მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკის ქალაქ მარავატიოში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს. პოლიტიკოსებზე თავდასხმა დასავლეთის შტატ მიჩოაკანში მოხდა, რომელიც მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური რეგიონია.

არსებული ინფორმაციით, მიგელ ანხელ რეიეს ზავალას საკუთარ მანქანაში ესროლეს, რის შემდეგაც ორი შეიარაღებული პირი ადგილიდან მიიმალა.

რამდენიმე საათის შემდეგ კი ასევე საკუთარ მანქანაში იპოვეს მოკლული მერობის მეორე კანდიდატი ოპოზიციონერი არმანდო პერეს ლუნა. მასაც ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, 2021 წლის არჩევნების დროს, მექსიკაში 30-ზე მეტი საარჩევნო კანდიდატი მოკლეს.

მსგავსი თემები