევე, ადამიანები, რომლებიც მაშინდელი რეჟიმის სახეები არ…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია. ფეხბურთელი დღეს 23 წლის გახდა.

მეტი...

ფილიპინებზე, მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 68-ს მიაღწია

BBC-ის ცნობით, ფილიპინებზე, დავაო-დე-ოროს პროვინციაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 68-ს მიაღწია. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, მაშველები არ მალავენ, რომ დაკარგული 51 ადამიანის ცოცხლად პოვნის იმედი აღარ არის. ცნობისთვის, ფილიპინებზე მეწყერი  7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა.

მეტი...

შვედეთში, გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა

დასავლეთ შვედეთის ქალაქ გოტენბურგში მდებარე გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა – შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ცნობილია, რომ გასართობ პარკში ხანძრის დროს სტუმრები არ იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურების ცნობით, ცეცხლი შენობის გარეთ ერთ-ერთ წყალგამტარზე გაჩნდა და შემდეგ მთელ შენობაზე გავრცელდა. ახლომდებარე სასტუმროდან და შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

მეტი...

ამინდი 13-15 თებერვალს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. ქ. თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, მოსალოდნელია…

მეტი...

გათხვილ ქალთან სექსუალურ კადრებს იღებდა და ემუქრებოდა (ვიდეო)

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე  დაკავებულია 1978 წელს დაბადებული პირი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში  ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის…

მეტი...

პარლამენტი ძაღლებსა და კატებთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობს

ძაღლების და კატების მოკვლევადობის ციფრული სისტემა შეიქმნება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში. ციფრული პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა სუბიექტისათვის, ვეტერინარიული კლინიკისათვის, თავშესაფრისა თუ სასტუმროსთვის. კანონპროექტის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საუბრობს. „იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძაღლებს ქუჩაში გაყრიან, სანქციები ძალიან მაღალია. გამრავლების კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი, ყველას აღარ ექნება გამრავლების უფლება. ამისთვის დამატებითი რეგისტრაციის გავლა იქნება საჭირო. არის კიდევ ძალიან ბევრის სხვა რეგულაცია. მათ შორის ჩვენ გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია, თანხები უნდა გამოიყოს მუნიციპალიტეტებისთვის, როგორც თავშესაფრების მშენებლობისთვის, ასევე სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურების განხორციელებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ…

მეტი...

რუსეთმა ბრიტანელებს სანქცია დაუწესა

რუსეთი ბრიტანეთის 18 მოქალაქეს სანქციებს უწესებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, კრემლში, ლონდონის კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ მიიღეს. „ლონდონის მუდმივი კონფრონტაციული კურსის პასუხად, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის დემონიზაციის მცდელობა მიმდინარეობს, აქტიურად იგება ანტირუსული ნარატივები საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის გავლენის შესამცირებლად და კიევის ნეონაცისტური რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება.  მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის „სტოპ-ლისტში“ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების არაერთი ფიგურის შეყვანის შესახებ“, – აცხადებენ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სანქცირებულთა შორის არიან:  არიან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს კარტლიჯი; წყალქვეშა ძალების მეთაური საიმონ ასკითი; ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში სტიუარტ პიჩი;…

მეტი...

ანექსირებული ყირიმიდან დროებით ოკუპირებულ ცხინვალში სამგზავრო ავტობუსი ივლის

ანექსირებული ყირიმიდან დროებით ოკუპირებულ ცხინვალში საერთაშორისო სამგზავრო ავტობუსი ივლის. ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრი, ნიკოლაი ლუკაშენკო ავრცელებს. ,,ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამხრეთ ოსეთთან ავტობუსით კომუნიკაცია. მარშრუტის გახსნას საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის ვგეგმავთ, წლის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება”, – თქვა ლუკაშენკომ. უკრაინის დროებით ოკუპირებული ქალაქ იალტადან, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ავტობუსები კვირაში 3-ჯერ ივლის. მარშრუტი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დახმარებით შედგება.

მეტი...

19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულის მამისა და ბიძების განაჩენი გამოაცხადა

ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. საუბარია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ბიძებისა და მამის ბრალდებაზე. მოსამართლემ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა, გიორგი ბაჟუნაიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოწმეებზე ზეწოლას ედავებოდნენ. დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს ბიძა, დავით ბაჟუნაიშვილიც და მას 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მეორე ბიძა – გელა ბაჟუნაიშვილი, რომელიც სასულიერო პირია და რომელსაც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად, მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ განმარტა, რომ გელა ბაჟუნაიშვილს (მამა იობი) შეეძლო აღსარების საიდუმლო არ გაეთქვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა…

მეტი...

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 თებერვალს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6524 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალიევისთვის გაგზავნილ მისალოც წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილს აქვეყნებს, რომელიც მან ილჰამ ალიევს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაუგზავნა. წერილი 2024 წლის 9 თებერვლით თარიღდება. ,,თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენი ქვეყნის სამსახურში და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობისათვის დაუღალავ ბრძოლაში. ღრმად მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც მეტად გავაძლიერებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის როლს რეგიონის სტაბილურობის და განვითარების კუთხით. თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა აქვს – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიას “რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა აქვს”. მამუკა მდინარაძემ დღეს ქართველ ჟურნალისტებს უსაყვედურა და თქვა, რომ ისინი “რუსულ პრესას არიან ჩაბჟირებულები”: ,,დღე და ღამე გადართულები ხართ, რუსული პრესა რას იტყვის. ჩაბჟირებულები ხართ რუსულ პრესას და დღე და ღამე ეცნობით, იქნებ რაიმე ისეთი წამოსცდეთ, ნარატივი გაქვთ ასეთი. მეორე შემთხვევაში, თუ რაღაცას იტყვიან სიმართლეს – პრაგმატული პოლიტიკა აქვს „ქართულ ოცნებას“ – დიახ, აქვს”, – ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც,…

მეტი...

12 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელიც დაზარალებულებს აიძულებდა სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით  ჩამოიყვანა. ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა. „დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე…

მეტი...

გიული ჩოხელი იუბილარია – მას 89 წელი შეუსრულდა

დღეს ლეგენდარული ქართველი ჯაზშემსრულებელი, გიული ჩოხელის დღეს 89 წელი შეუსრულდა. გიული ჩოხელი საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზმომღერალი ქალბატონი იყო. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იანი წლებიდან მიაღწია. მისი იმდროინდელი მუსიკალური მოღვაწეობა კი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.

მეტი...

,,როდესაც დასაკავებელია ადამიანი, იმას დააკავებენ” – მამუკა მდინარაძე

,,როდესაც დასაკავებელია ადამიანი, იმას დააკავებენ”. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დაკავება კორუფციის წინააღმდეგ ერთადერთი საპრევენციო იარაღი არ არის. ,,ეს არ არის კორუფციის წინააღმედგ ბრძლის ერთადერთი იარაღი. მაგრამ, როცა დასაკავებელია ადამიანი, იმას დააკავებენ”, – თქვა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს თავდაცვის ახალმა მინისტრმა კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბძღოლა დააანონსა. “ყველაფერს შევისწავლით” – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

დათვი, რომელიც ტყეში ხეზე ჯაჭვით დაბმული ნახეს, თბილისის ზოოპარკში გადმოიყვანეს

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარედ ტყეში კერძო პირებს დათვი ჰყავდათ ხელზე მიბმული. გავრცელებულ ფოტოზე ჩანდა, რომ დათვს ყელზე ჯაჭვი ეკეთა. თბილისის ზოოპარკმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ცნობა, რომ ცხოველი მათთანაა გადაყვანილი. ,,ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში. ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი ინიციატივა იწყება, რომლის ფარგლებშიც განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას განახლებადი ენერგიის როლის შესახებ კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის საქმეში. ინიციატივის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა, პრობლემების მოგვარების კუთხით შესაბამისი ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო…

მეტი...

გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია გვირაბის გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა, სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, რამდენიმე საათით იყო ჩაკეტილი.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 9 თებერვალს ოფიციალური წერილით მიულოცა არჩევა – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების პროპაგანდისა და ბრალდებების პასუხად აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. მათივე ცნობით, წერილი 9 თებერვლით თარიღდება. ცნობისთვის, დილიდან “ოცნება” საქართველოს პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს უყენებს, რომ მან ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. მათი შეფასებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მეზობლურ ურთიერთობებს აზიანებს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით კი ეს “პოლიტიკური სიბეცეა”.

მეტი...

სარფის საბაჟოზე 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს. მოქალაქე დაჯარიმდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი,” ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 4809.55 გრამი) გამოვლინდა. კანონდამრღვევი მოქალაქე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს და კობახიძეს წერილით მიმართეს

ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს. მათ დღეს კანცელარიასთან საპროტესტო აქციაც გამართეს.  ონკოპაციენტების ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ დაფინანსება ინდივიდუალურად, საჭიროების შესაბამისად მოხდეს. ,,ონკოპაციენტები 2024 წლიდან ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან ჯანდაცვასთან ურთიერთობაში, რაც მათი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა. ჩვენ ზუსტად ამიტომ დღეს ბატონ პრემიერ ირაკლი კობახიძეს მივმართავთ წერილით, რომ შექმნას მისი მეთვალყურეობის ქვეშ სამუშაო ჯგუფი და დაგვეხმაროს ამ რიგი ხარვეზების გამოსწორებაში, რაც ჯანდაცვაში არის დღეს და ონკოპაციენტები აწყდებიან და უწევთ ამ რთული გზის გავლა კიდევ კიბოსთან ერთად”, – თქვა “კავშირი სიცოცხლისთვის” წევრმა, გვანცა აფხაიძემ.

მეტი...

გორის საავტომობილო გვირაბში დღეს რამდენიმე საათით მოძრაობა იკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლის 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

ავლაბარში მოკლული კაპანოვი ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა – ახალი დეტალები

ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ისინი ძმები არიან, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, 47 წლის ფელიქს კაპანოვს სახლთან დახვდნენ, სცემს, შემდეგ კი გადაჭრილი სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლეს. კაპანოვი საპატიმროდან ცოტა ხნის გამოვიდა, წარსულში ნასამართლევი არიან დაკავებული ძმებიც. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

კომპრომისები არ იქნება, ყველაფერს შევისწავლით – თავდაცვის მინისტრი

კომპრომისები არ იქნება, ყველაფერს შევისწავლით, – ამის შესახებ, თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პოსტზე მისი პრიორიტეტი ჯარისკაცები იქნებიან და არც კვების და არც უზრუნველყოფის სხვა ნაწილში კომპრომისი არ იქნება. ,,ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მთლიანად სექტორის და სისტემის. პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, რომ კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება. არავითარ შემთხვევაში არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება. თუ არის…

მეტი...

შსს-ს თანამშრომელს, რომელიც დუშეთში ქვეითს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში ქვეითის დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადგილზე მიატოვა და მიიმალა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 4 აპრილსაა ჩანიშნული. დამნაშავე 9 თებერვალს დააკავეს. სასამართლოზე მან თქვა, რომ არ იცოდა, რომ 6 თებერვალს ღამით მოქალაქეს დაეჯახა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. ,,სახლში მივედი, არსად არ მივმალულვარ, არც სადმე წავსულვარ. მაგას ვიტყვი კიდევ, რომ თვალთახედვის არე, მხედველობა მაქვს -2″, – თქვა ბრალდებულმა სხდომაზე. პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან…

მეტი...

ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა – წულუკიანი ზურაბიშვილზე

ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა, – ამბობს თეა წულუკიანი სამთავრობო მედიის შეკითხვაზე, რატომ არ ულოცავს სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე, ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას. ,,საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის. შევახსენებთ ჩვენს პრეზიდენტს, ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები არის გაზრდილი ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმისთვის ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს და ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს მიულოცოს ჩვენს მეზობელ, პარტნიორ, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს არჩევნებში გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ…

მეტი...

ოკუპირებულ გალში მოკლული თემურ კარბაიას საქმეზე ორი “მილიციელი” დააკავეს

ოკუპირებულ გალში მოკლული თემურ კარბაიას საქმეზე ორი “მილიციელი” დააკავეს. სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ იყო დაწყებული. დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით, კაპიტან ალბერტ ზარაკუას, ლეიტენანტ ვიანორ აბშილავას და უმცროს ლეიტენანტ დავით კვეკვესკირს ბრალად ედებათ ჯგუფის მიერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ძალადობა რასაც მძმიე შედეგი მოჰყვა. ე.წ. პროკურატურის მტკიცებით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა. ,,შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა მას…

მეტი...

კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს – კობახიძე

,,კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს”. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ,,ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, აქაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა”, – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი...

,,უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი, გაიცემა კომპენსაციებიც” – ირაკლი კობახიძე სტიქიაზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძის ცნობით, გასულ კვირას სტიქიის ზონებში, ასეულობით სოფელში, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია, გაწმენდილია საავტომობილო გზები. “დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა უკვე ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება, შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები და რესურსები”, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მეტი...

მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს – ირაკლი კობახიძე

,,მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს”. ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის პირველ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ,,იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, უნდა ეფუძნებოდეს მთავრობის საქმიანობა ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის, და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შებრუნებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც…

მეტი...