რას ჰყვებიან მეზობლები ლილოს დასახლებაში მოკლულ გოგოზე

მრავლობითი ჭრილობით, ყელის ზურგისა და თავის არეში ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი დღეს სახლთან ახლოს, თხრილში იპოვეს. მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია მობილური ტელეფონიც.

22 წლის ახალგაზრდის ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ გოგონას ხელები მავთულით ჰქონდათ შეკრული.

„მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს ტელეფონი უპოვიათ გატეხილი“, – ამბობს მედიასთან ადგილობრივი.

მსგავსი თემები