მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ “ქართული ლეგიონის” მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ვადა აითვლება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.

რუსეთი მამულაშვილს ბრალად სდებს დაქირავებულ საქმიანობასა და სიძულვილის გაღვივებას მედიის გამოყენებით. მასზე ძებნა 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

მსგავსი თემები