„განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზები“ – ზელენსკი თოყაევს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ესაუბრა: „პრეზიდენტ თოყაევს ვაცნობე მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრის შედეგები და გლობალური სამშვიდობო სამიტის მზადება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზები“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა ყაზახეთს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მეტი...

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პაკეტი მოიცავს ათასზე მეტ საბრძოლო მასალას შვედური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისთვის, ასევე, RISE-1 დისტანციურ დეტონაციის სისტემებს. „ჩვენ აქტიურად და თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არის ინვესტიცია მის უსაფრთხოებაში,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.

მეტი...

„იქმნება კოალიცია უკრაინელი ბავშვების სახლებში დასაბრუნებლად” – მელანი ჯოლი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ უკრაინა და კანადა რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების დასახმარებლად საერთაშორისო კოლიაციას ქმნიან: „ომის კიდევ ერთი რეალობა უკრაინელი ბავშვების ტრაგიკული და უკანონო გადაყვანაა რუსეთში. დაშორებული არიან საკუთარ ოჯახებს, სახლებს, მშობლიურ ენას. მათი დაბრუნების მნიშვნელობა არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს. სწორედ ამიტომ, იქმნება ახალი საერთაშორისო კოალიცია უკრაინელი ბავშვების სახლებში დასაბრუნებლად და იმისთვის, რომ შევძლოთ მათ მხარდასაჭერად მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან მუშაობა” – განაცხადა მელანი ჯოლიმ. ცნობისთვის, დღეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატავად ჩავიდა. მან და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო დახმარება, მშვიდობის ფორმულის ერთობლივი…

მეტი...

„რუსეთმა წაიღო საავტორო უფლებების სფერო და ახლა უნდათ ხელის შემშლელიც აღარ ჰყავდეთ” – კობალაძე

„რუსეთმა წაიღო საავტორო უფლებების სფერო და ახლა უნდათ ხელის შემშლელიც აღარ ჰყავდეთ” – ამის შესახებ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარებ, გიგა კობალაძემ ორგანიზაციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. „შუადღეს შემოვიდნენ. უკავშირდება მარტივ რაღაცას, რაც 5 წელია უკვე მიმდინარეობს. 5 წლის განმავლობაში იბრძოლა რუსეთმა, წაიღეს საავტორო უფლებების სფერო, როგორც იცით, აკრედიტაცია მიიღო რუსულმა ორგანიზაციამ და ახლა უნდათ რომ საერთოდ მოასუფთაონ, ხელის შემშლელიც აღარ ჰყავდეთ არავინ, ვინც ამაზე ილაპარაკებს და დღევანდელი დღე ამის შედეგია. მიაქვთ ყველა დოკუმენტი, კომპიუტერები და ყველაფერი, რაც ოფისში ინახება“ – განაცხადა გიგა კობალაძემ. შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა სამინისტროს…

მეტი...

სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა

პარლამენტის ვებგვერდმა გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ საკვანძო სფეროებზე: საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი უსაფრთხოება – სახელმწიფოს მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, დეოკუპაცია, საქართველოს რეგიონული და გლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცება ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარების…

მეტი...

გალანტის თქმით, ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება. მისივე თქმით, ლიბანში მდებარე ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლებზე არ გავრცელდება ღაზაში მიმდინარე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შეჩერება. „თუ „ჰეზბოლას“ ჰგონია, რომ როდესაც სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტა იქნება ის ცეცხლს შეწყვეტს და ჩვენც შევჩერდებით, ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ… გარკვევით ვამბობ: სანამ არ მივაღწევთ ისეთ სიტუაციას, როდესაც [ისრაელის] ჩრდილოეთში მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების აღდგენა იქნება შესაძლებელი, მანამდე არ გავჩერდებით. როდესაც ამას მივაღწევთ [დიპლომატიური] შეთანხმებით ან სამხედრო საშუალებებით, მაშინ შევძლებთ დამშვიდებას”, – განაცხადა გალანტმა.

მეტი...

ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მშვიდობიანი ვითარებაა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის შესახებ, რაც სომხეთის კონსტიტუციაშიცაა აღნიშნული. მისი თქმით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სომხეთის სარჩელები შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება და ყარაბაღის გამოყოფა აზერბაიჯანისგან. „სომხეთის კონსტიტუციისა და სხვა დოკუმენტების შეცვლის შემთხვევაში, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მეტი...

ხერსონზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა რამდენიმე შენობა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

პუტინის თქმით, რუსეთის ბირთვული სტრატეგიული ძალები 95%-ით არის განახლებული

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ქვეყნის ბირთვული სტრატეგიული ძალები 95%-ით არის განახლებული. „დღეს, თითქმის 95%-ით განვაახლეთ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალები და მათი საზღვაო კომპონენტი, თითქმის 100%-ით. ეს არის კარგი, საიმედო ფარი ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის. ფარი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით” – თქვა პუტინმა ტულაში სამუშაო ვიზიტის დროს.

მეტი...

სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კინოლოგ ოფიცრისა და თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაზე გაწვრთნილ სამსახურებრივ ძაღლთან ერთად განხორციელებული კონტროლის პროცედურების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ჯამში – 10 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტი...

„საჭიროა ტაქტიკა შევცვალოთ” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ გასულ წელს კონტრშტევისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეული შეცდომები დაუშვეს და ახლა საჭიროა ტაქტიკა შეიცვალოს „2023 წელს გარკვეული ტაქტიკური შეცდომები გვქონდა. ამაზე სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც საუბრობს. ეს არის ომი და არა [რიგითი] მოვლენა. ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის არა პატარა ქვეყანა, არამედ რუსეთი, რომელსაც უზარმაზარი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი გააჩნია. გვჭირდება ევროპული ქვეყნების ერთიანი ეკონომიკა, რომელიც უკრაინის ეკონომიკას დაეხმარება, ასევე ერთიანი სამხედრო წარმოება. უნდა გაიზარდოს გარკვეული ტიპის იარაღის წარმოება. გარდა ამისა, მათი რაოდენობის საკითხიც უნდა გადაწყდეს” – განაცხადა პოდოლიაკმა.

მეტი...

ვალუტის კურსი 3 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6688 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9042 ლარს შეადგენს.

მეტი...

830 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 387 060 (+830) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით. ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6331 (+9), ჯავშანტექნიკა – 11792 (+19), საარტილერიო სისტემები – 9274 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 978 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 663 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7146 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 1847 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+1). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12316 (+49), სპეციალური…

მეტი...

ამინდი 3-5 თებერვალს

6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…

მეტი...

საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსური შევიდა

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი). საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ” –  ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა წარუდგინა. საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. სხდომაზე გაიწერება საკომიტეტო მოსმენების განრიგიც. მომავალი კვირის ბოლომდე კი პარლამენტმა ახალ პრემიემინისტრს ნდობა უნდა გამოუცხადოს და კაბინეტი საბოლოოდ დაამტკიცოს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ამ ეტაპზე მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩიქოვანი ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.

მეტი...

ლატვიის სპორტულ ნაკრებებს რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან თამაში ეკრძალებათ

ლატვიის სპორტულ ნაკრებებს რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან თამაში ეკრძალებათ. გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომით არის განპირობებული. სპორტის კანონში შეტანილი შესწორება კრძალავს ლატვიის ჰოკეის, ფეხბურთის, კალათბურთისა და სხვა სახეობების ნაკრებების თამაშს რუსეთის და მისი მოკავშირე ბელარუსის ნაკრებებთან, განურჩევლად იმისა, იასპარეზებენ ისინი თავიანთი დროშით თუ მის გარეშე. კანონმდებლებმა ასევე დაამტკიცეს შესწორება, რომელიც ლატვიაში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებს უკრძალავს რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების შეჯიბრებზე მოწვევას.

მეტი...

ნორვეგიაში ქარიშხალი „ინგუნი“ მძვინვარებს

ნორვეგიაში ქარიშხალი „ინგუნი“ მძვინვარებს. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქარის სიჩქარემ საათში 180 კილომეტრს მიაღწია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ ბოდოში დაიკეტა საავტომობილო გზები და გაუქმდა სატრანსპორტო მიმოსვლა. ქარიშხალმა ნორვეგიის რამდენიმე რაიონში წყალდიდობაც გამოიწვია, რის გამოც ათობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხლის გამო, ნორვეგიაში გაუქმდა ავიარეისებიც.

მეტი...

უკრაინელმა მაშველებმა ორ შახტში მოყოლილი 113 მაღაროელი გადაარჩინეს

უკრაინელმა მაშველებმა კრივოი როგის ორ შახტში მოყოლილი 113 მაღაროელი გადაარჩინეს. მამაკაცები მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა და შახტების ენერგომომარაგება შეწყდა. ინფორმაცია 113-ივე მაღაროელის გადარჩენის შესახებ კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ვილკულმა გაავრცელა.

მეტი...

საია ნატა ფერაძის საქმეს ასაჩივრებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის სამოქალაქო აქტივისტ, ნატა ფერაძის საქმეზე გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. ,,დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო შჩერბაკოვი) ნატა ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამ გადაწყვეტილებას საია დღესვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

აშშ-ში აეროპორტში შენობა ჩამოინგრა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

აიდაჰოს შტატის ქალაქ ბოისის აეროპორტში მშენებარე შენობა ჩამოინგრა, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის შედეგად ცხრა დაშავებულიდან 5 მძიმე მდგომარეობაშია. სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ნგრევის ადგილზე მომუშავე სახანძრო ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებული გადაარჩინეს. ,,არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი ნგრევა,” – თქვა ბოისის მეხანძრემ აარონ ჰუმელმა ბრიფინგზე.

მეტი...

სარფში 67 447.12 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ, რომლის შემოტანასაც საქართველოს მოქალაქე ცდილობდა, 67 447.12 ლარი შეადგინა. ,,მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი,” ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური, (კერძოდ, სხეულის რენტგენო ინსპექტირების მოწყობილობით) დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 610 გრამი) გამოვლინდა….საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ისრაელ-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 85 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 85 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მათგან 78 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 4 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

მეტი...

ჩინეთში აეროპორტები და სადგურები გადატვირთულია, ბილეთების არ იშოვება (ვიდეო)

ეს შანხაია, ჩინეთი. მსგავსი ვითრებაა თითქმის ყველა აერპორტსა თუ სადგურში. ჩინური ახალი წლის სამზადისი დაიწყო და შესაბამისად, ყველა მიდის სახლში, მშობლებთან, წარმომავლობის ადგილებში, რომ ერთად აღნიშნონ ახალი წელი.  ბილეთების შოვნაც კი პრობლემაა. ჩინელები ახალი წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. განათებულია ქუჩები,  მორთულია შენობები, სპეციალურად გაფორმებული მაღაზიები ულამაზესი სანახავია.  უზარმაზარ დრაკონის გამოსახულებებს ყველგან შეხვდებით. აცხობენ სპეციალურ პუნთუშებს დრაკონის გამოსახულებებით. ჩინური ახალი წელი იწყება  ახალ მთვარეზე, რომელიც მერყეობს  21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს კი ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვლიდან დადგება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში.

მეტი...

ოკუპანტების მიერ სატელეფონო სიხშირეების ჩახშობის გამო, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ

ოკუპანტების მიერ სატელეფონო სიხშირეების ჩახშობის გამო, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში დასჭირდათ, 112-ზე დარეკვისას კი მათ ცხინვალის შტაბიდან უპასუხეს. ,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსული საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს ქართული მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების სიგნალს ახშობს და რუსული ოპერატორების სიგნალს ავრცელებს.

მეტი...

,,ვისაც ჩვენი დაშინება ენდომება, მკაცრს პასუხს მიიღებს” – ირანის პრეზიდენტი

,,ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ვისაც ჩვენი დაშინება ენდომება, მკაცრს პასუხს მიიღებს”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი მტკიცებით, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალა რეგიონში არ არის და არც არასდროს ყოფილა საფრთხე არც ერთი ქვეყნისთვის, არამედ ირანი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რომელსაც რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ დაეყრდნონ და ენდონ. ,,ჩვენ არ დავიწყებთ არანაირ ომს, მაგრამ თუ ვინმეს სურს ჩვენი დაშინება, ისინი მიიღებენ ძლიერ პასუხს”, – თქვა ებრაჰიმ რაისიმ სატელევიზიო გამოსვლაში. ცნობისთვის, შეერთებული შტატები აპირებს პასუხი გასცეს იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას, რომლის დროსაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. შტაბი თავდასხმაში ირანის…

მეტი...

ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ისინი ადგილზე მოსამართლის ხელმოწერილი ოქმით მივიდნენ. აქტივისტს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ,,ვერ დამაშინებენ და არც ვნანობ, სტალინს რომ ვესროლე და კიდევ ვესვრი თუ საჭირო გახდა, ეს არ იყო ეკლესიაზე შეტევა, ეს იყო სტალინზე შეტევა, პუტინზე შეტევა. ეს არის იმათთვის საჩუქარი, იმ ორკებისთვის, ვინც აქ მომადგნენ, რომ აი ფერაძე ჩავსვით და ჩამსვან”, – თქვა ნატა ფერაძემ. საქმე ეხება იმ ხატისთვის საღებავის შესხმას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. რუსი წმინდანის, მატრონას ხატი სამების ტაძარში იყო განთავსებული. ფაქტის ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა…

მეტი...

ჩიქობავა და ხასაია პატიმრობაში რჩებიან

სააპელაციო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა. ,,ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ქონების დაზიანებას, და პირიქით, მზად არიან, რომ აანაზღაურონ ეს ზიანი. ჩვენი მხრიდან უფრო არის აქტიური კომუნიკაცია მათ შორის აღსრულების სამსახურთან, რომ დროულად წარმართულიყო პროცესები. ამ გარემოების მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ეს ყველაფერი უკვე ემსგავსება იმას, რომ ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას დაკავებულების მიმართ”, – თქვა ადვოკატმა, გური იმნაძემ. ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის…

მეტი...

ბიშკეკის ერთადერთ თბოელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა – ქალაქს ელექტროენერგია და ცხელი წყალი არ მიეწოდება

ბიშკეკის ერთადერთ თბოელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყირგიზეთის დედაქალის მთელ სამხრეთ ნაწილს ელექტროენერგია და ცხელი წყალი არ მიეწოდება. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მათ სხეულის 80%-ის დამწვრობა მიიღეს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ავარია დივერსიას გამოეწვია, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია ასევე ტექნიკური მიზეზებიც.

მეტი...

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, თბილისში, გარაყანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით…

მეტი...

გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვის დაწყებას გეგმავენ

დღეს გერმანიაში, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებიც გაფიცვაა დაგეგმილი. გაფიცვაში ავტობუსების, ტრამვაის და მეტროს მემანქანეები მიიღებენ მონაწილეობას. ტრანსპორტის პროფკავშირები თავისი 90 ათასი წევრისთვის ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ბრანდენბურგში გაფიცულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ანაზღაურების მატების გარდა, როკავშირები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მემანქანეებისთვის სამუშაო საათების შემცირებასაც ითხოვს.

მეტი...

თურქული ბანკები რუსულ ანგარიშებს ხურავენ

თურქეთში, ზოგიერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყო და მოთხოვნები გაზარდა იმ პირებისადმი, რომლებიც ბარათების გახსნას აპირებენ. რუსულ პრესაში წერენ, რომ თურქული ბანკების პოლიტიკა დეკემბერში, ჯო ბაიდენის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ, მკვეთრად შეიცვალა. ცნობისთვის, ბაიდენმა აშშ-ის ხაზინას მიანიჭა უფლებამოსილება, რომ გამარტივებული წესით დასაჯოს ბანკები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევენ.

მეტი...

ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმე ეხება იმ ხატისთვის საღებავის შესხმას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. რუსი წმინდანის, მატრონას ხატი სამებაში იყო განთავსებული. ფაქტის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ფერაძე პოლიციამ გამოკითხა. რამდენიმე დღეში ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული რადიკალური დაჯგუფების წევრები მივიდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.

მეტი...

ზალუჟნიმ 2024 წლის 3 მთავარი ამოცანა დაასახელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის 3 ძირითადი ამოცანა დაასახელა მიმდინარე წლისთვის. ,,2024 წელს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა 3 მიმართულებაზე უნდა მივმართოთ: შევქმნათ სისტემა ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის, დავნერგოთ წვრთნისა და ომის ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს მათი გამოყენების საშუალებებისა და აქტივების შეზღუდვას, მესამე, ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად დაუფლებაა”, – წერს ზალუჟნი ვრცელ სტატიაში. მაღალტექნოლოგიური საშუალებებზე საუბრისას, ის ყურადღებას ამახვილებს უპილოტო საფრენი აპარატების სისტემის განვითარებაზე. მისივე თქმით, უკრაინას უკვე აქვს მტრის განადგურების და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები. ზალუჟნი ამბობს, რომ რუსეთი, იმის გათვალისწინებით, თუ…

მეტი...

,,რუსეთი არ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი პარტნიორი თავდაცვის სფეროში” – ფაშინიანი

რუსეთი არ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი პარტნიორი თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, წარსულში სომხეთის თავდაცვის სექტორის ურთიერთობების 95-97% რუსეთთან იყო. ფაშინიანის აზრით, სომხეთს არმიის განვითარების კონცეფციის შეცვლა სჭირდება. ,,ახლა ეს არ შეიძლება იყოს იგივე, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო. ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორი ურთიერთობა გვაქვს, მაგალითად, ინდოეთთან ამ კონცეფციაში”, – განაცხადა ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ ერევანი ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვმა ვერ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები. სომხეთის პრემიერი ამბობს, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა სომხეთს თავდაცვის სფეროში ახალი პარტნიორების მოძიების აუცილებლობა აჩვენა.

მეტი...

თურქეთის ერთ-ერთი ქარხანაში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის მახლობლად მდებარე Procter & Gamble (P&G) ქარხანაში მძევლად აყვანილი 7 ადამიანი, 9-საათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. ქარხანაში პოლიცია მას შემდეგ შევიდა, რაც ეჭვმიტანილი საპირფარეშოში გავიდა. ადგილობრივი გუბერნატორის, სედარ იავუზის თქმით, მძევლები არ დაშავებულან. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილს სურდა ყურადღების მიპყრობა ღაზის სექტორში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის შენობის შესასვლელთან პალესტინის დროშა იყო დახატული წარწერით “ღაზისთვის კარი ღია იქნება.”

მეტი...